imedi /  04 ოქტომბერი 2022, 19:00 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე „ხალხის ძალაზე“: ისინი არიან ჩვენი მეგობრები, უმრავლესობის წევრები, პრობლემები ერთმანეთთან დაკავშირებით არ გვაქვს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ რჩებიან უმრავლესობაში. „ქართულ ოცნებას“ დღეს უკვე ამ მდგომარეობით პარლამენტში 75 დეპუტატი ჰყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გარეშე ჩვენ უმრავლესობა არ გვაქვს, აქედან გამომდინარე, ხუმრობით რომ ვთქვათ, ცოტა დახმარებაც და მათი გვერდით დგომაც დაგვჭირდება იმ ამბავში, რომ საქართველოში არ შეიქმნას რაიმე პოლიტიკური კრიზისის მაგვარი, მაგრამ გამორიცხულია, 100% - იანი გარანტიით ჩვენ ამას მათგან არ ველოდებით, ისინი არიან ჩვენი მეგობრები, უმრავლესობის წევრები და ჩვენ პრობლემები ერთმანეთთან დაკავშირებით არ გვაქვს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეს იყო პირობა, მათი მეგობრული ჟესტიც და გუშინ უმრავლესობაზე მათი გამოთქმული მოსაზრება და დაპირება.

„ჩვენ ამ დაპირებაში ეჭვი არ გვეპარება, არანაირ პრობლემას მათი მხრიდან უმრავლესობის და გადაწყვეტილებების მიღების ნაწილში არ ველოდებით და დარწმუნებული ვარ, ისინი ამ პირობას შეასრულებენ. თუ განსხვავებაზე ვილაპარაკებთ, მთავარი განსხვავება არის იგივე და ერთადერთი - ისინი ამბობენ, რომ ის ყველაფერი, რაც ხდება კულისებში, უნდა იყოს საჯარო, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტად შეფასების უფლება იმისა, რაც ხდება სინამდვილეში ქვეყანაში. არის უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარება, ოკუპანტი ქვეყანა აწარმოებს სასტიკ ომს უკრაინაში და ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა მათ მიაჩნიათ, რომ ინფორმაციის მეტად გასაჯაროებით არის მხოლოდ შესაძლებელი. თუმცა, ჩვენ ამ ნაწილში ვერ ვთანხმდებით, ალბათ ვეღარც შევთანხმდებით, ამაზე კამათს აზრი არ აქვს, მათ თავისი აზრი აქვთ, ჩვენ ჩვენი, თუმცა ისინი არიან ჩვენი მეგობრები, უმრავლესობის წევრები და ჩვენ პრობლემები ერთმანეთთან დაკავშირებით არ გვაქვს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერი ინფორმაცია, რაც აქვს უმრავლესობის წევრს ბუნებრივია, მათაც აქვთ.

„ალბათ შეამჩნევდით, რომ მათ იმ ინფორმაციის დიდი ნაწილი, რაც გაასაჯაროვეს ჰქონდათ მიღებული მანამდე, ვიდრე ისინი „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ. თუმცა, უმრავლესობის სხდომაზე რაც ითქმება, ბუნებრივია მათაც მიეწოდებათ ინფორმაცია. უმრავლესობის წევრს ვერ აუკრძალავ, უმრავლესობის სხდომაზე მოვიდნენ და არც აუკრძალავს არავის. გაასაჯაროებს თუ არა ამ ინფორმაციას, ეს მისი გადასაწყვეტია, მისი კომპეტენციის ფარგლები და პოლიტიკური რისკია. მათ ასე მიაჩნიათ სწორად და იმაში, რომ არ ვეთანხმებით, რომ ამის გასაჯაროება შეიძლება არ იყოს აუცილებელი, მხოლოდ ეს არგუმენტი ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ რაღაც ინფორმაცია არ მიიღოს უმრავლესობის წევრმა. აქედან გამომდინარე, მათ რა თქმა უნდა, ინფორმაციაზე ჰქონდათ და აქვთ წვდომა, უმრავლესობის წევრებიც არიან და მხოლოდ ეს ერთი განსხვავებაა ჩვენს შორის, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის ძალიან ხისტი და კრიტიკული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად მიიჩნევენ მეტ სიმართლეს და კულისებიდან გამოტანილ ინფორმაციას საჯაროდ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ქართული ოცნებიდან მათთან გადასვლის სურვილი აღარავის დაუფიქსირებია.

„ამ ეტაპზე მათ გაფართოებას არ ველოდებით, დღეის მდგომარეობით, ქართული ოცნებიდან მათთან გადასვლის სურვილი აღარავის დაუფიქსირებია. ერთი თვის და ხუთი თვის შემდეგ რა იქნება არავინ იცის, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, ასეთი საკითხი, რომ მათთან კიდევ ვინმე გადავიდეს, ახლო პერიოდში არ დგას“, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2022, 12:23

საზოგადოება

შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებიან

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მთავარი შრომის ინსპექტორის პირველი მოადგილე ნატო ნათენაძე, შრომის ინსპექციის სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში შრომის თემატიკაზე მომუშავე უწყებებს ხვდებიან.

ნიკა წულუკიძე

06 დეკემბერი 2022, 12:19

კულტურა

ნიკა წულუკიძეს აკაკი ვასაძის სახელობის ჯილდო გადაეცა

ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანს, თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძეს აკაკი ვასაძის სახელობის ჯილდო გადაეცა. დაჯილდოება რუსთავის თეატრში ამავე თეატრის 55 წლის იუბილეზე, გიგა ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილ საღამოზე გაიმართა.

06 დეკემბერი 2022, 12:17

რეგიონი

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში მგზავრთნაკადი კვლავ სრულად აღდგა

ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში მგზავრთნაკადი კვლავ სრულად აღდგა. 2022 წლის ნოემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 100%-ით აღდგა, - ამის ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

06 დეკემბერი 2022, 12:10

საზოგადოება

თამილა ბარკალაიამ და ნინო ველთაურმა, ყირგიზეთის დელეგაციას, შრომისა და დასაქმების მიმართულებით, საქართველოში მიმდინარე პროექტები გააცნეს

შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს, საქართველოში, სპეციალური კატეგორიის მოქალაქეებთან მუშაობის მიდგომები. ისაუბრეს დასაქმებისა და შრომის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათ აღმოსაფხვრელად დაგეგმილ პროგრამებზე.

06 დეკემბერი 2022, 12:01

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნიადაგის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნიადაგის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოთარ შამუგიამ ნიადაგის მნიშვნელობის და მისი დაცვის აუცილებლობის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც სახელმწიფო ნიადაგის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვისთვის ახორციელებს.

06 დეკემბერი 2022, 11:47

რეგიონი

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

ქობულეთში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს. გასულ წელს ის კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

06 დეკემბერი 2022, 11:39

საზოგადოება

კონკურენციის სააგენტომ ნოემბერში მომხმარებლთა უფლებების დაცვის მიმართულებით 42 განაცხადი მიიღო

მიღებული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 60%, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 28%, აგრესიული კომერციული საქმიანობის აკრძალვა 5%, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 5%, ხოლო უსამართლო სტანდარტული პირობები 2%.

ნინო ფოჩხუა

06 დეკემბერი 2022, 11:36

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ვანო ნადირაძეზე: უკრაინის ბედი კი არა, მისი კრიმინალი ბელადის ბედი აღელვებს მხოლოდ და ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ვანო ნადირაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მას უკრაინის ბედი კი არა, მხოლოდ სააკაშვილის ბედი აღელვებს.

გიორგი ვოლსკი

06 დეკემბერი 2022, 11:30

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ამ ადამიანებს სააკაშვილის ფაქტორი სჭირდებათ საკუთარი პოლიტიკური სპეკულაციების გასაღრმავებლად და მისი ჯანმრთელობა და ბედი არანაირად არ აინტერესებთ

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომისთვის ემზადება. ხუთ დღეში გაირკვევა, რა წესით აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ქვეყანაში არეულობის გამოწვევაა. გიორგი ვოლსკის თქმით, ეს არის დაპირისპირებული ჯგუფების აყალ-მაყალი.

რატი იონათამიშვილი

06 დეკემბერი 2022, 11:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩვენი ქვეყანა პროაქტიულად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე

ჩვენი ქვეყანა პროაქტიულად ასრულებს ყველა იმ ვალდებულება, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ევროკოვშარის სრულუფლებიან წევრობამდე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

06 დეკემბერი 2022, 11:24

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მართლა სირცხვილია, როდესაც ორგანიზაცია "სირცხვილია" მონაწილეობს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და ამერიკელი გადამხდელების მიერ მიღებულ ფულს ხელისუფლების არალეგიტიმური ცვლილების ორგანიზებაში გეგმავს

იქნებ კეთილი ინებოთ ძვირფასო პარტნიორებო, "სირცხვილიას" დამფინანსებლებო დასავლეთიდან - გაემიჯნოთ თქვენი გამოკვებილი რადიკალების ამ უღირს ქმედებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ყველა "სიჩუმე" ქართველ ხალხს აფიქრებინებს, რომ სწორედ თქვენ დგახართ ამ ყველაფრის უკან- ამის შესახებ “ხალხის ძალის წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი შოთაძე

06 დეკემბერი 2022, 11:19

პოლიტიკა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

06 დეკემბერი 2022, 11:14

საზოგადოება

საჯარო რეესტრის IT პროექტმა „ელექტრონული ოქმის აპლიკაცია“ GITI 2022-ზე ჯილდო მიიღო

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს IT პროექტი - ელექტრონული ოქმის აპლიკაცია - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონულ კონკურს “GITI 2022-ზე”, ნომინაციაში წარმატებული IT ინოვაცია, გამოხატული ბიზნეს პროცესის გამარტივებაში, ყველაზე ინოვაციურ IT პროდუქტად დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

06 დეკემბერი 2022, 11:07

რეგიონი

„ბათუმი ავარიული სახლების“ პროექტის ფარგლებში, 688 ოჯახს ახალი ბინები აუშენდება

კომპლექსის საერთო სამშენებლო ფართი 53 ათას კვ. მეტრს მოიცავს, სადაც საცხოვრებელი შენობების გარდა განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედნები და ტრენაჟორები, მოეწყობა მწვანე სივრცეები, საპარკე ინვენტარი, განათება და სანიაღვრე სისტემები. ბათუმის მერიამ შესაბამისი სამშენებლო ტენდერი უკვე გამოაცხადა შემდეგ 3 მისამართზე:

06 დეკემბერი 2022, 11:06

საზოგადოება

შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში დასაქმების ფორუმი გაიმართა

შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ღონისძიებაზე, 20-მდე კომპანიამ და ორგანიზაციამ 100-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთიან სივრცეში დამსაქმებლებს შეხვედროდნენ, კომპანიის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია და სასურველი ვაკანსიები შეერჩიათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

06 დეკემბერი 2022, 10:42

მსოფლიო

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 6702 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

24 თებერვლიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 6702 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ასეთია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ბოლო მონაცემები.

06 დეკემბერი 2022, 10:41

თავდაცვა

საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ

თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესსა და სამომავლო გეგმებს ეცნობიან, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათვე ინფორმაციით, დიპლომატებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. მან მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

06 დეკემბერი 2022, 10:40

ეკონომიკა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შვეიცარიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შვეიცარიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა და შვეიცარიის ტურიზმის ორგანიზაციის სპეციალური პროექტებისა და მიმართულებების დირექტორმა ფედერიკო სომარუგამ ქალაქ ციურიხში მოაწერეს.

06 დეკემბერი 2022, 10:36

ტექნოლოგიები

მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ავტომობილი წარმოების ეტაპზე გადავიდა

ჰოლანდიურმა ავტომწარმოებელმა, Lightyear-მა, რომელიც უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის ტექნოლოგიებს იკვლევდა, ავტომობილი საბოლოო – წარმოების ეტაპზე გადაიყვანა. კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, Lightyear 0-ის წარმოება საბოლოოდ დაიწყო და ის დღის სინათლეს სულ მალე იხილავს.

06 დეკემბერი 2022, 10:22

ეკონომიკა

ბერლინში „ქართული ღვინის კვირეული“ გაიმართა

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ბერლინში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე 10 მცირე მარნის ქართული ღვინოების დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ღვინის ბარის „საამური“ ორგანიზებით გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყო ის ღვინოები, რომლებიც დღეისათვის, გერმანიის ღვინის ბაზარზე არ იყიდება.