10 იანვარი 2023, 16:15 / სანდო წყარო

ედიშერ გვენეტაძე ბენ ჰოჯესზე: ძალიან კარგად იცის, რომ არავითარი ხელბორკილით არ არის პატარა საქართველო რუსეთთან მიბმული, მაგრამ მაინც ამბობს იმას, რაც უთხრეს

ედიშერ გვენეტაძე

ედიშერ გვენეტაძე

ძალიან კარგად იცის, რომ არავითარი ხელბორკილით არ არის პატარა საქართველო რუსეთთან მიბმული, არამედ, თავდაუზოგავად იბრძვის ქართული სახელმწიფოებრიობის და საკუთარი მოქალაქეების ფიზიკური გადარჩენისათვის, მაგრამ მაინც ამბობს იმას, რაც უთხრეს და რაც უნდა თუ არ უნდა, უნდა თქვას!, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, არასასიამოვნო და გულსატკენია ამის მოსმენა იმ ქვეყნის თუნდაც გადამდგარი თანამდებობის პირისაგან, რომელიც თეთრზე შავს ამბობს და პირიქით-შავზე თეთრს.

„ძალიან კარგად იცის ამ ბატონმა ყველაფერი, ძალიან კარგად! მაგრამ....დაავალეს და ასე უნდა თქვას! ძალიან კარგად იცის, რომ პატარა საქართველომ უკრაინას რა უპრეცედენტო სახის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და უწევს! ძალიან კარგად იცის ყველა საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებზე, ხელმოწერებზე პატარა საქართველო, რომ უკრაინის გვერდზე იდგა და დგას! ძალიან კარგად იცის, რომ პატარა საქართველო საკუთარ მოქალაქეებს აკლებს და უკრაინელ ლტოლვილებს უნაწილებს! ძალიან კარგად იცის უკრაინის ხელისუფლება მიუხედავად ყოველივესი, როგორი უმადურია პატარა საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ გაწეული დახმარებების! ძალიან კარგად იცის, რომ პატარა საქართველო თავისი პოლიტგავლენებიდან და ეკონომიკიდან გამომდინარე მაქსიმალურს, რომ აკეთებს უკრაინისადმი!

მაგრამ, როგორც გადამდგარს, როგორც არასამთავრობოს, დავალებიდან გამომდინარე ძალიან აწუხებს, როგორც ეტყობა აქ რატომ არ ვართ უფრო მეტად ჩაბმული ომში! ძალიან კარგად იცის უკრაინის ხელისუფლება რამდენ პატარა საქართველოდან გაქცეულ კრიმინალს იპარავს და ხელისუფლებაში აწინაურებს!

ძალიან კარგად იცის, რომ არავითარი ხელბორკილით არ არის პატარა საქართველო რუსეთთან მიბმული არამედ, რომ იგი თავდაუზოგავად იბრძვის ქართული სახელმწიფოებრიობის და საკუთარი მოქალაქეების ფიზიკური გარჩენისათვის, მაგრამ მაინც ამბობს იმას, რაც უთხრეს და რაც უნდა თუ არ უნდა, უნდა თქვას!

ამის მოსმენა, ფრიად არასასიამოვნო და გულსატკენია იმ ქვეყნის თუნდაც გადამდგარი თანამდებობის პირისაგან, რომელიც თეთრზე შავს ამბობს და პირიქით-შავზე თეთრს! რომელიც ჩვენი პატარა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც უდიდესი დახმარებები გაგვიწია 1990-იან და შემდგომ წლებში, რომლის სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და სამოქალაქო ღირებულებები სანიმუშო და მისაბაძია ჩვენთვის და რომლის დემოკრატიული იდეალების ასე სჯეროდა ჩემს თაობას!“, - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

ყველა სიახლე

ზურაბ ქადაგიძე

28 იანვარი 2023, 12:57

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს, მერაბიშვილები და ახალაიები მარტივ მამრავლებად შლიან და ინაწილებენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბოროტ მოვლენას-"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს მერაბიშვილები და ახალაიები მარტივ მამრავლებად შლიან და ინაწილებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ბუმერანგივით დაუბრუნდა მიხეილ სააკაშვილს საკუთარი მოძალადე სისტემა.

28 იანვარი 2023, 12:53

საზოგადოება

საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაცია ქართულ მობილურ აპლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი

საერთაშორისო სათავგადასავლო პლატფორმა Wikiloc-ის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონიშნული საფეხმავლო ბილიკები ქართულ მობილურ აპლიკაციაზე „Biliki ბილიკი“ არის ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე აპლიკაციაში ბილიკების ნაწილია ჩატვირთული და ეტაპობრივად განახლდება.

ვახტანგ ცინცაძე

28 იანვარი 2023, 12:40

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: Fitch-ის საინვესტიციო რეიტინგამდე ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომელზე გადასვლაც თვისობრივად შეცვლის საქართველოში ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოს

Fitch-ის საინვესტიციო რეიტინგამდე ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომელზე გადასვლაც თვისობრივად შეცვლის საქართველოში ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ Fitch-ის ახალ შეფასებაზე საუბრისას განაცხადა, რომლითაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა.

ვლადიმირ პუტინი

28 იანვარი 2023, 12:18

მსოფლიო

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“: ვლადიმირ პუტინი მზადაა, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კიდევ 6 თვით გააჭიანუროს

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კიდევ 6 თვით გააჭიანუროს

28 იანვარი 2023, 12:04

სამართალი

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ა.ს. ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

მირზა გელაშვილი

28 იანვარი 2023, 11:51

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ რა გახდა Fitch-ის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა განმარტა, თუ რა გახდა Fitch-ის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა. „საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა განაახლა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასება. რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.

გიორგი ვოლსკი

28 იანვარი 2023, 11:26

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე იქმნება რამდენიმე შტაბი, არ ვიცი, ვინ იქნება უფრო ოპერატიული ან წარმატებული გარკვეული რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის

„პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე იქმნება რამდენიმე შტაბი, არ ვიცი, ვინ იქნება უფრო ოპერატიული ან წარმატებული, გარკვეული რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის. ვფიქრობ, ძალიან ბევრ საკუთარი ამომრჩეველსაც დაკარგავენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ქვეყანას უწევენ ძალიან ცუდ სამსახურს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

28 იანვარი 2023, 11:25

ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა. პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითაც 2022 წლის ბოლომდე მოხდა: მთავრობის ვალის პანდემიამდელ ნიშნულამდე შემცირება; ფისკალური დეფიციტის კლება; საერთაშორისო რეზერვების შევსება.

ირაკლი ზარქუა

28 იანვარი 2023, 11:22

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ღირსეული დასასრული აქვს „ნაცმოძრაობას“, როდესაც ხაბეიშვილი იქნება ცვლილების სიმბოლო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ღირსეული დასასრული აქვს, როდესაც ლევან ხაბეიშვილი იქნება პარტიაში ცვლილების სიმბოლო.

შალვა პაპუაშვილი

28 იანვარი 2023, 11:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობის“ პრობლემა არის არა მის ხელმძღვანელში, არამედ იმ ფუნდამენტში, რომელზეც ეს პარტია დგას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არა თავმჯდომარეში, არამედ პარტიის ფილოსოფიაშია.

გოგა ხაინდრავა

28 იანვარი 2023, 11:15

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: როდესაც სააკაშვილი რუსეთზე საუბრობს, პირველ რიგში, ეს არის მერაბიშვილი, ნაყოფია, რომელიც თავის რუსულ წარმომავლობას არც არასდროს მალავდა

„როდესაც ის რუსეთზე საუბრობს, პირველ რიგში, ეს არის მერაბიშვილი, ნაყოფია, რომელიც თავის რუსულ წარმომავლობას არც არასდროს მალავდა. ეს ინტერვიუ ორი მიმართულებით არის: ერთი, ის აშანტაჟებს იმ ადამიანებს, ვინც მის ზურგს უკან დგას და ამ ინტერვიუთი აგრძნობინებს, რომ შესაძლოა, პირი დააღოს და ძალიან ბევრი ადამიანი გაერევა ამ უბედურებაში, ამ სამარცხვინო ქმედებაში, რომელსაც ადგილი აქვს. ეს ხალხი არ არის მარტო უკრაინაში, ეს ხალხი არის აშშ-ში, ბრიუსელში, მოსკოვში“, - განაცხადა ხაინდრავამ.

პეტრე ცისკარიშვილი

28 იანვარი 2023, 11:10

პოლიტიკა

პეტრე ცისკარიშვილი: დააკვირდით, რას ამბობს მიშა - საქართველოში დამაბრუნეს უკრაინის უშიშროების სამსახურში ჩანერგილმა რუსეთის აგენტებმაო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ყოფილი გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნების კონტექსტში სააკაშვილი მერაბიშვილზე არაფერს ამბობს.

28 იანვარი 2023, 10:48

საზოგადოება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს. 2022 წლის ანგარიშის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ ყურადღება გაამახვილა, სოციალური შემწეობების, სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტების გაზრდაზე, ასევე საზოგადოებრივ სამუშაოებში სოცდაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე.

28 იანვარი 2023, 10:34

მსოფლიო

„ჰამასმა“ იერუსალიმში სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას ისრაელის მიერ ჩატარებულ რეიდზე „ბუნებრივი რეაქცია“ უწოდა

ღაზას სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰაზემ ყასემმა იერუსალიმში, სინაგოგასთან მომხდარ ტერაქტს ქალქ ჯენინში ისრაელის მიერ ჩატარებულ რეიდზე „ბუნებრივი რეაქცია“ უწოდა.

ზაალ ანჯაფარიძე

28 იანვარი 2023, 10:22

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეა და რა სიმბოლური დამთხვევაა, მისი მკვლელი სისტემა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმას არკვევს, მათ რიგებში ვინ არის აგენტი

დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეა და რა სიმბოლური დამთხვევაა, მისი მკვლელი სისტემა - სახელწოდებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმას არკვევს ლიდერიდან დაწყებული, მათ რიგებში ვინ არის აგენტი, - ამის შესახებ ექსპეტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

გია ხუროშვილი

28 იანვარი 2023, 10:09

პოლიტიკა

გია ხუროშვილი სააკაშვილის ინტერვიუზე: კმარა! – სიმართლე ყველამ უნდა ვიცოდეთ! ჩვენი ბოლო შეხვედრაც მახსოვს

ყოფილი მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი, მიხეილ სააკაშვილის Spiegel-ისთვის მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც, გამოცემის თანახმად, სააკაშვილი ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც მისი საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმა, არაა გამორიცხული, რუსეთის აგენტები იყვნენ.

ნანა კაკაბაძე

28 იანვარი 2023, 09:59

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალბატონი სალომე არაფერს აკეთებს იმის გარდა, რომ მიყურადებულია, ვინ გამოთქვამს ჩვენი ქვეყნის მიმართ საყვედურს, რომ მაშინვე მათ შეუერთდეს

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალბატონი სალომე არაფერს აკეთებს იმის გარდა, რომ მიყურადებულია, აბა, ვინ გამოთქვამს ჩვენი ქვეყნის მიმართ საყვედურს, რომ მაშინვე მათ შეუერთდეს და მსოფლიოს გასაგონად იყვიროს - „ამ ქვეყნის პრეზიდენტი კი მქვია, მაგრამ მუდამ თქვენთან ვარ, მუდამ თქვენი ვარ და არ გეგონოთ მე აქ ქართველების ინტერესებს ვატარებო, - ამის შესახებ Facebook-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.

ვანო მერაბიშვილი

28 იანვარი 2023, 09:30

პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი: რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად ის ხალხი მაბრალებს, ვისაც ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან კოლაბორაციის მაგალითებით - სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო

რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით, სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი Facebook-ში წერს.

28 იანვარი 2023, 09:04

მსოფლიო

ტენესის შტატში დაკავების დროს პოლიციის მიერ ნაცემი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ხუთ პოლიციელს ბრალი წაუყენეს

აშშ-ში, ტენესის შტატში ხუთ პოლიციელს წარედგინა ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით, მას შემდეგ რაც მათ მიერ დაკავებული სავარაუდო დამნაშავე დაკავებისას მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

28 იანვარი 2023, 08:36

პოლიტიკა

28-29 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება

28-29 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.