09 დეკემბერი 2022, 16:23 / სანდო წყარო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ქვეყანაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაბამისად ხდება. ცვლილებები უკავშირდება მაკროეკონომიკური პარამეტრების და შემოსავლების დაზუსტებას და იმ ხარჯების დაფინანსებას, რაც წლის ბოლომდეა დაგეგმილი და მიზანშეწონილია ეს ხარჯი დამატებითი რესურსის ფარგლებში გაიწიოს.

მომხსენებლის ინფორმაციით: იცვლება ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები, 2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 10%-ის ოდენობით, ნაცვლად 8,5%-ისა, დაზუსტდა მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი და იგი 10,5%-დან ჩამოვიდა 9,5%-ზე, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი მცირედით გაიზარდა და შეადგინა 72,3 მლრდ ლარი. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა 526 მლნ ლარით და მთლიანობაში 17 მილიარდ 350 მილიონ ლარით განისაზღვრება. გარდა საგადასახადო შემოსავლებისა, რესურსი არის, რომ სხვა შემოსავლებიც გაიზარდოს, ეს კი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ შემოსავლები არსებულ გეგმასთან შედარებით 597 მლნ ლარით გაიზარდოს. ამავდროულად საჭირო გახდა გარკვეული მიმართულებით ხარჯების ზრდისა, ეს არის 507 მლნ ლარი და სულ რამდენიმე უწყებაა, სადაც ხდება ამ თანხების გადანაწილება.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია დამატებითი შემოსავლების განაწილების თაობაზე და აღნიშნა, რომ იმ უწყებებს შორის, რომლებსაც დამატებითი ასიგნებები განესაზღვრა, არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამ სამინისტროს ასიგნებები შესაბამისად იზრდება 95 მლნ ლარით, საიდანაც 55 მლნ ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამაზე მიიმართება. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების მიმართულებთ 220 მლნ ლარზე მეტს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია, სამობილიზაციო სამუშაოების დროულად დასაწყებად მიზანშეწონილია კონტრაქტორებზე ავანსის ნაწილი გაიცეს მიმდინარე წელს, რისთვისაც ხდება დამატებითი თანხები გამოყოფა. რაც შეეხება 40 მლნ ლარს, იგი მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად გამოიყოფა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის შეფასებით, ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე წლის ბიუჯეტში. მისი თქმით, კომიტეტის მიერ გამოთქმული წინადადებები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშიც ასახულია, რაც ჯანმრთელობის და სოციალური მიმართულებით მოსახლეობის დაცვას შეუწყობს ხელს.
კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირა.

კომიტეტის სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

03 თებერვალი 2023, 11:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით - ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს

დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ შარშან შევსებულ კითხვარებს ეფუძნება. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ევროკომისიას ჩვენი ქვეყნის ძალიან დადებითი შეფასებისთვის. შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

03 თებერვალი 2023, 11:18

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიის ანგარიშში არსებული შედეგები საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული რეფორმების და ევროპული პოლიტიკური კურსის შედეგია

ევროკომისიის ანგარიშში არსებული შედეგები საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული რეფორმების და ევროპული პოლიტიკური კურსის შედეგია, რომელიც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

03 თებერვალი 2023, 11:17

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გიორგი ვაშაძეს რა ეშველება, რომ გაიძვერობითაა დაკავებული და როცა რა აწყობს ისე ჭიკჭიკებს?!

ჭიჭე ვაშაძის მდგმური... „აღმაშენებელი“ ხბოს სახით,რომ გვასაღებდა უკრაინელია და რას ხედავთ პრობლემასო, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მდგმურის რუსული პასპორტის ფოტოს აქვეყნებს. ქადაგიძის თქმით, გიორგი ვაშაძე საზოგადოებას ამუნათებდა, რუსეთის მოქალაქეების მიღების გამო, თავად კი ქონებას მათზე აქირავებს.

ილია დარჩიაშვილი

03 თებერვალი 2023, 11:15

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით

„როგორც მოგეხსენებათ, 3 მარტს საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით და ყველა პროცედურის დაცვით ევროპულ მხარეს წარუდგინა შესაბამისი კითხვარი, რომლის პოლიტიკურ- ეკონომიკური ნაწილის შეფასება გამოქვეყნდა 2022 წლის ივნისში, რომლის შესაბამისადაც საქართველოს მიენიჭა ვროპული პერსპექტივა“

03 თებერვალი 2023, 11:15

სამართალი

ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების გზით, საქართველო და აშშ სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობას უფრო მეტად აძლიერებენ

ექსტრადიციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების გზით, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მეტად აძლიერებენ სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებს შორის ურთიერთთანამშრომლობას. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრელებს.

03 თებერვალი 2023, 11:05

საზოგადოება

დევნილ ოჯახებს თბილისში ოთხოთახიანი ბინები გადაეცათ

19 დევნილი ოჯახი თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ოთხოთახიანი ბინები მრავალსულიან ოჯახებს გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

პაველ ჰერჩინსკი

03 თებერვალი 2023, 11:03

პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი: მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ევროკომისიის ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება

მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მის კომენტარს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

03 თებერვალი 2023, 11:02

საზოგადოება

2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 70 საქმის შესწავლა დაიწყო

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან - 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 122 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც, არსებული მდგომარეობით, 70 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 შეთანხმება გაფორმდა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 თებერვალი 2023, 10:56

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ჯემალ ღაღანიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

03 თებერვალი 2023, 10:47

რეგიონი

რაჭაში ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე აღნიშნეს

ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა მის მშობლიურ რაჭაში. დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები იყო დაგეგმილი. ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში აღევლინა წირვა ნიკორწმინდის ეპარქიის მამებთან ერთად, რომელშიც ამბროლაურის სალოტბარო სკოლის ბავშვები, მგალობელ-მომღერალთა გუნდი, თორნიკე სხიერელი და ნიკორწმინდის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი- ლევან ბერელიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა.

შალვა პაპუაშვილი

03 თებერვალი 2023, 10:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროკომისიის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველო შარშან ივნისშივე უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო

ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების 6 ჯგუფიდან 3-ში, მათ შორის ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველო შარშან ივნისშივე უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო.

03 თებერვალი 2023, 10:34

რეგიონი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მესტიას საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად ასახელებს

„მესტიას თავისი არაჩვეულებრივი ბუნებით და მდიდარი ისტორიით, აქვს ქართული არქტიტექტურისა და ეთნოგრაფიის არაჩვეულებრივი ძეგლები, მათ შორის ეკლესიები, მონასტრები, ტრადიციული კოშკები და ნაგებობები. მას აქვს არაჩვეულებრივი ლანდშაფტი, მდიდარი ტყის მასივები და ალპური ზონები, რომელიც ცნობილია იმით, რომ მსოფლიოში ცნობილი სპორტული ჩემპიონატები ტარდება“, - ვკითხულობთ სტატიაში.

შალვა პაპუაშვილი

03 თებერვალი 2023, 10:27

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო, მან არაერთი დაუვიწყარი და გამორჩეული როლი განასახიერა, რითაც სამუდამოდ შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ჯემალ ღაღანიძემ არაერთი დაუვიწყარი და გამორჩეული როლი განასახიერა, რითაც სამუდამოდ შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს.

03 თებერვალი 2023, 10:19

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 5 ლენტური და 3 ცირკული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეებს კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში, ასევე, დედაქალაქში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

03 თებერვალი 2023, 10:10

რეგიონი

ფოთის მერმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს უმასპინძლა

ფოთს სამუშაო ვიზიტით გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ესტუმრა. ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ სტუმარს ფოთის მერიაში უმასპინძლა. შეხვედრაზე, გაეროს ბავშვთა ფონდთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 თებერვალი 2023, 10:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

ნანა კაკაბაძე

03 თებერვალი 2023, 10:02

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: გადატრიალება-გადმოტრიალების მსურველებს შეგახსენებთ მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიტყვებს - გადატრიალდით საკუთარ ლოგინებში

ფორიაქში ერთი რამ დაავიწყდათ „გადმომტრიალებლებს“: დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიღაცა ან რაღაცა შეიძლება დაგეხმაროთ ხელისუფლების მოპოვებაში, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას ყოველთვის ამბობს მისი უდიდებულესობა ხალხი, რომელმაც ეს გაბედული სიტყვა უკვე გაგაგონათ 2012 ში და ადგილიც მიგიჩინათ პოლიტიკურ სანაგვეზე. სანამ ხალხი თქვენ და თქვენისთანებს შავ ჭირად აღგიქვამთ, მანამდე ვერავითარი გარედან დახმარება ვერ გიშველით, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

მიხეილ ჩხენკელი

03 თებერვალი 2023, 09:57

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური ცენტრი გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალფუნქციური ცენტრი გახსნა.

რატი იონათამიშვილი

03 თებერვალი 2023, 09:53

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ყველაზე საინტერესოა ის, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, ოპოზიციის ამომრჩეველთა უმეტესობაც „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას უჭერს მხარს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევით, ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ არამხოლოდ მთლიანად მოსახლეობის მხრიდან არის გაზრდილი ნდობა ხელისუფლების მიმართ, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, არამედ ოპოზიციის ამომრჩეველთა უმეტესობაც „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

03 თებერვალი 2023, 09:46

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები

შეხვედრები იყო თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.