imedi /  10 ნოემბერი 2022, 20:27 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი ეუთოს ანგარიშზე: ჩვენი ელჩი უნდა გამოვიდეს სასტიკად დაგმოს და მოუწოდოს მხარეებს, უფრო კი ხელისუფლებას ყველა „ხარვეზის“ გამოსწორებისაკენ - ლოზუნგით „დემოკრატია საფრთხეშია!“

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

ამ განცხადების კითხვისას კინაღამ დავიბენი, ეს ამერიკის არჩევნებზეა საუბარი თუ …სხვა ქვეყანაზე, აი ისეთ ქვეყანაზე რომელსაც იგივე ამერიკის შეერთებული შტატები ხშირად სწორედ ამ სიტყვებით მიმართავს, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე ეუთოს მიერ გამოქვეყნებული მოხსენების შესახებ.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, მოხსენების მიხედვით აშშ-ს იგივე პრობლემები აქვს არჩევნების დროს როგორ დაახლოებით ეუთო-ს ბევრ ქვეყანას?!

„ძლიერი და მდგრადი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა განაგრძოს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიმართ თავისი ერთგულების დემონსტრირება არჩევნებში მონაწილეობის უფლებების გაზრდის, არჩევნების უსაფრთხოების გაძლიერების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ შესაბამისის ზომების გამოყენების გზით,“ - განაცხადა აშშ-ს არჩევნების შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა პერე ჯოან პონსიმ ამ განცხადების კითხვისას კინაღამ დავიბენი, ეს ამერიკის არჩევნებზეა საუბარი თუ …სხვა ქვეყანაზე, აი ისეთ ქვეყანაზე რომელსაც იგივე ამერიკის შეერთებული შტატები ხშირად სწორედ ამ სიტყვებით მიმართავს, აღარაფერს ვამბობ ასეთი განცხადებების შემდეგ, როგორ ყირაზე გადადიან ოპოზიციური პარტიები და იგივე ამერიკელი დონორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები მაგალითად ჩვენთან საქართველოში! სარჩევნო კომისიებში მივარდნებზე, აქციებზე და ქუჩების გადაკეტვა-პარალიზების „კონსტიტუციურ უფლებებზე“ აღარაფერს ვამბობ! „აშშ-ს წინაშე არსებული დემოკრატიული გამოწვევები მსგავსია ეუთოს ბევრ ქვეყანაში არსებული გამოწვევების და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ უზრუნველვყოთ დემოკრატიული პროცესების მიმართ მოქალაქეების ნდობა.„ ეუთოს ბევრ ქვეყანაში, რას ნიშნავს? ეუთოში 55 წევრია-ქვეყანაა, ბევრი კი მინიმუმ ნახევარზე მეტს ნიშნავს ანუ 28 ქვეყანას მაინც, ე.ი. რა გამოდის აშშ-ს იგივე პრობლემები აქვს არჩევნების დროს როგორ დაახლოებით ეუთო-ს ბევრ ქვეყანას?! „ბევრი წინასაარჩევნო მარათონი იყო ძლიერ პოლარიზებული და დამძიმებული მკაცრი რიტორიკით, ხოლო ხშირ შემთხვევაში საარჩევნო ოლქების პარტიულმა გადანაწილებამ შექმნა არაკონკურენტული საარჩევნო ოლქები, ნათქვამია განცხადებაში.“ ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ კი მგონია ვიღაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა არჩევნებს, უბრალოდ ტექსტში შეეშალა და საქართველოს მაგივრად ამერიკის შეერთებული შტატები ჩაწერა. ახლა დარჩა მთავარი რამ სათქმელი: „ მიუხედავად ამისა თუ იმისა არჩევნების მაინც ლეგიტიმურია!“ ამის შემდეგ თუ ვინმე განაწყენებული კონგრესსა თუ სენატში შესვლაზე უარს იტყვის, მაშინ სასწრაფოდ ბატონი შარლ მიშელის დოკუმენტი უნდა ავამოქმედოთ, ასევე შეგვიძლია ჩვენი პრეზიდენტი ჩავრთოთ საქმეში, რომელიც შეხვედრებს გამართავს ერთიანობის იდეის ეგიდით. და ბოლოს ჩვენი ელჩი უნდა გამოვიდეს სასტიკად დაგმოს და მოუწოდოს მხარეებს, უფრო კი ხელისუფლებას ყველა „ხარვეზის“ გამოსწორებისაკენ- ლოზუნგით „დემოკრატია საფრთხეშია!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR) 8 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში გამართულ შუალედურ არჩევნებზე წინასწარ დასკვნებს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტული და პროფესიულად მართული იყო, თუმცა აღინიშნა უაღრესად პოლარიზებული და ხისტი რიტორიკით გამორჩეული საარჩევნო კამპანია.

ყველა სიახლე

ბესიკ ტოგონიძე

03 დეკემბერი 2022, 12:00

რეგიონი

რუსთავის მერის მოადგილე: 2023 წლის ბიუჯეტის მიმართ ოპოზიციური საკრებულოს ე.წ. შენიშვნები სინამდვილეში მათი სურვილები და მოთხოვნებია, რასაც შესაბამისი ფინანსური წყარო არ ახლავს და არა რეალისტურია

„საკრებულოში მეორედ წარვადგინეთ რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი. პირველი წარდგენისას ქალაქის ოპოზიციურმა საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო და დააბრუნა ე.წ. შენიშვნებით, რომელიც სინამდვილეში მათი სურვილები და მოთხოვნებია, რასაც შესაბამისი ფინანსური წყარო არ ახლავს. არ აქვს ფინანსური ანალიზი და არის სრულიად არა რეალისტური. თუ ახლაც საკრებულოს ოპოზიციურმა უმრავლესობამ არ დაამტკიცა 2023 წლის ბიუჯეტი, საფრთხე შეექმნება როგორც დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე მიმდინარე გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებს“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ, ბესიკ ტოგონიძემ.

რუსთავის საკრებულოს სხდომა

03 დეკემბერი 2022, 11:41

რეგიონი

რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულოში განსახილველად მეორედ შეიტანა

„იმედს ვიტოვებთ, რომ მერიისთვის გაგზავნილი შენიშვნები იქნება გათვალისწინებული და ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებით იქნება წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი. ძირითადად, შენიშვნები იყო სოციალური და ჯანდაცვის კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებზე. თუ მერიის მხრიდან გათვალისწინებული იქნება შენიშვნები, ამ შემთხვევაში დავუჭერთ. თუ არ იქნება გათვალისწინებული, უნდა იყოს არგუმენტირებული დასკვნა, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზაიამ.

ბაჩო დოლიძე

03 დეკემბერი 2022, 11:18

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: პარტიაში სხვანაირად კომუნიკაციას ვისურვებდი, მე ჩემს პოზიციაზე ვარ, ჩემი მეგობრები სხვა პოზიციაზე არიან. სამწუხაროა ეს ყველაფერი, მაგრამ მოცემულობაა

ბრიფინგების ფორმა შიდა პარტიაში - ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა. მე სხვანაირად შემიძლია კომუნიკაცია და ვისურვებდი, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყველას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, კოლეგიალური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

03 დეკემბერი 2022, 11:17

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი გუნდი

„ინტელექტის დეფიციტი არის მთავარი პრობლემა, რომელიც გააჩნია კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. აშკარად ჩანს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გაღატაკებული, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ჩამოყალიბდა, როგორც დესტაბილიზაციის შემქმნელი, მსურველი, ყოველ შემთხვევაში, გუნდი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

03 დეკემბერი 2022, 11:04

პოლიტიკა

გერმანიაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში დასრულდა. გერმანიის დედაქალაქში 15-მდე შეხვედრა გაიმართა, როგორც ბუნდესტაგში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

03 დეკემბერი 2022, 10:57

რეგიონი

ოთარ შამუგიამ გურიაში მეთხილე ფერმერებს თხილის წარმოების მხარდაჭერის ახალი პროგრამა გააცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი თოდუასთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გააცნო. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 დეკემბერი 2022, 10:32

საზოგადოება

პრემიერი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

03 დეკემბერი 2022, 10:30

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ნორვეგიის ელჩთან და საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელის დეტალები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ნორვეგიის სამეფოს ელჩს ჰელენ სანდ ანდრესენსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა.

03 დეკემბერი 2022, 10:16

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. სხდომის მონაწილეებმა ახალი საკურორტო ზონების განვითარების გეგმა განიხილეს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

შალვა პაპუაშვილი

03 დეკემბერი 2022, 09:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა გვაქვს

ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მან გერმანიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.

03 დეკემბერი 2022, 09:25

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი მოკლა.

იაგო ხვიჩია

03 დეკემბერი 2022, 08:57

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია „ემპათიას“ დასკვნაზე: 3000-გვერდიანი დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს - დასკვნა შეიძლება იყოს ერთი ან ნახევარ გვერდიანი, თუ 3000-გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი. არ გინდა, რომ გავიგო

3000- გვერდიანი სამედიცინო დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს. დასკვნა შეიძლება იყოს ერთ გვერდიანი, ნახევარ გვერდიანი და ყველაფერი გასაგები იყოს, თუ 3000-გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი. არ გინდა, რომ გავიგო, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცენტრ „ემპათიას“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

03 დეკემბერი 2022, 08:28

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების უსწრაფესი აღდგენით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებისთვის ნიადაგის უსწრაფესად აღდგენა ყველა მხარის ინტერესებში იქნებოდა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

03 დეკემბერი 2022, 01:00

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე G ჯგუფიდან ბრაზილია და შვეიცარია გავიდნენ⚽

კამერუნისა და ბრაზილიის შეხვედრა 1-0 დასრულდა, სერბეთი კი შვეიცარიასთან 2:3 დამარცხდა. შედეგად, ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ბრაზილია (6 ქულა) და შვეიცარია (6 ქულა) გადავიდნენ.

03 დეკემბერი 2022, 00:46

კულტურა

„ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ნაწილის პირველი თიზერ-თრეილერი გამოქვეყნდა🎬🍿

ლეგენდარული არქეოლოგის როლს კვლავ ჰარისონ ფორდი დაუბრუნდა. მასთან ერთად ფილმში ფიბი უოლერ-ბრიჯი, ანტონიო ბანდერასი, ჯონ რის-დევისი, შონეტ რენი ვილსონი და მადს მიკელსენი ითამაშებენ. სურათის რეჟისორი ჯეიმს მენგოლდია.

ალექსანდერ ვუჩიჩი

03 დეკემბერი 2022, 00:45

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთის გავლით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის გავლით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს.

03 დეკემბერი 2022, 00:31

კულტურა

ბრიტანეთის ეკოლოგიური საზოგადოების ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ📷გალერეა

ბრიტანეთის ეკოლოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოქვეყნდნენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, კონკურსის მთავარი ჯილდო რობერტო გარსია რომ მიიღო, ხის ბაყაყის პორტრეტისთვის.

Viva Magenta

03 დეკემბერი 2022, 00:14

ტაბლოიდი

2023 წლის ფერად Viva Magenta დასახელდა

ეს ელფერი 18-1750 გახდა, სახელწოდებით Viva Magenta. ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, ეს ელფერი, რომელიც წითელსა და ჟოლოსფერს შორისაა ბუნებასა და ენერგიას უკავშირდება და ყველაზე მეტად შემოქმედებასა და ხელოვნებასთან იწვევს ასოციაციას. Pantone-მა მომავალი წლის მთავარ ფერს ვებგვერდიც მიუძღვნა, სახელწოდებით Magentaverse.

დმიტრო კულება

03 დეკემბერი 2022, 00:02

მსოფლიო

კულება: უკრაინისათვის Patriot-ის სისტემის მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისათვის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა.

ელტონ ჯონი

02 დეკემბერი 2022, 23:51

კულტურა

ელტონ ჯონი ბრიტანეთში უკანასკნელ კონცერტს Glastonbury-ს ფესტივალზე გამართავს

„ჩემს ბრიტანელ თაყვანისმცემლებთან დასამშვიდობებლად უფრო შესაფერისი გზა არ არსებობს. მოუთმენლად ველი, მსოფლიოში საუკეთესო ფესტივალის სულთან შეხებას. ეს საოცრად ემოციური იქნება“, - აღნიშნულია მუსიკოსის განცხადებაში.