imedi /  05 ოქტომბერი 2022, 11:06 / სანდო წყარო

რევაზ ჯაველიძე 2024 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საკითხებზე გამართულ დონორთა კონფერენციას დაესწრო

რევაზ ჯაველიძე

რევაზ ჯაველიძე

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის (UNFPA) ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ადვოკატირების, დონორთა მობილიზებისა და კოორდინაციის საკითხებზე იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენცია რევაზ ჯაველიძემ გახსნა, მონაწილეებს აგრეთვე სიტყვით მიმართეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და ჰასან მოჰთაშამიმ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, საქართველო ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს და ადასტურებს მზაობას ჩაერთოს მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდად 2015-2024 წლებია განსაზღვრული.

„მოგეხსენებათ, 2024 წელს დაგეგმილია საყოველთაო აღწერის ჩატარება, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატისტიკური ღონისძიება, რომელსაც ქვეყანა ჩაატარებს საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით. დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გვინდა, სახელმწიფოსთან ერთად დონორი ორგანიზაციებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები,“ - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენლის თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორის, ჰასან მოჰთაშამის განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის სამსახურს აქვს ყველა შესაძლებლობა, კომპეტენცია და უნარი, რათა განახორციელოს ამ სახის სამუშაო მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა კარგადაა მომზადებული მასშტაბური სტატისტიკური სამუშაოს შესასრულებლად.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, აღწერის სავარაუდო ბიუჯეტი, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 29 მლნ ლარს შეადგენს და დონორთა კონტრიბუცია ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ მიმდინარე წლის 6 ივნისს დაამტკიცა საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, ფინანსური ინსტიტუციების, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

07 დეკემბერი 2022, 11:31

პოლიტიკა

საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე დღეს სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება

რამდენიმე დღის წინ ვენეციის კომისიისა და ეუთო ოდირის ერთობლივი დასკვნის წინასწარი პროექტი მივიღეთ, რომელშიც ასახულია ძალიან ბევრი პოზიტიური სიგნალი იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს პირველი მოსმენით მიიღო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

07 დეკემბერი 2022, 11:27

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: სამტრედია-გრიგოლეთის გზის I და IV მონაკვეთების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

დასკვნით ეტაპზეა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის I და IV მონაკვეთების მშენებლობა. მე-4 მონაკვეთზე, ფაქტობრივად, დასრულებულია ყველა ძირითადი სამუშაო, საფარის ჩათვლით, სადაც წლის ბოლომდე ვგეგმავთ მოძრაობის გახსნას. მაღალი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები პირველ მონაკვეთზეც, თუმცა, მთავარ გამოწვევად რჩება მდინარე რიონზე მშენებარე ხიდი. ხიდის ბურჯების დიდი ნაწილი ამოყვანილი და მომზადებულია შემდგომი სამუშაოებისათვის. კონტრაქტორი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჩართულობით, მაქსიმალურად ცდილობს გამოწვევა დროულად გადაიჭრას და შემდგომი სამუშაოებიც, ასევე მაღალი ხარისხით გაგრძელდეს,-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მონაკვეთებზე მიმდინარე სამუშაოების ადგილზე გაცნობის შემდეგ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

07 დეკემბერი 2022, 11:24

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად მოხდეს სასჯელის გადავადება ან სასჯელისგან პირის გათავისუფლება, უნდა იყოს არგუმენტირებული ლეგიტიმურად

უნდა მივეჩვიოთ ყველა - როდესაც საუბარი ეხება სამართლებრივ საკითხებს ან ნებისმიერ დისკუსიას, იქ გვჭირდება არა შიშველი მოთხოვნების წამოყენება, არამედ იმავდროულად უნდა ვეცადოთ, რომ არგუმენტებით გავამაყაროთ საკუთარი მოთხოვნა , - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

07 დეკემბერი 2022, 11:17

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლის სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შეტანილ ცვლილებებს განიხილავენ

პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ცვლილებების განხილვა გრძელდება. დღეს მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ.

ბაჩო დოლიძე

07 დეკემბერი 2022, 11:12

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: ახლა მნიშვნელოვანია, გვქონდეს ერთიანი ხედვა და ერთიანი პოზიცია იმ საკითხზე, რომელიც ეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ახლა პარტიაში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებაა საჭირო.

07 დეკემბერი 2022, 10:53

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ კარდენახში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

07 დეკემბერი 2022, 10:52

ტექნოლოგიები

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური სამიტი Touch22 იმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 7-8 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში ტექნოლოგიური სამიტი Touch22 იმართება. სამიტის ორდღიანი პროგრამა დატვირთულია სემინარებით, პანელური დისკუსიებით, სამუშაო შეხვედრებით, სპეციალური ნეთვქორქინგის შესაძლებლობებით, ბევრი შთაგონებით, გართობითა და საღამოს წვეულებებით.

07 დეკემბერი 2022, 10:51

რეგიონი

ComCom-მა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებში ზესტაფონსა და ქუთაისში 300-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა

მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ზესტაფონსა და ქუთაისში 310 მოსწავლე გადაამზადა. ზესტაფონის N1 და N4 საჯარო სკოლებში, ასევე ქუთაისის N23 და N32 სკოლებში, დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და „Happy Onlife“-ის ფარგლებში ჩაუტარდათ.

კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი

07 დეკემბერი 2022, 10:28

მსოფლიო

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს და ყოფილ პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სასამართლომ მას ასევე სახელმწიფო თანამდებობების დაკავება აუკრძალა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

07 დეკემბერი 2022, 10:26

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და წევრები სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეს, ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს შეხვდა.

07 დეკემბერი 2022, 10:18

საზოგადოება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის აღსრულება მხოლოდ შესაბამისი პროფილის ბიზნეს ოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი

საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილისა და სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხი.

07 დეკემბერი 2022, 10:17

საზოგადოება

დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

07 დეკემბერი 2022, 10:07

საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

07 დეკემბერი 2022, 10:03

ტექნოლოგიები

ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო GITi-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

კონფერენციის მიზანი სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო IT ორგანიზაციების და კომპანიების გამოვლენა და დაჯილდოებაა, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.

07 დეკემბერი 2022, 09:58

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დაჭრილი სამხედროები მოინახულა

დონეცკისა და ხარკოვის ოლქებიდან დაბრუნების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა ჯარისკაცებს, რომლებიც მკურნალობასა და რეაბილიტაციას გადიან.

07 დეკემბერი 2022, 09:29

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების სამინისტროს ცნობით, მხარეებმა სან მარინოს რესპუბლიკის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

07 დეკემბერი 2022, 09:17

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია თოვლი, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:55

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, თუ როგორ იცავენ მოცემულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს

რა განსხვავებაა წინა და ახლანდელი ხელისუფლების მმართველობას შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, - ამ კითხვას უპასუხა გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა.

07 დეკემბერი 2022, 08:48

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 287-ე დღეს

დანგრეულია შენობები. გავრცელებული ცნობით არის მსხვერპლიც. დონეცკში 6, მაკეევკაში კი, ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს.

ეკა სეფაშვილი

07 დეკემბერი 2022, 08:28

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საერთაშორისო რეიტინგებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველო მუდმივ და მდგრად გაუმჯობესებას განიცდის დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მიღწეულ დემოკრატიულ წინსვლაზე ისაუბრა.