imedi /  01 ნოემბერი 2022, 13:08 / სანდო წყარო

ამირან სალუქვაძე: ოპოზიციურ ფლანგზე ჰგონიათ, ივანიშვილის ფინანსური დაზიანებით პოლიტიკურ სარგებელს ნახავენ, არადა, მხოლოდ საზოგადოება ზიანდება

ამირან სალუქვაძე

ამირან სალუქვაძე

წინა ხელისუფლების დამნაშავე ელემენტები ბიძინა ივანიშვილზე წლების წინ დაწყებულ საინფორმაციო, მორალურ და ფსიქოლოგიურ ტერორს აგრძელებენ. ეს დიდი ხანია აღარაა პოლიტიკური ბრძოლა, ეს პირადი დევნაა - წერს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში.

ამირან სალუქვაძე ფონდ „ქართუს" მიერ, 2000-2022 წლებში სპორტის განვითარებისთვის განხორციელებული საქველმოქმედო პროგრამების ჩამონათვალს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ჯამურად, მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის ფონდმა 126 მილიონი აშშ დოლარი გაიღო.

მისივე თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე ჰგონიათ, ივანიშვილის ფინანსური დაზიანებით პოლიტიკურ სარგებელს ნახავენ, არადა, მხოლოდ საზოგადოება ზიანდება.

„ამ წერილში გავაგრძელებ დაწყებულ თემას და წარმოგიდგენთ ფონდ „ქართუს" მიერ სპორტის განვითარებისთვის განხორციელებული საქველმოქმედო პროგრამების ჩამონათვალს.

როგორც ადრე დავწერე, წინა ხელისუფლების დამნაშავე ელემენტები ბიძინა ივანიშვილზე წლების წინ დაწყებულ საინფორმაციო, მორალურ და ფსიქოლოგიურ ტერორს აგრძელებენ. ეს დიდი ხანია აღარაა პოლიტიკური ბრძოლა. ესაა პირადი დევნა.

თავად მავნებლობის გარდა არაფერი უკეთებიათ. მეტიც, თუ რაიმეთი ტრაბახობენ, ლამის ყველა რეფორმა ივანიშვილმა დაუფინანსა, ენერგეტიკიდან დაწყებული, განათლებით დამთავრებული. ახლა კი გააფთრებით ებრძვიან.

ბევრი ამ სიის წაკითხვით დაიღლება. ეს ადამიანი კი ათეული წლებია თავის საკეთებელს აკეთებს, მათ შორის ახლაც, როცა მას ასე გააფთრებით უტევენ. ადრე დავწერე, რომ ამჟამად ათზე მეტი მსხვილი პროექტი ხორციელდება, მათ შორის შენდება რაგბის კიდევ ერთი სტადიონი.

გადახედეთ სიას და სიის ბოლოში განვმარტავ ზოგიერთ ნიუანსს.

სიაში მითითებულია სხვადასხვა პროგრამის დაწყების და დასრულების წლები. 2022 წელი სადაცაა მითითებული, პროგრამა ან წელს სრულდება, ან მიმდინარეა და გაგრძელდება.

ფონდ „ქართუს" საქველმოქმედო პროგრამები სპორტის სფეროში (2000-2022 წლები)

- ფარიკაობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
- წყალბურთის სპორტული კლუბი ,,ივერია''-ს საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
- სამბოს ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
- რაგბის კავშირის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
- რაგბის მოედნების შენახვის და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები (2009-2022);
- მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2022);
- ჭადრაკის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- სროლის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- კრივის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- ძიუდოს ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- ჭიდაობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- კარატეს ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- ხელბურთის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- მერჯევის სტადიონის რესტავრაცია (2009);
- საჩხერის სტადიონის მშენებლობა (2009);
- ,,შევარდენის'' რაგბის სანაკრებო ბაზის მშენებლობა (2009-2011);
- ავჭალის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2009-2011);
- რუსთავის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2010-2012);
- ასპინძის სარაგბო ბაზის მშენებლობა (2010-2012);
- მარტყოფის რაგბის სანაკრებო ბაზის და სასტუმროს მშენებლობა
დიდი დიღმის სარაგბო ბაზის მშენებლობა (2010-2014);
- ქუთაისის რაგბის სანაკრებო ბაზის და სასტუმროს მშენებლობა (2011-15);
- თბილისის ,,ბასას'' სახელობის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საწვრთნელი ბაზის რესტავრაცია (2012-2013);
- ფოთის რაგბის სატადიონის მშენებლობა (2012-2015);
- ჩოგბურთის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2012-2019);
- გორის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2013-2015);
- ბათუმის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2013-2016);
- წყალოსნობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2013-2019);
- ქართული ჭიდაობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2013-2019):
- ვარკეთილში რაგბის ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა (2013-2015);
- 2015 წლის ახალგზარდული ოლიმპიური ფესტივალის ხელშეწყობის პროგრამა (2015);
- ქუთაისის სარაგბო ბაზის აკადემიის მშენებლობა (2015-2019);
- დიღმის ,,ლოკომოტივის'' ბაზის მშენებლობა (2016-2019);
- თელავის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2016-2019);
ნუცუბიძის პლატოზე რაგბის სტადიონის მშენებლობა (2016-2019);
- ქ. ზუგდიდში რაგბის სტადიონის და 50 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა (2020-2022);
- შევარდენის სარაგბო კომპლექსის სარეკონსტრუქციო სამუშაოები (2022).

ჯამურად, მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის ფონდმა 126 მილიონი აშშ დოლარი. დათვალეთ, რამდენი სტადიონი ააშენა ფონდმა, რამდენ სპორტულ ფედერაციას და კლუბს, სკოლას აძლევდა მუშაობის საშუალებას და ახლაც ეხმარება. მის მიერ აშენებული რაგბის სტადიონების შენახვის ხარჯებს დღემდე აფინანსებს, რაც ყოველწლიურად 5 მილიონს შეადგენს.

სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის სახელმწიფო ან საპატიო ჯილდო თუ არა, ერთი ადამიანური მადლობა არ ეკუთვნის?!

სხვათაშორის, ერთი ნიუანსი უნდა განვმარტო, რასაც არავინ აქცევდა ყურადღებას.

ადრე მუდმივად ვრცელდებოდა მრავალათასკაციანი სია, ვისაც ფონდი „ქართუ" გარკვეულ ანაზღაურებას უხდიდა. აგიხსნით, საიდან და რატომ დგებოდა ეს სიები.

მაგალითად, ავიღოთ რომელიმე თეატრი, რუსთაველის, მარჯანიშვილის ან სხვა, რომელთა რეაბილიტაციაც ფონდმა განახორციელა. რად გინდა გალამაზებული თეატრი, თუ მსახიობები და რეჟისორები არ ითამაშებდნენ?! მათ კი მიზერული ანაზღაურება ჰქონდათ და სახელმწიფო ამ მიზერსაც ვერ უხდიდიდა.

ამიტომ დადგა მაშინ დღის წესრიგში მსახიობების, მუსიკოსების, სპორტსმენების, მეცნიერების და სხვა ჯგუფების საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამების შემუშავების საჭიროება.

იგივე იყო სპორტშიც. 2000 წლიდან დღემდე, დამსახურებულ მწვრთნელთა და სპორტსმენთა საქველმოქმედო პროგრამების ხაზით ფონდმა თითქმის 16 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.

ჩვენთან არაა ქველმოქმედების დაფასების და წახალისების კულტურა. დაფასებაში არ ვგულისხმობ გაღმერთებას და ქება-დიდებას. თუმცა ვერც ქებაში ვხედავ დასაძრახს. მაგრამ წინა ხელისუფლებამ ისე დაამუნათა ხალხი, რომ ზოგს ეშინია პოზიტიური აზრის გამოხატვა, ზოგს ცუდ ტონად მიაჩნია. ჩვენთან ხომ სააკაშვილის პროპაგანდა "პრადვინუტობად" ითვლება?!

მთავარია გაყო პოლიტიკა და ქველმოქმედება და მეცენატის მიერ გაკეთებული საქმეები არ დააკნინო, არ უნდა გააკრიტიკო ტყემლის ნაცვლად ბალი რატომ დარგეო, ხალხს უჭირს და რა დროს მუზეუმიაო და ა.შ. კეთილი სიტყვა ახალისებს სხვა, ფინანსურად წარმატებულ ადამიანებს.

კრიტიკას ვინ ამბობს, სიძულვილის ქარცეცხლია.

ახლა მოიგონეს ახალი იარაღი - დეოლიგარქიზაცია და დეოლიგარქიზაციაში გულისხმობენ გაკულაკებას. თანაც, ვინ უნდა გააკულაკოს, ბიუჯეტის ყოფილმა მძარცველებმა და თავად ოლიგარქებმა. იქნებ ჯერ საკუთარი თავით დაგეწყოთ და დააბრუნოთ კომპანიები, ქარხნები, სხვა ბიზნესები, რომლებსაც უკანონოდ დაეუფლეთ?!

ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკაში მყოფთ ჰგონიათ, რომ ივანიშვილის ფინანსური დაზიანებით, პოლიტიკურ სარგებელს ნახავენ. არადა, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოება ზიანდება.

შემდგომში სხვა სფეროზე, ცალკეულ ობიექტებზე, ან პროგრამებზე დავწერ. ბევრ ობიექტის რესტავრაციას საკმაოდ საინტერესო ისტორიები აქვს.

იყოს ეს პოსტები. დარჩება სოციალურ ქსელში, ინტერეტში - ნათქვამია ამირან სალუქვაძის წერილში.

ყველა სიახლე

ოლაფ შოლცი

01 დეკემბერი 2022, 21:00

მსოფლიო

შოლცი: ევროპას შეუძლია რუსეთთან ომამდე არსებულ სამშვიდობო წესრიგს დაუბრუნდეს, თუ პუტინი უარს იტყვის მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიაზე

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ევროპას შეუძლია რუსეთთან ომამდე არსებულ სამშვიდობო წესრიგს დაუბრუნდეს და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ საერთო უსაფრთხოების ყველა საკითხი გადაწყვიტოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უარს იტყვის მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიაზე.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 21:00

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ბევრ შემთხვევაში სწავლის პროცესის იმიტაცია ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაწვევითი ჯარი გვაქვს

ბევრ შემთხვევაში სწავლის პროცესის იმიტაცია ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაწვევითი ჯარი გვაქვს. განათლების სისტემა ზიანდება იმით, რომ ადამიანების ნაწილი უნივერსიტეტში მიდის მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდა ჯარში. თქვენ თუ ამაზე გაამახვილებთ ყურადღებას, ეს იქნება ამ თემის ირგვლივ დისკუსიის კიდევ დამატებითი ელემენტი, რომელმაც შეიძლება, ადრე თუ გვიან მიგვიყვანოს იქამდე, რომ ჩვენ სავალდებულო გაწვევას გავაუქმებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:57

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: მომავალი წლიდან შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, დარწმუნებული ვარ, ამ პერიოდში საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული შედეგები ექნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ შვედეთი მომავალი წლიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება და დარწმუნებულია, რომ ამ პერიოდში ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს კონკრეტული შედეგები ექნება.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 დეკემბერი 2022, 20:52

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანთან, რომელმაც ხანზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ექნება

დღეს ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანთან, რომელმაც ხანზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი და მალე ექნება,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

კნუტ აბრაჰამი

01 დეკემბერი 2022, 20:46

პოლიტიკა

კნუტ აბრაჰამი: საქართველოს შეუძლია გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

მე გერმანიის პარლამენტის წევრი ვარ და ასევე წარმოვადგენ ოპოზიციურ პარტიას, ერთი რამ, რაც მთავრობასთან გვაერთიანებს ეს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით მისი მხარდაჭერაა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან, კნუტ აბრაჰამიმ „ქრონიკას“ ბერლინში განუცხადა.

თამარ გაბუნია

01 დეკემბერი 2022, 20:31

საზოგადოება

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, საქართველოს პარლამენტმა, კანონპროექტი დაამტკიცა

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 75 ხმით 1 წინააღმდეგ, მიიღო. ცვლილების მიხედვით, 2023 წლიდან, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო, 1000-1200 პრეპარატზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა მედიკამენტებსაც შეეხება.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ხედვა, რომ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდეა, არის ის პოლიტიკა, რომელიც აქვს გერმანიის ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილის თქმით, გერმანიაში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე დინამიკას და გერმანია ამას უყურებს, როგორც პროცესს, რომლის ბოლოშიც უნდა იყოს ევროკავშირის წევრობა.

01 დეკემბერი 2022, 20:26

მსოფლიო

შვეიცარიამ 7 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის რუსული ფინანსური აქტივები გაყინა

შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შვეიცარიამ 7 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის რუსული ფინანსური აქტივები გაყინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დავით სერგეენკო

01 დეკემბერი 2022, 20:22

პოლიტიკა

დავით სერგეენკო სააკაშვილზე: პაციენტის კლინიკურ მართვას განსაზღვრავენ ექიმები და არა პოლიტიკოსები

„პაციენტის კლინიკურ მართვას განსაზღვრავენ ექიმები და არა პოლიტიკოსები, ენთუზიასტები და მხარდამჭერები. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ტოქსიკოლოგიური კვლევაა საჭირო, ჩატარდება და ამისთვის საჭირო არ არის ამხელა პოლიტიკური ანგაჟმენტის მოწყობა“, - აღნიშნა სერგეენკომ.

ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენი

01 დეკემბერი 2022, 20:15

მსოფლიო

მაკრონი ბაიდენს: უკრაინაში რუსეთის შეჭრამ პარიზსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა ცხადყო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბურმა შეჭრამ პარიზსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა ცხადყო.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:14

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთოს თავმჯდომარის რანგში ვუმასპინძლოთ

„ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. როგორც ცნობილია, პოლონეთის შემდეგ სწორედ ჩრდილოეთ მაკედონია იქნება ქვეყანა, რომელიც ჩაიბარებს ეუთოს თავმჯდომარეობას“.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:03

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ეუთოს მხარდაჭერა ძლიერია საქართველოს მიმართ, რათა ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეუთოსთან მჭიდრო თანამშრომლობა. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ეუთო-ს მხარდაჭერა განსაკუთრებით ძლიერია, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს დღეს არსებულ გამოწვევებს.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 19:56

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მისამართით ცალსახაა, ყოველთვის ვსაუბრობთ ამ თემაზე და მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც აქამდე გვქონდა იდენტიფიცირებული უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

01 დეკემბერი 2022, 19:53

მსოფლიო

კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების შემდეგ პაკეტში რუსეთის სარაკეტო ინდუსტრია შეიყვანოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების შემდეგ პაკეტში რუსეთის სარაკეტო ინდუსტრია შეიყვანოს.

თამარ გაბუნია

01 დეკემბერი 2022, 19:49

საზოგადოება

თამარ გაბუნია შიდსის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

1-ლი დეკემბერი შიდსის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ყურადღების გამახვილება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. თარიღთან დაკავშირებით, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კონფერენცია გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შარლ მიშელი სი ძინპინი

01 დეკემბერი 2022, 19:40

მსოფლიო

შარლ მიშელმა ჩინეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, გამოიყენონ რუსეთზე თავიანთი გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჩინეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, გამოიყენონ რუსეთზე თავიანთი გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად.

01 დეკემბერი 2022, 19:25

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის საჩივარი, გააუქმა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაოს შეფარდების თაობაზე და ოჯახში ძალადობის, იძულების და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

01 დეკემბერი 2022, 19:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით , ვიზიტის ფარგლებში , გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს“.

ოლექსი დანილოვი

01 დეკემბერი 2022, 19:18

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: უკრაინამ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა თავისი თავისუფლებისთვის, რათა რუსეთთან რაიმე დათმობაზე წავიდეს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა თავისი თავისუფლებისთვის, რათა რუსეთთან რაიმე დათმობაზე წავიდეს.

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2022, 18:58

საზოგადოება

პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსინეს. მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტის წევრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები, სამომავლო გეგმები გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.