07 დეკემბერი 2022, 08:55 / სანდო წყარო

ეკა სეფაშვილი: პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, თუ როგორ იცავენ მოცემულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს

ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

რა განსხვავებაა წინა და ახლანდელი ხელისუფლების მმართველობას შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, - ამ კითხვას უპასუხა გადაცემა „პოსტ ანალიტიკაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა.

მისი განმარტებით, ორი მაგალითის მოყვანაც მკაფიოს ხდის ამ კუთხით არსებულ განსხვავებას.

„ადამიანის უფლებების დაცვა არის ის ძირითადი ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა დემოკრატია, ჩვენთან იქნება ეს, ევროპის თუ დასავლეთის სხვა ქვეყნებში. პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია სახელმწიფოსათვის, თუ როგორ იცავენ მოცემულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებებს. მოვიყვან უბრალოდ ორ ციფრს და მოსახლეობას აღარ შევახსენებ იმ საშინელებებზე, რომლებიც იმ პერიოდის („ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას) ციხეებში ხდებოდა - როდესაც ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელი შედიოდა, იქიდან, თუ მიცვალებული არ გამოდიოდა, გამოდიოდა ისეთი დაავადებებით დახუნძლული, რომელთა განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ამ პერიოდში 24 000 პატიმარი ჰყავდა საქართველოს და დღეს ჰყავს დაახლოებით 9000. მახსოვს ევროკავშირის ანგარიში, რომელიც საქართველოს შეეხებოდა - მაშინ საქართველო ევროპული სამეზობლოს პოლიტიკის განხორციელების პროცესში იყო ჩართული. როცა აფასებდნენ საქართველოს პროგრესს, შესავალშივე, 23 000 პატიმარზე ეწერა და ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ამას სჭირდებოდა განსაკუთრებული ძალისხმევა. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი - სტრასბურგში საქართველოდან წასული საჩივრების რიცხვი 10-ჯერ არის შემცირებული. ეს არის მხოლოდ ორი მაჩვენებელი იმ ზღვა და უამრავ მასალასა და ფაქტებს შორის, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონდომების შემთხვევაში მოიყვანოს იმის შესაფასებლად, თუ რა ხდებოდა და ხდება დემოკრატიის კუთხით საქართველოში“, - განაცხადა სეფაშვილმა.

ყველა სიახლე

მიხეილ ჩხენკელი

03 თებერვალი 2023, 09:57

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური ცენტრი გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური ცენტრი გახსნა.

რატი იონათამიშვილი

03 თებერვალი 2023, 09:53

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ყველაზე საინტერესოა ის, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, ოპოზიციის ამომრჩეველთა უმეტესობაც „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას უჭერს მხარს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით, ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ არამხოლოდ მთლიანად მოსახლეობის მხრიდან არის გაზრდილი ნდობა ხელისუფლების მიმართ, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, არამედ ოპოზიციის ამომრჩეველთა უმეტესობაც „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

03 თებერვალი 2023, 09:46

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები

შეხვედრები იყო თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

ჯემალ ღაღანიძე

03 თებერვალი 2023, 09:37

საზოგადოება

ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

03 თებერვალი 2023, 09:34

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი: ისინი, ვინც ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას რუსეთთან ახალ ომში ითრევენ, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის სრულიად განსხვავებული იქნება

რუსეთის პრეზიდენტის მორიგი მუქარა - სტალინგრადის ბრძოლის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პუტინმა განაცხადა, რომ გერმანულ ტანკებს მხოლოდ ჯავშანტექნიკას არ დაუპირისპირებს. კრემლის ლიდერის თქმით, რუსეთს თანამედროვე ომში ბრძოლის სხვა საშუალებებიც აქვს, რაც ყველა იმ ძალამ უნდა გაითვალისწინოს, რომელიც გერმანიას ომში ითრევს.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 09:24

სამართალი

რატი ბრეგაძე: ნიმუში თუ ჩაბარებულია და დალუქული არ არის, ეს რამდენად დასაშვებია, საბოლოოდ არის სასამართლოს გადასაწყვეტი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში ცენტრ „ემპათიის“ საექსპერტო დასკვნაში ასახული ლაბორატორიული კვლევის მასალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დოკუმენტში ასახული სააკაშვილისთვის აღებული ნიმუშების ჩაბარების პირობები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 09:13

სამართალი

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის შესახებ: ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულ პირებს სამი კითხვით მიმართავს: მეტი რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად; კერძოდ, პატიმრის რომელი უფლება დაირღვა და არის თუ არა პარენტერალურ კვებაზე უარის თქმა მედიკამენტების შერჩევით მიღება და სამედიცინო რეკომენდაციის არშესრულება – თვითდაზიანება.

გიორგი ხელაშვილი

03 თებერვალი 2023, 09:05

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი სააკაშვილზე: არ შეიძლება სახელმწიფო იყოს პასუხისმგებელი პატიმრის ჯანმრთელობაზე, როდესაც ის საკუთარ თავს მიზანმიმართულად ვნებს

როდესაც პატიმარი თვითდაზიანების საშუალებით ცდილობს თავი დააღწიოს სასჯელს, ეს მიუღებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

03 თებერვალი 2023, 09:00

პოლიტიკა

თეა წულუკიანი სააკაშვილზე: ის კრიმინალია და უნდა მოიხადოს სასჯელი - მოვუწოდებთ მას, შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება

სააკაშვილი გახლავთ სასჯელმისჯილი პატიმარი, რომელიც არის რთული ქცევის მქონე და რომელიც ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ ეს კანონიერი სასჯელი აირიდოს თავიდან, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

გიული ალასანია

03 თებერვალი 2023, 08:44

პოლიტიკა

გიული ალასანიამ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა

გიული ალასანიამ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა. „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, კონტრაქტი 17 იანვარს დაიდო და 16 თებერვლამდეა ძალაში. მომსახურება 20 000 დოლარი ღირს.

03 თებერვალი 2023, 08:31

პოლიტიკა

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს წარადგენს

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს მოამზადებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

03 თებერვალი 2023, 08:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 თებერვალს ქუთაისში +9 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. თოვლიანი დღეა ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.

გელა ნიკოლაიშვილი

03 თებერვალი 2023, 00:58

სამართალი

გელა ნიკოლაიშვილი: როდესაც მარიამ ჯიშკარიანი გავიდა სასამართლო დარბაზიდან, იმის შემდეგაც მოწმე ჯიუტად არ იღებდა ტელეფონს მაგიდიდან, ბუნებრივია, ეს არანაირ კანონში არ ჯდება

როდესაც ეს მოსამართლემ შენიშნა მარიამ ჯიშკარიანი გააძევა დარბაზიდან. ბუნებრივია, ეს არანაირ კანონში არ ჯდება. სხვათა შორის, როდესაც მარიამ ჯიშკარიანი გავიდა სასამართლო დარბაზიდან, იმის შემდეგაც ის მოწმე, ჯიუტად არ იღებდა ტელეფონს მაგიდიდან, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 00:52

სამართალი

რატი ბრეგაძე: იძულებითი მკურნალობა კანონსაწინააღმდეგოა. სამედიცინო პერსონალი, რომელიც საკმაოდ რთულ ვითარებაში მუშაობს, ყოველთვის ცდილობს, დაარწმუნოს პაციენტი, რომ რეკომენდაციებს დაემორჩილოს

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რომ იძულებითი მკურნალობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალი, რომელსაც ძალიან რთულ პირობებში უწევს მუშაობა, ყოველთვის ცდილობს, პაციენტი დაარწმუნოს მკურნალობის აუცილებლობაში.

გელა ნიკოლაიშვილი

03 თებერვალი 2023, 00:43

პოლიტიკა

გელა ნიკოლაიშვილი: სააკაშვილის მომხრეები იყოფიან 2 კატეგორიად: ერთი, რომლებმაც იციან, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის კეთდება და მეორე, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ეს ადამიანი კვდება

სააკაშვილის მომხრეები იყოფიან 2 კატეგორიად: ერთი, რომლებმაც იციან, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის კეთდება და მეორე, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ ეს ადამიანი კვდება, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

გელა ნიკოლაიშვილი

03 თებერვალი 2023, 00:38

სამართალი

გელა ნიკოლაიშვილი სააკაშვილის საქმეზე: დაიკითხნენ საქართველოს ექსპერტები და უცხოელი ექსპერტებისგან შედარებით, ზოგიერთმა მათგანმა უფრო სიმართლესთან მიახლოებული დასკვნები გამოიტანა

„როდესაც საუბარი იყო, რომ თითქოს რაღაც მოწამვლას ჰქონდა ადგილი და როდესაც ტოქსიკოლოგიის დასკვნის შედეგად აღმოჩნდა, რომ ნორმის ფარგლებშია ამ მძიმე მეტალების ოდენობა, შემდეგ გადავიდნენ ასეთ არგუმენტებზე - ექიმმა ეს კვლევა მოითხოვა 25 მაის და 31 მაისს ჩატარდა. 31 მაისს კი იყო ნორმის ფარგლებში, მაგრამ ხომ შეიძლებოდა 25-ში ეს ნორმაზე მეტი ყოფილიყო, აი ამას ატრიალებდნენ უცხოელი ექსპერტები“.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 00:30

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: ვპასუხობ, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტს, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს ყველაფერი გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით

იუსტიციის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს ყველაფერი გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით.

ოლექსი რეზნიკოვი

03 თებერვალი 2023, 00:22

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მზად არის გარანტიების მისაცემად, რომ რუსეთის ტერიტორიას არ დაარტყამს, თუ შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლდექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის გარანტიების მისაცემად, რომ რუსეთის ტერიტორიას არ დაარტყამს, თუ შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მიიღებს.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 00:19

საზოგადოება

რატი ბრეგაძე: შალვა ხაჭაპურიძე ფიქრობს, რომ იუმორით საუბრობს ხოლმე, თუმცა მე მას იუმორს დავუწუნებდი და ზოგადად უფრო ზრდილობისკენ მოვუწოდებდი

როგორც მოსამართლე გადაწყვეტს, იმის მიხედვით მოვიქცევი, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვის პასუხად, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოზე მის დაკითხვას მოითხოვს და იხილავს თუ არა საზოგადოება სასამართლო პროცესზე.

რატი ბრეგაძე

03 თებერვალი 2023, 00:17

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო ევროპარლამენტის პოზიცია, წარმოდგენილი იყო მხოლოდ მცირე ნაწილი, რომლებიც საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავდნენ

იუსტიციის მინისტრი ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გამართულ დებატებს გამოეხმაურა. რატი ბრეგაძის განცხადებით, ცალკეული დეპუტატის მიერ გაჟღერებული მოსაზრებები მთელი ევროპარლამენტის პოზიციას არ გამოხატავს.