imedi /  30 ნოემბერი 2022, 13:02 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს, არის ომის პარტიის აგენტი

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება, უსამართლო შეფასება, ეს არის სიბინძურე და ვინც ამას აკეთებს არის სიბინძურის სამსახურში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა და მარტივი ლოგიკა - ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს არის აგენტი, ყველა, ვინც ამას ამბობს არის ჩვეულებრივი აგენტი, ომის პარტიის აგენტი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არის ომის პარტია, რომელსაც საქართველოში მშვიდობის დარღვევა უნდა და ამის უკან დგას შესაბამისი ინტერესები და სურვილები.

„მნიშვნელოვანია ყურადღებით იყოს საზოგადოება ასეთი ადამიანების თითოეული გზავნილის მიმართ, რადგან ამ გზავნილებიდან იკითხება მათი რეალური განზრახვა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

გიული ალასანია

03 თებერვალი 2023, 08:44

პოლიტიკა

გიული ალასანიამ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა

გიული ალასანიამ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა. „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, კონტრაქტი 17 იანვარს დაიდო და 16 თებერვლამდეა ძალაში. მომსახურება 20 000 დოლარი ღირს.

03 თებერვალი 2023, 08:31

პოლიტიკა

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს წარადგენს

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს მოამზადებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

03 თებერვალი 2023, 08:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 თებერვალს ქუთაისში +9 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. თოვლიანი დღეა ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.

გელა ნიკოლაიშვილი

03 თებერვალი 2023, 00:58

სამართალი

გელა ნიკოლაიშვილი: როდესაც მარიამ ჯიშკარიანი გავიდა სასამართლო დარბაზიდან, იმის შემდეგაც მოწმე ჯიუტად არ იღებდა ტელეფონს მაგიდიდან, ბუნებრივია, ეს არანაირ კანონში არ ჯდება

როდესაც ეს მოსამართლემ შენიშნა მარიამ ჯიშკარიანი გააძევა დარბაზიდან. ბუნებრივია, ეს არანაირ კანონში არ ჯდება. სხვათა შორის, როდესაც მარიამ ჯიშკარიანი გავიდა სასამართლო დარბაზიდან, იმის შემდეგაც ის მოწმე, ჯიუტად არ იღებდა ტელეფონს მაგიდიდან, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 00:52

სამართალი

რატი ბრეგაძე: იძულებითი მკურნალობა კანონსაწინააღმდეგოა. სამედიცინო პერსონალი, რომელიც საკმაოდ რთულ ვითარებაში მუშაობს, ყოველთვის ცდილობს, დაარწმუნოს პაციენტი, რომ რეკომენდაციებს დაემორჩილოს

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რომ იძულებითი მკურნალობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალი, რომელსაც ძალიან რთულ პირობებში უწევს მუშაობა, ყოველთვის ცდილობს, პაციენტი დაარწმუნოს მკურნალობის აუცილებლობაში.

გელა ნიკოლაიშვილი

03 თებერვალი 2023, 00:43

პოლიტიკა

გელა ნიკოლაიშვილი: სააკაშვილის მომხრეები იყოფიან 2 კატეგორიად: ერთი, რომლებმაც იციან, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის კეთდება და მეორე, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ეს ადამიანი კვდება

სააკაშვილის მომხრეები იყოფიან 2 კატეგორიად: ერთი, რომლებმაც იციან, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის კეთდება და მეორე, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ეს ადამიანი კვდება, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

გელა ნიკოლაიშვილი

03 თებერვალი 2023, 00:38

სამართალი

გელა ნიკოლაიშვილი სააკაშვილის საქმეზე: დაიკითხნენ საქართველოს ექსპერტები და უცხოელი ექსპერტებისგან შედარებით, ზოგიერთმა მათგანმა უფრო სიმართლესთან მიახლოებული დასკვნები გამოიტანა

„როდესაც საუბარი იყო, რომ თითქოს რაღაც მოწამვლას ჰქონდა ადგილი და როდესაც ტოქსიკოლოგიის დასკვნის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნორმის ფარგლებშია ამ მძიმე მეტალების ოდენობა, შემდეგ გადავიდნენ ასეთ არგუმენტებზე - ექიმმა ეს კვლევა მოითხოვა 25 მაის და 31 მაისს ჩატარდა. 31 მაისს კი იყო ნორმის ფარგლებში, მაგრამ ხომ შეიძლებოდა 25-ში ეს ნორმაზე მეტი ყოფილიყო, აი ამას ატრიალებდნენ უცხოელი ექსპერტები“.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 00:30

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: ვპასუხობ, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტს, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს ყველაფერი გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით

იუსტიციის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს ყველაფერი გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით.

ოლექსი რეზნიკოვი

03 თებერვალი 2023, 00:22

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მზად არის გარანტიების მისაცემად, რომ რუსეთის ტერიტორიას არ დაარტყამს, თუ შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლდექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის გარანტიების მისაცემად, რომ რუსეთის ტერიტორიას არ დაარტყამს, თუ შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 00:19

საზოგადოება

რატი ბრეგაძე: შალვა ხაჭაპურიძე ფიქრობს, რომ იუმორით საუბრობს ხოლმე, თუმცა მე მას იუმორს დავუწუნებდი და ზოგადად უფრო ზრდილობისკენ მოვუწოდებდი

როგორც მოსამართლე გადაწყვეტს, იმის მიხედვით მოვიქცევი, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვის პასუხად, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოზე მის დაკითხვას მოითხოვს და იხილავს თუ არა საზოგადოება სასამართლო პროცესზე.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 00:17

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ევროპარლამენტის პოზიცია, წარმოდგენილი იყო მხოლოდ მცირე ნაწილი, რომლებიც საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავდნენ

იუსტიციის მინისტრი ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გამართულ დებატებს გამოეხმაურა. რატი ბრეგაძის განცხადებით, ცალკეული დეპუტატის მიერ გაჟღერებული მოსაზრებები მთელი ევროპარლამენტის პოზიციას არ გამოხატავს.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 00:07

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: წამების დაბრალება წითელი ხაზია - ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენ ყველამ ერთად ჩავხურეთ 2012 წელს

„ჩვენ ყოველთვის გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ, რომ წამების დაბრალება წითელი ხაზია - ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენ ყველამ ერთად ჩავხურეთ 2012 წელს. მით უმეტეს, როდესაც წამებას გვაბრალებენ ის ადამიანები, რომლებიც მართლაც მწამებელ სისტემას ედგნენ სათავეში, სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 00:03

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე ელჩებთან შეხვედრაზე: ეს იყო ორმხრივი სურვილი და ინფორმაციის გაცვლა

„ეს შეხვედრა იყო როგორც ჩვენი ინიციატივით, (რადგან გვინდოდა, რომ მათთვის რეალური სურათი გაგვეცნო) ასევე მათი ინიციატივითაც. მათ ბუნებრივია გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება და წუხილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო და ჩვენც გავაცანით სრული ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ამ ადამიანის გარშემო, რას აკეთებს სახელმწიფო და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს შეხვედრა იყო ორმხრივი სურვილი და ეს იყო რეალურად ინფორმაციის გაცვლა“.

თინა ხიდაშელი

02 თებერვალი 2023, 23:53

პოლიტიკა

თინა ხიდაშელი გიორგი გახარიაზე: მე არ ვენდობი მოსკოვში განათლება მიღებულ ჩემი ასაკის ადამიანებს

მე არ ვენდობი მოსკოვში განათლება მიღებულ ჩემი ასაკის ადამიანებს, დედაჩემის ასაკის ადამიანებს ვენდობი, რადგან მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

რატი ბეგაძე

02 თებერვალი 2023, 23:50

სამართალი

რატი ბრეგაძე: რა არის პარენტერალურ კვებაზე უარის თქმა, მედიკამენტების შერჩევით მიღება და სამედიცინო რეკომენდაციის არშესრულება თუ არა თვითდაზიანება?

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია, სჭირდება მკურნალობა? მიყვანილია საავადმყოფოში, ამის იქით სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, აღარაფერია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, რა არის პარენტერალურ კვებაზე უარის თქმა, მედიკამენტების შერჩევით მიღება და სამედიცინო რეკომენდაციის არშესრულება თუ არა თვითდაზიანება?

02 თებერვალი 2023, 23:48

პოლიტიკა

ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი შეფასებას აძლევს ქვეყნის საერთო შესაძლებლობას, შეასრულოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები, ანუ ევროკავშირის კანონთა კრებული, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირის ხელშეკრულებაში, მეორადი კანონმდებლობა და ევროკავშირის პოლიტიკა.

რატი ბრეგაძე

02 თებერვალი 2023, 23:47

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: როდესაც სააკაშვილის მოწამვლაზე ინფორმაცია გაჟღერდა, მყისიერად შევთავაზეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც მივიღეთ უარი - ბუნებრივია ეს მიმართულია იქითკენ, რომ არ დადგინდეს სიმართლე

რაც შეეხება მოწავლის ფაქტს, რომელიც თავიდან გააჟღერეს სააკაშვილის ადვოკატებმა, შემდგომ თავად მსჯავრდებულმა უარყო ეს ინფორმაცია, წამოღებული მაქვს იმ ლაბორატორიის მონაცემები, რომელიც უშუალოდ ცენტრმა „ემპათიამ“ მოგვაწოდა. აქ ვკითხულობთ ინფორმაციას ნიმუშის შესახებ - დალუქულია თუ არა, წერია, რომ არა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რატი ბრეგაძე

02 თებერვალი 2023, 23:41

სამართალი

რატი ბრეგაძე: როდესაც სააკაშვილს შევთავაზეთ, რომ გადავიყვანდით კლინიკაში, წამოაყენეს პირობები, რომელიც მკურნალობას საერთოდ არ შეეხებოდა

„ჩვენ შევუთვალეთ - თუკი ულტიმატუმების ენით გააგრძელებდა საუბარს არ გადავიყვანდით და იმ წამს ეს ულტიმატუმები შეწყდა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე

02 თებერვალი 2023, 23:30

სამართალი

რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: პაციენტი არ არის მოწოდებული იმისკენ, რომ გამოჯანმრთელდეს და მკურნალობა სრულფასოვნად ჩაიტაროს

„როდესაც თვითდაზიანებით ადამიანი მოქმედებს, ბუნებრივია, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ ამ ადამიანმა შეწყვიტოს საკუთარი ჯანმრთელობის წინააღმდეგ ეს ქმედებები. როდესაც პატიმარი შიმშილობს, არსებობს გარკვეული პროტოკოლი, რომელიც მოუწოდებს სამედიცინო პერსონალს, პატიმარი დაარწმუნოს იმ მავნე შედეგებში, რაც შეიძლება გამოიწვიოს შიმშილობამ. ჩვენ ამას ყოველთვის მოვუწოდებდით [სააკაშვილს], მეორე მხარე, პირიქით, მოუწოდებდა შიმშილობა გაეგრძელებინა და შიმშილობის შეწყვეტა იქნებოდა პოლიტიკური თვითმკვლელობა“.

რატი ბრეგაძე

02 თებერვალი 2023, 23:30

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: ეს ადამიანი არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ იყოს ჯანმრთელად და ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მარტივ მიზანს: რაც შეიძლება დამძიმდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მოტივით მოიპოვოს თავისუფლება

ეს ადამიანი მუდმივ რეჟიმში მიმართავს თვითდაზიანებას , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.