06 დეკემბერი 2022, 09:34 / სანდო წყარო

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს

2012 წელს ქართული დემოკრატიის 9-წლიანი უკუსვლა დემოკრატიის შეუქცევადმა წინსვლამ ჩაანაცვლა. თუმცა, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრების“ გადმოსახედიდან, ყველაფერი უკუღმა მოჩანს. მათი ე.წ. აღქმების მიხედვით, ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმი იყო „დემოკრატიის შუქურა“, რომლის ჩაქრობის შემდეგ ქართულ დემოკრატიას სინათლე აღარ ღირსებია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„სინამდვილეში, პოლიტიკაში ფაქტებით ყველაფერი თითქმის მათემატიკური სიზუსტით იზომება, ეს ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ ქართულმა დემოკრატიამ გასული 10 წლის და მათ შორის - გასული 2 წლის მანძილზე, მხოლოდ წინსვლა განიცადა:

- 2008-12 წლების პარლამენტში ფორმალურად 12, რეალურად კი - მხოლოდ 4 ოპოზიციონერი დეპუტატი იყო წარმოდგენილი, ხოლო დღევანდელ პარლამენტში ოპოზიციას 59 დეპუტატი - 6 სხვადასხვა ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი წარმოადგენს;

- სენატორი რიში 2012 წლის ყოვლად გაუგონარი არჩევნებით აღფრთოვანებას დღემდე ვერ მალავს, თუმცა, ყველამ იცის, რომ 2012 წლის ჩათვლით, საქართველოში ყველა არჩევნები უხეშად ყალბდებოდა. „ქართული ოცნების“ პირობებში კი, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ხელისუფლება არათუ არჩევნებს არ აყალბებს, აგენტურა მას იქით უყალბებს ხმების პარალელური დათვლის შედეგებს;

- 2012 წლამდე ქვეყანას ჰქონდა დანაშაულებრივი რეჟიმის ინტერესებზე მორგებული, სრულიად დამახინჯებული კონსტიტუცია, რომელიც ავტორიტარიზმის სამართლებრივი გარანტის ფუნქციას ასრულებდა, დღეს კი მოქმედებს ახალი კონსტიტუცია, რომელიც კლასიკურ საპარლამენტო მმართველობის სისტემას ადგენს და ავტოკრატიის ჩამოყალიბებას აბსოლუტური ფორმით გამორიცხავს;

- 2012 წლამდე, ეროვნული მასშტაბით მოქმედი ყველა ტელევიზია ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქმედებდა, დღეს კი უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმის უმაღლესი ხარისხი, რომლის პირობებში ნაცმოძრაობა 3 ტელეარხს ფლობს, ხოლო ნებისმიერი ახალი მედიასაშუალების დაფუძნება რამდენიმე დღეშია შესაძლებელი;

- 2012 წელს აღიკვეთა პატიმრების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების სისტემური პრაქტიკა, რომელიც 2012 წლამდე იყო დამკვიდრებული და რითაც წინა ხელისუფლებამ გვანტანამოს ციხის ყველა რეკორდი მოხსნა. 2012 წლიდან, საქართველოში პატიმრების რაოდენობა 24,100-დან 9,200-მდე, ხოლო პატიმრების სიკვდილიანობა ათჯერ შემცირდა;

- 2012 წელს აღიკვეთა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, რომელიც აგენტოკრატიის ფინანსური უზრუნველყოფისა და მისი პოზიციების გამყარების ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი იყო;

- 2012 წლამდე სასამართლო ხელისუფლებას სრულად აკონტროლებდა სააკაშვილი-ადეიშვილის ტანდემი, რის შედეგადაც მართლმსაჯულება ხელისუფლების რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად იყო ქცეული. 2012 წელს მოიხსნა პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე, რის შედეგადაც სასამართლო პრაქტიკა თვისებრივად შეიცვალა. გამამართლებელი განაჩენების ნულოვანი მაჩვენებელი ჰუმანურმა სისხლისსამართლებრივმა პოლიტიკამ ჩაანაცვლა. მრავალჯერადად გაუმჯობესდა წინასწარი პატიმრობის, ადმინისტრაციული პატიმრობის, ჯარიმისა და გირაოს შეფარდების, მოქალაქეების მიერ მოგებული ადმინისტრაციული საქმეების მაჩვენებლები, რაც ადასტურებს, რომ სასამართლოში ვითარება არა მხოლოდ ფუნდამენტურად გაუმჯობესდა, არამედ ყველა სისტემური პრობლემა პრინციპულად აღმოიფხვრა. ამ ყველაფერს დამატებით ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ათჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. გასულ წლებში ხელისუფლებამ უზენაესი სასამართლო 28 წევრით აგენტურისა და მისი პატრონების საყოველთაო კრიტიკის ფონზე დააკომპლექტა, თუმცა, დღემდე ვერავინ იხსენებს უზენაესი სასამართლოს მოქმედი შემადგენლობის მიერ განხილულ ვერცერთ საქმეს, რომელზეც ვინმეს რაიმე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს;

- აღარაფერს ვამბობთ საერთაშორისო რეიტინგებზე და ინდექსებზე, რომლებიც ყველა მიმართულებით საქართველოს 10-წლიან ფუნდამენტურ დემოკრატიულ წინსვლას ადასტურებს.

როდესაც საქართველოს დემოკრატიული წინსვლა მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება და ამის მიუხედავად, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ, ამაში მხოლოდ ერთი ლოგიკა შეიძლება დავინახოთ: სინამდვილეში, ისინი დემოკრატიაში სრულიად სხვა რამეს, კერძოდ - აგენტოკრატიას გულისხმობენ. საკმარისია სიტყვა „დემოკრატია“ სიტყვა „აგენტოკრატიით“ ჩავანაცვლოთ და მყისიერად ცხადი ხდება, თუ რას უწოდებენ ეს ადამიანები დემოკრატიის უკუსვლას.

ე.წ. „დემოკრატიის უკუსვლა“, ანუ აგენტოკრატიის უკუსვლა არის ვითარება, როდესაც:

- აგენტურა ზედიზედ მესამედ აგებს საპარლამენტო არჩევნებს და ვერ იბრუნებს ძალაუფლებას;
- აგენტურას ამხელენ ხმების პარალელური დათვლის გაყალბებაში;
- აგენტურა თავის ლიდერს არაჟნის კონტეინერით საქართველოში შემოპარვისთვის იმეტებს და ამითაც ვერ აღწევს მიზანს;
- აგენტურა რუსთაველის გამზირზე აღმართული სცენიდან ითხოვს მთავრობის გადადგომას და ქუჩის აქციებით ცდილობს ხელისუფლების გადატრიალებას, მაგრამ მიზანს ვერც ამ ფორმით აღწევს;
- აგენტურა მინიმალური დოზითაც ვერ ახერხებს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური კონტროლის დაბრუნებას;
- აგენტურის ორი მთავარი ფიგურა თავს ვერ აღწევს სასჯელს ჩადენილი დანაშაულებისთვის და მათ ციხეში უწევთ სასჯელის მოხდა;
- აგენტურა იმ დონეზეა დეგრადირებული, რომ მისი მთავარი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ერთმანეთს ხაბეიშვილი, მელია და მუმლაძე ეჯიბრებიან;
- აგენტურა მისი ლიდერის განთავისუფლების მოთხოვნით გამართულ უკანასკნელ აქციაზე ათას კაცსაც კი ვერ უყრის თავს;
- აგენტურა ვერ ასრულებს მთავარ დავალებას და ვერ აღწევს საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღებას.
ტრადიციულად, აგენტურის დასუსტების ფონზე, მათი პატრონები აქტიურდებიან და ასე ცდილობენ ხოლმე მათი თანამშრომლების სისუსტის კომპენსირებას. ამ ტრადიციის გათვალისწინებით, ორი სენატორის - რიშისა და შაჰინის ბოლოდროინდელი გააქტიურებაც სავსებით ლოგიკურია.

ასევე, მოსალოდნელია, რომ აგენტურის პატრონები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემის აქტუალიზებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. საქართველოსთვის პრაქტიკული თვალსაზრისით არაფრისმომცემი სტატუსის თემა, თავის დროზე, ჩვენთვის მოიგონეს, რათა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოსთვის სტატუსი არ მიენიჭებინათ და ამით, ხელისუფლებაში აგენტოკრატიის დაბრუნებისთვის გაეხსნათ გზა. თუმცა, საზოგადოებამ მაშინ სცენარი, საბოლოოდ, იოლად გაშიფრა და აგენტურას მისი განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა. ამის მიუხედავად, გამორიცხული არაა, მათ კანდიდატის თემის აქტუალიზება კიდევ ერთხელ სცადონ, თუმცა, დარწმუნებული ვართ, საზოგადოება ამ სცენარსაც ადვილად წაიკითხავს და მას კიდევ ერთხელ სათანადო რეაქციით შეხვდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში დემოკრატიის წინსვლა და აგენტოკრატიის უკუსვლა ერთნაირი მათემატიკური სიზუსტით მტკიცდება. ამასთან, აგენტოკრატიის უკუსვლა სწრაფი ტემპით სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც პარლამენტის საბოტაჟმა, 19 აპრილის ნაძალადევმა შეთანხმებამ და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებამ ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო და აგენტოკრატიის ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის მოაზრებულმა ამ სამივე აქტმა, საბოლოოდ, აგენტურა იქით დაასუსტა. დემოკრატიის ე.წ. ორწლიანი უკუსვლა სინამდვილეში სწორედ იმ უკუსვლას მოიაზრებს, რომელიც აგენტურამ ამ ორი წლის მანძილზე განიცადა.

ფაქტია, რომ საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ ქართულ საზოგადოებას დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრით კიდევ დიდხანს შეაწუხებენ. მთავარია, საზოგადოება ამგვარი რიტორიკით არ გადაიღალოს და ამ ფონზე, შეცდომა არ დაუშვას. სწორედ ამისათვის არის საჭირო სიმართლით ხალხის აღჭურვა. მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია საქართველოს თავიდან ააცილოს აგენტოკრატიის დაბრუნება, რაც ქვეყანაში მშვიდობისა და დემოკრატიული წინსვლის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ოლექსეი დანილოვი

02 თებერვალი 2023, 14:23

პოლიტიკა

ოლექსეი დანილოვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს, უკრაინელების ხარჯზე დაიბრუნოს საკუთარი მიწები

უკრაინის ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან კრიტიკა გრძელდება. ამჯერად ომში მყოფი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი საქართველოს პრეზიდენტს Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუს უწუნებს.

მიხეილ სარჯველაძე

02 თებერვალი 2023, 14:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: ადამიანი ცალსახად თვითდაზიანების რეჟიმშია - იუარესებეს ჯანმრთელობის შეგნებულად. ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება, რა საკვირველია, აბსურდულია

„აქტიურია მოწოდებები მათ შორის თვითდაზიანების გაღრმავების მიმართულებით. თვითონ სააკაშვილი საუბრობს გარკვეულ პირობებზე და ამის სანაცვლოდ რეკომენდებულ მკურნალობაზე თანხმობაზე. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ცალსახად თვითდაზიანების რეჟიმშია - იუარესებს ჯანმრთელობის შეგნებულად. ასეთ დროს ხელისუფლების დადანაშაულება, რა საკვირველია, აბსურდულია“, - მიიჩნევს სარჯველაძე.

02 თებერვალი 2023, 14:14

საზოგადოება

სამაცივრე მეურნეობების წარმომადგენლებს HACCP-ის სისტემა და მოთხოვნები გააცნეს

2023 წლის 1 ივნისამდე სურსათის მწარმოებელი/გადამმუშავებელი/რეალიზატორი ყველა ბიზნესოპერატორი ვალდებულია, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესსექტორთან საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულ რეჟიმში ატარებს, - ამის შსახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბექა დავითულიანი

02 თებერვალი 2023, 14:10

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მლნ-ს მითვისებაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების შეწყალებაში და პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებაში

ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების წინასწარი განზრახვით შეწყალებაში და საქართველოს პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებასა და დავალებაში - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

02 თებერვალი 2023, 14:09

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: იმდენი აგინა გუბაზმა ქართველ ხალხს სააკაშვილისა და კეზერაშვილის მედიებიდან, რომ 10%-ით გაიზარდა მთავრობის საქმიანობის მოწონება

იმდენი აგინა გუბაზმა ქართველ ხალხს სააკაშვილის და კეზერაშვილის მედიებიდან - 10%-ით გაიზარდა მთავრობის საქმიანობის მოწონება, - ასე ეხმიანება „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევას, რომლის მიხედვითაც, გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა.

კელი დეგნანი

02 თებერვალი 2023, 14:06

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, სააკაშვილს აღმოუჩინოს საჭირო დახმარება, სერიოზული მდგომარეობაა, ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს

ეს არის სერიოზული მდგომარეობა, ჩვენი მთავრობაც და სხვა ქვეყნების მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

თამარ გაბუნია

02 თებერვალი 2023, 13:48

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა

ღონისძიება თამარ გაბუნიამ გახსნა. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება ცენტრის სამეცნიერო საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში არაერთი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა.

ანდრია გვიდიანი

02 თებერვალი 2023, 13:47

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება

„საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება. სხვადასხვა კუთხით ხელისუფლების მიერ გატარებული ადეკვატური პოლიტიკების გამო, წინა წელთან შედარებით მოწონების რეიტინგი 10%-ით გაიზარდა - ოპოზიციის კი შემცირდა. ზოგადად, NDI მიკერძოებული ორგანიზაციაა და სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს. ბევრი რეალობას აცდენილი დამახინჯებული კვლევა აქვთ გამოქვეყნებული და, შესაბამისად, მათი კვლევები სანდო ვერასდროს გახდება. თუმცა, მათაც კი მოუწიათ რეალური სურათის აღიარება. ხალხი ყოველთვის ყველაფერს შესანიშნავად აფასებს, ვინ ატარებს ეროვნულ და ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას და ვინ მოღალატეობრივს. შედეგიც სახეზეა“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

რატი იონათამიშვილი

02 თებერვალი 2023, 13:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა

გამოდის, რომ სააკაშვილი არ არის ერთადერთი, რომელსაც მძიმე მეტალები აქვს მომატებული და ამისი მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება იყოს სხვადასხვა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი წერს და მეგობრის ანალიზის პასუხს აქვეყნებს, სადაც მძიმე მეტალების შემცველობის მაჩვენებელია ასახული.

შალვა პაპუაშვილი

02 თებერვალი 2023, 13:16

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ადამიანის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 3 წევრ ქვეყანასა და ნატოს წევრ 7 ქვეყანას

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა „2022 წლის ადამიანის თავისუფლების ინდექსს“, რომელსაც „ფრეიზერის ინსტიტუტი“ და „კატონის ინსტიტუტი “ ერთობლივად აწარმოებენ.

02 თებერვალი 2023, 13:14

პოლიტიკა

NDI-ის კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის უარყოფითი შეფასებები კი 8-10%-ით შემცირდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა. NDI-ს ინფორმაციით, მთავრობის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.

02 თებერვალი 2023, 13:13

საზოგადოება

NDI: გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ ბოლო 5 წელიწადში საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს

კვლევის ავტორების ინფორმაციით, ანგარიში 3-დან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6%-ია.

02 თებერვალი 2023, 13:12

პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 25 პროცენტი თავის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, „ნაციონალურ მოძრაობას კი - 6 პროცენტი

შეკითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, პასუხები ამგვარად ნაწილდება: დიახ – 31%; არა – 61%; არ ვიცი – 6%; უარი პასუხზე – 3%. მაშინ როდესაც 2022 წლის აგვისტოს კვლევაში იმავე შეკითხვაზე პასუხები ამგვარი იყო: დიახ – 39%; არა – 56%; არ ვიცი – 4%; უარი პასუხზე – 2%.

02 თებერვალი 2023, 13:05

პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 73%-ისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი, ხოლო ევროკავშირის წევრობას 81% უჭერს მხარს

NDI 2022 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავაც სტაბილურად მაღალია. შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, 73% პასუხობს – მისაღებია, 14% – მიუღებელია, 11% – არ ვიცი.

საქართველოს პრკურატურის შენობა

02 თებერვალი 2023, 13:02

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ხმათა უმრავლესობით დამნაშავედ ცნო.

02 თებერვალი 2023, 12:58

რეგიონი

ახალქალაქი-კარწახის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და დაბალი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა

ირაკლი ხმალაძე

02 თებერვალი 2023, 12:48

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: A კატეგორიის ტაქსის ნებართვა მიიღება მხოლოდ შეძენის ან იჯარის გზით იმ პირისგან, რომელიც ნებართვას საკუთრებაში უკვე ფლობს

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც A კატეგორიის ტაქსების ნებართვების გაცემა შეწყდება, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ნებართვის მიღება ყიდვის ან იჯარის გზით იქნება შესაძლებელი. როგორც მან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, ნებართვის შეძენა ან იჯარით აღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირებისგან, ვინც ასეთ ნებართვას უკვე ფლობენ. აღნიშნული მომსახურების მიღება კი ელექტრონულ სისტემაში - www.taxi.tbilisi.gov.ge იქნება შესაძლებელი.

კახა კალაძე

02 თებერვალი 2023, 12:47

პოლიტიკა

კახა კალაძე: სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია, ცხადია, დაიკლებს წონაში, როდესაც მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს შესაბამისი რაოდენობით

კონკრეტული პატიმარი თვითდაზიანების რეჟიმშია, ცხადია, დაიკლებს წონაში, როდესაც მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს შესაბამისი რაოდენობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა.

ელდარ შენგელაია

02 თებერვალი 2023, 12:37

საზოგადოება

ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაიხსნა

ეროვნული არქივის ინფორმაციით, 5 თებერვლის ჩათვლით, რეტროსპექტივის ფარგლებში, მაყურებელი ასევე იხილავს ფილმებს: „თეთრი ქარავანი“ (1963 წ.), „მიქელა“ (1965 წ.), ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983 წ.), „სავარძელი“ (2017 წ.), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977 წ.), „შერეკილები“(1973 წ.) და „მრავალჟამიერი“ (ტრილოგია)(2022 წ.).

02 თებერვალი 2023, 12:32

რეგიონი

საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 1 თებერვალს დაიწყო და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 1 თებერვალს დაიწყო და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეირჩა და გამოქვეყნდა მეშვიდე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 1 თებერვალს დაიწყო და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.