09 იანვარი 2023, 11:53 / სანდო წყარო

ხათუნა ბურკაძე: 2023 წელს ერთიანობით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება უნდა შევძლოთ

ხათუნა ბურკაძე

ხათუნა ბურკაძე

2023 წელს აუცილებელია კონსოლიდაცია და ერთიანობა გეოპოლიტიკური შესაძლებლობების სათანადოდ გამოსაყენებლად და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესასრულებლად. საერთო ძალისხმევით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება უნდა შევძლოთ, რაც ჩვენს ისტორიულ და ცივილიზაციურ არჩევანს წარმოადგენს. პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია ჩვენი ევროპული მომავლისა და მთლიანად სახელმწიფოებრიობისათვის საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ საგნობრივი დისკუსიებითა და გარკვეული კომპრომისებით შესაძლებელია საკვანძო მიმართულებებით რეფორმების განხორციელების პროცესში მეტი ხელშესახები შედეგის მიღწევა, - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების ურთულესი გარემო, ამავდროულად, ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ეროვნული თანხმობის მიღწევას მოითხოვს. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიული მოქმედებების განხორციელებას უკრაინის წინააღმდეგ და „საშობაო ცეცხლის შეწყვეტის“ გამოცხადებულ პირობასაც არღვევს, მათ შორის ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს ჰუმანიტარულ მისიაზე თავდასხმით. ეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ ხელყოფას წარმოადგენს და ცივილიზებული სამყაროს მიერ დადგენილ ყველა ნორმას უგულებელყოფს.

„ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისისა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა შეიქმნა. აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ეროვნული თანხმობის დეკლარაცია შემუშავდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის იმ საკვანძო მიმართულებების მიხედვით, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს (დეოკუპაცია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა, სოციალური პოლიტიკა (გთხოვთ, იხილოთ დეკლარაცია). ეროვნული თანხმობის პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და შექმნას საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე - ფართო საზოგადოებაში. პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში გვქონდა შეხვედრები რეგიონებში, მათ შორის ზუგდიდში, ბათუმში, ახალციხეში, ქუთაისში. შეხვედრების მონაწილეები სხვადასხვა რეგიონიდან ელიან, რომ პოლიტიკური ძალები, განსხვავებების მიუხედავად, შეძლებენ ქვეყნის განვითარების პოზიტიურ დღის წესრიგთან დაკავშირებით შეთანხმებას, რათა უზრუნველვყოთ საქართველოს უსაფრთხოება და ხელი შევუწყოთ ქვეყნის როლის უკეთ გამოკვეთას ევროპულ, ევროატლანტიკურ პოლიტიკურ რუკაზე, რაც თითოეული ჩვენგანის უკეთეს მომავალს განაპირობებს,“ - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

ყველა სიახლე

07 თებერვალი 2023, 21:21

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: 5 თებერვალს, ბათუმის ნავსადგურში შემოსულ გემზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები - მოვუწოდებთ ყველას, ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ერთი-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. უწყება აღნიშნულს დეზინფორმაციას უწოდებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავოს ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან.

07 თებერვალი 2023, 20:55

მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

07 თებერვალი 2023, 20:53

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ნონა წოწორიაზე: ეს ადამიანები ილუზიებით და აღქმებით ცხოვრობენ და დღემდე სჯერათ, რომ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო

„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილის, ნონა წოწორიას Facebook-სტატუსს გამოეხმაურა, რომელმაც ქართველ ხალხს ბრბო უწოდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

07 თებერვალი 2023, 20:33

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: ასეთი შეფასება ჩვენი სამართლებრივი სისტემისა და ჩვენი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია

უკრაინის საგარეო სამინისტროს მხრიდან ასეთი შეფასება რა თქმა უნდა არის ჩვენი სამართლებრივი სისტემის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელი. შესაბამისად, არც მეგობრულ და მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორობაში არ ჯდება, - ასე გამოეხმაურა არლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც უწყება სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს.

გივი მიქანაძე

07 თებერვალი 2023, 20:31

პოლიტიკა

გივი მიქანაძე უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: კანონმდებლობით სააკაშვილისთვის მინიჭებული ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ვინც არ უნდა იყოს ეს, უკრაინული მხარე თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მოსწონს ეს მას თუ არა, სააკაშვილმა უნდა აგოს პასუხი იმ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ, კონკრეტულ არგუმენტებზე და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებით. ასე გამოეხმაურა ის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

გიორგი ჯანჯღავა

07 თებერვალი 2023, 20:18

საზოგადოება

თურქეთში საქართველოს ელჩი: როგორც ჩვენ ვიცით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქართველოს ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი.

თამარ ჩიბურდანიძე

07 თებერვალი 2023, 19:50

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: განაჩენის გამოცხადებისთანავე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა

გუშინ, როგორც კი სასამართლო განაჩენი გამოცხადდა, მაშინვე გავრცელდა სააკაშვილის განცხადება, ახალი გეგმა ჩართო, ბრძოლისა და შეტევის დროაო - „სიკვდილი“ მომენტალურად გადაიფიქრა, - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სასამართლო პროცესის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებას.

ოლექსი დანილოვი

07 თებერვალი 2023, 19:48

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: უკრაინა საბოლოოდ მიიღებს F-16-ის გამანადგურებლებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა საბოლოოდ მიიღებს F-16-ის გამანადგურებლებს.

07 თებერვალი 2023, 19:40

საზოგადოება

თურქეთში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს 2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

07 თებერვალი 2023, 19:23

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 20 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 20 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

07 თებერვალი 2023, 19:23

კულტურა

კულტურის სამინისტროს პროექტის „თეატრალური საგანძურის“ პრეზენტაცია გაიმართა

კინოთეატრ „კავეაში“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის, „თეატრალური საგანძურის“, პრეზენტაცია გაიმართა. სამინისტროს ინიციატივით, ღონისძიება დიდი ქართველი რეჟისორის, თეატრის მკვლევრის, პედაგოგის, კინომსახიობთა თეატრის დამაარსებლის, მიხეილ თუმანიშვილის, დაბადების დღეზე ჩატარდა და მას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისისა და რეგიონების სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები, თეატრის კრიტიკოსები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ნიკოლეიშვილი

07 თებერვალი 2023, 18:56

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: არათუ მხარდამჭერები, პარტიის წევრებიც კი აღარ დადიან ცირკის კლოუნების ყალბ აქციებზე

არათუ მხარდამჭერები, პარტიის წევრებიც კი აღარ დადიან ცირკის კლოუნების ყალბ აქციებზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გამართულ აქციას.

ლინკოლნ მიტჩელი

07 თებერვალი 2023, 18:48

პოლიტიკა

ლინკოლნ მიტჩელი: ის, რაც ყოველდღიურად ხდება აშშ-ის საპატიმრო სისტემაში, ბევრად უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ის, რისი ატანაც სააკაშვილს უწევს

ამერიკელი ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი Twitter-ზე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

გიორგი კალანდარიშვილი

07 თებერვალი 2023, 18:44

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: უპრეცედენტოა, რომ წელიწად-ნახევრით ადრე ცნობილია ყველა ძირითადი წესი რომელიც უკავშირდება უბნებს, უკავშირდება ამომრჩეველთა გადანაწილებას და ა.შ.

როდესაც ორგანულმა კანონმა დაადგინა, რომ ამომრჩეველთა არანაკლებ 70%-მა უნდა მიიღოს ტექნოლოგიური საშუალებებით არჩევნებში მონაწილეობა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მნიშვნელოვნად აამაღლა და აწია თამასა. არა თუ 70%, არამედ ამომრჩეველთა თითქმის 90% მიიღებს ტექნოლოგიური საშუალებებით არჩევნებში მონაწილეობას, - ამის შესახებ , - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

07 თებერვალი 2023, 18:37

მსოფლიო

ჯანმოს პროგნოზით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა ოთხჯერ გაიზარდოს. ასეთი პროგნოზი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) კეთდება.

გიორგი კალანდარიშვილი

07 თებერვალი 2023, 18:33

საზოგადოება

გიორგი კალანდარიშვილი: იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, ბიულეტენები გაციფრულდება

2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის, 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ განაცხადა. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცესს ცალსახად შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ადამიანური შეცდომები

ოლექსი დანილოვი

07 თებერვალი 2023, 18:27

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: კრემლში ესმით, რომ უკრაინაში მიზნებს ვერ მიაღწევენ, ამიტომ უკვე მოლაპარაკებებს იხვეწებიან

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ კრემლში ესმით, რომ უკრაინაში მიზნებს ვერ მიაღწევენ, ამიტომ უკვე მოლაპარაკებებს იხვეწებიან.

გიორგი ვოლსკი

07 თებერვალი 2023, 18:19

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ქვეყნის სამსახური, გადაჯეგა, არ დაუტოვა სივრცე

ოპოზიციური ფლანგი ვერ შედგა, რადიკალურმა ოპოზიციამ სხვა ოპოზიციური ჯგუფები, რომელთაც სწადიათ ქვეყნის სამსახური, გადაჯეგა, არ დაუტოვა სივრცე,- ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

07 თებერვალი 2023, 18:16

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: მე არ მახსოვს ოდესმე მათ გამოეჩინათ სახელმწიფო ინტერესების მიმართ ლოიალობა და შემოეთავაზებინოთ მუშაობის ნორმალური რეჟიმი

თუკი რაციონალურია წინადადება, რასაკვირველია, უნდა დათმო, მაგრამ, როცა კამათი მიდის კამათისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ თუკი მას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს კანონპროექტი მიიღოს“ და შინაარსისგან დაცლილი შეტევა თუ ხდება, რასაკვირველია, ეს რთულია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ოპოზიციასთან ერთად მუშაობაზე საუბრისას.

07 თებერვალი 2023, 18:13

სამართალი

ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებს რანგში დაწინაურების სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურორებს და გამომძიებლებს რანგში დაწინაურება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიებას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე შოთა ტყეშელაშვილი და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.