08 დეკემბერი 2022, 09:46 / სანდო წყარო

ზაზა შათირიშვილი: აგენტურის ბოლოდროინდელმა გააქტიურებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე ჩვენს ქვეყანას ბოლომდე გადაგორებული არ აქვს და სამხედრო კონფლიქტის მხარედ ძალიან მარტივად შეიძლება იქცეს

ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი უკრაინასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„გასული დღეების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები გამოხატავდნენ გაკვირვებას იმ ფაქტით, რომ საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიცია ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს.

ყველას ახსოვს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, რადიკალური ოპოზიცია და მისი სატელიტები ომისკენ მიმართული რიტორიკითა და პროვოკაციებით აქტიურად გამოირჩეოდნენ: თებერვალ-მარტშიც საქართველო იყო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავდა; რადიკალები ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ვითარების სწრაფ ესკალაციას გამოიწვევდა; მოგვიანებით, ისინი ითხოვდნენ უკრაინაში მოხალისე მებრძოლებით სავსე თვითმფრინავების გაგზავნას, რაც საქართველოს უკვე სამხედრო კონფლიქტის სრულფასოვან მხარედ აქცევდა;

ცნობილი რადიკალები - სანაია, მშვილდაძე, გიგაური, უსუფაშვილი, მარგველაშვილი და სხვები საქართველოს ომში ჩართვაზე, იარაღის შესყიდვასა და „შანსის გამოყენებაზე“ ღიად და აქტიურად საუბრობდნენ; რადიკალებისგან და მათი უცხოელი პატრონებისგან არავის გაუპროტესტებია უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების ღია მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და ა.შ.

თუმცა, რადიკალების ომისკენ მიმართული რიტორიკა რამდენიმე თვის განმავლობაში შენელდა, რაც მეორე ფრონტის იდეის მიმართ ქართული საზოგადოების მკვეთრად უარყოფითმა დამოკიდებულებამ განაპირობა. ყველა კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ომის კატეგორიული წინააღმდეგია, რამაც რადიკალურ ოპოზიციას რიტორიკის შეცვლისა და პროვოკაციებზე დროებით უარის თქმისკენ უბიძგა. მეტიც ამერიკის საელჩოს მსგავსად, მათ საჯაროდ იმის მტკიცებაც კი დაიწყეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არასოდეს სურდათ და ამგვარი რამ აზრადაც კი არასდროს გაუვლიათ.

მაგრამ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიცია ისევ ძველ რიტორიკას და პროვოკაციებს მიუბრუნდა. ერთი შეხედვით მართლაც გასაკვირად შეიძლება მოჩანდეს, რაში უნდა აწყობდეთ ამ ადამიანებს ხალხის ნების წინააღმდეგ ასე ღიად წასვლა, რაც ისედაც უკიდურესად დასუსტებულ რადიკალურ ოპოზიციას ძალიან ძვირი შეიძლება დაუჯდეს. სინამდვილეში, გასაკვირი და გასაოცარი აქ არაფერია. ბუნებრივია, ომის რიტორიკასთან დაკავშირებული ელექტორალური რისკები რადიკალებს თავადაც კარგად აქვთ გააზრებული. ამ პირობებში, მათ რიტორიკასა და პროვოკაციებს მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: ისინი არიან აგენტურა და ასრულებენ დავალებას, რომლის ერთადერთი მიზანი მეორე ფრონტად საქართველოს ქცევაა.

ორიოდე თვის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თქვა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველო და უკრაინა ნატოში რომ მიეღოთ, არც რუსეთ-საქართველოს ომი და არც რუსეთ-უკრაინის ომები არ იქნებოდაო. ძნელია ამ ლოგიკას არ დაეთანხმო. ფაქტია, რომ ალიანსის გაფართოების პირობებში, რუსეთი ნატოსთან ომს ვერ დაიწყებდა და არცერთი ეს ომი არ მოხდებოდა. ასეთ დროს, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ მარტივი შეკითხვა: მაშინ რატომ გვითხრეს ნატოზე უარი 2008 წელს ჩვენც და უკრაინასაც?

2008 წელს ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება, ფორმალურად, გერმანიას და საფრანგეთს დააბლოკინეს. თუმცა, გერმანია და საფრანგეთი სრულად ოკეანისგაღმიდან რომ იმართებიან, საერთაშორისო პოლიტიკაში ჩახედული კაცისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. გერმანიას იაფ ბუნებრივ რესურსებზე და მსოფლიოში სახელგანთქმული გერმანული მრეწველობის გაჩერებაზე ისე მოაწერინეს ხელი, რომ ამაზე ერთი მოკრძალებული პროტესტიც კი არავის გამოუხატავს. ამ პირობებში, ცხადია, გერმანია და საფრანგეთი საქართველოს და უკრაინის ნატოში არგაწევრიანების ინსტრუმენტად მხოლოდ ფორმალურად გამოიყენეს. რეალურად კი, ასეთ გადაწყვეტილებებს სრულად ამერიკის შეერთებული შტატები იღებს, რომელსაც საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით საკუთარი გეგმა კარგა ხნით ადრე ჰქონდა მოფიქრებული.
კერძოდ, ნატოს რეალური მეპატრონეები - ამერიკელები ჩვენც და უკრაინასაც რუსეთთან საომრად გვამზადებდნენ. ბირთვული ომის საფრთხეების გათვალისწინებით, ნატო რუსეთთან ომში ხელს უშუალოდ ვერ გაისვრიდა. შესაბამისად, ამერიკელებს სჭირდებოდათ ქვეყნები, რომლებსაც საზარბაზნე ხორცად გამოიყენებდნენ და რუსეთთან საომრად გაიმეტებდნენ. ვიღაცისთვის როგორი კეთილშობილურიც არ უნდა იყოს რუსეთის დასუსტების დიადი მიზანი, სტრატეგიული პარტნიორის მიერ პატარა ქვეყნის საზარბაზნე ხორცად მოაზრება და საახალწლოდ დასაკლავი ინდაურივით გაწირვა მაინც დიდ ვერაგობად უნდა მივიჩნიოთ.

ფაქტია, რომ უკრაინელები საზარბაზნე ხორცის მისიას დღეს ამერიკელებს ხუთიანზე უსრულებენ. საქართველოში კი, ამერიკელებმა ხელისუფლებაში „ხუთოსანი“ აგენტები ვერაფრით მოაბრუნეს, რომ ორი ფრონტის დიდი ხნით ადრე დაწერილი სცენარი სრულფასოვნად აღესრულებინათ.
საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ ასრულებს საზარბაზნე ხორცად საქართველოს ქცევის და ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის დავალებას. ამ ფაქტთან შეგუება კი, ამერიკელებს ძალიან უჭირთ და საკუთარ აგენტურას პერიოდულად სწორედ ამიტომ ააქტიურებენ.

აგენტურის ბოლოდროინდელმა გააქტიურებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე ჩვენს ქვეყანას ბოლომდე გადაგორებული არა აქვს და საზოგადოების უყურადღებობის შემთხვევაში, საქართველო სამხედრო კონფლიქტის მხარედ ძალიან მარტივად შეიძლება იქცეს. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არის აუცილებელი, საზოგადოებამ სწორად გააანალიზოს და შეაფასოს უკრაინის და ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენები, რათა ჩვენმა ქვეყანამ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვას და 30 წლის მანძილზე რიგით მეოთხე ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან“, - წერს შათირიშვილი.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

30 იანვარი 2023, 00:30

პოლიტიკა

ესპანური პრესა ირაკლი კობახიძის ვიზიტზე: მას მიაჩნია, რომ ბასკეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციაში საკვანძო როლი ექნება

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბასკეთს უამრავი ტრადიცია აერთიანებს და მომავალში ამ კავშირების გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ ბასკეთს შეიძლება საკვანძო როლი ჰქონდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერაში.

რამაზ საყვარელიძე

30 იანვარი 2023, 00:08

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: პრაქტიკულად, პარტიაში ორივე მხარემ იმუშავა იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს

„გამოავლინა მათი რეალური პოტენციალი, გაუგებრობები გააჩინა კენჭისყრის პროცესში, ინტელექტუალური შეცდომების მთელი პარადია! პარტიას, რომელთანაც შენ გინდა წარდგე, როგორც ლიდერი, იმ პარტიას ასეთ დღეში რომ აგდებ, ისეთი სიტყვაკაზმული ტექსტები ვნახეთ, რომ წესით ეს ადამიანები ერთმანეთს არ უნდა შეხვდნენ. პრაქტიკულად, ორივე მხარემ იმუშავა იმაზე, რომ პარტია დაიშალოს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

30 იანვარი 2023, 00:03

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

29 იანვარი 2023, 23:58

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვისა და ძლიერი ყინვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

პეტრე მამრაძე

29 იანვარი 2023, 23:50

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ვანო ეუბნება სააკაშვილს: „მიშა, ხომ იცი, რუსების გარეშე ძალაუფლებაში ვერ დავრჩებით, ვერ გავძლებთ“

„2008 წლის აგვისტოს შემდეგ, ვანო ეუბნება სააკაშვილს, თავისი ფორმით, თავს რომ ჩაღუნავდა: „მიშა, მიშა, ხომ იცი, რუსების გარეშე ძალაუფლებაში ვერ დავრჩბით, ვერ გავძლებთ, მიშა“. ამის შემდეგ ვანო ხშირად დადის, სულ ყალბი პასპორტებით, ერევანში, ბაქოსა და მინსკში, სადაც ხვდებოდა თავის რუს კოლეგებს - უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრებს. ეს ცნობილია. რა თქმა უნდა, სააკაშვილის ნებართვით“, - იხსენებს მამრაძე.

29 იანვარი 2023, 23:45

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ასევე საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გურამ მაჭარაშვილი

29 იანვარი 2023, 23:34

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: USAID-ის ერთ-ერთი პროექტი ქართულ მართლმსაჯულებაში რეფორმების მათი სურვილების შესაბამისად გატარებაა

ჩვენ ვიცით, რომ USAID-ი შეერთებული შტატებიდან ფინანსდება, ისიც ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი ორგანიზაციაა, რომელსაც სხვადასხვა პროექტი აქვს. მათ შორის, ერთ-ერთი პროექტი ქართულ მართლმსაჯულებაში რეფორმების მათი სურვილების შესაბამისად გატარებაა. მათი სურვილები იმაში მდგომარეობს, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლი დაამყარონ, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს მეშვეობით, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. მისივე თქმით, თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებები არასამთავრობო სექტორის თანხმობის გარეშე ვერ მიიღება, ნიშნავს, რომ ადგილობრივი მართლმსაჯულების სისტემა გარე ძალების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება.

დიმიტრი ხუნდაძე

29 იანვარი 2023, 23:33

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე Credit Suisse-ზე: ჩათვალეს, რომ ფინანსური პრესის გამო ხელისუფლებაზე გავლენას მოახდენს და ქვეყანა ომში ჩაერთვება, მაგრამ ბატონ ბიძინას არ იცნობენ, ის ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს

„იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაზე, დადგა ამოცანა - როგორ მოარგონ ხელისუფლებას გასაღები ისე, რომ ეს გადაწყვეტილება მიაღებინონ. გამოსავალი ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლის პოლიტიკურად გააქტიურებაში დაინახეს - მან გავლენა უნდა მოახდინოს ხელისუფლებაზე, რომელიც, ვიდრე პოლიტიკაში იყო, მისი პოლიტიკური გუნდია. იციან, რომ მისი ფიგურა ანგარიშგასაწევია. რადგან ბატონი ბიძინაც არ თანხმდება, რომ ხელისუფლებას გადაადგმევინოს სცენარის ავტორებისთვის სასურველი ნაბიჯები (ანუ ქვეყანა ომში ჩაერთოს და მხარედ დაფიქსირდეს), ბატონ ბიძინაზე შანტაჟი დაიწყეს - ჩათვალეს, რომ ფინანსური პრესი მისთვის ამდაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იქნებოდა. აქ მათ შეცდომა დაუშვეს, რადგან ისინი ბატონ ბიძინას არ იცნობენ - ის ასეთ გადაწყვეტილებას არავითარი ციფრების ფასად არ იღებს და არც მიიღო“, - აცხადებს ხუნდაძე.

დავით გურგენიძე

29 იანვარი 2023, 23:00

საზოგადოება

რას იკვლევენ ქართელი მეცნერები „ცერნში“ - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

მზადდება ჩარჩო ხელშეკრულება, რომლითაც „ცერნის“ მიერ განსახორციელებელ კვლევებში ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისი საერთაშორისო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები იქნებიან ჩართული, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ განუცხადა.

ოლაფ შოლცი

29 იანვარი 2023, 22:55

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების გაგრძელება აუცილებელია

რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების გაგრძელება აუცილებელია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა გამოცემა „ტაგეშ პიგელს“ განუცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

29 იანვარი 2023, 22:50

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილი უდიდესი ინფორმაციის მატარებელია. ვიდეოს გადაღების დროს ამბობდა გამიტაცესო. რაღაც პრევენციულ განცხადებებს აკეთებდა

„არ არის გამორიცხული, რომ მათ წარმომადგენლებს თავად ჰქონდეთ ურთიერთობა და სააკაშვილსაც. იმდენი რამე იკადრეს, რომ არც ესაა გასაკვირი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია ომთან დაკავშირებითაც, მის ქმედებებზე და საქართველოში ჩამოსვლაზე. მათ აქვთ კომპრომატები და ცდილობენ ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ გამოყენებას. იმდენად ბინძური ძალაა, რომ შეუძლიათ ერთმანეთს ეს აკადრონ. ამას ხედავს ქართული საზოგადოება. ამ ადამიანების ნდობა არ შეიძლება. თანამებრძოლები სწირავენ ერთმანეთს და ხომ წარმოგიდგენიათ, მათგან განცალკევებულ ძალას რას აკადრებენ“, - ამბობს ყაველაშვილი.

ნიკო ჩხეტიანი

29 იანვარი 2023, 22:41

საზოგადოება

ნიკო ჩხეტიანი: ნებისმიერ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტთან პირდაპირ გამოცხადებულია ომი მხოლოდ ერთი მიზნით - ნებისმიერი აქტივობა, რაც დღეს ხორციელდება, გამოცხადდეს დანაშაულად და ბოროტებად

„არსებობის 27 წლის განმავლობაში ფონდ „ქართუს“ იმდენი ობიექტი აქვს გადაცემული სახელმწიფოსთვის - მაგალითად, იპოდრომის ტერიტორია ვაჩუქეთ ქალაქს, შეკვეთილში ღია საკონცერტო დარბაზი, გავარემონტეთ და ისევ სახელმწიფოს გადავეცით აბსოლუტურად ყველა დრამატული ქალაქი, ნულიდან შევქმენით რაგბის სტადიონების ქსელი და გადავეცით სახელმწიფოს. საზოგადოებრივი ცხოვრების რა სფეროც არ უნდა ვახსენოთ, ყველგან გვაქვს განხორციელებული ქველმოქმედების მაგალითები“, - განმარტავს ჩხეტიანი.

29 იანვარი 2023, 22:30

საზოგადოება

სკანდალური მიმოწერა თეოლოგთა დახურული ჯგუფიდან - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

არაეთიკური შინაარსის მიმოწერა, სადაც გოჩა ბარნოვი, შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს პატრიარქს, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მღვდელმთავრებს გოჩა ბარნოვისა და მისი თანამოაზრე თეოლოგების ჯგუფიდანაა და „იმედის კვირას“ სანდო წყარომ მიაწოდა.

დევიდ ჰოფმანი

29 იანვარი 2023, 22:16

პოლიტიკა

დევიდ ჰოფმანი: ნამდვილად ვერ ვისაუბრებ იმ ორგანიზაციების სახელით, რომელთა თანამშრომლებმაც გარკვეული განცხადება გააკეთეს

„​რაც შეეხება თქვენს კითხვას იმ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც პარტნიორების ვებგვერდზე იხილეთ, ეს მოსაზრება CRRC-ისა და IRI-ს კვლევებს ეფუძნება. სამწუხაროდ, მე არ ვარ კანონის უზენაესობის სფეროში მომუშავე, იურისტიც კი არ ვარ. შესაბამისად, პირადად ჩემს მოსაზრებას ვერ გაგიზიარებთ, თუ რამდენად პოზიტიურად შეიცვალა სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. გეტყვით, რომ ყოველთვის არის რაღაც, რაც შეიძლება გაუმჯობესდეს და ასევე არის წარმატებებიც, რომლებსაც ერთად ვზეიმობთ. რაც შეეხება გასაუმჯობესებელ სივრცეს, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს სასამართლოს. საუბარია ამერიკის სასამართლო სისტემაზეც. ჩვენთანაც არის ასეთი საკითხები. აქ ერთი მთავარი, რომ მოსამართლეთა საქმიანობა უნდა იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე“, - ამბობს ჰოფმანი.

ანრი ოხანაშვილი

29 იანვარი 2023, 22:01

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ნებისმიერი მცდელობა, წარმოჩინდეს, თითქოს საქართველოს მოქალაქეს სასამართლოს მიმართ დღეს ნდობა არ აქვს, ეს ობიექტური მოცემულობის მიზანმიმართული დამახინჯებაა

ნებისმიერი მცდელობა, წარმოჩინდეს, თითქოს საქართველოს მოქალაქეს სასამართლოს მიმართ დღეს ნდობა არ აქვს, ეს ობიექტური მოცემულობის მიზანმიმართული დამახინჯებაა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

ლევან მურუსიძე

29 იანვარი 2023, 21:52

სამართალი

ლევან მურუსიძე: სამოქალაქო სექტორი ბოროტად იყენებს დონორი ორგანიზაციებისგან მიღებულ თანხებს, მათ ნდობას და ეწევიან სასამართლოს დისკრედიტაციას

„შეკითხვა დავუსვი, რომ აღნიშნული ორგანიზაციები, როდესაც სასამართლოს დისკრედიტაციასა და მოსამართლის დემონიზაციას ეწევიან, ხშირად არგუმენტად მოჰყავთ, რომ მათ უკან დგანან დონორები, რომლებიც მათ აფინანსებენ. აქედან გამომდინარე, ჩემი შეხვედრის მთავარი პათოსი იყო ის, რომ მეკითხა, სიმართლეა ეს თუ არა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის დახმარება, თუმცა რეალურად მათი ფინანსებით იმაზე მეტი ზიანის მიყენება ხდება სასამართლოს სისტემის პრესტიჟისადმი, ვიდრე დახმარება. ამას გულწრფელად ვიძახი. სამოქალაქო სექტორი ბოროტად იყენებს დონორი ორგანიზაციებისგან მიღებულ თანხებს, მათ ნდობას და ეწევიან სასამართლოს დისკრედიტაციას, - განაცხადა მურუსიძემ.

ვიქტორ ყიფიანი

29 იანვარი 2023, 21:39

სამართალი

ვიქტორ ყიფიანი Credit Suisse-ის საქმეზე: თუ ჩვენ ვსაუბრობთ შვეიცარიის საბანკო სისტემის მდგრადობაზე, მაშინ ვსვამ კითხვას, სად არის შვეიცარიის კონფედერაციის ზედამხედველი და რატომ არ იღებს ის სათანადო და გადამჭრელ ღონისძიებებს

ჩვენ ვსვამ კითხვას, სად არის შვეიცარიის კონფედერაციის ზედამხედველი და რატომ არ იღებს ის სათანადო და გადამჭრელ ღონისძიებებს, რომ ეს გაუგონარი უსწორობა გამოსწორდეს, - ამის შესახებ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსმა პარტნიორმა ვიქტორ ყიფიანმა „იმედის კვირას“ Credit Suisse-ის საქმეზე საუბრისას განუცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

29 იანვარი 2023, 21:34

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ალასანიაზე: უკვე ღიმილისმომგვრელია მათი განცხადებები. ხელის გულზეა ყველაფერი

„უკვე ღიმილისმომგვრელია მათი განცხადებები. ხელის გულზეა ყველაფერი. მას [სააკაშვილს] გათვითცნობიერებული აქვს, რომ სასჯელის მოხდა უწევს და ვერ ეგუება ამ სტატუსს. ეს არის თაღლითურ კორპორაცია საერთაშორისო დონეზე. მახსენდება მელიას, ხატია დეკანოიძის განცხადებები, თუ რამდენად შეუძლებელია სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა. სააკაშვილი თურმე თავად აირჩევს, სად ურჩევნია მკურნალობა. პირდაპირ მიდის ძალადობრივი ქმედება სააკაშვილის დასახსნელად. არც ახსოვთ საკუთარი განცხადებები და შეუძლიათ ასე უხეშად შეცვალონ მოთხოვნა და განცხადებები. ეს არის თაღლითების კრებული და ცდილობენ ნაცარი შეაყარონ საზოგადოებას, იკადრონ ყველაფერი მიზნის მისაღწევად“, - ამბობს ყაველაშვილი.

ირაკლი კობახიძე

29 იანვარი 2023, 21:14

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „კრედიტ სუისი“ გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

„შანტაჟის მცდელობაზე მინიშნებები ივანიშვილმაც გააკეთა. ეს არის განზრახვა, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს უკრაინაში. ეს ადამიანი არავითარ შემთხვევაში შანტაჟს არ დაექვემდებარება და მით უმეტეს მეორე მხარეს დგას ის, რაც შეიძლება იყოს უკიდურესი ზიანის მომტანი საქართველოსთვის. საუბარია ქვეყნის თვითგანადგურებაზე ხელის მოწერაზე. ამას ბიძინა ივანიშვილი არ გააკეთებს. 2012 წელს სიცოცხლის რისკის ფასად შემოვიდა ქართულ პოლიტიკურ პროცესში, რათა ქვეყანაში რადიკალურად შეცვლილიყო უკეთესობისკენ ვითარება და ის არ მოაწერს ხელს საკუთარი ქვეყნის განადგურებას“, - აცხადებს კობახიძე.

ნიკოლოზ სამხარაძე

29 იანვარი 2023, 21:09

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ნიშანდობლივია, რომ ირაკლი კობახიძისთვის ჯილდოს გადაცემა ხდება 2023 წელს. წლის მეორე ნახევრიდან ესპანეთი იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა გადაწყდე

ნიშანდობლივია, რომ ირაკლი კობახიძისთვის ჯილდოს გადაცემა ხდება 2023 წელს. წლის მეორე ნახევრიდან ესპანეთი იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა გადაწყდეს და ამ შემთხვევაში ბასკური ხმა ესპანეთის პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკა სამხარაძემ განაცხადა.