30 ნოემბერი 2022, 18:17 / სანდო წყარო

ბექა დავითულიანი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილს იყენებენ, როგორც ფაქტორს პარტიის შიგნით და ახლა გამოცხადებულია კონკურსი, ვინ უფრო მოიპოვებს სააკაშვილის მხარდამჭერების კეთილგანწყობას

ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილს იყენებენ, როგორც ფაქტორს პარტიის შიგნით და ახლა გამოცხადებულია კონკურსი, ვინ უფრო მოიპოვებს სააკაშვილის მხარდამჭერების კეთილგანწყობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განხეთქილება. არსებობს ერთი ფრთა, რომელსაც აქვს კეზერაშვილის ფული და მეორე, რომელსაც აღარ აქვს მისი ფული, მაგრამ ფლობს მართვის სადავეებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, დღეის მდგომარეობით. როგორც ჩანს კეზერაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვინც იღებს მის ფულს, ბარემ მართვის სადავეებიც მას ეჭიროს ხელში, შესთავაზოს თავისი კანდიდატი პარტიას და ეს ორი კლანი ერთმანეთში იბრძვის. ვინაიდან ამ ორ კლანს არ აქვს ძალა, რომ ცალსახა იყოს, რომელი გაიმარჯვებს, მიხეილ სააკაშვილს, როგორც ფაქტორს პარტიის შიგნით იყენებენ და ახლა გამოცხადებულია კონკურსი ვინ უფრო მოიპოვებს სააკაშვილის მხარდამჭერების კეთილგანწყობას“,- აღნიშნა დავითულიანმა.

ბრძოლა პარტიული პოსტის დასაკავებლად - ნაციონალურ მოძრაობაში საარჩევნო კამპანია გახსნილია, თუმცა ამ კამპანიის ფარგლებში კანდიდატები ერთმანეთს ღიად აკრიტიკებენ და სამოქმედო გეგმას უწუნებენ. კვლავ აქტუალური გახდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება, ამ მიზნის მიღწევას კი კანდიდატები განსხვავებულად ხედავენ . ამ პროცესს პარტიის დაშლად და ძალაუფლების გადანაწილებად აფასებენ მმართველ გუნდში.

ყველა სიახლე

30 იანვარი 2023, 10:32

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

30 იანვარი 2023, 10:26

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ჟიზელ ბიუნდჰენი

30 იანვარი 2023, 10:12

ტაბლოიდი

სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი კარიერას დაუბრუნდა

მოდის ინდუსტრიის 42 წლის ვარსკვლავი, მაიამის ახლოს, ფოტო გადაღებაზე გამოჩნდა სადაც ვერსაჩეს მეტალის იასამნისფერი ზედა ეცვა.

30 იანვარი 2023, 10:05

ტაბლოიდი

ლონდონში, ლას-ვეგასის შენობის ტყუპისცალი, მანათობელი საკონცერტო დარბაზი აშენდება

ქალაქ ლონდონის მცხოვრებლებს სახელმწიფო აფრთხილებს, რომ მალე ქალაქის ცენტრში სფეროს ფორმის მანათობელი საკონცერტო დარბაზი აშენდება, ზუსტად ისეთი, როგორიც ლას-ვეგასში მდებარეობს და ხშირად „მზეს დედამიწაზე“ უწოდებენ. ლონდონის დაგეგმარების კომიტეტმა თანხმობა გასცა, რომ ბიგ-ბენის ზომის შენობა, რომელსაც 36 მილიონი ლედ განათება ექნება, ქალაქის ცენტრში აშენდეს.

30 იანვარი 2023, 09:45

პოლიტიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა გერმანული მედიის წინაშე აღიარა, რომ აგენტია. დადასტურდა, რასაც დიდი ხანია ვამტკიცებდით - წარსულში საქართველოს პრეზიდენტად გამწესებული პირის სატვირთო კონტეინერში მოთავსება და საქართველოში გამოგზავნა ისე დაიგეგმა, რომ გეგმის შინაარსის შესახებ ის წესიერად ინფორმირებულიც კი არ იყო. ასეთია აგენტის ხვედრი: პატრონის ნებისმიერ დავალებას ის კითხვის დასმის უფლების გარეშე უნდა დაემორჩილოს.

ოლაფ შოლცი

30 იანვარი 2023, 09:40

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს

ის ფაქტი, რომ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება ტანკების გაგზავნის შესახებ და გერმანიაში შემდეგი დებატები იწყება, უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება, - აღნიშნა შოლცმა გერმანულ გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

30 იანვარი 2023, 09:17

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 341-ე დღეს

ომის 341-ე დღე. ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ხერსონში სარაკეტო დარტყმების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა. რუსული ძალების სამიზნე გახდა საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფო, სკოლა, ავტოსადგური და ფოსტის შენობა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენის მილები. მძიმე ბრძოლები გრძელდება დონბასში. ყველაზე ცხელ წერტილად, ამ დრომდე, ბახმუტი რჩება. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ძალები ქალაქზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ.

მიხეილ სააკაშვილი

30 იანვარი 2023, 08:59

სამართალი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

ექსპრეზიდენტი სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე შედგება. როგორც ცნობილია, პროცესზე ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები გამოიკითხებიან. მმართველი გუნდის შეფასებით საზოგადოება ნათლად ხედავს იმ სიმულაციას, რასაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა ეწევა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა, თუმცა აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.

30 იანვარი 2023, 08:39

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

30 იანვარი 2023, 08:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 იანვარს ქუთაისში +12 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 იანვარი 2023, 08:02

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები

უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 იანვარი 2023, 00:30

პოლიტიკა

ესპანური პრესა ირაკლი კობახიძის ვიზიტზე: მას მიაჩნია, რომ ბასკეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციაში საკვანძო როლი ექნება

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბასკეთს უამრავი ტრადიცია აერთიანებს და მომავალში ამ კავშირების გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ ბასკეთს შეიძლება საკვანძო როლი ჰქონდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერაში.

რამაზ საყვარელიძე

30 იანვარი 2023, 00:08

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: პრაქტიკულად, პარტიაში ორივე მხარემ იმუშავა იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს

„გამოავლინა მათი რეალური პოტენციალი, გაუგებრობები გააჩინა კენჭისყრის პროცესში, ინტელექტუალური შეცდომების მთელი პარადია! პარტიას, რომელთანაც შენ გინდა წარდგე, როგორც ლიდერი, იმ პარტიას ასეთ დღეში რომ აგდებ, ისეთი სიტყვაკაზმული ტექსტები ვნახეთ, რომ წესით ეს ადამიანები ერთმანეთს არ უნდა შეხვდნენ. პრაქტიკულად, ორივე მხარემ იმუშავა იმაზე, რომ პარტია დაიშალოს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

30 იანვარი 2023, 00:03

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

29 იანვარი 2023, 23:58

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვისა და ძლიერი ყინვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

პეტრე მამრაძე

29 იანვარი 2023, 23:50

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ვანო ეუბნება სააკაშვილს: „მიშა, ხომ იცი, რუსების გარეშე ძალაუფლებაში ვერ დავრჩებით, ვერ გავძლებთ“

„2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ვანო ეუბნება სააკაშვილს, თავისი ფორმით, თავს რომ ჩაღუნავდა: „მიშა, მიშა, ხომ იცი, რუსების გარეშე ძალაუფლებაში ვერ დავრჩბით, ვერ გავძლებთ, მიშა“. ამის შემდეგ ვანო ხშირად დადის, სულ ყალბი პასპორტებით, ერევანში, ბაქოსა და მინსკში, სადაც ხვდებოდა თავის რუს კოლეგებს - უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრებს. ეს ცნობილია. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ნებართვით“, - იხსენებს მამრაძე.

29 იანვარი 2023, 23:45

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გურამ მაჭარაშვილი

29 იანვარი 2023, 23:34

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: USAID-ის ერთ-ერთი პროექტი ქართულ მართლმსაჯულებაში რეფორმების მათი სურვილების შესაბამისად გატარებაა

ჩვენ ვიცით, რომ USAID-ი შეერთებული შტატებიდან ფინანსდება, ისიც ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი ორგანიზაციაა, რომელსაც სხვადასხვა პროექტი აქვს. მათ შორის, ერთ-ერთი პროექტი ქართულ მართლმსაჯულებაში რეფორმების მათი სურვილების შესაბამისად გატარებაა. მათი სურვილები იმაში მდგომარეობს, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლი დაამყარონ, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს მეშვეობით, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. მისივე თქმით, თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებები არასამთავრობო სექტორის თანხმობის გარეშე ვერ მიიღება, ნიშნავს, რომ ადგილობრივი მართლმსაჯულების სისტემა გარე ძალების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება.

დიმიტრი ხუნდაძე

29 იანვარი 2023, 23:33

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე Credit Suisse-ზე: ჩათვალეს, რომ ფინანსური პრესის გამო ხელისუფლებაზე გავლენას მოახდენს და ქვეყანა ომში ჩაერთვება, მაგრამ ბატონ ბიძინას არ იცნობენ, ის ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს

„იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაზე, დადგა ამოცანა - როგორ მოარგონ ხელისუფლებას გასაღები ისე, რომ ეს გადაწყვეტილება მიაღებინონ. გამოსავალი ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლის პოლიტიკურად გააქტიურებაში დაინახეს - მან გავლენა უნდა მოახდინოს ხელისუფლებაზე, რომელიც, ვიდრე პოლიტიკაში იყო, მისი პოლიტიკური გუნდია. იციან, რომ მისი ფიგურა ანგარიშგასაწევია. რადგან ბატონი ბიძინაც არ თანხმდება, რომ ხელისუფლებას გადაადგმევინოს სცენარის ავტორებისთვის სასურველი ნაბიჯები (ანუ ქვეყანა ომში ჩაერთოს და მხარედ დაფიქსირდეს), ბატონ ბიძინაზე შანტაჟი დაიწყეს - ჩათვალეს, რომ ფინანსური პრესი მისთვის ამდაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იქნებოდა. აქ მათ შეცდომა დაუშვეს, რადგან ისინი ბატონ ბიძინას არ იცნობენ - ის ასეთ გადაწყვეტილებას არავითარი ციფრების ფასად არ იღებს და არც მიიღო“, - აცხადებს ხუნდაძე.

დავით გურგენიძე

29 იანვარი 2023, 23:00

საზოგადოება

რას იკვლევენ ქართელი მეცნერები „ცერნში“ - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

მზადდება ჩარჩო ხელშეკრულება, რომლითაც „ცერნის“ მიერ განსახორციელებელ კვლევებში ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისი საერთაშორისო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები იქნებიან ჩართული, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ განუცხადა.