05 დეკემბერი 2022, 21:28 / სანდო წყარო

ანდჟეი დუდა: ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე პოლონეთის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს ევრო და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების საკითხში

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა პოლონელ კოლეგას, გაკეთდა ერთობლივი განცხადებებიც. ანჟეი დუდა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მხარეებმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის საკითხი და უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, ამ რთულ დროს, უკრაიანის წინააღმდეგ რუსული აგრესიის პირობებში, ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ეს, ალბათ, არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პოლონეთისა და საქართველოს ტრადიციული და მეგობრული ურთიერთობები.

ქალბატონ პრეზიდენტს უდიდესი მადლობა გადავუხადე მისი იმ პოზიციის გამო, რომელსაც ის ამჟღავნებს და აფიქსირებს მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი. ასეთი პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარე იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება, რა დიდი საფრთხეების შემცველია რუსული აგრესია არა მხოლოდ უკრაინის, პოლონეთისა და საქართველოსთვის. ამიტომ მე ძალიან მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის მისი პოზიციის ღიად, არაერთხელ დაფიქსირების გამო.

პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს. გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიებს 2008 წელს. ჩვენმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ თავისი ღია პოზიცია დააფიქსირა 2008 წელს, როდესაც საქართველოში ჩავიდა და საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება მაშინ, ამ აქციაზე, შეიძლება ითქვას, წინასწარმეტყველური იყო. მან თქვა, დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და ამ აგრესიულ ისტორიაში შემდეგ პოლონეთის რიგიც დადგებაო, და პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ უკვე მაშინ განაცხადა, რომ თუ ჩვენ არ გავაჩერებთ რუსეთს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, ეს აგრესია უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, რომელიც უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხში მონაწილეობს, როგორც საქართველოს მხარე.

ჩვენ ყველანაირ, მათ შორის, სამხედრო დახმარებას ვუწევთ უკრაინას, რადგან ახლა აუცილებელია, რომ უკრაინამ რუსეთის აგრესიისგან თავი დაიცვას. უკრაინაზე, ბოლო რამდენიმე ათეული საათის განმავლობაში, კვლავ დიდი თავდასხმები ხორციელდება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ბომბავს, უკრაინა კი, დიდ წინააღმდეგობას უწევს.რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს ომი. ჩვენ ვიცით, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინას და იმედი გვაქვს, რომ რუსეთი მალე დამარცხდება და დააბრუნებს იმ ტერიტორიებს, რომლებიც მან დაიპყრო არა მარტო უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებში. ეს საკითხი ასევე შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. იმედია, რუსეთი დამარცხდება და ამ ტერიტორიებს დააბრუნებს.

მე, როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა, ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე პოლონეთის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს ევრო და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების საკითხში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ მიიღებს სტატუსს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა და ასევე, შევა ნატოში.

პოლონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და კვლავ დაუჭერს საქართველოს ამ მისწრაფებებს. ეს ჩვენი, საერთო უსაფრთხოების საკითხია. ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანება საქართველოს უფრო მეტ კარგ პირობებს მისცემს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური უსაფრთხოების მოსაპოვებლად.

კიდევ ერთხელ, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის. დიდი მადლობა!“, - განაცხადა დუდამ.

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

07 თებერვალი 2023, 12:51

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ „ნაცმოძრაობის“ განცხადებაზე: მინდა ვკითხო მათ - როდის დაიწყეთ? ცარიელი ადგილების სიცარიელეს ნამდვილად ვერ ვიგრძნობთ

„ხალხის ძალის“ ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. მან საუბარი თურქი და სირიელი ხალხის მიმართ სამძიმრით დაიწყო.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 12:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობა და სხვა რადიკალები თუ არ იქნება სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე

ნაცმოძრაობა და სხვა რადიკალები თუ არ იქნება სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე - უფრო მეტად კონსტრუქციული იქნება საპარლამენტო სამუშაო გარემო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

07 თებერვალი 2023, 12:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ლიზა იასკოს: საქართველოს დროშას თავი დაანებე

საქართველოს დროშას თავი დაანებე და საკუთარ გაუბედურებულ ქვეყანას მიხედეთ. კისრამდე სისხლში ცურავთ და იმის მაგივრად გამოსავალს ეძებდეთ, ცალკე შენ დასეირნობ კიევი-თბილისი და ცალკე შენი „პეტრუშკა“ უძღვნის ბრიფინგებს სააკაშვილს, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებას. ქადაგიძის თქმით, ლიზა იასკოს მოუწევს შეეგუოს სააკაშვილის პატიმრობას მომდევნო ხუთი წლით.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 12:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით

მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, რომ იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

07 თებერვალი 2023, 12:46

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბოიკოტზე: გატყუებენ, მანდატებს ინარჩუნებენ. არანაირ ბოიკოტში არ გადადიან

ამასაც გატყუებენ. მანდატებს ინარჩუნებენ. არანაირ ბოიკოტში არ გადადიან, - ასე გამოეხმაურა „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და ბოიკოტს იწყებს. ჩერგელეიშვილის თქმით, როგორი „ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობაც” დაიწყეს, ისეთივე „ბოიკოტს“ აცხადებენ ესენიც და „ნაცებიც“.

ირაკლი კობახიძე

07 თებერვალი 2023, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: გუშინ თქვეს, რომ საპარლამენტო მუშაობას წყვეტენ, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს საპარლამენტო მანდატები დაენანათ

„მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ არ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში. ამიტომ, ჩვენთვის რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამ დღის წესრიგით მოქმედებას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

07 თებერვალი 2023, 12:43

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში ბრიტანეთის მთავრობის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები იმყოფებიან. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დიდი ბრიტანეთის სამთავრობო დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შალვა პაპუაშვილი

07 თებერვალი 2023, 12:37

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო თურქ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო

საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა სტიქიის დროს. ამ დროისთვის საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის გახსნის დროს განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

07 თებერვალი 2023, 12:37

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ლიზა იასკოს განცხადებაზე: დავუშვათ, გაეშვა სააკაშვილი სამკურნალოდ სასამართლოს, მაშინ ვარდებით გალამაზებული მოეჩვენებოდა ჩვენი დროშა?

ლევან ნიკოლეიშვილი ლიზა იასკოს განცხადებაზე: დავუშვათ, გაეშვა სააკაშვილი სამკურნალოდ სასამართლოს, მაშინ ვარდებით გალამაზებული მოეჩვენებოდა ჩვენი დროშა?

სოსო გიორგაძე
ქათი ვიდალი

07 თებერვალი 2023, 12:24

საზოგადოება

სოსო გიორგაძე აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

შეერთებული შტატების პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ოფისი (USPTO) წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის ფედერალურ სააგენტოს, რომელიც უფლებამოსილია პატენტების გაცემასა და სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე. ამავდროულად იგი ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უფრო ძლიერი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას მთელ მსოფლიოში.

07 თებერვალი 2023, 12:20

მსოფლიო

ქართული სამაშველო ავტოკოლონა სტიქიის ზონას უახლოვდება

ქართული სამაშველო ავტოკოლონა სტიქიის ზონას უახლოვდება,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კოვზიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს ავრცელებს.

გია აბაშიძე

07 თებერვალი 2023, 12:14

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მიხეილ სააკაშვილის ბოლო მეუღლე, DJ David Brown-ის [არახამია] ფრაქციის დეპუტატი ლიზა იასკო ზნედაცემულად აცხადებს, რომ თურმე „საქართველოს დროშა სისხლიანია“

მიხეილ სააკაშვილის ბოლო მეუღლე, DJ David Brown-ის [არახამია] ფრაქციის დეპუტატი ლიზა იასკო ზნედაცემულად აცხადებს, რომ თურმე „საქართველოს დროშა სისხლიანია" - წერს ექსპერტი გია აბაშიძე. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, პროტესტის გამოხატვა გასაგებია, მაგრამ საკუთარ თავს არ უნდა აკადრო ამგვარ ფსკერზე ხოხვა.

07 თებერვალი 2023, 12:13

მსოფლიო

რა ვითარებაა თურქეთში. „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონიდან

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში მუშაობს. ისინი ცდილობენ მიწისძვრის ეპიცენტრს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიუახლოვდნენ.

ავთანდილ თალაკვაძე

07 თებერვალი 2023, 12:00

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის ბიუჯეტი 2023 წელს კიდევ გაიზარდა, რაც თანამოქალაქეების ჯანდაცვის და სოციალურ საჭიროებებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მუნიციპალიტეტის განვითარებას მოხმარდება

ოზურგეთის მერის თქმით, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით, მათ მიერ შემუშავებული პროგრამებით გასულ წელს ჯამში 4 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.

ნინო ფოჩხუა

07 თებერვალი 2023, 11:57

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: თუ რამე პრეტენზია აქვთ იასკოს და სხვებს, ამისთვის არსებობს კანონით გათვალისწინებული ქმედებები და ქვეყნის ლანძღვას შეეშვან, აღარ არის მიშას დრო, როცა ის უსიტყვოდ ასრულებდა გარედან დავალებებს

უკრაინის მოქმედი ხელისუფლების ნახევარი მოხსნილი ან დაჭერილი რომ არის კორუფციის ბრალდებით, მაშინ უკრაინის დროშა არ არის სისხლიანი, ის კანონის აღსრულებაა და ჩვენი დროშა სისხლიანია?,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ლიზა იასკოს განცხადების შესახებ.

ანრი ოხანაშვილი

07 თებერვალი 2023, 11:56

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია გამოიჩენს პასუხისმგებლობას და მხარს დაუჭერს მნიშვნელოვან ცვლილებებს

იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია გამოიჩენს პასუხისმგებლობას და მხარს დაუჭერს მნიშვნელოვან ცვლილებებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ავთანდილ თალაკვაძე

07 თებერვალი 2023, 11:55

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვგეგმავთ 20 000 000 ლარის ღირებულების საავტომობილო გზების პროექტირებას, რომელსაც რეაბილიტაცია და სრული განახლება ესაჭიროება

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ოზურგეთის 7 ადმინისტრაციულ ერთეულში ვგეგმავთ გზების რეაბილიტაციას და უკვე მზადდება სატენდერო დოკუმენტაცი, ჯამში 12 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ესენია: სოფ. მაკვანეთში (ბაღების უბანი) შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 2062 მ - დაიხარჯება 1 545 280,74 ლარი; დაბა ლაითურის (მე-9 რაიონი) შიდა გზების რეაბილიტაცია - სიგრძით 3280 მ - დაიხარჯება 2 566 378,00 ლარი; სოფ. მთისპირის (დაბლა ვანისქედი) და სოფ. ბასილეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 1178 მ - დაიხარჯება 773 330,85 ლარი; სოფ. ცხემლისხიდის (უჩხუბის უბანი) და სოფ.ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 4028 მ - დაიხარჯება 2 199 670,00 ლარი; სოფ.ბახვისა და სოფ.ვაკიჯვრის დამაკავშირებელი ს/გზის რეაბილიტაცია - სიგრძით 2997 მ - დაიხარჯება 2 062 753,00 ლარი; ანასეულში ჩხაიძის (იმედაშვილის) ქუჩის რეაბილიტაცია - სიგრძით 1373 მ - დაიხარჯება 1 437 645,00 ლარი; სოფ.შრომაში ვაკისა და ზედუბნის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია - სიგრძით 3278 მ - დაიხარჯება 3 102 188,00 ლარი, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 11:52

საზოგადოება

მედიალაბის თანაორგანიზებით გლობალური ციფრული თამაშების შექმნის შეჯიბრი გაიმართა

„კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან(ჯიტა) და Startup Büro-სთან ერთად, ტექნოპარკში გლობალური ციფრული თამაშების (GGJ) შექმნის შეჯიბრი გამართა. Global Game Jam თამაშების შექმნის ყველაზე დიდი ღონისძიებაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოში კონკურსის დაწყებამდე თემატიკად ფესვები დასახელდა, რის მიხედვითაც, მონაწილე გუნდებს, 48 საათის განმავლობაში ციფრული თუ არაციფრული თამაშები უნდა შეექმნათ“.

სოსო გიორგაძე

07 თებერვალი 2023, 11:49

საზოგადოება

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე ვიზიტით აშშ-ს ეწვია

სოსო გიორგაძე მონაწილეობას მიიღებს ამერიკის საპატენტო უწყების მიერ ორგანიზებულ ადმინისტრაციულ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული უწყებების ფუნქცია-მოვალეობების, ბიუჯეტის ფორმირებისა და საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვის საკითხების განხილვა.

ლევან იოსელიანი

07 თებერვალი 2023, 11:44

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა

„ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროპელები გვეუბნებიან, ეს ერთი. მეორე, ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა. თუ უნდათ, რომ უარი თქვან საპარლამენტო ცხოვრებაზე, მაშინ უარი თქვან მანდატებზე და ეს უფრო სწორი და გასაგები იქნება ყველასთვის. თან არაფერი აკეთო ამ შენობაში და თან ყველა პრივილეგიით ისარგებლო ეს მგონი ძალიან უხერხულია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა