imedi /  02 ნოემბერი 2022, 19:22 / სანდო წყარო

პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების თაობაზე საკანონმდებლო პაკეტის მთავარი კანონპროექტი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 83 ხმით მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრებისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შემუშავდა.

საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილებები შედის როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ კანონებში, ასევე, მათ თანმდევ კანონებში და ამ ცვლილებების მიზანია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება.

მომხსენებლის ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ცვლილებათა პაკეტი აღნიშნული სამსახურების ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით.

„სამუშაო ჯგუფის საქმიანობა იყო ფართო წარმომადგენლობითი და გამჭვირვალე. შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ცვლილებები ნამდვილად მოიტანს ორივე სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებას, ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, დავეხმარებით ორივე სამსახურს, რომ მათ თავიანთი საქმიანობა ინსტიტუციურად კიდევ უფრო გააძლიერონ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცვლილება მთლიანობაში შედის ექვს კანონში: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, შეკრებებისა და მანიფესტაციების და საჯარო სამსახურის კანონებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და პარლამენტის რეგლამენტში.

ცვლილებებით წესრიგდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობასთან დაკავშირებული საკითხი.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს.

მნიშვნელოვანი ცვლილება შედის პარლამენტის რეგლამენტში - ორივე სამსახურის ხელმძღვანელი პირების საქართველოს პარლამენტთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია მკაფიოდ გაწერილი ნორმა, რომელიც პარლამენტის კომიტეტის მიერ სამსახურების უფროსების მოსმენის წესის მკაფიოდ განსაზღვრას უზრუნველყოფს.

ყველა სიახლე

ბესიკ ტოგონიძე

03 დეკემბერი 2022, 12:00

რეგიონი

რუსთავის მერის მოადგილე: 2023 წლის ბიუჯეტის მიმართ ოპოზიციური საკრებულოს ე.წ. შენიშვნები სინამდვილეში მათი სურვილები და მოთხოვნებია, რასაც შესაბამისი ფინანსური წყარო არ ახლავს და არა რეალისტურია

„საკრებულოში მეორედ წარვადგინეთ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი. პირველი წარდგენისას ქალაქის ოპოზიციურმა საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო და დააბრუნა ე.წ. შენიშვნებით, რომელიც სინამდვილეში მათი სურვილები და მოთხოვნებია, რასაც შესაბამისი ფინანსური წყარო არ ახლავს. არ აქვს ფინანსური ანალიზი და არის სრულიად არა რეალისტური. თუ ახლაც საკრებულოს ოპოზიციურმა უმრავლესობამ არ დაამტკიცა 2023 წლის ბიუჯეტი, საფრთხე შეექმნება როგორც დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე მიმდინარე გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებს“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ, ბესიკ ტოგონიძემ.

რუსთავის საკრებულოს სხდომა

03 დეკემბერი 2022, 11:41

რეგიონი

რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულოში განსახილველად მეორედ შეიტანა

„იმედს ვიტოვებთ, რომ მერიისთვის გაგზავნილი შენიშვნები იქნება გათვალისწინებული და ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებით იქნება წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი. ძირითადად, შენიშვნები იყო სოციალური და ჯანდაცვის კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებზე. თუ მერიის მხრიდან გათვალისწინებული იქნება შენიშვნები, ამ შემთხვევაში დავუჭერთ. თუ არ იქნება გათვალისწინებული, უნდა იყოს არგუმენტირებული დასკვნა, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზაიამ.

ბაჩო დოლიძე

03 დეკემბერი 2022, 11:18

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: პარტიაში სხვანაირად კომუნიკაციას ვისურვებდი, მე ჩემს პოზიციაზე ვარ, ჩემი მეგობრები სხვა პოზიციაზე არიან. სამწუხაროა ეს ყველაფერი, მაგრამ მოცემულობაა

ბრიფინგების ფორმა შიდა პარტიაში - ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა. მე სხვანაირად შემიძლია კომუნიკაცია და ვისურვებდი, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, კოლეგიალური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

03 დეკემბერი 2022, 11:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი გუნდი

„ინტელექტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა, რომელიც გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი, მსურველი, ყოველ შემთხვევაში, გუნდი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

03 დეკემბერი 2022, 11:04

პოლიტიკა

გერმანიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში დასრულდა. გერმანიის დედაქალაქში 15-მდე შეხვედრა გაიმართა, როგორც ბუნდესტაგში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

03 დეკემბერი 2022, 10:57

რეგიონი

ოთარ შამუგიამ გურიაში მეთხილე ფერმერებს თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი პროგრამა გააცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი თოდუასთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 დეკემბერი 2022, 10:32

საზოგადოება

პრემიერი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

03 დეკემბერი 2022, 10:30

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან და საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელის დეტალები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ნორვეგიის სამეფოს ელჩს ჰელენ სანდ ანდრესენსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა.

03 დეკემბერი 2022, 10:16

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. სხდომის მონაწილეებმა ახალი საკურორტო ზონების განვითარების გეგმა განიხილეს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

შალვა პაპუაშვილი

03 დეკემბერი 2022, 09:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა გვაქვს

ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან გერმანიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.

03 დეკემბერი 2022, 09:25

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი მოკლა.

იაგო ხვიჩია

03 დეკემბერი 2022, 08:57

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია „ემპათიას“ დასკვნაზე: 3000-გვერდიანი დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს - დასკვნა შეიძლება იყოს ერთი ან ნახევარ გვერდიანი, თუ 3000-გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი. არ გინდა, რომ გავიგო

3000- გვერდიანი სამედიცინო დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს. დასკვნა შეიძლება იყოს ერთ გვერდიანი, ნახევარ გვერდიანი და ყველაფერი გასაგები იყოს, თუ 3000-გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი. არ გინდა, რომ გავიგო, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცენტრ „ემპათიას“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

03 დეკემბერი 2022, 08:28

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების უსწრაფესი აღდგენით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის ნიადაგის უსწრაფესად აღდგენა ყველა მხარის ინტერესებში იქნებოდა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

03 დეკემბერი 2022, 01:00

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე G ჯგუფიდან ბრაზილია და შვეიცარია გავიდნენ⚽

კამერუნისა და ბრაზილიის შეხვედრა 1-0 დასრულდა, სერბეთი კი შვეიცარიასთან 2:3 დამარცხდა. შედეგად, ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ბრაზილია (6 ქულა) და შვეიცარია (6 ქულა) გადავიდნენ.

03 დეკემბერი 2022, 00:46

კულტურა

„ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ნაწილის პირველი თიზერ-თრეილერი გამოქვეყნდა🎬🍿

ლეგენდარული არქეოლოგის როლს კვლავ ჰარისონ ფორდი დაუბრუნდა. მასთან ერთად ფილმში ფიბი უოლერ-ბრიჯი, ანტონიო ბანდერასი, ჯონ რის-დევისი, შონეტ რენი ვილსონი და მადს მიკელსენი ითამაშებენ. სურათის რეჟისორი ჯეიმს მენგოლდია.

ალექსანდერ ვუჩიჩი

03 დეკემბერი 2022, 00:45

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთის გავლით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის გავლით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს.

03 დეკემბერი 2022, 00:31

კულტურა

ბრიტანეთის ეკოლოგიური საზოგადოების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ📷გალერეა

ბრიტანეთის ეკოლოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოქვეყნდნენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, კონკურსის მთავარი ჯილდო რობერტო გარსია რომ მიიღო, ხის ბაყაყის პორტრეტისთვის.

Viva Magenta

03 დეკემბერი 2022, 00:14

ტაბლოიდი

2023 წლის ფერად Viva Magenta დასახელდა

ეს ელფერი 18-1750 გახდა, სახელწოდებით Viva Magenta. ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, ეს ელფერი, რომელიც წითელსა და ჟოლოსფერს შორისაა ბუნებასა და ენერგიას უკავშირდება და ყველაზე მეტად შემოქმედებასა და ხელოვნებასთან იწვევს ასოციაციას. Pantone-მა მომავალი წლის მთავარ ფერს ვებგვერდიც მიუძღვნა, სახელწოდებით Magentaverse.

დმიტრო კულება

03 დეკემბერი 2022, 00:02

მსოფლიო

კულება: უკრაინისათვის Patriot-ის სისტემის მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისათვის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა.

ელტონ ჯონი

02 დეკემბერი 2022, 23:51

კულტურა

ელტონ ჯონი ბრიტანეთში უკანასკნელ კონცერტს Glastonbury-ს ფესტივალზე გამართავს

„ჩემს ბრიტანელ თაყვანისმცემლებთან დასამშვიდობებლად უფრო შესაფერისი გზა არ არსებობს. მოუთმენლად ველი, მსოფლიოში საუკეთესო ფესტივალის სულთან შეხებას. ეს საოცრად ემოციური იქნება“, - აღნიშნულია მუსიკოსის განცხადებაში.