imedi /  29 ნოემბერი 2022, 16:45 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: წლების განმავლობაში ეს ხალხი ალაგებდა ნარატივს, რომ ეკლესიის და რწმენის პატივისცემა არ არის თავსებადი განვითარებასთან და პროგრესთან

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

შტურმი ეკლესიაზე, საქართველოზე, მშვიდობაზე და ამ ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე არ გაუვა არავის, მარტივი ამბავია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მავნებლობა რაც კი შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა, არის ის, რომ ამტკიცო, თითქოს პროგრესი და განვითარება არ არის თავსებადი ეკლესიურობასთან, რწმენასთან და შენი ქვეყნის საპატრიარქოს პატივისცემასთან.

„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა არ გაუვა არცერთ პარტიას და ნაცმოძრაობა ვინ არის, რომ მაინცდამაინც ნაცმოძრაობას გაუვიდეს. როდესაც ებრძვიან ეკლესიას, ებრძვიან სტაბილურობას, ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკას და საკუთარი ქვეყნის ომში ჩართვა სურთ, ყველა არგუმენტი დადასტურდა უკვე, ეს ნაცმოძრაობას არ გაუვა და თავად გახდება მსხვერპლი ამ თვისი მავნებლური პიარკამპანიის. წლების განმავლობაში, ეს ხალხი ალაგებდა ნარატივს, რომ ეკლესიის და რწმენის პატივისცემა არ არის თავსებადი განვითარებასთან და პროგრესთან. ყველაზე მავნებლობა, რაც კი შეიძლება ჩაიდინოს, ჯგუფმა, პარტიამ, ტელევიზიამ, მასმედიამ თუ ა.შ. არის ის, რომ ამტკიცო, თითქოს პროგრესი და განვითარება არ არის თავსებადი ეკლესიურობასთან, რწმენასთან, შენი ქვეყნის საპატრიარქოს პატივისცემასთან და ა.შ.

პირიქით, განათლება, პროგრესი, შენი გუშინდელი დღის, შენი ინსტიტუტების, მათ შორის, განსაკუთრებით, შენი ეკლესიის პატივისცემა, თავსებადი რამეა. შენ, გუშინდელ დღეს და წარსულს და მთავარ საფუძველს შენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, თუ პატივი არ ეცი, წინ ვერ გაიხედავ სწორად. ეგ არის სიმართლე. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, პოსტი დადო, თავისი აზრი გამოთქვა, სწორი თან, რომ სიძულვილი შობს აგრესიას და დაგმო ქალთა მიმართ ძალადობა. თავის ხედვა წარმოადგინა, გააკრიტიკა ზოგიერთი მედია საშუალება და რა თავდასხმა მოუწყვეს, პირდაპირი შტურმი. შემდეგ, საპატრიარქოს განცხადება იყო, ამაზეც შტურმი მიიტანეს. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არ გაუვა არავის ამაში ვერ დარწმუნდნენ. ვერ მიხვდნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

სოსო გიორგაძე
ქათი ვიდალი

07 თებერვალი 2023, 12:24

საზოგადოება

სოსო გიორგაძე აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

შეერთებული შტატების პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ოფისი (USPTO) წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის ფედერალურ სააგენტოს, რომელიც უფლებამოსილია პატენტების გაცემასა და სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე. ამავდროულად იგი ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უფრო ძლიერი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას მთელ მსოფლიოში.

07 თებერვალი 2023, 12:20

მსოფლიო

ქართული სამაშველო ავტოკოლონა სტიქიის ზონას უახლოვდება

ქართული სამაშველო ავტოკოლონა სტიქიის ზონას უახლოვდება,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.

გია აბაშიძე

07 თებერვალი 2023, 12:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მიხეილ სააკაშვილის ბოლო მეუღლე, DJ David Brown-ის [არახამია] ფრაქციის დეპუტატი ლიზა იასკო ზნედაცემულად აცხადებს, რომ თურმე „საქართველოს დროშა სისხლიანია“

მიხეილ სააკაშვილის ბოლო მეუღლე, DJ David Brown-ის [არახამია] ფრაქციის დეპუტატი ლიზა იასკო ზნედაცემულად აცხადებს, რომ თურმე „საქართველოს დროშა სისხლიანია" - წერს ექსპერტი გია აბაშიძე. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, პროტესტის გამოხატვა გასაგებია, მაგრამ საკუთარ თავს არ უნდა აკადრო ამგვარ ფსკერზე ხოხვა.

07 თებერვალი 2023, 12:13

მსოფლიო

რა ვითარებაა თურქეთში. „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონიდან

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში მუშაობს. ისინი ცდილობენ მიწისძვრის ეპიცენტრს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიუახლოვდნენ.

ავთანდილ თალაკვაძე

07 თებერვალი 2023, 12:00

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის ბიუჯეტი 2023 წელს კიდევ გაიზარდა, რაც თანამოქალაქეების ჯანდაცვის და სოციალურ საჭიროებებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მუნიციპალიტეტის განვითარებას მოხმარდება

ოზურგეთის მერის თქმით, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით, მათ მიერ შემუშავებული პროგრამებით გასულ წელს ჯამში 4 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.

ნინო ფოჩხუა

07 თებერვალი 2023, 11:57

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: თუ რამე პრეტენზია აქვთ იასკოს და სხვებს, ამისთვის არსებობს კანონით გათვალისწინებული ქმედებები და ქვეყნის ლანძღვას შეეშვან, აღარ არის მიშას დრო, როცა ის უსიტყვოდ ასრულებდა გარედან დავალებებს

უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ნახევარი მოხსნილი ან დაჭერილი რომ არის კორუფციის ბრალდებით, მაშინ უკრაინის დროშა არ არის სისხლიანი, ის კანონის აღსრულებაა და ჩვენი დროშა სისხლიანია?,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ლიზა იასკოს განცხადების შესახებ.

ანრი ოხანაშვილი

07 თებერვალი 2023, 11:56

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია გამოიჩენს პასუხისმგებლობას და მხარს დაუჭერს მნიშვნელოვან ცვლილებებს

იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია გამოიჩენს პასუხისმგებლობას და მხარს დაუჭერს მნიშვნელოვან ცვლილებებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ავთანდილ თალაკვაძე

07 თებერვალი 2023, 11:55

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვგეგმავთ 20 000 000 ლარის ღირებულების საავტომობილო გზების პროექტირებას, რომელსაც რეაბილიტაცია და სრული განახლება ესაჭიროება

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ოზურგეთის 7 ადმინისტრაციულ ერთეულში ვგეგმავთ გზების რეაბილიტაციას და უკვე მზადდება სატენდერო დოკუმენტაცი, ჯამში 12 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ესენია: სოფ. მაკვანეთში (ბაღების უბანი) შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 2062 მ - დაიხარჯება 1 545 280,74 ლარი; დაბა ლაითურის (მე-9 რაიონი) შიდა გზების რეაბილიტაცია - სიგრძით 3280 მ - დაიხარჯება 2 566 378,00 ლარი; სოფ. მთისპირის (დაბლა ვანისქედი) და სოფ. ბასილეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 1178 მ - დაიხარჯება 773 330,85 ლარი; სოფ. ცხემლისხიდის (უჩხუბის უბანი) და სოფ.ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 4028 მ - დაიხარჯება 2 199 670,00 ლარი; სოფ.ბახვისა და სოფ.ვაკიჯვრის დამაკავშირებელი ს/გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 2997 მ - დაიხარჯება 2 062 753,00 ლარი; ანასეულში ჩხაიძის (იმედაშვილის) ქუჩის რეაბილიტაცია - სიგრძით 1373 მ - დაიხარჯება 1 437 645,00 ლარი; სოფ.შრომაში ვაკისა და ზედუბნის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია - სიგრძით 3278 მ - დაიხარჯება 3 102 188,00 ლარი, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 11:52

საზოგადოება

მედიალაბის თანაორგანიზებით გლობალური ციფრული თამაშების შექმნის შეჯიბრი გაიმართა

„კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან(ჯიტა) და Startup Büro-სთან ერთად, ტექნოპარკში გლობალური ციფრული თამაშების (GGJ) შექმნის შეჯიბრი გამართა. Global Game Jam თამაშების შექმნის ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოში კონკურსის დაწყებამდე თემატიკად ფესვები დასახელდა, რის მიხედვითაც, მონაწილე გუნდებს, 48 საათის განმავლობაში ციფრული თუ არაციფრული თამაშები უნდა შეექმნათ“.

სოსო გიორგაძე

07 თებერვალი 2023, 11:49

საზოგადოება

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე ვიზიტით აშშ-ს ეწვია

სოსო გიორგაძე მონაწილეობას მიიღებს ამერიკის საპატენტო უწყების მიერ ორგანიზებულ ადმინისტრაციულ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყებების ფუნქცია-მოვალეობების, ბიუჯეტის ფორმირებისა და საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვის საკითხების განხილვა.

ლევან იოსელიანი

07 თებერვალი 2023, 11:44

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა

„ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროპელები გვეუბნებიან, ეს ერთი. მეორე, ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა. თუ უნდათ, რომ უარი თქვან საპარლამენტო ცხოვრებაზე, მაშინ უარი თქვან მანდატებზე და ეს უფრო სწორი და გასაგები იქნება ყველასთვის. თან არაფერი აკეთო ამ შენობაში და თან ყველა პრივილეგიით ისარგებლო ეს მგონი ძალიან უხერხულია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა

იაგო ხვიჩია

07 თებერვალი 2023, 11:39

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ნაცებს“ არც დაუწყიათ მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობა, აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვიტყვი ვერც საქმიანობის შეწყვეტაზე

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მეათე მოწვევის პარლამენტში საქმიანობა არც დაუწყიათ და აქედან გამომდინარე, მათ მიერ საკანონდმებლო ორგანოში საქმიანობის შეწყვეტაზე, ვერაფერს იტყვის.

ანრი ოხანაშვილი

07 თებერვალი 2023, 11:39

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა მანდატის დატოვებას ნიშნავს, ამიტომ ველოდებით მათ მიერ გაცხადებული პოზიციის განცხადების ფორმით რეგისტრაციას

„როგორც კი დაინახეს, რომ ჩვენ გაგვიჩნდა ძალიან დიდი პერსპექტივა ევროკავშირის სტრუქტურებთან კიდევ უფრო დაახლოებისა და კანდიდატის სტატუსის მიღების, ეს საბოტაჟი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გაამძაფრეს. მათ არ უთქვამთ, რომ ისინი ბოიკოტის რეჟიმში გადადიან, მათ თქვეს, რომ ისინი საპარლამენტო საქმიანობას წყვეტენ. საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა მანდატის დატოვებას ნიშნავს, ამიტომ ველოდებით მათ მიერ გაცხადებული პოზიციის განცხადების ფორმით რეგისტრაციას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

07 თებერვალი 2023, 11:38

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ნაცმოძრაობაზე: საპარლამენტო ცხოვრებას მათი ყოფნა ან არყოფნა არაფრით შეცვლის

„საპარლამენტო ცხოვრებას მათი არყოფნა ან ყოფნა არაფრით არ შეცვლის. მათ ვერ შეძლეს თავიანთი ადგილის პოვნა საპარლამენტო ცხოვრებაში და ეს გამოწვეულია იმ რადიკალური, რევოლუციური დღის წესრიგით, რომელიც მათ და მათმა ლიდერებმა 2020 წლის არჩევნებამდე და მით უმეტეს, არჩევნების შემდეგ დაისახეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ჰერმან საბო

07 თებერვალი 2023, 11:23

პოლიტიკა

ჰერმან საბო: პარლამენტიდან გასვლით „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ კომფორტის ზონას უქმნის

პარლამენტიდან გასვლით „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ კომფორტის ზონას უქმნის, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა. „ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ 12 პუნქტის შესრულების საკითხში, რადგან ერთი მხრივ მთავარი ოპოზიციური ფრაქცია საერთოდ რას შვრება ვერ გავიგე, გადიან, შემოდიან. ამით უბრალოდ „ქართულ ოცნებას“ კომფორტის ზონას ჩუქნიან, რომ რომელი პუნქტიც უნდათ და როგორც უნდათ ისე შეასრულონ და მერე ყველაფერი გადააბრალონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სწორებიც იქნებიან“, - განაცხადა ჰერმან საბომ.

ლევან იოსელიანმა

07 თებერვალი 2023, 11:21

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია, ნაწილი შესასრულებელი, რაც დღეს საქართველოსთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის არის ყველაზე დიდი გამოწვევა

„საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის, როგორც პარტიისთვის აქამდეც მნიშვნელოვანი იყო, ახლაც ვაგრძელებთ მუშაობას. ეს ეხება ვეტერანებს, პენსიონერებს, განათლების სისტემის რეფორმირებას“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

07 თებერვალი 2023, 11:20

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5000-ს მიაღწია

თურქეთსა და სირიაში დაღუპულებს გლოვობენ . სამაშაველო სამუშაოებისა და ბიძგების პარალელურად მონაცემები ყოველ წუთს იცვლება.

გიორგი ჯანჯღავა

07 თებერვალი 2023, 11:12

საზოგადოება

გიორგი ჯანჯღავა: ყველა მოქალაქე ვიპოვეთ, გარდა ერთისა, რომლის ასავალ-დასავალს ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ

„ყველა დაკარგული მოქალაქე ვიპოვეთ, გარდა ერთისა. ჯერჯერობით მის ასავალ-დასავალს ვერ მივაკვლიეთ. გვაქვს ურთიერთობა ადგილზე, მაგრამ ისინიც ვერ გვიდასტურებენ ვერაფერს. ეს არის ბოლო 5 წუთის ინფორმაცია. დანარჩენს ყველას მივაკვლიეთ, მათი ევაკუაცია ჯერ შეუძლებელია, ვინაიდან მოძრაობა გადაკეტილია და ვერც ერთი სამაშველო თუ სხვა რაიმე საშუალება ადგილზე ვერ შედის. გარდაცვლილთა რაოდენობამ 3000-ს მიაღწია. აქედან 2 საქართველოს მოქალაქეა“,- აღნიშნა ჯანჯღავამ.

07 თებერვალი 2023, 11:10

საზოგადოება

კონკურენციის სააგენტომ ონლაინ ვაჭრობის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დარღვევა დაადგინა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, კომპანია „იზი ჯის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა.

07 თებერვალი 2023, 11:06

მსოფლიო

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ჯარი შეტევას ხუთი მიმართულებით ცდილობს

ვრცელდება ცნობები, რომ საოკუპაციო ძალებმა ბახმუტის ერთი მესამედი დაიკავეს და ვითარება დონეცკის ოლქის ამ მიმართულებით დამძიმდა. ოკუპანტების წინააღმდეგ ბახმუტის მიმართულებით, აზოვის ბატალიონის შემტევი დანაყოფი გადაისროლეს.