06 დეკემბერი 2022, 23:57 / სანდო წყარო

გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის უფრაქციო წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგზე და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესზე ესაუბრა.

შეხვედრისას, გიორგი ხოჯევანიშვილმა ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მუდმივი კომუნიკაცია, რადგან მათგან ხშირად საინტერესო ინიციატივები მოდის. შეხვედრისას, ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია. ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობაზე, ამ კუთხით, პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე და არსებულ გამოწვევებზე. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა ფემიციდთან ბრძოლა. ახალგაზრდების ჩართულობა ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ყველა ის მეთოდი და ფორმა, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს ახალგაზრდების ჩართულობას ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 12 პუნქტი არ არის კრიტერიუმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, კრიტერიუმი არის ქვეყნის საერთო მდგომარეობა, რომელიც შეფასდა ევროკომისიის მიერ

12 პუნქტთან არ იყო კავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს 12 პუნქტი დადგენილია უკვე კანდიდატის სტატუსის მქონე მოლდოვასავით და უკრაინისთვის. ანუ 12 პუნქტი არ არის კრიტერიუმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, კრიტერიუმი არის საერთო მდგომარეობა, რომელიც აქვს ქვეყანას და რაც შეფასდა დღეს ევროკომისიის მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლება წლების განმავლობაში ინახავდა კრიმინალ სააკაშვილს თავის ქვეყანაში და დღემდე ინახავს ათამდე გამოჩენილ კრიმინალს

ვიდრე უკრაინის წარმომადგენლები რამეზე ისაუბრებენ, მანამდე საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

03 თებერვალი 2023, 11:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის წევრობის კითხვარის შეფასება კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ ქართველებზე, რომლებიც შიგნით და გარეთ გვიმტკიცებენ ჩვენ და უმტკიცებენ ევროკავშირს, თუ როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს

ევროკავშირში წევრობის კითხვარის შეფასება კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ ქართველებზე, რომლებიც შიგნით და გარეთ გვიმტკიცებენ ჩვენ და უმტკიცებენ ევროკავშირს, თუ როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მოლდოვას ყველაფერში ვუსწრებთ და ძალიან დიდია და თვალსაჩინოა ის სხვაობა, რაც არსებობს საქართველოსა და მოლდოვას შორის

მოლდოვას პრაქტიკულად ყველაფერში ვუსწრებთ, ნებისმიერი კრიტერიუმით. მათ შორის არის ე.წ. ფუნდამენტური საკითხები, სადაც ყველგან წინ ვართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას

საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანი იყო ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შარშან მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

03 თებერვალი 2023, 11:31

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: წარმატებით სრულდება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, ნაწილი საკანონმდებლო აქტებისა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის

მინდა ხაზი გავუსვა, რომ წარმატებით სრულდება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, ნაწილი საკანონმდებლო აქტებისა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის და ასევე არის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია პროგრესის მიღწევა, თუმცა აქაც გვაქვს იმედი, რომ ყველა პოლიტიკური ძალისთვის ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს ეროვნულ პრიორიტეტს და ისინი შეიტანენ საკუთარ წვლილს ამ ისტორიულ საქმეში, რასაც ქვეყნის ევროკავშირში წევრობა ჰქვია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვერანაირი ლობისტური კონტრაქტით და ვერანაირი კოორდინაციით ვერ გადაგვახვევინებენ იმ გზიდან, რომელიც არის თანხვედრაში ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან

რაც შეეხება ლობისტურ კონტრაქტს, რეალურად ეს არის შეფუთვა იმ კოორდინაციისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება და ამ კოორდინაციის ერთ-ერთი მთავარი მზიანი ა რის სააკაშვილის გათავისუფლება იმისთვის, რომ ქვეყანაში აირიოს ვითარება და ქვეყანაში დაირღვეს მშვიდობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით - ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს

დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ შარშან შევსებულ კითხვარებს ეფუძნება. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ევროკომისიას ჩვენი ქვეყნის ძალიან დადებითი შეფასებისთვის. შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

03 თებერვალი 2023, 11:18

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიის ანგარიშში არსებული შედეგები საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული რეფორმების და ევროპული პოლიტიკური კურსის შედეგია

ევროკომისიის ანგარიშში არსებული შედეგები საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული რეფორმების და ევროპული პოლიტიკური კურსის შედეგია, რომელიც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

03 თებერვალი 2023, 11:17

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გიორგი ვაშაძეს რა ეშველება, რომ გაიძვერობითაა დაკავებული და როცა რა აწყობს ისე ჭიკჭიკებს?!

ჭიჭე ვაშაძის მდგმური... „აღმაშენებელი“ ხბოს სახით,რომ გვასაღებდა უკრაინელია და რას ხედავთ პრობლემასო, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მდგმურის რუსული პასპორტის ფოტოს აქვეყნებს. ქადაგიძის თქმით, გიორგი ვაშაძე საზოგადოებას ამუნათებდა, რუსეთის მოქალაქეების მიღების გამო, თავად კი ქონებას მათზე აქირავებს.

03 თებერვალი 2023, 11:15

სამართალი

ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების გზით, საქართველო და აშშ სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობას უფრო მეტად აძლიერებენ

ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების გზით, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მეტად აძლიერებენ სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობას. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრელებს.

ილია დარჩიაშვილი

03 თებერვალი 2023, 11:15

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით

„როგორც მოგეხსენებათ, 3 მარტს საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით და ყველა პროცედურის დაცვით ევროპულ მხარეს წარუდგინა შესაბამისი კითხვარი, რომლის პოლიტიკურ- ეკონომიკური ნაწილის შეფასება გამოქვეყნდა 2022 წლის ივნისში, რომლის შესაბამისადაც საქართველოს მიენიჭა ვროპული პერსპექტივა“

03 თებერვალი 2023, 11:05

საზოგადოება

დევნილ ოჯახებს თბილისში ოთხოთახიანი ბინები გადაეცათ

19 დევნილი ოჯახი თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ოთხოთახიანი ბინები მრავალსულიან ოჯახებს გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

პაველ ჰერჩინსკი

03 თებერვალი 2023, 11:03

პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი: მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება

მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მის კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

03 თებერვალი 2023, 11:02

საზოგადოება

2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 70 საქმის შესწავლა დაიწყო

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან - 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 122 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, 70 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 შეთანხმება გაფორმდა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 თებერვალი 2023, 10:56

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ჯემალ ღაღანიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

03 თებერვალი 2023, 10:47

რეგიონი

რაჭაში ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღნიშნეს

ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა მის მშობლიურ რაჭაში. დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები იყო დაგეგმილი. ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში აღევლინა წირვა ნიკორწმინდის ეპარქიის მამებთან ერთად, რომელშიც ამბროლაურის სალოტბარო სკოლის ბავშვები, მგალობელ-მომღერალთა გუნდი, თორნიკე სხიერელი და ნიკორწმინდის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი- ლევან ბერელიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.

შალვა პაპუაშვილი

03 თებერვალი 2023, 10:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროკომისიის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველო შარშან ივნისშივე უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო

ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების 6 ჯგუფიდან 3-ში, მათ შორის ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველო შარშან ივნისშივე უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო.

03 თებერვალი 2023, 10:34

რეგიონი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მესტიას საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად ასახელებს

„მესტიას თავისი არაჩვეულებრივი ბუნებით და მდიდარი ისტორიით, აქვს ქართული არქტიტექტურისა და ეთნოგრაფიის არაჩვეულებრივი ძეგლები, მათ შორის ეკლესიები, მონასტრები, ტრადიციული კოშკები და ნაგებობები. მას აქვს არაჩვეულებრივი ლანდშაფტი, მდიდარი ტყის მასივები და ალპური ზონები, რომელიც ცნობილია იმით, რომ მსოფლიოში ცნობილი სპორტული ჩემპიონატები ტარდება“, - ვკითხულობთ სტატიაში.