09 დეკემბერი 2022, 19:05 / სანდო წყარო

პარლამენტში თემატური მოკვლევის „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის - „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე მიესალმა და თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

„გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, კომიტეტმა ინერტული ნარჩენების მართვის საკითხის მიმართულებით თემატური მოკვლევა ჩაატარა. მინდა აღვნიშნო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვადასხვა სამთავრობო უწყების ჩართულობა, რომელთა მონაწილეობის გარეშე ის ძირითადი ცხრა რეკომენდაცია, რომელიც თემატური მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა. მოგეხსენებათ, რომ საქართველომ 2015 წელს მიიღო ნარჩენების მართვის კოდექსი და ჩვენ უკვე მაშინ გვქონდა ხედვა, რომ სამომავლოდ მოსაწესრიგებელი იქნებოდა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორიც არის ინერტული ნარჩენების მართვა. ინერტული ნარჩენები დღეს მთელ მსოფლიოში მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც შეიძლება გადამუშავდეს და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაერთოს. სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არ არსებობს არც ინსტიტუციური, არც სამართლებრივი მექანიზმი, რომ ყოველივე ეს განხორციელდეს და პირიქით, ინერტული ნარჩენები დღეს გარემოს დაბინძურების კუთხით მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის. იმედს გამოვთქვამ, რომ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც პრეზენტაციის მსვლელობისას მოვისმენთ, და იმ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მომიჯნავე კომიტეტების ჩართულობით საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდება, ჩვენ საშუალებას მოგვცემს შევავსოთ არსებული სამართლებრივი ვაკუუმი, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს არა მხოლოდ სახელმწიფო მმართველობის კუთხით, არამედ ბიზნესისთვისაც, რათა ინერტული ნარჩენები ახალ პროდუქტად გარდაიქმნეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მნიშვნელობაზე გარემო დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ისაუბრა.

„ეს არის კარგი პლატფორმა, როდესაც კომიტეტი ფოკუსირებას აკეთებს მნიშვნელოვან საკითხზე და შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებზე იწყებს მუშაობას. ინერტული ნარჩენები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში და ძალიან კარგია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ამ მიმართულებით თემატური მოკვლევა ჩაატარა. აღნიშნულმა მოკვლევამ საშუალება მოგვცა, რომ ინერტული ნარჩენები, როგორც მიზანი, ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმაში და 2020-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში შევიტანეთ და ცალკე განისაზღვროს თუ როგორ განხორციელდეს ინერტული ნარჩენების მონიტორინგი, აღრიცხვა და მართვა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ღონისძიების მონაწილეებს გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნიკ ბერესფორდი და შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი, ხათუნა ზალდასტანიშვილი მიესალმნენ და თემატური მოკვლევის პროცესში მათი ორგანიზაციების ჩართულობასა და ზოგადად, საკითხის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიება ანგარიშის პრეზენტაციით გაგრძელდა, სადაც ექსპერტმა, კახა ბახტაძემ თემატური მოკვლევის მიგნებებზე, სპეციალურად მომზადებულ კითხვარსა და მომზადებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.

როგორც ღონისძიების დასასრულს აღინიშნა, თემატური მოკვლევის ანგარიშის საფუძველზე, კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს მოამზადებს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების და საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით წარიმართება.

ყველა სიახლე

07 თებერვალი 2023, 11:06

მსოფლიო

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ჯარი შეტევას ხუთი მიმართულებით ცდილობს

ვრცელდება ცნობები, რომ საოკუპაციო ძალებმა ბახმუტის ერთი მესამედი დაიკავეს და ვითარება დონეცკის ოლქის ამ მიმართულებით დამძიმდა. ოკუპანტების წინააღმდეგ ბახმუტის მიმართულებით, აზოვის ბატალიონის შემტევი დანაყოფი გადაისროლეს.

07 თებერვალი 2023, 11:06

რეგიონი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გიდები და მედიის წარმომადგენლები ბახმაროს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გიდები და მედიის წარმომადგენლები ბახმაროს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. ინფოტური გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 11:00

საზოგადოება

სემეკის ორგანიზებით, საქართველო ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

საქართველოში პირველად, ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2026 წელს, თბილისში მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკის სექტორის უმსხვილესი ფორუმის ჩატარებას ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ლიზა იასკო

07 თებერვალი 2023, 10:55

პოლიტიკა

ლიზა იასკო საქართველოს დროშაზე: მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი

ამ დროშის გვერდით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ამდენი ხანი, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი ... სისხლით დაფარული. ეს ადრე არ შემიმჩნევია - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო.

07 თებერვალი 2023, 10:45

საზოგადოება

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 10:39

რეგიონი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2023 წლის იანვრის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 104 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვარის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 104 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 10:15

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 10:12

საზოგადოება

თსუ-ში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი გაიხსნა

„აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, რომელიც ონლაინ დახმარებას უწევს ფაკულტეტის სტუდენტებს 2019 წლიდან არსებობს“.

07 თებერვალი 2023, 10:09

რეგიონი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები განუწყვეტლივ მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 09:55

მსოფლიო

თურქეთში კიდევ ერთი, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ გოლბასის მახლობლად დაფიქსირდა. ამასთან, საფრანგეთში დაფუძნებული ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის შეფასებით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდა იყო.

შარლ მიშელი
ვოლოდიმირ ზელენესკი

07 თებერვალი 2023, 09:42

მსოფლიო

შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიწვია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირადად მიიღოს მონაწილეობა ევროპული საბჭოს მომავალ სამიტში“, - წერს ლეიტსი.

გიორგი ჯანჯღავა

07 თებერვალი 2023, 09:31

საზოგადოება

გიორგი ჯანჯღავას თქმით, საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია

ჩვენს მოქალაქეებთან შეძლებისდაგვარად კავშირი გვაქვს. ყველა დაკარგული, ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, რომ დაკარგულია, ვიპოვეთ, მათ შორის, ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 09:15

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში🌨️❄️

გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით -3, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

07 თებერვალი 2023, 08:41

პოლიტიკა

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება

დღეს საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს. საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, მთავარი განსახილველი საკითხები კვლავ ევროპის რეკომენდაციების სრულყოფა იქნება.

07 თებერვალი 2023, 08:31

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

„საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი“ - ამბობს ხაბეიშვილი და აქტივობებს რეგიონებსა და რაიონებშიც აანონსებს. შეკრებაზე ნაცმოძრაობაში, წუხელ ნიკა მელიაც მივიდა. ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ მხარეებმა პარტიაში არსებული იდეური დაპირისპირება განზე უნდა გადადონ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად, გაერთიანდნენ.

07 თებერვალი 2023, 08:23

პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველი საპროტესტო ქუჩის აქცია პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართა

„მაღალი თანამდებობის პირებს მოსვენება და მშვიდი ცხოვრება არ ექნებათ“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა. მათ ირაკლი ღარიბაშვილის სახლამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. აქცია მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ საათში დაიშალა.

07 თებერვალი 2023, 08:05

მსოფლიო

BBC-ის ცნობით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4300-ს გადააჭარბა

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

07 თებერვალი 2023, 01:10

მსოფლიო

Reuters: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 00:57

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 26 წამყვანი უნივერსიტეტის 45 წარმომადგენელს მასპინძლობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პერსონალის მეხუთე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ევროპის 14 ქვეყნის (გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი) 26 წამყვანი უნივერსიტეტის 45 წარმომადგენელს მასპინძლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 00:38

საზოგადოება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება“ განიხილა და სარატიფიკაციო დოკუმენტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.