imedi /  07 დეკემბერი 2022, 22:11 / სანდო წყარო

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის ერთობლივ წინასწარ დასკვნაში ასახულ რეკომენდაციებზე იმსჯელა

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR ერთობლივი წინასწარი დასკვნა განიხილა და რეკომენდაციებიდან გამომდინარე კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, დასკვნაში არაერთი საკითხი პოზიტიურად არის შეფასებული.

მისი თქმით, ეს საკითხებია: არაპარტიული კომისიის წევრების მიუკერძოებლობის გარანტიების შემოღება; საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნოს თანამდებობის პირთა შერჩევა; იმ უბნებში, სადაც ტრადიციული მეთოდით ჩატარდება არჩევნები, მოხდება ბიულეტენების გაციფრულება და ატვირთვა; არაელექტრონული ბარათებით ხმის მიცემის შეუძლებლობა; ახალი კრიტერიუმების დადგენა უბნის შედეგების გადასათვლელად; არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებლების მანდატის გაფართოება; ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე ჯარიმის გაორმაგება; საარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსის ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის შემოღება, ნაცვლად 2 თვისა; გასაჩივრების ვადის გახანგრძლივება; გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლების მარკირება და პარტიების ხარჯების წლიური შესაძლებლობის განახევრება.

გივი მიქანაძის განცხადებით, მთელ რიგ საკითხებზე უფრო დეტალური მსჯელობა კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის დროს მოხდება.

„ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები და ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები დაემთხვა. დღევანდელი შეხვედრის შედეგად, ჩვენ შევთანხმდით 13 საკითხზე, რომელიც ასახული იქნება კანონპროექტში მეორე მოსმენის დროს, კერძოდ; შემცირდება გაციფრულებული ბიულეტენების ატვირთვის ვადა 3 დღიდან 2 დღემდე იმიტომ, რომ გასაჩივრების ვადა სამ დღემდეა და შესაბამისად, შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ თუკი რაღაც საკითხი იქნება გასაჩივრება დროულად მოესწროს და ეს იყო პირდაპირ რეკომენდებული; არასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების 60 - დღიანი ვადა ნახევრდება და იქნება 30 დღემდე დაყვანილი; საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებული ხანდაზმულობის ვადა 3 წლიდან 6 წლამდე გაიზრდება; დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არდაკისრების ვადა საარჩევნო დღემდე შემცირდება 7 დღემდე. ჩვენ პაკეტში 15 დღემდე გვეწერა, ხოლო არჩევნების დღესთან დაკავშირებით 15 დღე შემცირდება 12 დღემდე; რეკომენდაციების საფუძველზე დამკვირვებლებისათვის შეზღუდვები გამკაცრდება. ჩვენ პაკეტში გვაქვს, რომ ბოლო ერთი საერთო ან შუალედური არჩევნების პერიოდიდან მოყოლებული დამკვირვებელი არ უნდა ყოფილიყო რომელიმე საარჩევნო ადმინისტრაციაში პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი ან არ უნდა გაეკეთებინა შემოწირულობა. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის დასკვნაში წერია, რომ როგორც ქვედა რგოლის კომისიის წევრებისთვის ბოლო 2 არჩევნებია მოცემული, ანალოგიურად გაგვეხანგრძლივებინა ეს ვადა და მეტი გარანტიები შემოგვეტანა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებთან დაკავშირებული ნორმები გადადის გარდამავალ დებულებებში ამ რეკომენდაციების საფუძველზე; დათვლა და საბოლოო ოქმის შედგენა გულისხმობს, რომ უპირატესობა მიენიჭება ხელით დათვლილ მონაცემებს, რაც შემაჯამებელი ოქმის სახით იქნება წარმოდგენილი; არჩევნების დასრულების შემდეგ ელექტრონული აპარატიდან ამობეჭდილი ფურცელი გამოყენებული იქნება წინასწარი შედეგების შესაჯამებლად, ხოლო თითოეული კომისია განახორციელებს ბიულეტენების დათვლას და საბოლოო ოქმების შედგენას. გარდა ამისა, ყველა ამომრჩეველი იქნება მარკირებული, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში - ელექტრონული საშუალებებით თუ ელექტრონული საშუალებების გარეშე, ტრადიციული გზით; კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა, რომელიც ცესკოს უნდა წარედგინოს საპარლამენტო არჩევნებში თუ მუნიციპალურ არჩევნებში ჩვენ გავანახევრეთ ანუ 76 გვქონდა პირველი მოსმენით პარლამენტის შემთხვევაში და ნახევარი იყო საკრებულოს შემთხვევაში, ეს ნაბიჯი იყო პოზიტიურად შეფასებული, მაგრამ მოგვიწოდეს, რომ კიდევ შეგვემცირებინა. ამიტომ, შემოგვაქვს 40%-იანი დათქმა, რაც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში იქნება 60 ადამიანის სიის წარდგენის ვალდებულება. ბინადრობის ცენზის შემცირების საკითხზეც პოზიტიური დასკვნები გააკეთა ეუთო/ODIHR-მა. ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის კანდიდატებისთვის 5 წელი შევამცირეთ ერთ წლამდე, მაგრამ გვითხრეს, რომ რეკომენდირებულია შემცირდეს 6 თვემდე ან გაუქმდეს. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ვადა ექვს თვემდე შემცირდება; საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებების ვადა იმპერატიულად, მკაცრად განსაზღვრება, რომ იქნება არჩევნებამდე 30-ე დღეს და არა ისეთი ჩანაწერი, რომელიც შეიძლება გარკვეულ დაბნეულობას იწვევდეს, გვთხოვეს სერტიფიცირების ვალიდურობის ვადის დადგენა და არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების საფუძველზე ეს იქნება 5 - წლიანი ვადა“, - აღნიშნა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება იყო ოპოზიციური სპექტრის მხრიდან იმ საკითხზე, რომ კომისიის პარტიული წევრების სერტიფიცირება განხორციელდეს და ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა.

​„ეს საკითხი ღიად რჩება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს საკითხი აისახება მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში, თუმცა დამატებით განხილვას და შეთანხმებას საჭიროებს. ამიტომ, ხვალ როდესაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გვექნება ამ პაკეტის მოსმენა, ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდებით. ჩვენ, ასევე, ვიმსჯელეთ რიგ საკითხებზე, რომლებზეც დამატებითი შენიშვნები იყო გამოთქმული და მივედით იმ დასკვნამდე, რომ რიგ შემთხვევებში ინფორმაცია არ არის სწორად გაზიარებული გარკვეული პირების მიერ ანუ ამ არასწორი ინფორმაციის საფუძველზე დოკუმენტში არის დასკვნები ჩაწერილი და ამის თაობაზე მე მექნება საშუალება, რომ ვენეციის კომისიის სხდომაზე მონაწილეობის დროს შესაბამისი არგუმენტირებული განცხადება გავაკეთო. საკითხების ნაწილი, რომლებზეც საუბარია დასკვნაში, გათვალისწინებულია 2021 წელს მიღებული საარჩევნო კანონმდებლობის პაკეტით და რადგანაც ის შეფასებული არ ყოფილა ამ დრომდე, შეიძლება ამიტომ აღმოჩნდა სწორედ ამ დასკვნაში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ყველა სიახლე

07 თებერვალი 2023, 01:10

მსოფლიო

Reuters: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 00:57

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 26 წამყვანი უნივერსიტეტის 45 წარმომადგენელს მასპინძლობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პერსონალის მეხუთე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ევროპის 14 ქვეყნის (გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი) 26 წამყვანი უნივერსიტეტის 45 წარმომადგენელს მასპინძლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 00:38

საზოგადოება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება“ განიხილა და სარატიფიკაციო დოკუმენტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

07 თებერვალი 2023, 00:16

რეგიონი

კახეთის ავტობანის შემადგენელი საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა იწყება

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის შემადგენელი საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები იწყება. საგარეჯო ბადიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი კახეთის ახალი მაგისტრალური გზის შემადგენელი ნაწილია, რომლის მშენებლობის ხელშეკრულებასაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს დღეებში გააფორმებს.

07 თებერვალი 2023, 00:02

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: ერთიანი სისტემური მიდგომა უნდა დაეხმაროს ყველა ბავშვს მათი სოციალური ინტეგრირების პროცესში

კულტურის კომიტეტის ინიციატივით თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა თემაზე - „ხელოვნება ყველასათვის“. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძესთან ერთად, თბილისის 126-ე და 202-ე საჯარო სკოლების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს შეხვდნენ პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ბაია კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გივი მიქანაძე

06 თებერვალი 2023, 23:26

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: 2012 წელს არავის ნებაყოფლობით ხელისუფლება არ დაუთმია, ქართველმა ხალხმა მოითხოვა, რომ „ნაცმოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ ჩაჰბარებოდა წარსულს

2012 წელს არავის ნებაყოფლობით ხელისუფლება არ დაუთმია. ეს იყო ქართველი ხალხის, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის პროტესტი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ, რომელიც მათ საარჩევნო უბნებთან დააფიქსირეს.

06 თებერვალი 2023, 23:02

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 700-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

06 თებერვალი 2023, 22:57

რეგიონი

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

06 თებერვალი 2023, 22:55

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა

კატასტროფული მიწისძვრების გამო, რომელმაც 1 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

06 თებერვალი 2023, 22:32

რეგიონი

ჩარგლის გადასახვევი-ბისოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჩარგლის გადასახვევი-ბისოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩარგლის გადასახვევი-ბისოს მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

06 თებერვალი 2023, 22:01

პოლიტიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სამძიმარს უცხადებს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სამძიმარს უცხადებს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

მარიკა ჩხიკვიშვილი

06 თებერვალი 2023, 21:46

პოლიტიკა

ოზურგეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ აქტივისტებს ორგანიზებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ

ოზურგეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ აქტივისტებს ორგანიზებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ. საუბარია მარიკა ჩხიკვიშვილისა და ქეთევან ხომერიკის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში აგორებულ კამპანიაზე.

ანტონიო გუტერეში

06 თებერვალი 2023, 21:41

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: უკრაინაში შემდგომი ესკალაციისა და სისხლისღვრის შესაძლებლობა სულ უფრო იზრდება

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ უკრაინაში შემდგომი ესკალაციისა და სისხლისღვრის შესაძლებლობა სულ უფრო იზრდება.

შალვა პაპუაშვილი

06 თებერვალი 2023, 21:16

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა

საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

06 თებერვალი 2023, 21:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: ისინი დღემდე კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, თუმცა, პარალელურ რეჟიმში იმუქრებიან სამოქალაქო ომით და ქვეყნის შიგნით სისხლისღვრით

ისინი დღემდე კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში იმუქრებიან სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით ქვეყნის შიგნით. პირდაპირი მუქარები აქვთ, რომ იქნება ომი საქართველოში. ქართველებს ემუქრებიან ომით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 თებერვალი 2023, 21:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელსი წერს. მისი თქმით, აკრედიტაციის წესი, სრულად, მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.

მამუკა მდინარაძე

06 თებერვალი 2023, 21:03

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს

ჩვენ ვიცით ერთი რაღაც, რომ ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს, ვიღაცის თვალის ასახვევად დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, ჯობია, თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და ობიექტურად ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქეთ მხარეს, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

06 თებერვალი 2023, 20:53

საზოგადოება

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა. თურქეთში „იმედისთვის“ ანუკი ჩხიკვაძე და სულხან ფუტკარაძე იმუშავებენ. 17:00 საათზე დაგეგმილი ფრენა თითქმის 2-საათიანი დაგვიანებით შესრულდა. მიწისძვრით განადგურებული ტერიტორიისაკენ სახმელეთო გზით გადაადგილება კი საკმაოდ რთულია, რადგან ფაქტობრივად სამარშრუტო გზა აღარ არსებობს.

მამუკა მდინარაძე

06 თებერვალი 2023, 20:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გვინდა გამოვეხმაუროთ ცესკოს ძალიან კარგ გადაწყვეტილებას, რომ მომავალ არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონულად მისცემს. ეს არის საარჩევნო რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი

გვინდა გამოვეხმაუროთ ცესკოში მიღებულ დღევანდელ ძალიან კარგ გადაწყვეტილებას - პრაქტიკულად სრული კონსესუსით (გამონაკლისი იყო მხოლოდ 1-2 ადამიანი) მიღებულია გადაწყვეტილება, ნაცვლად 70%-სა (და ჩვენ ვთქვით, რომ 70%-ზე მეტი მიიღებდა ელექტორნული წესით მომავალ არჩევნებში მონაწილეობას) მიიღებს მონაწილეობას მინიმუმ 90% და ეს არის საარჩევნო რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, -

06 თებერვალი 2023, 20:49

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.