10 დეკემბერი 2022, 09:16 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან ჯუზეპე ვალდიტარასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა იტალიელ კოლეგას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ეს თანადგომა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და იტალიას შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოსა და იტალიას მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს, რომლის ფარგლებშიც განათლების ყველა საფეხურზე არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიური ენის სწავლების პროგრამა და აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს პროგრამის გაფართოებაზე მუშაობას. მისი თქმით, მიმდინარე წელს სამინისტროსა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი ჩატარდა, რომლის დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულ პედაგოგებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.

თავის მხრივ, იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას – მისი თქმით, ევროპისკენ მიმავალ გზაზე იტალია საქართველოს დიდი გულშემატკივარია. ჯუზეპე ვალდიტარამ გულითადი მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს საქართველოს სკოლებში იტალიური ენის სწავლების ხელშეწყობისთვის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა – მინისტრები საქართველოსა და იტალიის სკოლებს შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესახებ შეთანხმდნენ.

იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრი საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი მოსწავლეების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებით დაინტერესდა. მიხეილ ჩხენკელმა იტალიელ კოლეგას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი მოსწავლეების მხარდასაჭერად განხორციელებული პროგრამები გააცნო. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა. შედეგად, უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.

შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ჯუზეპე ვალდიტარას საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტების – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, პროდუქტიული შეხვედრა გამართა რომის საპიენცას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომლის დროსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად აკადემიური პროგრამების განხორციელებისა და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს როგორც რომის საპიენცას უნივერსიტეტთან, ასევე იტალიის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ჯუზეპე ვალდიტარამ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში, ქართველ და იტალიელ მეცნიერებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და განაცხადეს, რომ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა იტალიის განათლების მინისტრი ჯუზეპე ვალდიტარა საქართველოში მოიწვია.

მინისტრების შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, ასევე, სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდა.

ყველა სიახლე

07 თებერვალი 2023, 01:10

მსოფლიო

Reuters: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 00:57

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 26 წამყვანი უნივერსიტეტის 45 წარმომადგენელს მასპინძლობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პერსონალის მეხუთე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ევროპის 14 ქვეყნის (გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი) 26 წამყვანი უნივერსიტეტის 45 წარმომადგენელს მასპინძლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 00:38

საზოგადოება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება“ განიხილა და სარატიფიკაციო დოკუმენტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

07 თებერვალი 2023, 00:16

რეგიონი

კახეთის ავტობანის შემადგენელი საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა იწყება

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის შემადგენელი საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები იწყება. საგარეჯო ბადიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი კახეთის ახალი მაგისტრალური გზის შემადგენელი ნაწილია, რომლის მშენებლობის ხელშეკრულებასაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს დღეებში გააფორმებს.

07 თებერვალი 2023, 00:02

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: ერთიანი სისტემური მიდგომა უნდა დაეხმაროს ყველა ბავშვს მათი სოციალური ინტეგრირების პროცესში

კულტურის კომიტეტის ინიციატივით თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა თემაზე - „ხელოვნება ყველასათვის“. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძესთან ერთად, თბილისის 126-ე და 202-ე საჯარო სკოლების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს შეხვდნენ პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ბაია კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გივი მიქანაძე

06 თებერვალი 2023, 23:26

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: 2012 წელს არავის ნებაყოფლობით ხელისუფლება არ დაუთმია, ქართველმა ხალხმა მოითხოვა, რომ „ნაცმოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ ჩაჰბარებოდა წარსულს

2012 წელს არავის ნებაყოფლობით ხელისუფლება არ დაუთმია. ეს იყო ქართველი ხალხის, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის პროტესტი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ, რომელიც მათ საარჩევნო უბნებთან დააფიქსირეს.

06 თებერვალი 2023, 23:02

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 700-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

06 თებერვალი 2023, 22:57

რეგიონი

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

06 თებერვალი 2023, 22:55

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა

კატასტროფული მიწისძვრების გამო, რომელმაც 1 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

06 თებერვალი 2023, 22:32

რეგიონი

ჩარგლის გადასახვევი-ბისოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჩარგლის გადასახვევი-ბისოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩარგლის გადასახვევი-ბისოს მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

06 თებერვალი 2023, 22:01

პოლიტიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სამძიმარს უცხადებს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სამძიმარს უცხადებს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

მარიკა ჩხიკვიშვილი

06 თებერვალი 2023, 21:46

პოლიტიკა

ოზურგეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ აქტივისტებს ორგანიზებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ

ოზურგეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ აქტივისტებს ორგანიზებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ. საუბარია მარიკა ჩხიკვიშვილისა და ქეთევან ხომერიკის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში აგორებულ კამპანიაზე.

ანტონიო გუტერეში

06 თებერვალი 2023, 21:41

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: უკრაინაში შემდგომი ესკალაციისა და სისხლისღვრის შესაძლებლობა სულ უფრო იზრდება

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ უკრაინაში შემდგომი ესკალაციისა და სისხლისღვრის შესაძლებლობა სულ უფრო იზრდება.

შალვა პაპუაშვილი

06 თებერვალი 2023, 21:16

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა

საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

06 თებერვალი 2023, 21:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: ისინი დღემდე კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, თუმცა, პარალელურ რეჟიმში იმუქრებიან სამოქალაქო ომით და ქვეყნის შიგნით სისხლისღვრით

ისინი დღემდე კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში იმუქრებიან სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით ქვეყნის შიგნით. პირდაპირი მუქარები აქვთ, რომ იქნება ომი საქართველოში. ქართველებს ემუქრებიან ომით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 თებერვალი 2023, 21:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელსი წერს. მისი თქმით, აკრედიტაციის წესი, სრულად, მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.

მამუკა მდინარაძე

06 თებერვალი 2023, 21:03

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს

ჩვენ ვიცით ერთი რაღაც, რომ ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს, ვიღაცის თვალის ასახვევად დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, ჯობია, თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და ობიექტურად ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქეთ მხარეს, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

06 თებერვალი 2023, 20:53

საზოგადოება

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა. თურქეთში „იმედისთვის“ ანუკი ჩხიკვაძე და სულხან ფუტკარაძე იმუშავებენ. 17:00 საათზე დაგეგმილი ფრენა თითქმის 2-საათიანი დაგვიანებით შესრულდა. მიწისძვრით განადგურებული ტერიტორიისაკენ სახმელეთო გზით გადაადგილება კი საკმაოდ რთულია, რადგან ფაქტობრივად სამარშრუტო გზა აღარ არსებობს.

მამუკა მდინარაძე

06 თებერვალი 2023, 20:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გვინდა გამოვეხმაუროთ ცესკოს ძალიან კარგ გადაწყვეტილებას, რომ მომავალ არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონულად მისცემს. ეს არის საარჩევნო რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი

გვინდა გამოვეხმაუროთ ცესკოში მიღებულ დღევანდელ ძალიან კარგ გადაწყვეტილებას - პრაქტიკულად სრული კონსესუსით (გამონაკლისი იყო მხოლოდ 1-2 ადამიანი) მიღებულია გადაწყვეტილება, ნაცვლად 70%-სა (და ჩვენ ვთქვით, რომ 70%-ზე მეტი მიიღებდა ელექტორნული წესით მომავალ არჩევნებში მონაწილეობას) მიიღებს მონაწილეობას მინიმუმ 90% და ეს არის საარჩევნო რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, -

06 თებერვალი 2023, 20:49

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.