imedi /  01 დეკემბერი 2022, 20:57 / სანდო წყარო

ილია დარჩიაშვილი: მომავალი წლიდან შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, დარწმუნებული ვარ, ამ პერიოდში საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული შედეგები ექნება

ილია დარჩიაშვილი

ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ შვედეთი მომავალი წლიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება და დარწმუნებულია, რომ ამ პერიოდში ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს კონკრეტული შედეგები ექნება.

„შესაძლებლობა მქონდა, შეხვედრა გამემართა შვედეთის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვედეთი მომავალი წლიდან, წლის პირველ ნახევარში იქნება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ამ მიმართულებითაც შვედეთის აქტიური მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჩვენ ვართ პროცესში, ერთი მხრივ, შევასრულოთ 12 რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა ევროკავშირმა და მეორე მხრივ, რაც შეიძლება მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ცალსახად მინდა, აღვნიშნო, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ურყევი და ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, მათი თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს ასევე კონკრეტული შედეგები ექნება ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ყველა სიახლე

გიორგი აბაშიშვილი

08 თებერვალი 2023, 00:52

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: როდესაც ხდება განსაკუთრებულად მაღალი ფასის დაფიქსირება, არის გონივრული ეჭვი, რაიმე ტიპის გარიგებას ხომ არ აქვს ადგილი იმპორტიორებს შორის, ეს არის გამოსაკვლევი

როდესაც ხდება განსაკუთრებულად მაღალი ფასის დაფიქსირება, რომელიც საბაზრო ფასიდან გამომდინარე არარეალურია, ხშირ შემთხვევაში, არის გონივრული ეჭვი, რაიმე ტიპის გარიგებას ხომ არ აქვს ადგილი იმპორტიორებს შორის, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

08 თებერვალი 2023, 00:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რა სისტემა შექმნა „ნაცმოძრაობამ“ და როგორ მოქმედებენ ოპოზიციაში, ვნახეთ ოჯახში მივარდნები, რა მომენტშიც ერთ გრამ ძალაუფლებას მიიღებენ, ძალადობრივ მიზნებს განახორციელებენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ძლიერ ქართულ დემოკრატიას და ეს უკვე აქსიომაა.

ბექა ოდიშარია

08 თებერვალი 2023, 00:46

პოლიტიკა

ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მაია ბითაძე

08 თებერვალი 2023, 00:18

პოლიტიკა

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით საქართველო ვითარდება სწორი მიმართულებით და როდესაც ჩვენ ვამბობთ სწორ მიმართულებას, ვგულისხმობთ საერთაშორისო ვალდებულებებისა და, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებას, - განაცხადა მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას.

მაკა ბოჭორიშვილი

08 თებერვალი 2023, 00:07

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის ანგარიში გააცნო

ევროინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირის პერსპექტივასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე გაამახვილა მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება ანგარიშის წარდგენისას. როგორც საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველომ 2022 წლის 3 მარტს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გააკეთა და 2022 წლის 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიიღო.

შალვა პაპუაშვილი

07 თებერვალი 2023, 23:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნაწილი არც აქამდე გამოირჩეოდა აქტიური საპარლამენტო საქმიანობით, პარლამენტი მათი აქტიურობის გარეშეც ქმედუნარიანია

მათ [რადიკალური ოპოზიცია] თითქმის ერთი წელი, სულ მცირე ნახევარი წელი დაკარგეს დასაწყისში, როდესაც ბოიკოტში იმყოფებოდნენ და არ გამოირჩეოდნენ აქტიურობით. სხვათა შორის, ალბათ საზოგადოებას ახსოვს, შარშან, წლის ბოლოს საჯაროდაც გავახმოვანეთ, რომ არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, 70 000 ლარის ხელფასი დაექვითა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც შემდეგ პარლამენტის მხრიდან ქველმოქმედებაში დაიხარჯა. ესეც გვაჩვენებს, როგორ არის რიცხვში ასახული ოპოზიციის პასიურობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 23:34

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 7 200-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 23:20

საზოგადოება

თურქეთის საელჩო მიწისძვრით დაზარალებულთათვის საჭირო ნივთებს აგროვებს. სად შეგიძლიათ ჰუმანიტარული დახმარების ჩაბარება

საქართველოში თურქეთის საელჩო მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად საჭირო ნივთებს აგროვებს.

07 თებერვალი 2023, 23:18

მსოფლიო

სირიაში, ნანგრევებში მოყოლილი ახალშობილი გადაარჩინეს

სირიაში ნანგრევებიდან ახალშობილი გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ახალშობილი საკუთარი სახლის ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

დარეჯან ცხვიტარია

07 თებერვალი 2023, 22:59

პოლიტიკა

დარეჯან ცხვიტარია ხაბეიშვილზე: სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე და როგორ დააანონსა რევოლუციური ფორმატი?!

სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე და როგორ დააანონსა ლევან ხაბეიშვილმა რევოლუციური ფორმატი?! - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი

07 თებერვალი 2023, 22:34

მსოფლიო

სომხეთი თურქეთში, სტიქიის ზონაში მაშველებს აგზავნის

სომხეთი თურქეთში, სტიქიის ზონაში მაშველებს აგზავნის. სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ სატელეფონო საუბარში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს აცნობა.

07 თებერვალი 2023, 21:51

პოლიტიკა

პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის სახელით ირაკლი კობახიძის მიმართ არაეთიკურ განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის სახელით ირაკლი კობახიძის მიმართ არაეთიკურ განცხადებას ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 21:46

საზოგადოება

მაშველები გაზიანთებში, სავარაუდოდ ერთ-ერთ სახლის ნანგრევებში მოყოლილ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ რომ სტიქიის ზონაში, ქ. გაზიანთებში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყოვნებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.

07 თებერვალი 2023, 21:21

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: 5 თებერვალს, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ გემზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები - მოვუწოდებთ ყველას, ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ერთი-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყება აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავოს ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან.

07 თებერვალი 2023, 20:55

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

07 თებერვალი 2023, 20:53

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ნონა წოწორიაზე: ეს ადამიანები ილუზიებით და აღქმებით ცხოვრობენ და დღემდე სჯერათ, რომ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო

„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას Facebook-სტატუსს გამოეხმაურა, რომელმაც ქართველ ხალხს ბრბო უწოდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

07 თებერვალი 2023, 20:33

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: ასეთი შეფასება ჩვენი სამართლებრივი სისტემისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია

უკრაინის საგარეო სამინისტროს მხრიდან ასეთი შეფასება რა თქმა უნდა არის ჩვენი სამართლებრივი სისტემის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელი. შესაბამისად, არც მეგობრულ და მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორობაში არ ჯდება, - ასე გამოეხმაურა არლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უწყება სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

გივი მიქანაძე

07 თებერვალი 2023, 20:31

პოლიტიკა

გივი მიქანაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: კანონმდებლობით სააკაშვილისთვის მინიჭებული ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს ეს, უკრაინული მხარე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მოსწონს ეს მას თუ არა, სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი იმ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ, კონკრეტულ არგუმენტებზე და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით. ასე გამოეხმაურა ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

გიორგი ჯანჯღავა

07 თებერვალი 2023, 20:18

საზოგადოება

თურქეთში საქართველოს ელჩი: როგორც ჩვენ ვიცით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი.

თამარ ჩიბურდანიძე

07 თებერვალი 2023, 19:50

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: განაჩენის გამოცხადებისთანავე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა

გუშინ, როგორც კი სასამართლო განაჩენი გამოცხადდა, მაშინვე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სასამართლო პროცესის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას.