www.imedi.ge /  22 ნოემბერი 2022, 17:31 / სანდო წყარო

საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონის მიღებით საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები შესრულდება

ირაკლი კოვზანაძე

ირაკლი კოვზანაძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის განმარტებით, ახალი კანონპროექტით კარდინალურ რეფორმირებას განიცდის მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები და შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი.

„ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული კანონპროექტი ყოფილიყო დაფუძნებული ერთიან ხედვაზე, სისტემურ და კომპლექსურ მიდგომაზე, მასში მოქცეულიყო, როგორც საჯარო შესყიდვების ზოგად სამართლებრივი, ორგანიზაციული და ეკონომიკური პრინციპები, საჯარო შესყიდვის პროცედურები და ინსტრუმენტები, საჯარო შესყიდვებთან და საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს უფლებამოსილება და დავების განხილვის წესი, ასევე, საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი დებულებები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით, აგრეთვე, საჯარო შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული რიგი დებულებებისა“,- განაცხადა ლევან რაზმაძემ.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად სრულყოფილად შესრულდება ასოცირების შეთანხმებითა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) ნაკისრი ვალდებულებები საჯარო შესყიდვების სფეროში. კანონპროექტის მიღება ასევე ხელს შეუწყობს UK და EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

ყველა სიახლე

ტარიელ ნაკაიძე

01 დეკემბერი 2022, 21:15

პოლიტიკა

ტარიელ ნაკაიძე: შეიცვალა დისკრიმინაციული ტერმინოლოგია, რომელიც სკოლებში გარიყულად წარმოაჩენდა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია

ძალიან წარმატებული იყო განათლების სამინისტროს მიერ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩართული იყვნენ უმცირესობების წარმომადგენლებიც და შეიცვალა დისკრიმინაციული ტერმინოლოგია, რომელიც სკოლებში გარიყულად წარმოაჩენდა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს , რომელიც ამაზე მუშაობდა, - განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

ანრი ოხანაშვილი

01 დეკემბერი 2022, 21:10

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გერმანელი კოლეგები და პოლიტიკოსები მხარს უჭერენ იმ ნაბიჯებს, რასაც ჩვენ ვდგამთ

ჩვენ გვაქვს საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები დეპუტატებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, სახელმწიფო მინისტრთან - ეს არის მაღალი რანგის პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

ლევან იოსელიანი

01 დეკემბერი 2022, 21:10

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი ჩხენკელს: სახელმწიფო თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელია, რომ ათი წლის განმავლობაში ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებისთვის ვერ უზრუნველყო სახელმწიფო ენის შესწავლა

მესმის, რომ ერთ წელიწადში შეუძლებელია 30 წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემის გამოსწორება, მაგრამ 10 წელია თქვენ ხართ ხელისუფლებაში. ათი წლის წინ რომ დაგეწყოთ 1+4 საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საბავშვო ბაღებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქართულს ასწავლით, რაც ძალიან კარგია, დღეს ხომ ამ პროგრამის აუცილებლობა საერთოდ აღარ იქნებოდა. დღეს რომ ბაღებში დაიწყეთ ქართულის ენის შესწავლა აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქეებისთვის ეს ხომ შედეგს ათი წლის შემდეგ გამოიღებს, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის დროს.

ოლაფ შოლცი

01 დეკემბერი 2022, 21:00

მსოფლიო

შოლცი: ევროპას შეუძლია რუსეთთან ომამდე არსებულ სამშვიდობო წესრიგს დაუბრუნდეს, თუ პუტინი უარს იტყვის მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიაზე

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ევროპას შეუძლია რუსეთთან ომამდე არსებულ სამშვიდობო წესრიგს დაუბრუნდეს და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ საერთო უსაფრთხოების ყველა საკითხი გადაწყვიტოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უარს იტყვის მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიაზე.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 21:00

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ბევრ შემთხვევაში სწავლის პროცესის იმიტაცია ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაწვევითი ჯარი გვაქვს

ბევრ შემთხვევაში სწავლის პროცესის იმიტაცია ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაწვევითი ჯარი გვაქვს. განათლების სისტემა ზიანდება იმით, რომ ადამიანების ნაწილი უნივერსიტეტში მიდის მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდა ჯარში. თქვენ თუ ამაზე გაამახვილებთ ყურადღებას, ეს იქნება ამ თემის ირგვლივ დისკუსიის კიდევ დამატებითი ელემენტი, რომელმაც შეიძლება, ადრე თუ გვიან მიგვიყვანოს იქამდე, რომ ჩვენ სავალდებულო გაწვევას გავაუქმებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:57

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: მომავალი წლიდან შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, დარწმუნებული ვარ, ამ პერიოდში საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული შედეგები ექნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ შვედეთი მომავალი წლიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება და დარწმუნებულია, რომ ამ პერიოდში ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს კონკრეტული შედეგები ექნება.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 დეკემბერი 2022, 20:52

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანთან, რომელმაც ხანზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ექნება

დღეს ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანთან, რომელმაც ხანზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი და მალე ექნება,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

კნუტ აბრაჰამი

01 დეკემბერი 2022, 20:46

პოლიტიკა

კნუტ აბრაჰამი: საქართველოს შეუძლია გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

მე გერმანიის პარლამენტის წევრი ვარ და ასევე წარმოვადგენ ოპოზიციურ პარტიას, ერთი რამ, რაც მთავრობასთან გვაერთიანებს ეს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით მისი მხარდაჭერაა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან, კნუტ აბრაჰამიმ „ქრონიკას“ ბერლინში განუცხადა.

თამარ გაბუნია

01 დეკემბერი 2022, 20:31

საზოგადოება

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, საქართველოს პარლამენტმა, კანონპროექტი დაამტკიცა

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 75 ხმით 1 წინააღმდეგ, მიიღო. ცვლილების მიხედვით, 2023 წლიდან, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო, 1000-1200 პრეპარატზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა მედიკამენტებსაც შეეხება.

შალვა პაპუაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ხედვა, რომ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდეა, არის ის პოლიტიკა, რომელიც აქვს გერმანიის ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილის თქმით, გერმანიაში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე დინამიკას და გერმანია ამას უყურებს, როგორც პროცესს, რომლის ბოლოშიც უნდა იყოს ევროკავშირის წევრობა.

01 დეკემბერი 2022, 20:26

მსოფლიო

შვეიცარიამ 7 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის რუსული ფინანსური აქტივები გაყინა

შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, შვეიცარიამ 7 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის რუსული ფინანსური აქტივები გაყინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დავით სერგეენკო

01 დეკემბერი 2022, 20:22

პოლიტიკა

დავით სერგეენკო სააკაშვილზე: პაციენტის კლინიკურ მართვას განსაზღვრავენ ექიმები და არა პოლიტიკოსები

„პაციენტის კლინიკურ მართვას განსაზღვრავენ ექიმები და არა პოლიტიკოსები, ენთუზიასტები და მხარდამჭერები. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ტოქსიკოლოგიური კვლევაა საჭირო, ჩატარდება და ამისთვის საჭირო არ არის ამხელა პოლიტიკური ანგაჟმენტის მოწყობა“, - აღნიშნა სერგეენკომ.

ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენი

01 დეკემბერი 2022, 20:15

მსოფლიო

მაკრონი ბაიდენს: უკრაინაში რუსეთის შეჭრამ პარიზსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა ცხადყო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბურმა შეჭრამ პარიზსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა ცხადყო.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:14

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთოს თავმჯდომარის რანგში ვუმასპინძლოთ

„ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. როგორც ცნობილია, პოლონეთის შემდეგ სწორედ ჩრდილოეთ მაკედონია იქნება ქვეყანა, რომელიც ჩაიბარებს ეუთოს თავმჯდომარეობას“.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 20:03

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ეუთოს მხარდაჭერა ძლიერია საქართველოს მიმართ, რათა ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეუთოსთან მჭიდრო თანამშრომლობა. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ეუთო-ს მხარდაჭერა განსაკუთრებით ძლიერია, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს დღეს არსებულ გამოწვევებს.

ილია დარჩიაშვილი

01 დეკემბერი 2022, 19:56

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მისამართით ცალსახაა, ყოველთვის ვსაუბრობთ ამ თემაზე და მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც აქამდე გვქონდა იდენტიფიცირებული უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

01 დეკემბერი 2022, 19:53

მსოფლიო

კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების შემდეგ პაკეტში რუსეთის სარაკეტო ინდუსტრია შეიყვანოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების შემდეგ პაკეტში რუსეთის სარაკეტო ინდუსტრია შეიყვანოს.

თამარ გაბუნია

01 დეკემბერი 2022, 19:49

საზოგადოება

თამარ გაბუნია შიდსის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

1-ლი დეკემბერი შიდსის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ყურადღების გამახვილება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. თარიღთან დაკავშირებით, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კონფერენცია გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შარლ მიშელი სი ძინპინი

01 დეკემბერი 2022, 19:40

მსოფლიო

შარლ მიშელმა ჩინეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, გამოიყენონ რუსეთზე თავიანთი გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჩინეთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, გამოიყენონ რუსეთზე თავიანთი გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად.

01 დეკემბერი 2022, 19:25

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის საჩივარი, გააუქმა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაოს შეფარდების თაობაზე და ოჯახში ძალადობის, იძულების და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.