imedi /  06 დეკემბერი 2022, 00:17 / სანდო წყარო

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მიწის კანონმდებლობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მოქალაქე ზვიად ტომარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე - „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო წინადადების თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზეზია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების მოწესრიგება და სახნავი მიწების და სხვა ბუნებრივი სავარგულების ერთიან მასივში სასოფლო-სამეურნეო მიწების დანიშნულების უსისტემო ცვლილებების შეზღუდვა.

წინადადების ავტორების განცხადებით, ცვლილების გათვალისწინების შემთხვევაში, მოწესრიგდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უსისტემოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანა და კიდევ უფრო დანაწევრება.

როგორც საკითხზე მომხსენებელმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა სამხარაულმა განაცხადა, მოქმედ კანონში არის სხვა საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებენ. მისივე თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ და კარგი იქნება თუკი საკანონმდებლო წინადადების ავტორებიც მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას, რათა კანონმდებლობაში ცვლილებები საბოლოოდ კომპლექსურად განხორციელდეს.

საკითხთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ. მისი თქმით, სამინისტროში სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობს და საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიიწვიეს ამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად.

შეთანხმდნენ, რომ პრობლემის გადაჭრა კომპლექსურ მიდგომას და სხვა უწყებების ჩართულობასაც საჭიროებს, შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხებიც იმ კანონპროექტის ფარგლებში განიხილება, რომელზეც სამინისტროში უკვე დაწყებულია მუშაობა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 13:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიზნესის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინტერესები

მთავარი, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს არის ფასები. იყო სერიოზული ინფლაცია. შარშან გვქონდა თითქმის 10% ინფლაცია. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი დასტაბილურდება, ამის პროგნოზი უკვე არსებობს და ზაფხულში იქნება ბოლომდე დასტაბილურებული. დამატებითი ინიციატივები ამ კუთხით არის აუცილებელი. იმედი მაქვს ეს პროცესი დასრულდება, როგორც საწვავის, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შემცირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 13:05

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ლიზა იასკოს განცხადებაზე: ქვეყნის შეურაცხყოფას, დისკრედიტაციას და მის მიმართ ტოტალურ უპატივცემულობას - წერტილი უნდა დაესვას

2021 წლის 11 ნოემბერს, როდესაც რუსეთის ერთ-ერთი პოლიტიკური თოქ-შოუს სტუდიაში წამყვანების ფეხქვეშ იყო გაფენილი საქართველოს სახელმწიფო დროშის ჰოლოგრამა - ამას მყისიერად მოჰყვა იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ადეკვატური რეაგირება და პროტესტი. ამ ფაქტს ჩვეულ სტილში ერთი კვირა ატრიალებდნენ ყველა ბრუნვაში სექტა-მედიები - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებაზე.

07 თებერვალი 2023, 13:01

საზოგადოება

დეპუტატებმა პარლამენტის წევრის, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

„საგაზაფხულო სესიას ვიწყებთ ისე, რომ გამოგვაკლდა ერთი კოლეგა - ვახტანგ კიკაბიძე, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას ძალიან დააკლდა, ადამიანი, რომელთანაც ბევრი ჩვენგანის ემოცია არის დაკავშირებული და ეს ემოცია კიდევ დიდხანს გაჰყვება ჩვენს საზოგადოებას“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბექა ოდიშარია

07 თებერვალი 2023, 13:01

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი და თქვენი სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი მეგობარი ქვეყნის - თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს თავსდატეხილი უდიდესი ტრაგედიის გამო

ჩემთვის პატივია, გახლდეთ თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, თუმცა ახლა ნამდვილად რთულია წინამდებარე მოვალეობის შესრულება. თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი და თქვენი სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი მეგობარი ქვეყნის - თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს თავსდატეხილი უდიდესი ტრაგედიის გამო, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ.

07 თებერვალი 2023, 12:57

საზოგადოება

პარლამენტმა თურქეთში მიწისძვრით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

პარლამენტმა პატივი მიაგო თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრით დაღუპულთა ხსოვნას. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ტრაგედიამ ორი ქართველი მოქალაქის სიცოცხლეც შეიწირა.

დიმიტრი ხუნდაძე

07 თებერვალი 2023, 12:51

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ „ნაცმოძრაობის“ განცხადებაზე: მინდა ვკითხო მათ - როდის დაიწყეთ? ცარიელი ადგილების სიცარიელეს ნამდვილად ვერ ვიგრძნობთ

„ხალხის ძალის“ ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. მან საუბარი თურქი და სირიელი ხალხის მიმართ სამძიმრით დაიწყო.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 12:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობა და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე

ნაცმოძრაობა და სხვა რადიკალები თუ არ იქნება სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე - უფრო მეტად კონსტრუქციული იქნება საპარლამენტო სამუშაო გარემო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

07 თებერვალი 2023, 12:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ლიზა იასკოს: საქართველოს დროშას თავი დაანებე

საქართველოს დროშას თავი დაანებე და საკუთარ გაუბედურებულ ქვეყანას მიხედეთ. კისრამდე სისხლში ცურავთ და იმის მაგივრად გამოსავალს ეძებდეთ, ცალკე შენ დასეირნობ კიევი-თბილისი და ცალკე შენი „პეტრუშკა“ უძღვნის ბრიფინგებს სააკაშვილს, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებას. ქადაგიძის თქმით, ლიზა იასკოს მოუწევს შეეგუოს სააკაშვილის პატიმრობას მომდევნო ხუთი წლით.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 12:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით

მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, რომ იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

07 თებერვალი 2023, 12:46

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბოიკოტზე: გატყუებენ, მანდატებს ინარჩუნებენ. არანაირ ბოიკოტში არ გადადიან

ამასაც გატყუებენ. მანდატებს ინარჩუნებენ. არანაირ ბოიკოტში არ გადადიან, - ასე გამოეხმაურა „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და ბოიკოტს იწყებს. ჩერგელეიშვილის თქმით, როგორი „ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობაც” დაიწყეს, ისეთივე „ბოიკოტს“ აცხადებენ ესენიც და „ნაცებიც“.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გუშინ თქვეს, რომ საპარლამენტო მუშაობას წყვეტენ, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს საპარლამენტო მანდატები დაენანათ

„მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ არ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში. ამიტომ, ჩვენთვის რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამ დღის წესრიგით მოქმედებას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

07 თებერვალი 2023, 12:43

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში ბრიტანეთის მთავრობის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები იმყოფებიან. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დიდი ბრიტანეთის სამთავრობო დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

07 თებერვალი 2023, 12:43

პოლიტიკა

მეათე მოწვევის პარლამენტის 2023 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 100-მა დეპუტატმა გაიარა.

შალვა პაპუაშვილი

07 თებერვალი 2023, 12:37

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო თურქ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა სტიქიის დროს. ამ დროისთვის საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის გახსნის დროს განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

07 თებერვალი 2023, 12:37

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ლიზა იასკოს განცხადებაზე: დავუშვათ, გაეშვა სააკაშვილი სამკურნალოდ სასამართლოს, მაშინ ვარდებით გალამაზებული მოეჩვენებოდა ჩვენი დროშა?

ლევან ნიკოლეიშვილი ლიზა იასკოს განცხადებაზე: დავუშვათ, გაეშვა სააკაშვილი სამკურნალოდ სასამართლოს, მაშინ ვარდებით გალამაზებული მოეჩვენებოდა ჩვენი დროშა?

სოსო გიორგაძე
ქათი ვიდალი

07 თებერვალი 2023, 12:24

საზოგადოება

სოსო გიორგაძე აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

შეერთებული შტატების პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ოფისი (USPTO) წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის ფედერალურ სააგენტოს, რომელიც უფლებამოსილია პატენტების გაცემასა და სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე. ამავდროულად იგი ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უფრო ძლიერი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას მთელ მსოფლიოში.

07 თებერვალი 2023, 12:20

მსოფლიო

ქართული სამაშველო ავტოკოლონა სტიქიის ზონას უახლოვდება

ქართული სამაშველო ავტოკოლონა სტიქიის ზონას უახლოვდება,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.

გია აბაშიძე

07 თებერვალი 2023, 12:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მიხეილ სააკაშვილის ბოლო მეუღლე, DJ David Brown-ის [არახამია] ფრაქციის დეპუტატი ლიზა იასკო ზნედაცემულად აცხადებს, რომ თურმე „საქართველოს დროშა სისხლიანია“

მიხეილ სააკაშვილის ბოლო მეუღლე, DJ David Brown-ის [არახამია] ფრაქციის დეპუტატი ლიზა იასკო ზნედაცემულად აცხადებს, რომ თურმე „საქართველოს დროშა სისხლიანია" - წერს ექსპერტი გია აბაშიძე. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, პროტესტის გამოხატვა გასაგებია, მაგრამ საკუთარ თავს არ უნდა აკადრო ამგვარ ფსკერზე ხოხვა.

07 თებერვალი 2023, 12:13

მსოფლიო

რა ვითარებაა თურქეთში. „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონიდან

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში მუშაობს. ისინი ცდილობენ მიწისძვრის ეპიცენტრს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიუახლოვდნენ.

ავთანდილ თალაკვაძე

07 თებერვალი 2023, 12:00

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის ბიუჯეტი 2023 წელს კიდევ გაიზარდა, რაც თანამოქალაქეების ჯანდაცვის და სოციალურ საჭიროებებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მუნიციპალიტეტის განვითარებას მოხმარდება

ოზურგეთის მერის თქმით, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით, მათ მიერ შემუშავებული პროგრამებით გასულ წელს ჯამში 4 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.