www.imedi.ge /  10 ნოემბერი 2022, 08:13 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია ევროპარლამენტს ევროკავშირად მოიხსენიებს და ევროპული პარლამენტის რამდენიმე დეპუტატს ევროკავშირის სახელით მოლაპარაკედ მიიჩნევს, რაც არის საზოგადოების დაბნევის მცდელობა

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ის ოთხი-ხუთი ევროპარლამენტარი, ვისაც მუდმივად შენიშვნები აქვს, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.

„როცა აქ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, იქ ერთ-ერთი იყო პრემიერ-მინისტრი, მეორე იყო თავდაცვის მინისტრი და მესამე სხვაგან იყო სხვა თანამდებობაზე, თავის ქვეყანაში, დღეს ისინი არიან ევროპარლამენტში და რა თქმა უნდა, მხარს უჭერენ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, მთავარი არის ევროპარლამენტის ანგარიში და ეს ანგარიში არის საქართველოს მხარდამჭერი.

„შესწორებები შეიტანა უმრავლესობამ და დღეს, ევროპარლამენტში უმრავლესობაში არის სახალხო პარტია. მიქსერი არის კომიტეტის ხელმძღვანელი, ჯგუფის ხელმძღვანელი და როდესაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი ცვლილებებს, ის ვალდებულია, ცვლილებები ასახოს და გამოიტანოს მთავარ სხდომაზე. ყველა სამართლიან კრიტიკას და ყველა დასაბუთებულ რეკომენდაციას „ქართული ოცნება“ აღიქვამს და იღებს, როგორც შესაძლებლობას, რომ რაღაც გააუმჯობესოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებს.

„წინა რეზოლუცია ხომ გახსოვთ, რომელიც ბევრად მწვავე იყო? აგერ, თქვენთან ქალბატონი სამადაშვილი რომ ამბობდა, ევროპარლამენტი კიბეა და დომინო, იქ რაც გაისმება, მერე ყველაფერი ევროკავშირის აღმასრულებელ რგოლში არის გათვალისწინებულიო, მაშინ მითხარით, მაშინ რომ ჩაწერეს რეზოლუციაში, ევროპულმა საბჭომ, ანუ ევროპის აღმასრულებელმა სტრუქტურებმა რეკომენდაციებში რატომ არ ჩაგვიწერეს ისე, როგორც ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეწერა? აი, ამაშია საქმე. დღეს ბევრი კომენტარი ვნახე, ოპოზიცია როგორ ცდილობს, მოატყუოს საზოგადოება – ევროპარლამენტს ევროკავშირად მოიხსენიებს და ევროპული პარლამენტის რამდენიმე დეპუტატს ევროკავშირის სახელით მოლაპარაკედ მიიჩნევს, რაც არის საზოგადოების დაბნევის მცდელობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

01 დეკემბერი 2022, 21:10

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გერმანელი კოლეგები და პოლიტიკოსები მხარს უჭერენ იმ ნაბიჯებს, რასაც ჩვენ ვდგამთ

ჩვენ გვაქვს საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები დეპუტატებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, სახელმწიფო მინისტრთან - ეს არის მაღალი რანგის პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 21:00

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ბევრ შემთხვევაში სწავლის პროცესის იმიტაცია ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაწვევითი ჯარი გვაქვს

ბევრ შემთხვევაში სწავლის პროცესის იმიტაცია ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაწვევითი ჯარი გვაქვს. განათლების სისტემა ზიანდება იმით, რომ ადამიანების ნაწილი უნივერსიტეტში მიდის მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდა ჯარში. თქვენ თუ ამაზე გაამახვილებთ ყურადღებას, ეს იქნება ამ თემის ირგვლივ დისკუსიის კიდევ დამატებითი ელემენტი, რომელმაც შეიძლება, ადრე თუ გვიან მიგვიყვანოს იქამდე, რომ ჩვენ სავალდებულო გაწვევას გავაუქმებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

ოლაფ შოლცი

01 დეკემბერი 2022, 21:00

მსოფლიო

შოლცი: ევროპას შეუძლია რუსეთთან ომამდე არსებულ სამშვიდობო წესრიგს დაუბრუნდეს, თუ პუტინი უარს იტყვის მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიაზე

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ევროპას შეუძლია რუსეთთან ომამდე არსებულ სამშვიდობო წესრიგს დაუბრუნდეს და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ საერთო უსაფრთხოების ყველა საკითხი გადაწყვიტოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უარს იტყვის მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიაზე.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:57

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: მომავალი წლიდან შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, დარწმუნებული ვარ, ამ პერიოდში საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული შედეგები ექნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ შვედეთი მომავალი წლიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება და დარწმუნებულია, რომ ამ პერიოდში ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს კონკრეტული შედეგები ექნება.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 დეკემბერი 2022, 20:52

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანთან, რომელმაც ხანზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ექნება

დღეს ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანთან, რომელმაც ხანზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი და მალე ექნება,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

კნუტ აბრაჰამი

01 დეკემბერი 2022, 20:46

პოლიტიკა

კნუტ აბრაჰამი: საქართველოს შეუძლია გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

მე გერმანიის პარლამენტის წევრი ვარ და ასევე წარმოვადგენ ოპოზიციურ პარტიას, ერთი რამ, რაც მთავრობასთან გვაერთიანებს ეს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით მისი მხარდაჭერაა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან, კნუტ აბრაჰამიმ „ქრონიკას“ ბერლინში განუცხადა.

თამარ გაბუნია

01 დეკემბერი 2022, 20:31

საზოგადოება

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, საქართველოს პარლამენტმა, კანონპროექტი დაამტკიცა

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 75 ხმით 1 წინააღმდეგ, მიიღო. ცვლილების მიხედვით, 2023 წლიდან, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო, 1000-1200 პრეპარატზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა მედიკამენტებსაც შეეხება.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ხედვა, რომ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდეა, არის ის პოლიტიკა, რომელიც აქვს გერმანიის ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილის თქმით, გერმანიაში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე დინამიკას და გერმანია ამას უყურებს, როგორც პროცესს, რომლის ბოლოშიც უნდა იყოს ევროკავშირის წევრობა.

01 დეკემბერი 2022, 20:26

მსოფლიო

შვეიცარიამ 7 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის რუსული ფინანსური აქტივები გაყინა

შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შვეიცარიამ 7 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის რუსული ფინანსური აქტივები გაყინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დავით სერგეენკო

01 დეკემბერი 2022, 20:22

პოლიტიკა

დავით სერგეენკო სააკაშვილზე: პაციენტის კლინიკურ მართვას განსაზღვრავენ ექიმები და არა პოლიტიკოსები

„პაციენტის კლინიკურ მართვას განსაზღვრავენ ექიმები და არა პოლიტიკოსები, ენთუზიასტები და მხარდამჭერები. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ტოქსიკოლოგიური კვლევაა საჭირო, ჩატარდება და ამისთვის საჭირო არ არის ამხელა პოლიტიკური ანგაჟმენტის მოწყობა“, - აღნიშნა სერგეენკომ.

ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენი

01 დეკემბერი 2022, 20:15

მსოფლიო

მაკრონი ბაიდენს: უკრაინაში რუსეთის შეჭრამ პარიზსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა ცხადყო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბურმა შეჭრამ პარიზსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა ცხადყო.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:14

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთოს თავმჯდომარის რანგში ვუმასპინძლოთ

„ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. როგორც ცნობილია, პოლონეთის შემდეგ სწორედ ჩრდილოეთ მაკედონია იქნება ქვეყანა, რომელიც ჩაიბარებს ეუთოს თავმჯდომარეობას“.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:03

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ეუთოს მხარდაჭერა ძლიერია საქართველოს მიმართ, რათა ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეუთოსთან მჭიდრო თანამშრომლობა. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ეუთო-ს მხარდაჭერა განსაკუთრებით ძლიერია, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს დღეს არსებულ გამოწვევებს.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 19:56

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მისამართით ცალსახაა, ყოველთვის ვსაუბრობთ ამ თემაზე და მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც აქამდე გვქონდა იდენტიფიცირებული უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

01 დეკემბერი 2022, 19:53

მსოფლიო

კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების შემდეგ პაკეტში რუსეთის სარაკეტო ინდუსტრია შეიყვანოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების შემდეგ პაკეტში რუსეთის სარაკეტო ინდუსტრია შეიყვანოს.

თამარ გაბუნია

01 დეკემბერი 2022, 19:49

საზოგადოება

თამარ გაბუნია შიდსის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

1-ლი დეკემბერი შიდსის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ყურადღების გამახვილება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. თარიღთან დაკავშირებით, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კონფერენცია გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შარლ მიშელი სი ძინპინი

01 დეკემბერი 2022, 19:40

მსოფლიო

შარლ მიშელმა ჩინეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, გამოიყენონ რუსეთზე თავიანთი გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჩინეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, გამოიყენონ რუსეთზე თავიანთი გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად.

01 დეკემბერი 2022, 19:25

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის საჩივარი, გააუქმა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაოს შეფარდების თაობაზე და ოჯახში ძალადობის, იძულების და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

01 დეკემბერი 2022, 19:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით , ვიზიტის ფარგლებში , გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს“.

ოლექსი დანილოვი

01 დეკემბერი 2022, 19:18

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: უკრაინამ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა თავისი თავისუფლებისთვის, რათა რუსეთთან რაიმე დათმობაზე წავიდეს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა თავისი თავისუფლებისთვის, რათა რუსეთთან რაიმე დათმობაზე წავიდეს.