06 დეკემბერი 2022, 22:39 / სანდო წყარო

დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო პლენუმის მუშაობაში ონლაინ ფორმატში მიიღო მონაწილეობა.

კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისა და საქართველოს ენერგო უსაფრთხოებაზე ისაუბრა.

„ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფო ენერგეტიკულ პოლიტიკაში. ის ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ქსელის საიმედოობის გაზრდისკენ არის მიმართული. მიწოდების უსაფრთხოება მკვეთრად გამოხატულია ენერგოუსაფრთხოებაში, რომლის მიზანი ელექტრო ქსელის საიმედოობისა და სიმძლავრის გაზრდაა, სისტემის, ინტერსისტემული და ადგილობრივი ელექტროგადამცემი ხაზების გაუმჯობესებით და განახლებით. აღნიშნული კომპონენტები წარმოადგენენ კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის (ძირითადად ქვესადგურების) მოდერნიზაციასთან და სიმძლავრის გაზრდასთან. უნდა აღინიშნოს, რომ მიწოდების უსაფრთხოება ქსელის საიმედოობისა და სტაბილურობის განუყოფელ კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებულ გეგმის (NECP), ენერგეტიკული უსაფრთხოების თავი მოიცავს 21 ღონისძიებას, რომლებიც მიმართულია ენერგიის გადაცემის გაძლიერებისკენ, როგორც საქართველოს შიგნით, ისე მეზობელ ქვეყნებთან. ტრანსსასაზღვრო პროექტები შემუშავდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ და სრულად შეესაბამება TYNDP-ს (ევროკავშირის მიერ შემოღებულ იქნა ე.წ. „ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმას“). გადამცემი ინფრასტრუქტურის გარდა, NECP მოიცავს VRE (ცვალებადი განახლებადი ენერგიის) ელექტროსადგურების მშენებლობას (მზის და ქარის) და ჰიდროენერგეტიკული ენერგიის წარმოების გაფართოებას, იმპორტის შიდა გენერირების ჩანაცვლების მიზნით. მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგეტიკის ფასების კრიზისის გავლენაა. ენერგიის ფასის ზრდა ნაწილობრივ აისახება იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასებზე, ამდენად, მიმდინარეობს მუშაობა იმპორტის წყაროების დივერსიფიკაციაზე, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ კონკურენცია და შევამციროთ ფასების გავლენა. ამასთან, ელექტროენერგიის იმპორტი მომავალი ბაზრის პირობებში შეინარჩუნებს კონკურენციას და დღით ადრე ბაზრის ამოქმედების შემდეგ გაზრდის კიდეც მას. ამავდროულად, საათობრივი ვაჭრობა პიკური და საბაზისო სიმძლავრეების ოპტიმალურ გამოყენების საშუალებას იძლევა. ენერგეტიკული უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნის დაკმაყოფილება საქართველოს ბიძგს აძლევს განავითაროს საკუთარი რესურსები და იმპორტის წყაროები,“ - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას, დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის მნიშვნელობას, მწვანე წყალბადის წარმოების განვითარებასა და ენერგეტიკის დამოუკიდებლობის აქტზე მუშაობის პროცესს.

„მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება არც თუ ისე მაღალია, ზამთარში იმპორტის წილი 30%-ს აღწევს. ამიტომ, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ადგილობრივი რესურსების განახლებადი ენერგიების ოპტიმალური ათვისება. მაგალითისთვის, მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 15 მეგავატია. ამავე პერიოდში, გაფორმდა 61 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ეს ნიშნავს 704 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიციას ქვეყანაში და ყოველწლიურად 1,6 მილიარდი კვტ/სთ ადგილობრივი გენერაციის დამატებას.

აუცილებლად, ხაზი უნდა გავუსვა შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტს, რომელიც კავკასიის როგორც ელექტროენერგიის ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მისი განხორციელებით, საქართველოს ეკონომიკასა და ენერგეტიკულ სექტორს საერთოდ ახალი შესაძლებლობები ეხსნება გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში.

უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი წლის პირველი აპრილიდან იგეგმება ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა და ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, რის შემდეგაც ფასები თავისუფალი კონკურენციის პირობებში დადგინდება. საქართველოში პირველ ნაბიჯებს დგამს მწვანე წყალბადის წარმოების განვითარების მიმართულებით. მწვანე წყალბადი არის მომავლის ენერგია და ჩვენ გვაქვს ამბიცია, მივიღოთ არა მხოლოდ ჰიდრო და სხვა კარგად დადასტურებული და დამკვიდრებული მწვანე ენერგიები, არამედ დავეწიოთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ენერგეტიკის სექტორი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, კომიტეტი აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის (ელექტროენერგიის) დამოუკიდებლობის აქტზე, რომელიც კანონის პროექტის სახით შემუშავდება. ენერგეტიკის (ელექტროენერგიის) დამოუკიდებლობის აქტი ითვალისწინებს მაღალი დონის მიზნებს საქართველოს მომავალი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, რათა ქვეყანა ელექტროენერგიის მიწოდებით აღარ იყოს დამოკიდებული სხვებზე,“- განაცხადა დეპუტატმა.

საქართველო, ხუთ წელზე მეტია ენერგეტიკული გაერთიანების წევრია და ამ დროის განმავლობაში, აქტიურად ცდილობს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხში.

ყველა სიახლე

03 თებერვალი 2023, 10:19

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 5 ლენტური და 3 ცირკული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეებს კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში, ასევე, დედაქალაქში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

03 თებერვალი 2023, 10:10

რეგიონი

ფოთის მერმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს უმასპინძლა

ფოთს სამუშაო ვიზიტით გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ესტუმრა. ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ სტუმარს ფოთის მერიაში უმასპინძლა. შეხვედრაზე, გაეროს ბავშვთა ფონდთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 თებერვალი 2023, 10:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

ნანა კაკაბაძე

03 თებერვალი 2023, 10:02

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: გადატრიალება-გადმოტრიალების მსურველებს შეგახსენებთ მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიტყვებს - გადატრიალდით საკუთარ ლოგინებში

ფორიაქში ერთი რამ დაავიწყდათ „გადმომტრიალებლებს“: დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიღაცა ან რაღაცა შეიძლება დაგეხმაროთ ხელისუფლების მოპოვებაში, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას ყოველთვის ამბობს მისი უდიდებულესობა ხალხი, რომელმაც ეს გაბედული სიტყვა უკვე გაგაგონათ 2012 ში და ადგილიც მიგიჩინათ პოლიტიკურ სანაგვეზე. სანამ ხალხი თქვენ და თქვენისთანებს შავ ჭირად აღგიქვამთ, მანამდე ვერავითარი გარედან დახმარება ვერ გიშველით, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

მიხეილ ჩხენკელი

03 თებერვალი 2023, 09:57

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური ცენტრი გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური ცენტრი გახსნა.

რატი იონათამიშვილი

03 თებერვალი 2023, 09:53

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ყველაზე საინტერესოა ის, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, ოპოზიციის ამომრჩეველთა უმეტესობაც „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას უჭერს მხარს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით, ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ არამხოლოდ მთლიანად მოსახლეობის მხრიდან არის გაზრდილი ნდობა ხელისუფლების მიმართ, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, არამედ ოპოზიციის ამომრჩეველთა უმეტესობაც „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

03 თებერვალი 2023, 09:46

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები

შეხვედრები იყო თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

ჯემალ ღაღანიძე

03 თებერვალი 2023, 09:37

საზოგადოება

ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

03 თებერვალი 2023, 09:34

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: მათ, ვინც ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას რუსეთთან ახალ ომში ითრევენ, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის სრულიად განსხვავებული იქნება

რუსეთის პრეზიდენტის მორიგი მუქარა - სტალინგრადის ბრძოლის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პუტინმა განაცხადა, რომ გერმანულ ტანკებს მხოლოდ ჯავშანტექნიკას არ დაუპირისპირებს. კრემლის ლიდერის თქმით, რუსეთს თანამედროვე ომში ბრძოლის სხვა საშუალებებიც აქვს, რაც ყველა იმ ძალამ უნდა გაითვალისწინოს, რომელიც გერმანიას ომში ითრევს.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 09:24

სამართალი

რატი ბრეგაძე: ნიმუში თუ ჩაბარებულია და დალუქული არ არის, ეს რამდენად დასაშვებია, საბოლოოდ არის სასამართლოს გადასაწყვეტი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში ცენტრ „ემპათიის“ საექსპერტო დასკვნაში ასახული ლაბორატორიული კვლევის მასალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დოკუმენტში ასახული სააკაშვილისთვის აღებული ნიმუშების ჩაბარების პირობები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 09:13

სამართალი

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის შესახებ: ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულ პირებს სამი კითხვით მიმართავს: მეტი რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად; კერძოდ, პატიმრის რომელი უფლება დაირღვა და არის თუ არა პარენტერალურ კვებაზე უარის თქმა მედიკამენტების შერჩევით მიღება და სამედიცინო რეკომენდაციის არშესრულება – თვითდაზიანება.

გიორგი ხელაშვილი

03 თებერვალი 2023, 09:05

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი სააკაშვილზე: არ შეიძლება სახელმწიფო იყოს პასუხისმგებელი პატიმრის ჯანმრთელობაზე, როდესაც ის საკუთარ თავს მიზანმიმართულად ვნებს

როდესაც პატიმარი თვითდაზიანების საშუალებით ცდილობს თავი დააღწიოს სასჯელს, ეს მიუღებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

03 თებერვალი 2023, 09:00

პოლიტიკა

თეა წულუკიანი სააკაშვილზე: ის კრიმინალია და უნდა მოიხადოს სასჯელი - მოვუწოდებთ მას, შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება

სააკაშვილი გახლავთ სასჯელმისჯილი პატიმარი, რომელიც არის რთული ქცევის მქონე და რომელიც ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ ეს კანონიერი სასჯელი აირიდოს თავიდან, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

გიული ალასანია

03 თებერვალი 2023, 08:44

პოლიტიკა

გიული ალასანიამ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა

გიული ალასანიამ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა. „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, კონტრაქტი 17 იანვარს დაიდო და 16 თებერვლამდეა ძალაში. მომსახურება 20 000 დოლარი ღირს.

03 თებერვალი 2023, 08:31

პოლიტიკა

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს წარადგენს

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს მოამზადებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

03 თებერვალი 2023, 08:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 თებერვალს ქუთაისში +9 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. თოვლიანი დღეა ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.

გელა ნიკოლაიშვილი

03 თებერვალი 2023, 00:58

სამართალი

გელა ნიკოლაიშვილი: როდესაც მარიამ ჯიშკარიანი გავიდა სასამართლო დარბაზიდან, იმის შემდეგაც მოწმე ჯიუტად არ იღებდა ტელეფონს მაგიდიდან, ბუნებრივია, ეს არანაირ კანონში არ ჯდება

როდესაც ეს მოსამართლემ შენიშნა მარიამ ჯიშკარიანი გააძევა დარბაზიდან. ბუნებრივია, ეს არანაირ კანონში არ ჯდება. სხვათა შორის, როდესაც მარიამ ჯიშკარიანი გავიდა სასამართლო დარბაზიდან, იმის შემდეგაც ის მოწმე, ჯიუტად არ იღებდა ტელეფონს მაგიდიდან, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 00:52

სამართალი

რატი ბრეგაძე: იძულებითი მკურნალობა კანონსაწინააღმდეგოა. სამედიცინო პერსონალი, რომელიც საკმაოდ რთულ ვითარებაში მუშაობს, ყოველთვის ცდილობს, დაარწმუნოს პაციენტი, რომ რეკომენდაციებს დაემორჩილოს

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რომ იძულებითი მკურნალობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალი, რომელსაც ძალიან რთულ პირობებში უწევს მუშაობა, ყოველთვის ცდილობს, პაციენტი დაარწმუნოს მკურნალობის აუცილებლობაში.

გელა ნიკოლაიშვილი

03 თებერვალი 2023, 00:43

პოლიტიკა

გელა ნიკოლაიშვილი: სააკაშვილის მომხრეები იყოფიან 2 კატეგორიად: ერთი, რომლებმაც იციან, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის კეთდება და მეორე, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ეს ადამიანი კვდება

სააკაშვილის მომხრეები იყოფიან 2 კატეგორიად: ერთი, რომლებმაც იციან, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის კეთდება და მეორე, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ეს ადამიანი კვდება, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

გელა ნიკოლაიშვილი

03 თებერვალი 2023, 00:38

სამართალი

გელა ნიკოლაიშვილი სააკაშვილის საქმეზე: დაიკითხნენ საქართველოს ექსპერტები და უცხოელი ექსპერტებისგან შედარებით, ზოგიერთმა მათგანმა უფრო სიმართლესთან მიახლოებული დასკვნები გამოიტანა

„როდესაც საუბარი იყო, რომ თითქოს რაღაც მოწამვლას ჰქონდა ადგილი და როდესაც ტოქსიკოლოგიის დასკვნის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნორმის ფარგლებშია ამ მძიმე მეტალების ოდენობა, შემდეგ გადავიდნენ ასეთ არგუმენტებზე - ექიმმა ეს კვლევა მოითხოვა 25 მაის და 31 მაისს ჩატარდა. 31 მაისს კი იყო ნორმის ფარგლებში, მაგრამ ხომ შეიძლებოდა 25-ში ეს ნორმაზე მეტი ყოფილიყო, აი ამას ატრიალებდნენ უცხოელი ექსპერტები“.