14 იანვარი 2023, 13:53 / სანდო წყარო

ეკა სეფაშვილი: არც ევროკავშირი გვეუბნება ამას და არც ჩვენს ინტერესშია, რომ ეკონომიკურად მხოლოდ ევროკავშირს გადავეჯაჭვოთ, პირიქით - ჩვენსავე ეროვნულ ინტერესებშია, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან გვქონდეს

ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

საქართველო ნელ-ნელა გეოპოლიტიკურ რუკაზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის თავის ისტორიულ, სატრანზიტო ფუნქციას იბრუნებს. არც ევროკავშირი გვეუბნება ამას და არც ჩვენს ინტერესშია, რომ ეკონომიკურად მხოლოდ ევროკავშირს გადავეჯაჭვოთ, პირიქით - ჩვენივე ეროვნულ ინტერესებშია, მჭიდრო ეკონომიკური კავშირი რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან გვქონდეს. ეს ელემენტარული რამ, როგორც წესი, ნებისმიერმა ინვესტორმა იცის - ინვესტიციები სხვადასხვა პორტფელში რომ უნდა განათავსოს, რათა თუ ერთ პორტფელს საფრთხე შეექმნა, მეორე - ამ საფრთხეს გადაურჩეს, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, ძალიან დიდი პროექტების განხორციელება იგეგმება.

„მაგალითისთვის, შეგვიძლია ვისაუბროთ ელექტროკაბელზე, რომელიც თავიდან ბოლომდე საქართველოს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ხორციელდება. საუბარი ეხება ციფრულ კაბელსაც, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, თანამედროვე მეცნიერული ტექნიკური პროგრესის გათვალისწინებით, ციფრული ტექნოლოგიები სწორედ ის ტექნოლოგიებია, რომლებსაც ნელ-ნელა მთელი ჩვენი ყოფა-ცხოვრება ერგება. მეხუთე ინდუსტრიული რევოლუცია სწორედ ამ ციფრული ტექნოლოგიების ძალიან დიდ განვითარებაზე იქნება, საქართველო კი ასეთი ტიპის პროექტებიდან არ უნდა იყოს გამოთიშული. საუბარი იყო სომხებთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე - საუდის არაბეთთან, თუ აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან. იგივე ცენტრალური აზიის ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები - ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება მათთანაც, რა თქმა უნდა, საქართველოს სასიცოცხლო ეკონომიკურ ინტერესებშია. ევროკავშირთან ინტეგრაციაც იმას გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი ფიზიკური ურთიერთდაკავშირებულობა იყოს“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაცია ეკონომიკური სტაბილურობისა და წინსვლის გარეშე შეუძლებელია, ამისთვის კი, ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობა აუცილებელი წინაპირობაა.

„პოლიტიკური ინტერესები ძალიან მჭიდროდ არის გადაბმული ეკონომიკურ ინტერესებთან, უბრალოდ, ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა. ამ შემთხვევაში, ჩვენ რასაც ეკონომიკურ ვუწოდებთ, შეიძლება არ იყოს ხელშესახები იმ თვალსაზრისით, რომ არ გამოიხატებოდეს ლარებში, დოლარებში ან ევროებში, მაგრამ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ეკონომიკური განზომილება და ფაქტორია რეგიონსა და ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, რადგან სწორედ ეს არის ის გარემო, რომელიც აუცილებლად სჭირდება ბიზნესსა და ეკონომიკას, რათა განვითარდეს. როგორც წესი, მსოფლიო ეკონომიკის ისტორიას რომ გადავხედოთ, ხშირად ხდება ხოლმე, რომ ჯერ პოლიტიკური ინტერესებია წინ წამოწეული და პოლიტიკური დაახლოების სურვილი უბიძგებთ ქვეყნებს ეკონომიკური დაახლოებისაკენ და ასევე ხშირად ხდება, როდესაც ეკონომიკური ურთიერთობები უბიძგებს სახელმწიფოებს უფრო მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა დაამყარონ ერთმანეთთან. მთავარი ის კი არ არის, რომელი ფაქტორები, პოლიტიკური თუ ეკონომიკური უბიძგებს სახელმწიფოებს ერთმანეთს შორის მყარი, კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას, არამედ ის, თუ რას მოიტანს ეს ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ქვეყნის კეთილდღეობისთვის ეს არის სწორედ მომტანი იმ მატერიალური დოვლათის ზრდა და ისეთი ფაქტორების უზრუნველყოფა, როგორიც არის უსაფრთხოება, კანონის უზენაესობა, სიცოცხლის უფლების დაცვა, განათლების მიღების შესაძლებლობები და ძალიან ბევრი ერთმანეთზე გადაჯაჭვული ფაქტორი, რომელიც შეუძლებელია უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობიანი გარემოს გარეშე. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა პრემიერმა ძალიან საინტერესო ინიციატივა გააჟღერა სომხეთში ვიზიტის დროს, რომელიც ეხებოდა მშვიდობიანი პლატფორმის შექმნის ინიციატივას. ჩვენმა ქვეყანამ შუამავლის ფუნქცია ძალიან წარმატებით შეასრულა და ამ ფუნქციის გაძლიერება, რათა რეგიონში ჩვენ ვიყოთ მშვიდობის პლატფორმა და ამ ინიციატივის დახმარებით მოვახდინოთ ამ კონცეფციის - მშვიდობიანი, უსაფრთხო და სტაბილური გარემოს გავრცელება ჩვენს რეგიონში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს აღვნიშნავ - მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაცია ნომერ პირველი ამოცანაა. ამის შესახებ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს და ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ მას. ძალიან ხშირად, როგორც წესი, ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ხშირად უთითებენ ისეთ პოლიტიკურ ფაქტორებსა და მდგენელებს, როგორებიცაა სტაბილურობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სამართლებრივი სისტემების დაწესება და ა.შ. თუმცა, ევროკავშირში ინტეგრაციისათვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარება და სიძლიერე“, - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

მან ევროპულ ღირებულებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა ფასეულობა, რომელთანაც ევროპა ასოცირდება, ქართველებისთვის უცხო არაა.

„ჩვენ, ქართველებს ევროპა სწორედ იმიტომ გვინდა და იმიტომ არის ჩვენთვის სასურველი, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ქართული კულტურა, მენტალიტეტი , ჩვენი ყოფიერება დგას იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ევროპა იზიარებს - ეს არის თანადგომა, სოლიდარობა, თანასწორობა და ა.შ. ეს პრინციპები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დაცული. ვფიქრობ, ევროპაში თანამედროვე ეტაპზე მიმდინარე პროცესები სწორედ იმის მანიშნებელია და იმის იმედს მაძლევს, რომ ევროპა გონს მოეგება. ამის დასტურად შემიძლია მოვიყვანო ის, რომ ევროპარლამენტარების მიერ მიღებული აბსურდული რეკომენდაციები ევროკომისიამ არ გაიზიარა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ევროპარლამენტარების გარკვეული ჯგუფის მიერ მიღებული შესწორებები თვითონ ამ ანგარიშის ავტორმა არ გაიზიარა. ასევე, მახსენდება რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომელმაც პირველ რეზოლუციას, რომელშიც ასევე აბსურდები იყო მითითებული, ხელი არ მოაწერა იმის გამო, რომ თქვა - „მე არ გამაჩნია ფაქტობრივი საფუძველი, რომ დავიჯერო რეზოლუციაში მოყვანილი ფაქტების სისწორე“. ასე, რომ ევროპაშიც არის ის ხალხი, ვისაც ნამდვილად გული შესტკივა თავიანთი ევროპული მომავლის რეალურად განვითარებაზე“, - აღნიშნავს ეკა სეფაშვილი.

ყველა სიახლე

მეუფე იაკობი

27 იანვარი 2023, 17:38

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ჩვენ სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს ვიცხოვრებთ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავისი დღის წესრიგი, ქრისტეს, ღვთისმშობლის ერი ვართ. წმინდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს დღეს, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა?!

ვიღაცები ცდილობენ, უცხოელებმა რაღაც გვითხრან და მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს იცხოვრებს.

თამთა მეგრელიშვილი

27 იანვარი 2023, 17:35

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი კინზინგერზე: როდესაც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ხარ, სულ მცირე, ის მაინც უნდა გქონდეს წაკითხული, რომ 15 წელია, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს

მისივე თქმით, კინზინგერმა, რომელიც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის ელჩს ვერ დაიბარებს, რადგან 15 წელია, რუსეთს საქართველოში ელჩი არ ჰყავს.

გიორგი ვოლსკი

27 იანვარი 2023, 17:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ემპათიაზე“: პირდაპირ შეიძლება დაარქვა ამ ორგანიზაციას მხარე

„თუ დასკვნა [სამხარაულის ბიუროს დასკვნა], მაღალი დონის ავტორიტეტული ექსპერტიზისა, არის ის, რომ „ემპათია“ აკეთებს თავის შეფასებებს სამედიცინო დარგში, რომელიც არ ეფუძნება იმ მონაცემებს, რომლითაც შეიძლება ეს დასკვნები გაკეთდეს, რასაკვირველია პირდაპირ შეიძლება დაარქვა ამ ორგანიზაციას მხარე. ამ შემთხვევაში, კონკრეტულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფი მხარე“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ვახტანგ ცინცაძე

27 იანვარი 2023, 17:19

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე გაეროს კვლევაზე: საქართველო მოწინავეა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის, ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია

„ანგარიშის თანახმად საქართველო მოწინავეა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის. ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. ეს ყველაფერი განპირობებულია იმ ახალი შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებით, რასაც საქართველოს მთავრობა იყენებს და ასევე იმ ნაბიჯებითა და იმ გონივრული ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

27 იანვარი 2023, 17:06

ეკონომიკა

შალვა პაპუაშვილი: ტინი კოქსის არჩევას მხარი დაუჭირა დეპუტატთა 80%-მა, „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც არ ეთანხმება, ყველაფერს პრორუსულად ნათლავს

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ეს განცხადება აბსურდულია და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არანაირი რეაქცია არ აქვს.

27 იანვარი 2023, 17:05

მსოფლიო

კაცი, რომელიც თეირანში საელჩოს დაესხა თავს, აცხადებს, რომ მისი ცოლი 9 თვის განმავლობაში საელჩოშია დაკავებული

მამაკაცი, რომელიც თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში შეჭრის ფაქტზე დააკავეს, აცხადებს, რომ პირადი მოტივებით ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ფრანგული RFI იტყობინება.

27 იანვარი 2023, 16:46

რეგიონი

28 იანვარს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს გზის ღერძზე ბოძკინტების აღდგენის სამუშაოებს.

27 იანვარი 2023, 16:35

პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მოლდოვაში ვიზიტით იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მოლდოვაში იმყოფებოდა. თამარ გაბუნიამ კიშინიოვში, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

27 იანვარი 2023, 16:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საჭიროა ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერების ყველა თაობაში შენარჩუნება, რათა ისტორიის ეს უმძიმესი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს

კაცობრიობის წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს - ჰოლოკოსტს, მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათი მარადიული მოგონება თითოეული ჩვენგანის და მთელი მსოფლიოს პასუხისმგებლობაა, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას ანტისემიტიზმის საფრთხესა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

27 იანვარი 2023, 16:16

ეკონომიკა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო და უსაფრთხოების მინისტრმა, ბარონესა ვერემ ლონდონში ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

27 იანვარი 2023, 16:09

საზოგადოება

პატრიარქი: ბატონ ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მრავალმხრივი სიღრმისეული ცოდნა საყრდენი იყო და არის მკვლევართათვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ ალექსიძეს ჰქონდა კურთხევა 1989 წელს სინას მთაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ აღმოჩენილ უძველეს ქართულ ხელნაწერებზე ემუშავა, რომლებიც საქართველოს ახლახან გადმოეცა.

მაკა ბოჭორიშვილი

27 იანვარი 2023, 16:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბიუროს არაოფიციალური სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების, მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო

27 იანვარი 2023, 15:57

საზოგადოება

მეუფე შიო: გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მსახურების შედეგად ჩვენი ერი ხელახლა მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე

წმინდა ნინო იყო ნამდვილად ბრძენი ქალწული, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე დაუთმო... საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებასა და გავრცელებას. ნაყოფიც მისი ამ სამოციქულო ღვაწლისა იყო დიადი - ჩვენი ერი მოექცა ქრისტიანობაზე, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარიში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა.

27 იანვარი 2023, 15:46

პოლიტიკა

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასჯელის გადავადების საქმის მორიგი განიხილა დასრულდა

1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იკითხებოდა ბრიტანელი ფსიქიატრი. კორნელიუს კატონა ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის ერთ- ერთი თანაავტორია.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 15:45

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გიორგი გახარიას პარტია ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ახლაც აღიარებითი ჩვენებების კასკადთან გვაქვს საქმე

გიორგი გახარიას პარტია ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ახლაც აღიარებითი ჩვენებების კასკადთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა.

წმინდა ნინოს ხატი

27 იანვარი 2023, 15:40

საზოგადოება

ბოდბის დედათა მონასტერში ნინოობა აღნიშნეს

მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წმინდა ნინოს საფლავის მოსალოცად ჩამოვიდნენ. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა.

დავით კაჭარავა

27 იანვარი 2023, 15:35

პოლიტიკა

დავით კაჭარავა „ემპათიაზე“: როდესაც სახელმწიფოს ბრალს სდებ ადამიანის წამებაში, ეს არის წითელი ხაზი და ეს ხაზი ვერავინ ვერ უნდა გადაკვეთოს

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით კაჭარავა, ცენტრ „ემპათიასთან“ დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება. „ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა, „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერთა მხრიდან გამოყენებულია ქვეყანაში დაპირისპირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა და ბატონი რატი ბრეგაძის განცხადება ადასტურებს, რომ „ემპათია“ სახელმწიფოს ბრალს უსაფუძვლოდ სდებდა. როდესაც სახელმწიფოს ბრალს სდებ ადამიანის წამებაში, ეს არის წითელი ხაზი და ეს ხაზი ვერავინ ვერ უნდა გადაკვეთოს!“, - აცხადებს კაჭარავა.

გიორგი მუმლაძე

27 იანვარი 2023, 15:25

პოლიტიკა

გიორგი მუმლაძე: ის ნიჰილიზმი, რომელიც დათესილია ჩვენს მხარდამჭერებში, გამოწვეულია მათ შორის იმით, რომ საკრებულოებში გავურიგდით გიორგი გახარიას, ნიკა მელიას გადაწყვეტილებით

ამ ადამიანმა დაგვთხარა თვალები, მოგვწამლა და ფაქტობრივად, როდიონოვი-2 მოგვევლინა იმით, რომ 9 აპრილის შემდეგ პირველად, ანტისაოკუპაციო აქცია დაარბიეს საქართველოში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 იანვარი 2023, 15:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ გახარიას უწოდებდა „თვალთხარიას“, გახარია კი „ნაცმოძრაობას“ სისხლიან რეჟიმად მოიხსენებდა, როცა ამ შეფასებების მიუხედავად იკვრება კოალიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ ღირებულებები

„როდესაც ასეთი შეფასებებია ერთმანეთის მიმართ და იკვრება კოალიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ ღირებულებები. ევროპაშიც მოქმედებს ეს პრინციპი, რომ ყველაფრის ფასად კოალიციების შექმნა არ შეიძლება და ასეთი აქტი არის არა კომპრომისებისთვის მზაობის გამოხატულება, არამედ ღირებულებების მიმართ კომპრომისის გამოხატულება, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - აღნიშნა კობახიძემ.

დავით მათიკაშვილი

27 იანვარი 2023, 15:12

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რაზე ლაპარაკობს ნაყოფია, ხალხი კარადებსა და მაცივრებში მალავდა ტელეფონებს, რადგან ისმინებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში ტოტალური მოსმენები იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კობა ნაყოფიას განცხადებას არ ეთანხმება.