08 დეკემბერი 2022, 17:06 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: როდესაც 30%-დან, ჩვენი მმართველობის დასაწყისში რაც იყო, სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოსულია 17-18%-მდე, ეს არის სოციალური მდგომარეობის მთავარი ინდიკატორი

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

როდესაც 30%-დან, ჩვენი მმართველობის დასაწყისში რაც იყო, სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოსულია 17-18 პროცენტამდე, ეს არის სიღარიბის და სოციალური მდგომარეობის მთავარი ინდიკატორი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ეს არის დინამიკური პროცესი, სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი რაღაც რაოდენობით ხან იზრდება, ხან მცირდება. თქვენ არ აქცევთ ყურადღებას მთავარ სტატისტიკურ მონაცემს - როდესაც 30%-დან, ჩვენი მმართველობის დასაწყისში რაც იყო, სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოსულია 17-18 პროცენტამდე, ეს არის სიღარიბის და სოციალური მდგომარეობის მთავარი ინდიკატორი. ახლა, ერთ თვეში 10 000 მოაკლდება თუ მოემატება, რა თქმა უნდა, ეს დიდი ციფრია და საყურადღებოა, მაგრამ მთავარი ინდიკატორი არის ორნიშნა ზრდა და სიღარიბის მაჩვენებელი. ამ ქვეყნის მოსახლეობის 17-18% რამდენი ადამიანია, ეს კარგად მოგეხსენებათ. საბედნიეროდ, დინამიკა არის კარგი, მაგრამ მაინც უხერხული სალაპარაკოა მოსახლეობის 17%-თან, რომ იცით რა, 30% იყო და ახლა თქვენ რომ 17% დარჩით, ეს არის ძალიან კარგი. კარგი კი არ არის, დინამიკაა კარგი. მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემებით, თუ ასეთი ზრდა გვექნება, 2027 წელს საშუალება გვექნება ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ით 10 000 დოლარის ეკვივალენტს გავცდეთ, 2030 წელს კი - 15 000 დოლარს, როცა უკვე გაჩნდება რეალური შესაძლებლობა, რომ სიღარიბე აბსოლუტურ მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ყველა სიახლე

იაგო ხვიჩია

30 იანვარი 2023, 11:15

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ დაინახონ, რომ მათი არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია

„მგონი ყველასთვის ნათელია, რომ „ნაცმოძრაობაში“ არჩევნები გაყალბდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ დაინახონ, რომ მათი არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

დიმიტრი ხუნდაძე

30 იანვარი 2023, 11:14

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს, იმიტომ რომ ის გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუგო საკუთარ თავს.​ ალბათ ხაბე „ხებეებს“ ჩააცვამს საკუთარ ამომრჩევლებს და მოამზადებს რევოლუციისთვის. ვნახოთ, შემდეგი რა სახალსო შემოთავაზება იქნება მისგან“, - ამბობს ხუნდაძე.

კარლ ნეჰამერი

30 იანვარი 2023, 10:52

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია 14:15 საათზე გაიმართება. ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

თამარ ჩერგოლეიშვილი

30 იანვარი 2023, 10:49

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან - შეერთდით

„ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა და ახლა ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას დეკორაციებად მიმაგრების დრო დადგა ვაშაძის ლიდერობის ქვეშ. კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან - შეერთდით“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

ლევან ხაბეიშვილი

30 იანვარი 2023, 10:43

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

„არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 49 638-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა ადამიანმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხმათა რაოდენობა ასეთია – ნონა მამულაშვილი 1 537 ხმა, რაც ხმების 3.33%-ს შეადგენს, ნიკა მელია 16 476 ხმა – 40%, გიორგი მუმლაძე 1 516 ხმა – 3.68%, ლევან ხაბეიშვილი 21 656 ხმა – 52.58%“,- განაცხადა ნაყოფიამ.

30 იანვარი 2023, 10:32

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

30 იანვარი 2023, 10:26

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ჟიზელ ბიუნდჰენი

30 იანვარი 2023, 10:12

ტაბლოიდი

სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი კარიერას დაუბრუნდა

მოდის ინდუსტრიის 42 წლის ვარსკვლავი, მაიამის ახლოს, ფოტო გადაღებაზე გამოჩნდა სადაც ვერსაჩეს მეტალის იასამნისფერი ზედა ეცვა.

30 იანვარი 2023, 10:05

ტაბლოიდი

ლონდონში, ლას-ვეგასის შენობის ტყუპისცალი, მანათობელი საკონცერტო დარბაზი აშენდება

ქალაქ ლონდონის მცხოვრებლებს სახელმწიფო აფრთხილებს, რომ მალე ქალაქის ცენტრში სფეროს ფორმის მანათობელი საკონცერტო დარბაზი აშენდება, ზუსტად ისეთი, როგორიც ლას-ვეგასში მდებარეობს და ხშირად „მზეს დედამიწაზე“ უწოდებენ. ლონდონის დაგეგმარების კომიტეტმა თანხმობა გასცა, რომ ბიგ-ბენის ზომის შენობა, რომელსაც 36 მილიონი ლედ განათება ექნება, ქალაქის ცენტრში აშენდეს.

30 იანვარი 2023, 09:45

პოლიტიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა გერმანული მედიის წინაშე აღიარა, რომ აგენტია. დადასტურდა, რასაც დიდი ხანია ვამტკიცებდით - წარსულში საქართველოს პრეზიდენტად გამწესებული პირის სატვირთო კონტეინერში მოთავსება და საქართველოში გამოგზავნა ისე დაიგეგმა, რომ გეგმის შინაარსის შესახებ ის წესიერად ინფორმირებულიც კი არ იყო. ასეთია აგენტის ხვედრი: პატრონის ნებისმიერ დავალებას ის კითხვის დასმის უფლების გარეშე უნდა დაემორჩილოს.

ოლაფ შოლცი

30 იანვარი 2023, 09:40

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს

ის ფაქტი, რომ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება ტანკების გაგზავნის შესახებ და გერმანიაში შემდეგი დებატები იწყება, უბრალოდ არასერიოზულად გამოიყურება, - აღნიშნა შოლცმა გერმანულ გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

30 იანვარი 2023, 09:17

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 341-ე დღეს

ომის 341-ე დღე. ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ხერსონში სარაკეტო დარტყმების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა. რუსული ძალების სამიზნე გახდა საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფო, სკოლა, ავტოსადგური და ფოსტის შენობა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენის მილები. მძიმე ბრძოლები გრძელდება დონბასში. ყველაზე ცხელ წერტილად, ამ დრომდე, ბახმუტი რჩება. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ძალები ქალაქზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ.

მიხეილ სააკაშვილი

30 იანვარი 2023, 08:59

სამართალი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

ექსპრეზიდენტი სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე შედგება. როგორც ცნობილია, პროცესზე ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები გამოიკითხებიან. მმართველი გუნდის შეფასებით საზოგადოება ნათლად ხედავს იმ სიმულაციას, რასაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა ეწევა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა, თუმცა აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.

30 იანვარი 2023, 08:39

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

30 იანვარი 2023, 08:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 იანვარს ქუთაისში +12 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 იანვარი 2023, 08:02

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები

უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ზეწოლამ გადაწონოს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შესაძლებლობები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 იანვარი 2023, 00:30

პოლიტიკა

ესპანური პრესა ირაკლი კობახიძის ვიზიტზე: მას მიაჩნია, რომ ბასკეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციაში საკვანძო როლი ექნება

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბასკეთს უამრავი ტრადიცია აერთიანებს და მომავალში ამ კავშირების გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ ბასკეთს შეიძლება საკვანძო როლი ჰქონდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერაში.

რამაზ საყვარელიძე

30 იანვარი 2023, 00:08

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: პრაქტიკულად, პარტიაში ორივე მხარემ იმუშავა იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს

„გამოავლინა მათი რეალური პოტენციალი, გაუგებრობები გააჩინა კენჭისყრის პროცესში, ინტელექტუალური შეცდომების მთელი პარადია! პარტიას, რომელთანაც შენ გინდა წარდგე, როგორც ლიდერი, იმ პარტიას ასეთ დღეში რომ აგდებ, ისეთი სიტყვაკაზმული ტექსტები ვნახეთ, რომ წესით ეს ადამიანები ერთმანეთს არ უნდა შეხვდნენ. პრაქტიკულად, ორივე მხარემ იმუშავა იმაზე, რომ პარტია დაიშალოს“, - განაცხადა საყვარელიძემ.

30 იანვარი 2023, 00:03

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

29 იანვარი 2023, 23:58

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვისა და ძლიერი ყინვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.