imedi /  07 ნოემბერი 2022, 13:03 / სანდო წყარო

თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს გენმდივანს რწმუნებათა სიგელი გადასცა

დღეს სტრასბურგში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეჩინოვიჩ ბურიჩს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თამარ ტალიაშვილის ევროპის საბჭოში მაღალ პოზიციებზე მრავალწლიანი გამოცდილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ელჩმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებისთვის და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით და გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.

გენერალური მდივანი მიესალმა ევროპის საბჭოს ისტორიულ მეოთხე სამიტში, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის მზაობას. სამიტი 2023 წლის 16 -17 მაისს რეიკიავიკში, ისლანდიაში გაიმართება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ევროპის საბჭოს რეაგირებასშეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის არაპროვოცირებულ სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ევროსაბჭოს რეაგირებას.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

01 დეკემბერი 2022, 20:31

საზოგადოება

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, საქართველოს პარლამენტმა, კანონპროექტი დაამტკიცა

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 75 ხმით 1 წინააღმდეგ, მიიღო. ცვლილების მიხედვით, 2023 წლიდან, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო, 1000-1200 პრეპარატზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა მედიკამენტებსაც შეეხება.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ხედვა, რომ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდეა, არის ის პოლიტიკა, რომელიც აქვს გერმანიის ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილის თქმით, გერმანიაში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე დინამიკას და გერმანია ამას უყურებს, როგორც პროცესს, რომლის ბოლოშიც უნდა იყოს ევროკავშირის წევრობა.

01 დეკემბერი 2022, 20:26

მსოფლიო

შვეიცარიამ 7 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის რუსული ფინანსური აქტივები გაყინა

შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შვეიცარიამ 7 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის რუსული ფინანსური აქტივები გაყინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დავით სერგეენკო

01 დეკემბერი 2022, 20:22

პოლიტიკა

დავით სერგეენკო სააკაშვილზე: პაციენტის კლინიკურ მართვას განსაზღვრავენ ექიმები და არა პოლიტიკოსები

„პაციენტის კლინიკურ მართვას განსაზღვრავენ ექიმები და არა პოლიტიკოსები, ენთუზიასტები და მხარდამჭერები. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ტოქსიკოლოგიური კვლევაა საჭირო, ჩატარდება და ამისთვის საჭირო არ არის ამხელა პოლიტიკური ანგაჟმენტის მოწყობა“, - აღნიშნა სერგეენკომ.

ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენი

01 დეკემბერი 2022, 20:15

მსოფლიო

მაკრონი ბაიდენს: უკრაინაში რუსეთის შეჭრამ პარიზსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა ცხადყო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბურმა შეჭრამ პარიზსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა ცხადყო.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:14

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთოს თავმჯდომარის რანგში ვუმასპინძლოთ

„ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. როგორც ცნობილია, პოლონეთის შემდეგ სწორედ ჩრდილოეთ მაკედონია იქნება ქვეყანა, რომელიც ჩაიბარებს ეუთოს თავმჯდომარეობას“.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:03

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ეუთოს მხარდაჭერა ძლიერია საქართველოს მიმართ, რათა ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეუთოსთან მჭიდრო თანამშრომლობა. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ეუთო-ს მხარდაჭერა განსაკუთრებით ძლიერია, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს დღეს არსებულ გამოწვევებს.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 19:56

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მისამართით ცალსახაა, ყოველთვის ვსაუბრობთ ამ თემაზე და მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც აქამდე გვქონდა იდენტიფიცირებული უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

01 დეკემბერი 2022, 19:53

მსოფლიო

კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების შემდეგ პაკეტში რუსეთის სარაკეტო ინდუსტრია შეიყვანოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების შემდეგ პაკეტში რუსეთის სარაკეტო ინდუსტრია შეიყვანოს.

თამარ გაბუნია

01 დეკემბერი 2022, 19:49

საზოგადოება

თამარ გაბუნია შიდსის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

1-ლი დეკემბერი შიდსის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ყურადღების გამახვილება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. თარიღთან დაკავშირებით, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კონფერენცია გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შარლ მიშელი სი ძინპინი

01 დეკემბერი 2022, 19:40

მსოფლიო

შარლ მიშელმა ჩინეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, გამოიყენონ რუსეთზე თავიანთი გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჩინეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, გამოიყენონ რუსეთზე თავიანთი გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად.

01 დეკემბერი 2022, 19:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით , ვიზიტის ფარგლებში , გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს“.

01 დეკემბერი 2022, 19:25

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის საჩივარი, გააუქმა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაოს შეფარდების თაობაზე და ოჯახში ძალადობის, იძულების და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ოლექსი დანილოვი

01 დეკემბერი 2022, 19:18

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: უკრაინამ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა თავისი თავისუფლებისთვის, რათა რუსეთთან რაიმე დათმობაზე წავიდეს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა თავისი თავისუფლებისთვის, რათა რუსეთთან რაიმე დათმობაზე წავიდეს.

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2022, 18:58

საზოგადოება

პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსინეს. მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტის წევრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები, სამომავლო გეგმები გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

01 დეკემბერი 2022, 18:44

მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის 22 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის 22 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა.

01 დეკემბერი 2022, 18:25

საზოგადოება

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

01 დეკემბერი 2022, 18:18

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ერთი წელია იძახიან, რომ სააკაშვილი მომაკვდავია, მაგრამ როდესაც ვითხოვთ, გვითხრან, რა არის რეკომენდებული მკურნალობა, ან სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც სჭირდება ამ კაცს, ამ დრომდე ამას ვერავინ ამბობს

დღეს გაჩნდა უცნაური განცხადებები, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა სჭირდება, რომელიც საქართველოში ვერ ტარდებაო. არავინ ამ ტყუილს არ წამოეგოს, რადგან ეს არის აბსურდი. ეს შემდგარი სახელმწიფოა. არავინ იკადროს იმის თქმა, რომ საქართველოში ამ კატეგორიის ექსპერტიზა არ ტარდება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი კაკაურიძე

01 დეკემბერი 2022, 18:18

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: როდესაც დევნილთა სახლებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ 2023 წლისთვის არ უნდა შემოვიფარგლოთ - მალე, 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება

„მომდევნო წლის ბიუჯეტში, ამ მიმართულებით 220 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს გათვალისწინებული. თუმცა წელს, ჩვენ ნაწილობრივ გამოვყოფთ თანხებს, დაახლოებით 50 მილიონ ლარს იმისათვის, რომ ამ პროექტისთვის სამუშაოები დღესვე დაიწყოს და მომდევნო წელს აქტიურ ფაზაში იყოს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. გიორგი კაკაურიძის თქმით, პროექტის ღირებულება ჯამურად 700 მილიონ ლარს აჭარბებს.

ინგრიდა შიმონიტე

01 დეკემბერი 2022, 18:17

მსოფლიო

ლიეტუვის პრემიერი: რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს საგრძნობი ეფექტი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს საგრძნობი ეფექტი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება.