14 ნოემბერი 2022, 17:26 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: ბაკურიანი მომავალში შეიძლება საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დასკვნითი საინსპექციო ჯგუფი იმყოფება, რომელმაც ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაოები უნდა შეაფასოს. ჯგუფის ხელმძღვანელი მიშელ ვიონი დღეს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა შესრულებული სამუშაოების მაღალი ხარისხი, ასევე კურორტ ბაკურიანის, როგორც ევროპული რანგის სამთო - სათხილამურო კურორტის მომავალი.

„საქართველოს მთავრობის მიერ ბაკურიანში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ბაკურიანი მომავალში შეიძლება საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინსპექტირება წარმატებით დასრულდება. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ჩვენ მივიღეთ ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების აბსოლუტურად ახალი სისტემები, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ახალი საბაგირო გზებისა და ახალი ტრასების სახით, აგრეთვე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხელოვნური რეზერვუარები - ეს სამუშაოები, ფაქტობრივად დასრულებულია და ამჟამად რეზერვუარების წყლით ავსების პროცესი მიდის. საბოლოოდ, ბაკურიანი იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კურორტი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა.

2023 წელს კურორტი ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. დიდველისა და მიტარბის არეალში უმოკლეს ვადებში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ასევე აქტიურად მიმდინარეობს 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში აშენდა 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განხორციელებული პროექტები რჩება კურორტს და ათეული წლები მოემსახურება ბაკურიანში ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას, რაც ხელს შეუწყობს კურორტის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

ყველა სიახლე

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2022, 18:58

საზოგადოება

პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსინეს. მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტის წევრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები, სამომავლო გეგმები გააცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

01 დეკემბერი 2022, 18:44

მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის 22 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის 22 ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა.

01 დეკემბერი 2022, 18:25

საზოგადოება

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

01 დეკემბერი 2022, 18:18

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ერთი წელია იძახიან, რომ სააკაშვილი მომაკვდავია, მაგრამ როდესაც ვითხოვთ, გვითხარან, რა არის რეკომენდებული მკურნალობა, ან სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც სჭირდება ამ კაცს, ამ დრომდე ამას ვერავინ ამბობს

დღეს გაჩნდა უცნაური განცხადებები, რომ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა სჭირდება, რომელიც საქართველოში ვერ ტარდებაო. არავინ ამ ტყუილს არ წამოეგოს, რადგან ეს არის აბსურდი. ეს შემდგარი სახელმწიფოა. არავინ იკადროს იმის თქმა, რომ საქართველოში ამ კატეგორიის ექსპერტიზა არ ტარდება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი კაკაურიძე

01 დეკემბერი 2022, 18:18

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: როდესაც დევნილთა სახლებზე ვსაუბრობთ, მხოლოდ 2023 წლისთვის არ უნდა შემოვიფარგლოთ - მალე, 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იწყება

„მომდევნო წლის ბიუჯეტში, ამ მიმართულებით 220 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს გათვალისწინებული. თუმცა წელს, ჩვენ ნაწილობრივ გამოვყოფთ თანხებს, დაახლოებით 50 მილიონ ლარს იმისათვის, რომ ამ პროექტისთვის სამუშაოები დღესვე დაიწყოს და მომდევნო წელს აქტიურ ფაზაში იყოს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. გიორგი კაკაურიძის თქმით, პროექტის ღირებულება ჯამურად 700 მილიონ ლარს აჭარბებს.

ინგრიდა შიმონიტე

01 დეკემბერი 2022, 18:17

მსოფლიო

ლიეტუვის პრემიერი: რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს საგრძნობი ეფექტი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს საგრძნობი ეფექტი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება.

გიორგი კაკაურიძე

01 დეკემბერი 2022, 18:16

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: რაც საბოლოო ვარიანტში გვაქვს სიახლე, ეს არის ბავშვთა სოციალური დახმარების დაფინანსების ზრდა

წელს ჩვენ უკვე ერთხელ გავზარდეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, როდესაც სექტემბერში ცვლილებები შევიტანეთ ბიუჯეტში - 8,5% შეადგინა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგინა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი კაკაურიძე

01 დეკემბერი 2022, 18:14

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: პანდემიის შემდგომ დეფიციტი 9%-ზე მაღალი იყო, ვალმა 60%-ს გადააჭარბა. წელსვე ვახერხებთ რომ 40%-ზე დაბლა ჩამოვიყვანოთ ვალის მაჩვენებელი და 3%-ს დავუახლოოთ დეფიციტის მაჩვენებელი

„ბოლო 2 წელიწადში ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. მოგეხსენებათ, პანდემიის შემდგომ დეფიციტი 9%-ზე მაღალი იყო, ვალმა 60%-ს გადააჭარბა, რაც უკვე კრიტიკული ზღვრები იყო და არ შეიძლებოდა ამ მაჩვენებლების შენარჩუნება. ამიტომ ბოლო 2 წელიწადში, მათ შორის 2023 წელსაც მთავარ პრიორიტეტად ვასახელებთ ვალისა და დეფიციტის შემცირებას. ნათლად ჩანს რიცხვებში, რომ უკვე წელსვე ვახერხებთ რომ 40%-ზე დაბლა ჩამოვიყვანოთ ვალის მაჩვენებელი და წელსვე ვახერხებთ, რომ დავუახლოოთ 3%-ს დეფიციტის მაჩვენებელი. მომდევნო წელს ორივე პარამეტრი კიდევ უფრო მცირდება - 2,8%-ის ფარგლებშია დეფიციტია და ვალის მაჩვენებელი ჩამოდის 38%-ზე დაბალ ნიშნულზე, რაც შეიძლება ითქვას, ნიშნავს იმას, რომ პანდემიამდელ ზღვარზე ჩამოვედით და ის დიდი დანაკარგი, რაც პანდემიის დროს იყო, რეალურად აღმოფხვრა იმ ეკონომიკურმა ზრდამ, რაც ბოლო 2 წელიწადში გვაქვს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ლევან დავითაშვილი

01 დეკემბერი 2022, 18:04

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: მაღალი ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისაა, რომ მეტი ადამიანი დავასაქმოთ და მოქალაქეების ოჯახებში მეტი კეთილდღეობა შეიქმნას

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში დასაქმება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება მშენებლობის, ვაჭრობის და ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე 15.6%-ს შეადგენს და ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო წინა წლის ბოლოსთან - მეოთხე კვარტალთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

მიხეილ სარჯველაძე

01 დეკემბერი 2022, 18:04

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების წრეს, რომელიც სააკაშვილს უსურვებს ისეთ დაავადებას, რაც სასჯელისგან გაათავისუფლებს. ღმერთმა არ ქნას ასეთი დაემართოს

სასიკვდილო სარეცელზე გადადებული ადამიანი, როდესაც ითხოვს სასჯელისგან გათავისუფლებას, შესაძლოა, ასეთი დაკმაყოფილდეს, მაგრამ იქ კონკრეტულადაა გაწერილი, რა კატეგორიის ავადმყოფობა შეიძლება იყოს ის შემთხვევა, რომელიც გათავისუფლების საფუძველს წარმოშობს, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

01 დეკემბერი 2022, 17:54

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა. ილია დარჩიაშვილისა და ტობიას ბილსტრომის შეხვედრა ქალაქ ლოძში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობა და მაღალი შეფასება მისცეს მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.

ქეთევან კვინიკაძე
კლაუს ველე

01 დეკემბერი 2022, 17:45

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ევროპარლამენტის აპარატის უფროსს შეხვდა

„ასოცირებული ქვეყნების პარლამენტების მჭიდრო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანესია,"- განაცხადა კლაუს ველემ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

01 დეკემბერი 2022, 17:39

პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა ექსპერტებთან ერთად მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელეს

„შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესების, მათ შორის ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ექსპერტებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია. ამასთან, მათი პროფესიული, კვალიფიციური და ექსპერტული მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო ადმინისტრაციას თავისი საქმიანობის განხორციელებაში“.

01 დეკემბერი 2022, 17:37

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები გააცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ამ მიმართულებით, მიმდინარე წელს არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმება.

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2022, 17:34

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელი: განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული ცენტრის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა

მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მის ბაზაზე დაფუძნებული ადრონული თერაპიის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დიმიტრი ხუნდაძე

01 დეკემბერი 2022, 17:34

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საჭიროა სამედიცინო და არა პოლიტიკური დიაგნოზი - ექიმის, აპოლიტიკური სპეციალისტების რეკომენდაციები და არა პიარკამპანიის აგორება

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო ასპექტით უნდა ფასდებოდეს და არა პოლიტიკური მიზნებისთვის.

შალვა პაპუშვილი

01 დეკემბერი 2022, 17:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიაში გადაგზავნილია

„ჩემმა კაბინეტმა უკვე გადააგზავნა პროექტის ინგლისურენოვანი ვერსია ვენეციის კომისიაში და ეუთო/ოდირში, თხოვნით, რომ ერთობლივი დასკვნა მოგვაწოდონ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

01 დეკემბერი 2022, 17:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრ ტობიას ლინდნერსს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის.

მიხეილ ჩხენკელი

01 დეკემბერი 2022, 17:24

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ჩვენი პრიორიტეტია მეცნიერების განვითარების მხარდაჭერის მიზნით ხელი შევუწყოთ შედეგზე ორიენტირებული საუკეთესო ხარისხის კვლევების წარმოებას‘

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით გამოყო კვლევასა და ინდუსტრიას შორის ინტერსექტორული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ მხარდამჭერ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება.

ხატია დეკანოიძე

01 დეკემბერი 2022, 17:24

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: ის დასკვნა, რომელზეც ცენტრი „ემპათია“ საუბრობს, ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა, რაც მე მომისმენია

ხატია დეკანოიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: ის დასკვნა, რომელზეც ცენტრი „ემპათია“ საუბრობს, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, რაც მე მომისმენია დასკვნა, რომელზეც ცენტრი „ემპათია“ საუბრობს, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, რაც მე მომისმენია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა.