03 დეკემბერი 2022, 13:04 / სანდო წყარო

ამირან სალუქვაძე: დღეს რუს ტურისტებს დასდევენ და ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებენ. ამიტომაა გორბაჩოვის პერესტროიკის პროპაგანდისტები: კუბილიუსი, იუკნევიჩიანე და სხვები, ასე აქტიურად რომ ლობირებენ „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილს

ამირან სალუქვაძე

ამირან სალუქვაძე

ესენი დღეს რუს ტურისტებს დასდევენ და ხელისუფლებას ადანაშაულებენ პრორუსულობაში. ამიტომაა გორბაჩოვის პერესტროიკის პროპაგანდისტები კუბილიუსი, იუკნევიჩიანე და სხვა, ადრე პრორუსულად განწყობილი სუბიექტები გონჩარენკო, არესტოვიჩი და სხვები, ასე აქტიურად რომ ლობირებენ „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილს, - ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს ტოვებს რუსული კულტურის ბოლო პლასტი, რუსული ენა დავიწყებას ეძლევა, ახალგაზრდობა ინგლისურენოვანი ხდება, რაც ძალიან მაწუხებს“, - გიული ალასანია, 2010 წელი, თურქეთი.

გიული ალასანია დღემდე რჩება პროთურქული ორგანიზაცია „პლატფორმა ევრაზიის დიალოგის“ საქართველოს ფილიალის გამგეობის თავმჯდომარედ. თუმცა „პლატფორმა ევრაზია“ რუსეთის ინტერესებსაც რომ ემსახურება, ეჭვს არ იწვევს.
ინტერნეტში მისი სააგენტო „რეგნუმისთვის“ მიცემული ინტერვიუ დღემდე იძებნება, რომლის თანახმად ირკვევა, რომ აგვისტოს ომიდან 2 წელში, 2010 წელს, თურქეთში გამართულ დიალოგ ევრაზიის მე-9 საერთაშორისო ფორუმზე გიული ალასანია სიტყვით რუსულ ენაზე გამოვიდა და რიგი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. გიული ალასანიამ განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარება შორეული პერსპექტივის საქმეა.

„თბილისი საჭიროებს რუსეთთან დიალოგს. მე არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო. რუსეთის ლიდერები უარს ამბობენ სააკაშვილთან დიალოგზე. თუმცა, ოპოზიციასთან აქვთ კავშირები. ჩვენ ვართ მეზობლები და ასეთებად დავრჩებით. საქართველოდან მიდის რუსული კულტურის ბოლო პლასტი. რუსული ენა დავიწყებას ეცემა. ქართველები ინგლისურენოვანები ხდებიან. მე ეს მაწუხებს. დიალოგი, დიალოგი და ისევ დიალოგი“, - განაცხადა ალასანიამ.

მან ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა, რაც სომხეთის ბლოკადიდან გამოყვანას ემსახურება, ასევე აღნიშნა თურქეთთან და ირანთან ვიზების გაუქმება.

ვინმე თუ იტყვის, რომ ეს ღიად პრორუსული განცხადებები დედამ გააკეთა და სააკაშვილი არაფერ შუაშიაო, გაგახსენებთ მაშინდელ შსს-ში რუსი ჟურნალისტების ექსკურსიას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, სააკაშვილის ლარსზე დახვედრასა და რუსი ტურისტების პირადად მომსახურებას, რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას, ომის შემდეგ სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემასა და მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს.

გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს შეგახსენებთ: „სააკაშვილი და საქართველოს ყველა თანამდებობის პირი მანტრასავით იმეორებენ, რუსეთთან დიალოგი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ თემაზე, წინაპირობების გარეშე“.

ამავე ინტერვიუში ამბობს სააკაშვილს ჩემოდნით ვერ ჩამოგიყვანთ, დიდიაო. ყველას გაქვთ ჩემი ტელეფონი. არ მოგწონთ ვაშაძე, დაელაპარაკეთ შაშკინს, არ მოგწონთ შაშკინი, დაელაპარაკეთ მერაბიშვილს და ა.შ.

ჩვენ რუსული კულტურის ვართო, ვაშაძემ რომ თქვა, ხომ გახსოვთ? გიული ალასანიამაც იგივე თქვა, საქართველოდან რუსული კულტურის ბოლო პლასტი გადის, რუსული ავიწყდებათ, ახალგაზრდობა ინგლისურენოვანი გახდა და მე ეს მაწუხებსო.

ესენი დღეს რუს ტურისტებს დასდევენ და ხელისუფლებას ადანაშაულებენ პრორუსულობაში. ამიტომაა გორბაჩოვის პერესტროიკის პროპაგანდისტები კუბილიუსი, იუკნევიჩიანე და სხვა, ადრე პრორუსულად განწყობილი სუბიექტები გონჩარენკო, არესტოვიჩი და სხვები, ასე აქტიურად რომ ლობირებენ „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილს. პლატფორმა „ევრაზიის დიალოგის“ შესახებ უამრავი ინფორმაციაა ინტერნეტში. მის შემადგენლობაში თურქეთს გარდა შედიან რუსეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა და საქართველო. თქვენი პროევროპელობა თუ პროევროპულობა არ გაიშვა“, - წერს ამირან სალუქვაძე და თავის პოსტს „რეგნუმის“ სტატიასაც ურთავს.

ყველა სიახლე

02 თებერვალი 2023, 14:39

პოლიტიკა

ევროპარლამენტში „სააკაშვილის შესახებ დებატების“ დროს დარბაზში მხოლოდ გამომსვლელები იმყოფებოდნენ

დეპუტატები აცხადებენ, რომ საპატიმროში მსჯვრდებულის სიკვდილი დაუშვებელია. დებატების დროს დარბაზი ფაქტობრივად ცარიელი იყო.

02 თებერვალი 2023, 14:35

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა შენახვა ტარებისთვის 17 და 16-წლიანი სასჯელის მოხდა მოუწევთ.

რატი იონათამიშვილი

02 თებერვალი 2023, 14:33

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: NDI კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და ხელისუფლებას ენდობა. მნიშვნელოვანია, რომ ამ განწყობას გამოხატავს გამოკითხულთა უმრავლესობა იმ ნაწილშიც, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ არის. ანუ გამოკითხულთა 76% ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ოლექსეი დანილოვი

02 თებერვალი 2023, 14:23

პოლიტიკა

ოლექსეი დანილოვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს, უკრაინელების ხარჯზე დაიბრუნოს საკუთარი მიწები

უკრაინის ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან კრიტიკა გრძელდება. ამჯერად ომში მყოფი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი საქართველოს პრეზიდენტს Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუს უწუნებს.

02 თებერვალი 2023, 14:14

საზოგადოება

სამაცივრე მეურნეობების წარმომადგენლებს HACCP-ის სისტემა და მოთხოვნები გააცნეს

2023 წლის 1 ივნისამდე სურსათის მწარმოებელი/გადამმუშავებელი/რეალიზატორი ყველა ბიზნესოპერატორი ვალდებულია, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესსექტორთან საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულ რეჟიმში ატარებს, - ამის შსახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე

02 თებერვალი 2023, 14:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: ადამიანი ცალსახად თვითდაზიანების რეჟიმშია - იუარესებეს ჯანმრთელობის შეგნებულად. ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება, რა საკვირველია, აბსურდულია

„აქტიურია მოწოდებები მათ შორის თვითდაზიანების გაღრმავების მიმართულებით. თვითონ სააკაშვილი საუბრობს გარკვეულ პირობებზე და ამის სანაცვლოდ რეკომენდებულ მკურნალობაზე თანხმობაზე. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ცალსახად თვითდაზიანების რეჟიმშია - იუარესებს ჯანმრთელობის შეგნებულად. ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება, რა საკვირველია, აბსურდულია“, - მიიჩნევს სარჯველაძე.

ბექა დავითულიანი

02 თებერვალი 2023, 14:10

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მლნ-ს მითვისებაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების შეწყალებაში და პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებაში

ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების წინასწარი განზრახვით შეწყალებაში და საქართველოს პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებასა და დავალებაში - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

02 თებერვალი 2023, 14:09

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: იმდენი აგინა გუბაზმა ქართველ ხალხს სააკაშვილისა და კეზერაშვილის მედიებიდან, რომ 10%-ით გაიზარდა მთავრობის საქმიანობის მოწონება

იმდენი აგინა გუბაზმა ქართველ ხალხს სააკაშვილის და კეზერაშვილის მედიებიდან - 10%-ით გაიზარდა მთავრობის საქმიანობის მოწონება, - ასე ეხმიანება „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას, რომლის მიხედვითაც, გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა.

კელი დეგნანი

02 თებერვალი 2023, 14:06

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება, სერიოზული მდგომარეობაა, ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს

ეს არის სერიოზული მდგომარეობა, ჩვენი მთავრობაც და სხვა ქვეყნების მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

თამარ გაბუნია

02 თებერვალი 2023, 13:48

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა

ღონისძიება თამარ გაბუნიამ გახსნა. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება ცენტრის სამეცნიერო საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში არაერთი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა.

ანდრია გვიდიანი

02 თებერვალი 2023, 13:47

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება

„საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება. სხვადასხვა კუთხით ხელისუფლების მიერ გატარებული ადეკვატური პოლიტიკების გამო, წინა წელთან შედარებით მოწონების რეიტინგი 10%-ით გაიზარდა - ოპოზიციის კი შემცირდა. ზოგადად, NDI მიკერძოებული ორგანიზაციაა და სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს. ბევრი რეალობას აცდენილი დამახინჯებული კვლევა აქვთ გამოქვეყნებული და, შესაბამისად, მათი კვლევები სანდო ვერასდროს გახდება. თუმცა, მათაც კი მოუწიათ რეალური სურათის აღიარება. ხალხი ყოველთვის ყველაფერს შესანიშნავად აფასებს, ვინ ატარებს ეროვნულ და ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას და ვინ მოღალატეობრივს. შედეგიც სახეზეა“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

რატი იონათამიშვილი

02 თებერვალი 2023, 13:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა

გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი წერს და მეგობრის ანალიზის პასუხს აქვეყნებს, სადაც მძიმე მეტალების შემცველობის მაჩვენებელია ასახული.

შალვა პაპუაშვილი

02 თებერვალი 2023, 13:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 3 წევრ ქვეყანასა და ნატოს წევრ 7 ქვეყანას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა „2022 წლის ადამიანის თავისუფლების ინდექსს“, რომელსაც „ფრეიზერის ინსტიტუტი“ და „კატონის ინსტიტუტი “ ერთობლივად აწარმოებენ.

02 თებერვალი 2023, 13:14

პოლიტიკა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასებები კი 8-10%-ით შემცირდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა. NDI-ს ინფორმაციით, მთავრობის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.

02 თებერვალი 2023, 13:13

საზოგადოება

NDI: გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ ბოლო 5 წელიწადში საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს

კვლევის ავტორების ინფორმაციით, ანგარიში 3-დან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6%-ია.

02 თებერვალი 2023, 13:12

პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 25 პროცენტი თავის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, „ნაციონალურ მოძრაობას კი - 6 პროცენტი

შეკითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, პასუხები ამგვარად ნაწილდება: დიახ – 31%; არა – 61%; არ ვიცი – 6%; უარი პასუხზე – 3%. მაშინ როდესაც 2022 წლის აგვისტოს კვლევაში იმავე შეკითხვაზე პასუხები ამგვარი იყო: დიახ – 39%; არა – 56%; არ ვიცი – 4%; უარი პასუხზე – 2%.

02 თებერვალი 2023, 13:05

პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 73%-ისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი, ხოლო ევროკავშირის წევრობას 81% უჭერს მხარს

NDI 2022 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავაც სტაბილურად მაღალია. შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, 73% პასუხობს – მისაღებია, 14% – მიუღებელია, 11% – არ ვიცი.

საქართველოს პრკურატურის შენობა

02 თებერვალი 2023, 13:02

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ხმათა უმრავლესობით დამნაშავედ ცნო.

02 თებერვალი 2023, 12:58

რეგიონი

ახალქალაქი-კარწახის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და დაბალი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა

ირაკლი ხმალაძე

02 თებერვალი 2023, 12:48

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: A კატეგორიის ტაქსის ნებართვა მიიღება მხოლოდ შეძენის ან იჯარის გზით იმ პირისგან, რომელიც ნებართვას საკუთრებაში უკვე ფლობს

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც A კატეგორიის ტაქსების ნებართვების გაცემა შეწყდება, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ნებართვის მიღება ყიდვის ან იჯარის გზით იქნება შესაძლებელი. როგორც მან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, ნებართვის შეძენა ან იჯარით აღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირებისგან, ვინც ასეთ ნებართვას უკვე ფლობენ. აღნიშნული მომსახურების მიღება კი ელექტრონულ სისტემაში - www.taxi.tbilisi.gov.ge იქნება შესაძლებელი.