imedi /  10 იანვარი 2023, 14:03 / სანდო წყარო

ბექა დავითულიანი: სიების კეთება ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, სიებს აკეთებდნენ, ვინ უნდა დაეჭირათ, ვინ უნდა „გაეწეწათ“, ვის უნდა ემღერა საახალწლო კონცერტზე და ვის - არა

ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

სიების კეთება ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. სიებს აკეთებდნენ, ვინ უნდა დაეჭირათ, ვინ უნდა „გაეწეწათ“, ვის უნდა ემღერა საახალწლო კონცერტზე და ვის - არა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კომიკურად გამოიყურება.

„არავის დაუანონსებია, რომ „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი უნდა გაკეთდეს. მათ მიმართეს და პასუხი იყო, რომ თუ იგივე მტკიცებულებები და არგუმენტები იქნება, წარმოადგინეთ და ვიმუშავებთო. აქ ამბავი ატყდა და აჟიოტაჟი იყო, თითქოს საერთაშორისო პარტნიორები რაიმე სიაზე მუშაობენ. სიების კეთება ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. სიებს აკეთებდნენ, ვინ უნდა დაეჭირათ, ვინ უნდა „გაეწეწათ“, ვის უნდა ემღერა საახალწლო კონცერტზე და ვის - არა. დღესაც ამ სიებს აკეთებენ, მაგრამ ახლა ძალიან კომიკურად გამოიყურებიან, რადგან ძალაუფლება აღარ აქვთ, რომ ეს ყველაფერი აკეთონ. ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო და ასე გააგრძელონ, ერთმანეთს ჩანაწერები უვრცელონ, როგორც მელიას გაუკეთეს. რა ჩიტს დაიჭერენ, თავად ნახავენ“, - განაცხადა დავითულიანმა.

მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის აქტის“ ავტორს ქართული გვარებით მსგავსი სიის შედგენა სთხოვა; სააკაშვილმა ბილ ბროუდერს თხოვნით მიმართა, დაეხმაროს ახალი სიის შედგენაში. „ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სიაში შევა ყველა ის ადამიანი, რომლებიც ექსპრეზიდენტს „წამებით კლავენ“.

ყველა სიახლე

ბენ უოლესი

30 იანვარი 2023, 22:16

მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: Challenger 2-ის ტანკები უკრაინაში ფრონტის ხაზზე ზაფხულამდე იქნებიან

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ Challenger 2-ის ტანკები უკრაინაში ფრონტის ხაზზე ზაფხულამდე იქნებიან.

სვიმონ ჯანგულაშვილი

30 იანვარი 2023, 22:07

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: ხიხოების „ნაციონალური მოძრაობა“, ელენე ხოშტარიები, ზურაბ ჯაფარიძეები და თაკო ჩარკვიანები - ხიხო-ხაბეს ჰიპოსტასები, კიდევ როგორ გადავრჩით 2008-ში?

ნაცებო, აბა, გააღეთ პირი და სთქვით „აააა!!!!" ვინ ყოფილა „ხიხო"? ხიხო აირჩიეთ ნაცთ-უხუცესად? =- ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე

30 იანვარი 2023, 21:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ ევროპის ერთ-ერთი უძველესი პარლამენტის შენობაში, სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბასკეთის მხარეში, ქალაქ გერნიკაში, ევროპის ერთ-ერთი უძველესი პარლამენტის შენობაში, სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

30 იანვარი 2023, 21:35

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ ოლეგ სერებრიანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა, მოლდოვასა და საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად და მათი ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროექტებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს საქართველოსა და მოლდოვაში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მიმდინარე პროგრამები.

მაკა ბოჭორიშვილი

30 იანვარი 2023, 21:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ველით, რომ ევროკავშირი ჩვენს ძალისხმევას შესაბამისად შეაფასებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს - საქართველომ თავისი ქმედებებით დაამტკიცა, რომ ევროკავშირისთვის სანდო და ერთგული პარტნიორია

საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უდავოა და ველით, რომ ევროკავშირმა ჩვენი ძალისხმევა შესაბამისად შეაფასოს და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა შვედეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ თავისი ქმედებებით დაამტკიცა, რომ ევროკავშირისთვის სანდო და ერთგული პარტნიორია.

იენს სტოლტენბერგი

30 იანვარი 2023, 21:00

მსოფლიო

სტოლტენბერგი: დღეს ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება ომი - ვხედავთ, რომ რუსეთი უფრო მეტი ომისთვის ემზადება

სეულში ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი უფრო მეტი ომისთვის ემზადება.

ბექა დავითულიანი

30 იანვარი 2023, 20:54

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: სადაც შენს თავს ურჩევნიათ სხვა და ის სხვა ლევან ხაბეიშვილია, იქ გაჩერებას აზრი არ აქვს

სადაც შენს თავს ურჩევნიათ სხვა და ის სხვა არის ლევან ხაბეიშვილი, ჩემი აზრით, იქ გაჩერებას აზრი არ აქვს. მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, ბუნების კანონია და ძალიან სწორია, რომ ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. ამის შედეგი იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაასრულებს სამარცხვინოდ თავის მოღვაწეობას ამ ქვეყანაში.

გიული ალასანია

30 იანვარი 2023, 20:41

პოლიტიკა

გიული ალასანია: მე არ შემიცვლია პოზიცია, ჩვენი თხოვნა ყოველთვის იყო გათავისუფლება, ან სასჯელის გადავადება

აუცილებელია მისი გაყვანა რადგან აქ, ადგილზე, შესაძლებლობები არ არის. მე არ შემიცვლია პოზიცია - ჩვენი თხოვნა ყოველთვის იყო გათავისუფლება, ან გადავადება, - ამის შესახებ გიული ალასანიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

პეკა ჰაავისტო

30 იანვარი 2023, 20:28

მსოფლიო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ფინეთის დიდი სურვილია ნატოში შვედეთთან ერთად გაწევრიანდეს

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ ფინეთის დიდი სურვილია ნატოში შვედეთთან ერთად გაწევრიანდეს.

30 იანვარი 2023, 20:28

პოლიტიკა

კობა ნაყოფია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

კობა ნაყოფიას განცხადებით, ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. მისივე თქმით, რჩება პარტიის რიგით წევრად.

ოლექსი რეზნიკოვი

30 იანვარი 2023, 20:01

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა წელს დრონების შესაძენად 545 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა წელს დრონების შესაძენად 545 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

30 იანვარი 2023, 19:53

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში 2023 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელა

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა. შეხვედრა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მიხაილო პოდოლიაკი

30 იანვარი 2023, 19:37

მსოფლიო

პოდოლიაკი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით უყურებს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ რუსეთს გენოციდის პროპაგანდის პლატფორმას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ომის, მკვლელობისა და ნგრევის ხელშემწყობია.

ირაკლი კობახიძე

30 იანვარი 2023, 19:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბიზნესის რეკეტი და კორუფცია იყო სააკაშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი და მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ ასეთი რეჟიმი საქართველოში აღარასდროს არ უნდა დაბრუნდეს

სააკაშვილის განცხადება ჩვეულებრივი აღიარება იყო, რომ არის ერთი ჩვეულებრივი რგოლი სისტემაში და მას არანაირი დამოუკიდებელი თამაშის რესურსი არ აქვს და ასრულებს ვიღაცის დავალებებს, - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი.

გელა ნიკოლაიშვილი

30 იანვარი 2023, 19:22

სამართალი

გელა ნიკოლაიშვილი: დაცვის მხარის მოწმეებმა დაადასტურეს სააკაშვილთან დაკავშირებით თავიანთი ექსპერტიზის დასკვნა, ისაუბრეს სამედიცინო ნიუანსებზე, რომლებიც იყო საკამათო

დღევანდელმა მოწმეებმა დაადასტურეს თავიანთი ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნა, რაზეც ხელს აწერდნენ. ისაუბრეს სამედიცინო ნიუანსებზე, რომლებიც ასე თუ ისე იყო საკამათო. მაგალითად, საკვების მიღებასთან, წონის კლებასთან დაკავშირებით. მათ ჰქონდათ პრეტენზია, რომ არასწორად გამოვიდა შიმშილობიდან, ზედმეტ საკვებს იღებდა, თუმცა შემდეგ წონამ მოიმატა, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 იანვარი 2023, 18:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოსთვის ბასკეთის მხარის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან არის ძალიან დადებითი განწყობა

ბასკეთის მხრიდან არის ძალიან დადებითი განწყობა, რაც ფიქსირდება ყველა შეხვედრაზე. შესაბამისად, გვაქვს მათი მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრებზე თანამშრომლობის გარღმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძე

30 იანვარი 2023, 18:46

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: რა დამოკიდებულებაც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობისადმი, ის დამოკიდებულება აქვს ახლა სამედიცინო პერსონალის მიმართ

რა დამოკიდებულებაც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის მიმართ თავის დროზე, ის დამოკიდებულება აქვს ახლა სამედიცინო პერსონალის მიმართ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა

30 იანვარი 2023, 18:43

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭო: ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია

ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია.

ირაკლი კობახიძე

30 იანვარი 2023, 18:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ არის ჩვეულებრივი აგენტი. მას იმასაც კი არ ეუბნებიან, თუ რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში

მან პრინციპში დაადასტურა, რომ არის ჩვეულებრივი აგენტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 იანვარი 2023, 18:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ხაბეიშვილი ფორმალური თავმჯდომარე იქნება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იგივე პრაქტიკა გრძელდება, რაც მანამდე იყო ჩამოყალიბებული

ეს არის რეალურად იმ მდგომარეობის ლუსტრაცია, რაც არის ამ პოლიტიკურ პარტიაში. ყველა ვხედავთ, თუ რა პოლიტიკური ფიგურაა არჩეული თავმჯდომარედ და შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ როგორ გაგრძელდება მოვლენები, - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას.