29 ნოემბერი 2022, 09:38 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით გერმანიას ეწვევა

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ვიზიტით ეწვევა.

პარლამენტის თავმჯდომარე ბუნდესთაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასს და ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდება.

შეხვედრები გაიმართება ბუნდესთაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბეკერთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რენატა ალტთან.

პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ბუნდესთაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან, ფრაქცია CDU-ს წევრებთან, მომხსენებლებთან ნატოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით, ფრაქცია SPD-ს საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან.

შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბუნდესთაგში ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებთან.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.

ყველა სიახლე

07 თებერვალი 2023, 11:20

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5000-ს მიაღწია

თურქეთსა და სირიაში დაღუპულებს გლოვობენ . სამაშაველო სამუშაოებისა და ბიძგების პარალელურად მონაცემები ყოველ წუთს იცვლება.

გიორგი ჯანჯღავა

07 თებერვალი 2023, 11:12

საზოგადოება

გიორგი ჯანჯღავა: ყველა მოქალაქე ვიპოვეთ, გარდა ერთისა, რომლის ასავალ-დასავალს ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ

„ყველა დაკარგული მოქალაქე ვიპოვეთ, გარდა ერთისა. ჯერჯერობით მის ასავალ-დასავალს ვერ მივაკვლიეთ. გვაქვს ურთიერთობა ადგილზე, მაგრამ ისინიც ვერ გვიდასტურებენ ვერაფერს. ეს არის ბოლო 5 წუთის ინფორმაცია. დანარჩენს ყველას მივაკვლიეთ, მათი ევაკუაცია ჯერ შეუძლებელია, ვინაიდან მოძრაობა გადაკეტილია და ვერც ერთი სამაშველო თუ სხვა რაიმე საშუალება ადგილზე ვერ შედის. გარდაცვლილთა რაოდენობამ 3000-ს მიაღწია. აქედან 2 საქართველოს მოქალაქეა“,- აღნიშნა ჯანჯღავამ.

07 თებერვალი 2023, 11:10

საზოგადოება

კონკურენციის სააგენტომ ონლაინ ვაჭრობის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დარღვევა დაადგინა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, კომპანია „იზი ჯის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა.

07 თებერვალი 2023, 11:06

მსოფლიო

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ჯარი შეტევას ხუთი მიმართულებით ცდილობს

ვრცელდება ცნობები, რომ საოკუპაციო ძალებმა ბახმუტის ერთი მესამედი დაიკავეს და ვითარება დონეცკის ოლქის ამ მიმართულებით დამძიმდა. ოკუპანტების წინააღმდეგ ბახმუტის მიმართულებით, აზოვის ბატალიონის შემტევი დანაყოფი გადაისროლეს.

07 თებერვალი 2023, 11:06

რეგიონი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გიდები და მედიის წარმომადგენლები ბახმაროს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გიდები და მედიის წარმომადგენლები ბახმაროს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. ინფოტური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 11:00

საზოგადოება

სემეკის ორგანიზებით, საქართველო ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

საქართველოში პირველად, ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2026 წელს, თბილისში მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკის სექტორის უმსხვილესი ფორუმის ჩატარებას ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ლიზა იასკო

07 თებერვალი 2023, 10:55

პოლიტიკა

ლიზა იასკო საქართველოს დროშაზე: მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი

ამ დროშის გვერდით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ამდენი ხანი, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი ... სისხლით დაფარული. ეს ადრე არ შემიმჩნევია - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო.

07 თებერვალი 2023, 10:45

საზოგადოება

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 10:39

რეგიონი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2023 წლის იანვრის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 104 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვარის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 104 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 10:15

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 10:12

საზოგადოება

თსუ-ში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა

„აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, რომელიც ონლაინ დახმარებას უწევს ფაკულტეტის სტუდენტებს 2019 წლიდან არსებობს“.

07 თებერვალი 2023, 10:09

რეგიონი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები განუწყვეტლივ მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 09:55

მსოფლიო

თურქეთში კიდევ ერთი, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ გოლბასის მახლობლად დაფიქსირდა. ამასთან, საფრანგეთში დაფუძნებული ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდა იყო.

შარლ მიშელი
ვოლოდიმირ ზელენესკი

07 თებერვალი 2023, 09:42

მსოფლიო

შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიწვია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირადად მიიღოს მონაწილეობა ევროპული საბჭოს მომავალ სამიტში“, - წერს ლეიტსი.

გიორგი ჯანჯღავა

07 თებერვალი 2023, 09:31

საზოგადოება

გიორგი ჯანჯღავას თქმით, საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია

ჩვენს მოქალაქეებთან შეძლებისდაგვარად კავშირი გვაქვს. ყველა დაკარგული, ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, რომ დაკარგულია, ვიპოვეთ, მათ შორის, ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 09:15

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში🌨️❄️

გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით -3, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

07 თებერვალი 2023, 08:41

პოლიტიკა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება

დღეს საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს. საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, მთავარი განსახილველი საკითხები კვლავ ევროპის რეკომენდაციების სრულყოფა იქნება.

07 თებერვალი 2023, 08:31

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

„საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი“ - ამბობს ხაბეიშვილი და აქტივობებს რეგიონებსა და რაიონებშიც აანონსებს. შეკრებაზე ნაცმოძრაობაში, წუხელ ნიკა მელიაც მივიდა. ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ მხარეებმა პარტიაში არსებული იდეური დაპირისპირება განზე უნდა გადადონ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად, გაერთიანდნენ.

07 თებერვალი 2023, 08:23

პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველი საპროტესტო ქუჩის აქცია პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართა

„მაღალი თანამდებობის პირებს მოსვენება და მშვიდი ცხოვრება არ ექნებათ“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა. მათ ირაკლი ღარიბაშვილის სახლამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. აქცია მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ საათში დაიშალა.

07 თებერვალი 2023, 08:05

მსოფლიო

BBC-ის ცნობით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4300-ს გადააჭარბა

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.