29 ნოემბერი 2022, 16:24 / სანდო წყარო

თამბაქოს კონტროლის ალიანსი: კანონპროექტი არაარგუმენტირებული, მოუმზადებელია და პარლამენტმა არ უნდა განიხილოს

კანონპროექტი არაარგუმენტირებული, მოუმზადებელია და პარლამენტმა არ უნდა განიხილოს, - ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს პარლამენტი განიხილავს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს, რომლის ავტორები და ინიციატორები დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე და გელა სამხარაული არიან.

ცვლილების თანახმად, თამბაქოს სადა შეფუთვის რეგულაცია 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, ორი წლით, ან წელიწადნახევრით უნდა გადავადდეს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილი არგუმენტები სრულიად უსაფუძვლოა.

1. თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვით რეალიზაციის ნორმა ჯერ კიდევ 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტების ძალისხმევით 5 წლით გადაავადეს. ანუ 5 წელი ჰქონდათ რეგულაციის ძალაში შესვლის თარიღისთვის მოსამზადებლად.

2. სიცრუეა იმის მტკიცება, რომ მიმდინარე ომის გამო უკრაინაში თამბაქოს პროდუქციის წარმოება შეუძლებელია და დღემდე სხვა ქვეყნებში გადაწყობას ცდილობენ, რაც თურმე ხელს შეუშლით სადა შეფუთვის რეგულაციის ასრულებაში. საქართველოში უკრაინიდან იმპორტიორმა სამმა მსხვილმა მულტინაციონალურმა კომპანიამ („ფილიპ მორისი“, „ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს“ და „იაპონური თამბაქოს კომპანიები“) უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ანუ 2022 წლის 24 თებერვლიდან მეორე დღეს შეაჩერეს წარმოება, მაგრამ „ბრიტანულ-ამერიკულმა თამბაქოს კომპანიამ“ მ/წ 25 აპრილიდან პრილუკის საწარმოში განაახლა წარმოება, „იაპონური თამბაქოს კომპანიამ“ იგივე დროიდან კრემენჩუკის ფაბრიკაში გადაინაცვლა. „ფილიპ მორისმა“ მ/წ აგვისტოს დასაწყისიდან ბრენდების წარმოება კიევში მდებარე „იმპერიალ თობაკოს“ საწარმოში განაახლა, საიდანაც სადა შეფუთვით სიგარეტებსა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმს ისრაელს აწვდის. ისრაელთან სადა შეფუთვით იმპორტი უკრაინიდან ჯერ კიდევ 2020 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და შესაბამისად, თამბაქოს სადა შეფუთვით დამზადება და მიწოდება „ფილიპ მორისისთვის“ სიახლე არ არის.
ზემოაღნიშნულ კომპანიებს, ევროპის რეგიონში 30-მდე ქარხანა აქვთ. ყველაზე ახლოს, მეზობელ თურქეთში აქვთ საწარმოები. ერთი თვეც კმაროდა საქართველოსნაირი მცირე ბაზრის უზრუნველსაყოფად გადასაწყობად.
3. მთავრობამ, 2022 წლის 16 მაისს დაამტკიცა „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტი“, ანუ რეგულაციის ძალაში შესვლამდე 7,5 თვით ადრე. თამბაქოს ინდუსტრიას იმედი ჰქონდა, რომ ნორმატიული აქტის დამტკიცებას დაბლოკავდნენ და რახან ვერ შეძლეს, მოიფიქრეს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადების ახალი „მიზეზი“ ომი უკრაინაში.
4. ავტორები/ინიციატორები აღნიშნავენ, რომ შემცირდება საბიუჯეტო შემოსავალი პროდუქტის დეფიციტის გამო, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება და გათვლა არ წარმოუდგენიათ. ამასთან, საქსტატის უკანასკნელი მონაცემებით, უკრაინიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის ექსპორტის თანხობრივი მოცულობა გაიზარდა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, ესეიგი არანაირი პრობლემა თამბაქოს იმპორტს საქართველოში არ შექმნია.
5.
კანონპროექტის ავტორები/ინიციატორები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. არადა, უამრავი კვლევა ამტკიცებს, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სიგარეტის ერთფეროვანი შეფუთვა მიმზიდველი არაა და მათთვის თამბაქოს პროდუქტი აღიქმება არანორმალურ და ჯანმრთელობისათვის საშიშ პროდუქტად.
6. კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს, ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა თუ შეთანხმებებს. უპირველესად, ზემოაღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-11 და მე-13 მუხლებისა და მათ აღსასრულებელ სახელმძღვანელო პრინციპებს/გაიდლაინებს. რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ამ შემთხვევაში ირღევა შეთანხმების 283 და 356 მუხლებისა და დანართი XXXI მოთხოვნები.
თამამად ვაცხადებთ, რომ კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივ კრიტერიუმებს. ამიტომაც მიუღებელია, საქართველოს პარლამენტმა განიხილოს და მხარი დაუჭიროს.
იმედია ქვეყნის საკანონდებლო ორგანო, რომელმაც 2017 წელს და შემდგომაც მრავალჯერ დაიცვა მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები, არ მოემსახურება კონკრეტული ბიზნესის ფინანსურ და მერკანტილურ ინტერსებს“, - აცხადებენ ალიანსში.

ყველა სიახლე

გიორგი აბაშიშვილი

08 თებერვალი 2023, 00:52

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: როდესაც ხდება განსაკუთრებულად მაღალი ფასის დაფიქსირება, არის გონივრული ეჭვი, რაიმე ტიპის გარიგებას ხომ არ აქვს ადგილი იმპორტიორებს შორის, ეს არის გამოსაკვლევი

როდესაც ხდება განსაკუთრებულად მაღალი ფასის დაფიქსირება, რომელიც საბაზრო ფასიდან გამომდინარე არარეალურია, ხშირ შემთხვევაში, არის გონივრული ეჭვი, რაიმე ტიპის გარიგებას ხომ არ აქვს ადგილი იმპორტიორებს შორის, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

08 თებერვალი 2023, 00:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რა სისტემა შექმნა „ნაცმოძრაობამ“ და როგორ მოქმედებენ ოპოზიციაში, ვნახეთ ოჯახში მივარდნები, რა მომენტშიც ერთ გრამ ძალაუფლებას მიიღებენ, ძალადობრივ მიზნებს განახორციელებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ძლიერ ქართულ დემოკრატიას და ეს უკვე აქსიომაა.

ბექა ოდიშარია

08 თებერვალი 2023, 00:46

პოლიტიკა

ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მაია ბითაძე

08 თებერვალი 2023, 00:18

პოლიტიკა

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით და როდესაც ჩვენ ვამბობთ სწორ მიმართულებას, ვგულისხმობთ საერთაშორისო ვალდებულებებისა და, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებას, - განაცხადა მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას.

მაკა ბოჭორიშვილი

08 თებერვალი 2023, 00:07

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის ანგარიში გააცნო

ევროინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირის პერსპექტივასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე გაამახვილა მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება ანგარიშის წარდგენისას. როგორც საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველომ 2022 წლის 3 მარტს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გააკეთა და 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიიღო.

შალვა პაპუაშვილი

07 თებერვალი 2023, 23:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილი არც აქამდე გამოირჩეოდა აქტიური საპარლამენტო საქმიანობით, პარლამენტი მათი აქტიურობის გარეშეც ქმედუნარიანია

მათ [რადიკალური ოპოზიცია] თითქმის ერთი წელი, სულ მცირე ნახევარი წელი დაკარგეს დასაწყისში, როდესაც ბოიკოტში იმყოფებოდნენ და არ გამოირჩეოდნენ აქტიურობით. სხვათა შორის, ალბათ საზოგადოებას ახსოვს, შარშან, წლის ბოლოს საჯაროდაც გავახმოვანეთ, რომ არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, 70 000 ლარის ხელფასი დაექვითა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც შემდეგ პარლამენტის მხრიდან ქველმოქმედებაში დაიხარჯა. ესეც გვაჩვენებს, როგორ არის რიცხვში ასახული ოპოზიციის პასიურობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 23:34

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 23:20

საზოგადოება

თურქეთის საელჩო მიწისძვრით დაზარალებულთათვის საჭირო ნივთებს აგროვებს. სად შეგიძლიათ ჰუმანიტარული დახმარების ჩაბარება

საქართველოში თურქეთის საელჩო მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად საჭირო ნივთებს აგროვებს.

07 თებერვალი 2023, 23:18

მსოფლიო

სირიაში, ნანგრევებში მოყოლილი ახალშობილი გადაარჩინეს

სირიაში ნანგრევებიდან ახალშობილი გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ახალშობილი საკუთარი სახლის ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

დარეჯან ცხვიტარია

07 თებერვალი 2023, 22:59

პოლიტიკა

დარეჯან ცხვიტარია ხაბეიშვილზე: სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე და როგორ დააანონსა რევოლუციური ფორმატი?!

სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე და როგორ დააანონსა ლევან ხაბეიშვილმა რევოლუციური ფორმატი?! - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი

07 თებერვალი 2023, 22:34

მსოფლიო

სომხეთი თურქეთში, სტიქიის ზონაში მაშველებს აგზავნის

სომხეთი თურქეთში, სტიქიის ზონაში მაშველებს აგზავნის. სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ სატელეფონო საუბარში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს აცნობა.

07 თებერვალი 2023, 21:51

პოლიტიკა

პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის სახელით ირაკლი კობახიძის მიმართ არაეთიკურ განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის სახელით ირაკლი კობახიძის მიმართ არაეთიკურ განცხადებას ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 21:46

საზოგადოება

მაშველები გაზიანთებში, სავარაუდოდ ერთ-ერთ სახლის ნანგრევებში მოყოლილ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ რომ სტიქიის ზონაში, ქ. გაზიანთებში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყოვნებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.

07 თებერვალი 2023, 21:21

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: 5 თებერვალს, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ გემზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები - მოვუწოდებთ ყველას, ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ერთი-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყება აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავოს ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან.

07 თებერვალი 2023, 20:55

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

07 თებერვალი 2023, 20:53

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ნონა წოწორიაზე: ეს ადამიანები ილუზიებით და აღქმებით ცხოვრობენ და დღემდე სჯერათ, რომ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო

„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას Facebook-სტატუსს გამოეხმაურა, რომელმაც ქართველ ხალხს ბრბო უწოდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

07 თებერვალი 2023, 20:33

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: ასეთი შეფასება ჩვენი სამართლებრივი სისტემისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია

უკრაინის საგარეო სამინისტროს მხრიდან ასეთი შეფასება რა თქმა უნდა არის ჩვენი სამართლებრივი სისტემის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელი. შესაბამისად, არც მეგობრულ და მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორობაში არ ჯდება, - ასე გამოეხმაურა არლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უწყება სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

გივი მიქანაძე

07 თებერვალი 2023, 20:31

პოლიტიკა

გივი მიქანაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: კანონმდებლობით სააკაშვილისთვის მინიჭებული ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს ეს, უკრაინული მხარე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მოსწონს ეს მას თუ არა, სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი იმ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ, კონკრეტულ არგუმენტებზე და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით. ასე გამოეხმაურა ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

გიორგი ჯანჯღავა

07 თებერვალი 2023, 20:18

საზოგადოება

თურქეთში საქართველოს ელჩი: როგორც ჩვენ ვიცით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი.

თამარ ჩიბურდანიძე

07 თებერვალი 2023, 19:50

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: განაჩენის გამოცხადებისთანავე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა

გუშინ, როგორც კი სასამართლო განაჩენი გამოცხადდა, მაშინვე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სასამართლო პროცესის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას.