10 დეკემბერი 2022, 12:29 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნა, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში როგორც გარდამტეხი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ამ დღეს ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი კუთვნილებისა და განსხვავებულობისა, აქვს თანდაყოლილი უფლებები და ყველა სახელმწიფო ვალდებულია ამას პატივი სცეს.

„1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში როგორც გარდამტეხი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ამ დღეს ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი კუთვნილებისა და განსხვავებულობისა, აქვს თანდაყოლილი უფლებები და ყველა სახელმწიფო ვალდებულია ამას პატივი სცეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი 1995 წლის კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება, რომელიც იმდროინდელ მსოფლიო კონსტიტუციურ წესრიგში პროგრესულ პოლიტიკურ-სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენდა და მთავარ მიზნად ადამიანის უფლებების დაცვას განამტკიცებდა. სწორედ აღნიშნული ძირითადი კანონის სულისკვეთებით, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი დამოუკიდებელ მუხლად საქართველოს კონსტიტუციის ძირითად ტექსტში 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ აისახა.

ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულმა გუნდმა უპირველეს მიზნად კონსტიტუციის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა დაისახა.

ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნა, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა, ვინაიდან გვწამს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე აუცილებელია ყველა ჯგუფისა და ინდივიდის ინტერესების დაცვა და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა.

ამ სულისკვეთებით, 2014 წელს მთავრობამ პირველად დაამტკიცა 2014-2020 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია. სტრატეგიის ფარგლებში დამტკიცდა სამი სამოქმედო გეგმა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობას. მიმდინარე წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია. სტრატეგია მიზნად ისახავს საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტიან იმპლემენტაციას პრაქტიკაში და ფარავს ისეთ პრიორიტეტებს, როგორიცაა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მართლმსაჯულება და ინსტიტუციური დემოკრატია, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, მოწყვლადი ჯგუფებისა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დაცვა. უახლოეს პერიოდში დაიწყება მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, სადაც ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

დღევანდელი გამოწვევებით სავსე მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვა გაორმაგებული ძალისხმევით არის საჭირო. საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულების მიმართ სახელმწიფოს ერთგულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური, თანამიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას.

მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, კიდევ უფრო მივუახლოვდებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაცხადებულ მიზანს - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ყველა სიახლე

07 თებერვალი 2023, 01:10

მსოფლიო

Reuters: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 00:57

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 26 წამყვანი უნივერსიტეტის 45 წარმომადგენელს მასპინძლობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პერსონალის მეხუთე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ევროპის 14 ქვეყნის (გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი) 26 წამყვანი უნივერსიტეტის 45 წარმომადგენელს მასპინძლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

07 თებერვალი 2023, 00:38

საზოგადოება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება“ განიხილა და სარატიფიკაციო დოკუმენტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

07 თებერვალი 2023, 00:16

რეგიონი

კახეთის ავტობანის შემადგენელი საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა იწყება

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის შემადგენელი საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები იწყება. საგარეჯო ბადიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი კახეთის ახალი მაგისტრალური გზის შემადგენელი ნაწილია, რომლის მშენებლობის ხელშეკრულებასაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს დღეებში გააფორმებს.

07 თებერვალი 2023, 00:02

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე: ერთიანი სისტემური მიდგომა უნდა დაეხმაროს ყველა ბავშვს მათი სოციალური ინტეგრირების პროცესში

კულტურის კომიტეტის ინიციატივით თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა თემაზე - „ხელოვნება ყველასათვის“. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძესთან ერთად, თბილისის 126-ე და 202-ე საჯარო სკოლების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს შეხვდნენ პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ბაია კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გივი მიქანაძე

06 თებერვალი 2023, 23:26

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: 2012 წელს არავის ნებაყოფლობით ხელისუფლება არ დაუთმია, ქართველმა ხალხმა მოითხოვა, რომ „ნაცმოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ ჩაჰბარებოდა წარსულს

2012 წელს არავის ნებაყოფლობით ხელისუფლება არ დაუთმია. ეს იყო ქართველი ხალხის, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის პროტესტი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ, რომელიც მათ საარჩევნო უბნებთან დააფიქსირეს.

06 თებერვალი 2023, 23:02

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 700-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 700-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

06 თებერვალი 2023, 22:57

რეგიონი

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

06 თებერვალი 2023, 22:55

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა

კატასტროფული მიწისძვრების გამო, რომელმაც 1 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

06 თებერვალი 2023, 22:32

რეგიონი

ჩარგლის გადასახვევი-ბისოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჩარგლის გადასახვევი-ბისოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩარგლის გადასახვევი-ბისოს მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

06 თებერვალი 2023, 22:01

პოლიტიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სამძიმარს უცხადებს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სამძიმარს უცხადებს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

მარიკა ჩხიკვიშვილი

06 თებერვალი 2023, 21:46

პოლიტიკა

ოზურგეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ აქტივისტებს ორგანიზებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ

ოზურგეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ აქტივისტებს ორგანიზებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ. საუბარია მარიკა ჩხიკვიშვილისა და ქეთევან ხომერიკის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში აგორებულ კამპანიაზე.

ანტონიო გუტერეში

06 თებერვალი 2023, 21:41

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: უკრაინაში შემდგომი ესკალაციისა და სისხლისღვრის შესაძლებლობა სულ უფრო იზრდება

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ უკრაინაში შემდგომი ესკალაციისა და სისხლისღვრის შესაძლებლობა სულ უფრო იზრდება.

შალვა პაპუაშვილი

06 თებერვალი 2023, 21:16

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა

საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

06 თებერვალი 2023, 21:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: ისინი დღემდე კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, თუმცა, პარალელურ რეჟიმში იმუქრებიან სამოქალაქო ომით და ქვეყნის შიგნით სისხლისღვრით

ისინი დღემდე კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში იმუქრებიან სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით ქვეყნის შიგნით. პირდაპირი მუქარები აქვთ, რომ იქნება ომი საქართველოში. ქართველებს ემუქრებიან ომით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 თებერვალი 2023, 21:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს საქართველოს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესი დამტკიცდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელსი წერს. მისი თქმით, აკრედიტაციის წესი, სრულად, მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.

მამუკა მდინარაძე

06 თებერვალი 2023, 21:03

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ამდენ მოწოდებებს, ლობისტებში დიდი ფულის გადაყრას, ჯობია, სააკაშვილს მოუწოდონ, საჭმელი შეჭამოს

ჩვენ ვიცით ერთი რაღაც, რომ ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს, ვიღაცის თვალის ასახვევად დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, ჯობია, თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და ობიექტურად ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქეთ მხარეს, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

06 თებერვალი 2023, 20:53

საზოგადოება

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

„ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი თურქეთში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა. თურქეთში „იმედისთვის“ ანუკი ჩხიკვაძე და სულხან ფუტკარაძე იმუშავებენ. 17:00 საათზე დაგეგმილი ფრენა თითქმის 2-საათიანი დაგვიანებით შესრულდა. მიწისძვრით განადგურებული ტერიტორიისაკენ სახმელეთო გზით გადაადგილება კი საკმაოდ რთულია, რადგან ფაქტობრივად სამარშრუტო გზა აღარ არსებობს.

მამუკა მდინარაძე

06 თებერვალი 2023, 20:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გვინდა გამოვეხმაუროთ ცესკოს ძალიან კარგ გადაწყვეტილებას, რომ მომავალ არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონულად მისცემს. ეს არის საარჩევნო რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი

გვინდა გამოვეხმაუროთ ცესკოში მიღებულ დღევანდელ ძალიან კარგ გადაწყვეტილებას - პრაქტიკულად სრული კონსესუსით (გამონაკლისი იყო მხოლოდ 1-2 ადამიანი) მიღებულია გადაწყვეტილება, ნაცვლად 70%-სა (და ჩვენ ვთქვით, რომ 70%-ზე მეტი მიიღებდა ელექტორნული წესით მომავალ არჩევნებში მონაწილეობას) მიიღებს მონაწილეობას მინიმუმ 90% და ეს არის საარჩევნო რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, -

06 თებერვალი 2023, 20:49

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.