15 იანვარი 2023, 11:28 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: „მაგნიტსკის სია“ - „ნაცებმა“ ახალი სატყუარა გამოიგონეს. კიდევ ერთი საკენკი გადაუყარეს საკუთარ მრევლს

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე





„მაგნიტსკის სია“ - ნაცებმა ახალი სატყუარა გამოიგონეს. კიდევ ერთი საკენკი გადაუყარეს საკუთარ მრევლს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ნანა კაკაბაძე წერს.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ნებისმიერი ობიექტური ადამიანი ძალიან ადვილად შეადარებს ერთმანეთს რუსეთის ერთ-ერთი ციხის საკანში ავადმყოფობით და უყურადღებობით გარდაცვლილი თუ 2009 წელს შეგნებულად მოკლული ადვოკატის, მაგნიტსკის და ქალაქის საავადმყოფოს კომფორტულ პალატაში მყოფი სააკაშვილის მდგომარეობას.

„ტყუილი, ტყუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში ! „მაგნიტსკის სია“ - ნაცებმა ახალი სატყუარა გამოიგონეს. კიდევ ერთი საკენკი გადაუყარეს საკუთარ მრევლს. ყველას გახსოვთ, ბოლო 10 წელიწადში ნაციონალები, როგორ კვებავდნენ ცრუ იმედებით საკუთარი მრევლს. ინტენსიური ტყუილები, 2012 წლის 1 ოქტომბერს, არჩევნების წაგებისთანავე აამუშავეს. გამოქვეყნდა თუ არა ეგზიტპოლების შედეგები, გამოხტა ტელევიზორში ნაცების მაშინდელი პოლიტ-ვარსკვლავი ჩიორა თაქთაქიშვილი და მრევლი გაამხნევა: მართალია, პროპორციული არჩევნები წავაგეთ, მაგრამ მაჟორიტარულ არჩევნებში იმხელა უპირატესობა გვაქვს, ახალ პარლამენტში მყარი უმრავლესობა გვექნებაო. ეს დაპირება მალევე გასკდა საპნის ბუშტივით.

10 წლის განმავლობაში თითქმის 10-ჯერ ჩატარებული სხვადასხვა დონის ყველა არჩევნების წინ ნაცები „შემოქმედებითად“ ავითარებდნენ ახალ-ახალ დაპირებებს:

ხან ზღვით უნდა გადმოეცურა ბელადს და რამდენიმე დღეში მრევლი გაეხარებინა,

ხან ივანიშვილს უკვე დაქოქილი ჰყავდა თვითმფრინავი და საქართველოდან გარბოდა,

ხან მომაკვდინებელი სენით იყო დაავადებული ბიძინა,

ხან უკრაინაში მყოფი ბელადი სხვადასხვა ქვეყნებში მსოფლიო ლიდერების პოლიტიკური მხარდაჭერის აკუმულირებას ახდენდა,

ხან ქართველი ემიგრატების ლაშქრით გარშემორტყმული შემოდიოდა საქართველოში,

ხან უკანასკნელ შანსს აძლევდა უმადურ ქართველებს, ამუნათებდა, ქვეყნის არსებობის ბოლო წუთები დადგებოდა, თუ მისი ხელისუფლების რეანიმაციას არ მოახდენდნენ,

ხან საპარლამენტო ბოიკოტი ცხადდებოდა მაშველ რგოლად.

მოკლედ, ყველა შესაძლო თუ ფანტასმაგორული ტყუილით გამოუტენეს თავები საცოდავ ხალხს. მანამდე იყო დაპირება - „2005 წელს ცხინვალში შევხვდებითო“. ტყუილის პიკად იყო აღქმული, ანტიდემოკრატიული და ანტიადამიანური რეჟიმის „დემოკრატიის შუქურად“ გამოცხადება, 2008 წლის აგვისტოს წაგებული ომის "მოგებად“ მონათლვა, ამის გამო რუსთაველზე ზეიმის და ტაშფანდურის მოწყობა. შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა, სააკაშვილი მასშტაბურმა „სკლეროზმა“ მოიცვა. ვერ "იხსენებს" ციხეებში პატიმრების მასობრივ წამებებს, ქუჩებში პოლიციისა და სპეცრაზმელების მიერ ახალგაზრდების ჩახოცვის ფაქტებს, ვერც 7 ნოემბერისა და 26 მაისის მიტინგების დარბევისას დახოცილი ბიჭების
სახურავზე შეგდებას. სასამართლოს პროკურატურის დანამატად ქცევას, ბიზნესმენების მასობრივ დარეკეტებას, ვერ იხსენებს დაძინებული ხალხის ღამის 2 და 3 საათზე გამოღვიძებებს, ნოტარიუსში მისვლებს და ქონებების გადაფორმებებს ხელისუფლების მიერ მითითებულ პირებზე თუ სახელმწიფოზე. ვერ იხსენებს თუ რატომ ეღვიძათ მაგ დროს ნოტარიუსებს, რატომ იყვნენ ღამის 2 და 3 საათზე სამუშაო რეჟიმში. ვერ იხსენებს ვინ და როგორ არიცხინებდა პატიმრებს ციხიდან თანხებს ნაციონალების ანგარიშზე წინა საარჩევნოდ. ასევე ვერ იხსენებს ხალხის რეკეტსა და გაკულაკებას. არადა ხალხს ეს ყველაფერი მწარედ ახსოვს და აგერ უკვე ორი ათეული წელია ვერ ივიწყებს. სწორედ ამ კოშმარული მოგონებების გამო მუდმივად ხმას აძლევს იმას, ვინც სააკაშვილი და მისი ხროვა ქვეყნის მართვას ჩამოაცილა. „მხსნელი“ ვერ იხსენებს 2021 წლის 1 ოქტომბერს, განუბაჟებლად საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთისა და შემოპარვის ფაქტს.

ამერიკელი ცრუ ექსპერტების ყალბ დასკვნებში დაფიქსირებული დემენცია, სააკაშვილს არ აძლევს საშუალებას, გაიხსენოს კონტეინერშივე როგორ ბერავდა ტყუილების გუდას. მის ტელეფონში აღმოჩნდა მისივე ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის ყვებოდა, როგორ გაიტაცეს რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურებმა და თურმე მათი გამოისობით, გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა კონტეინერში. ვერ იხსენებს ვერც იმას, რომ ეს ტყუილების გუდა მას იმ შემთხვევისთვის სჭირდებოდა, რომ თუ საზღვარზე დააკავებდნენ მესაზღვრეები ან მებაჟეები, ამ ჩანაწერს მაშინვე გაავრცელებდნენ მისი ამფსონები უკრაინაში (სადაც უკვე გაგზავნილი ჰქონდა ეს ვიდეოჩანაწერი) და მსოფლიოს შეყრიდნენ, არიქა, დემოკრატიის შუქურა ბოროტმა ძალებმა (საქართველომ, რუსეთმა, ირანმა თუ მანჯურიამ) მოიტაცა და მთელი მსოფლიო უნდა დაირაზმოს მის დასახსნელადო.

სამაგიეროდ ზუსტად იცის რომ ციხის ვერ შეგუება ჭირს ბევრი ცოლი და დედიკო უნდა მიშიკოს. ხრიკებსაც ბევრს მიმართა მიშიკომ თავის დასახსნელად. თავიდან ცრუ შიმშილი გამოაცხადა. მრევლი აღელდა უშველეთ, ბელადი სიკვდილის პირას არისო. გავრცელებული კადრებით დადასტურდა, რომ 48 დღე ბელადი კი არ შიმშილობდა არამედ ჯანსაღად იკვებებოდა. გემრიელად შეექცეოდა ღვიძლის პაშტეტებს, თაფლს და ფაფებს. მრევლმა ახლა წიოკი იმაზე ატეხა, როგორ გაბედეთ, მისი ნების გარეშე მოშიმშილის ჭამის კადრების გასაჯაროებაო. წივილ-კივილის მეორე სერია, რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას მოჰყვა. ბელადი სასტიკად ცემეს და აწამესო.

პენიტენციურმა დეპარტამენტმა საავადმყოფოში მისი შეყვანის კადრები ამჯერადაც გამოაქვეყნა. გაწბილებულმა მრევლმა „ცემა-წამება“ შეცვალა ტერმინით - „ათრიესო“, რაშიც გულისხმობდნენ ბადრაგის მითითებაზე დაუმორჩილებლობის გამო 5 თუ 6 თანამშრომლის მიერ პატიმრის ხელში აყვანას და საავადმყოფის პალატაში შეყვანას. როდესაც მის მრევლს კითხვას უსვამ, იქნებ აგვიხსნათ, პატიმრის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში როგორ უნდა შეიყვანოს ბადრაგმა ის შენობაშიო, გპასუხობენ, სხვა მეთოდებითო, თუმცა, არ იციან, საერთოდ არსებობს თუ არა იმაზე რბილი, ჰუმანური და ცივილიზებული მეთოდი, როგორიც გამოიყენეს იმ დროს სააკაშვილის მიმართ.

მერე იყო და, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანილი სააკაშვილის დამცველებმა ხან რა ტყუილი გაავრცელეს და ხან რა. თვითონ ხან ამბობდა, არ მინდა და არც მაინტერესებს საქართველო, მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, გამიშვით ჩემს სამშობლოში, წინა ხაზზე უნდა ვიბრძოლოო. ხან მადლობებს ეუბნებოდა ექიმებს, თავის მრევლს მოუწოდებდა, არავინ გაბედოს ჩემს მოწამვლაზე ხმის ამოღება და ექიმებზე დაბრალებაო, მსგავსი არაფერი მომხდარაო. რადიკალურად იცვლიდა პოზიციებს ხან იძახდა არ მოვწამლურვარო, ხან დიახ, მომწამლესო, მადა აღარ მაქვს და წონაში კატასტროფულად, ვიკლებო.

მრევლმაც არ დააყოვნა და დაიწყო იმის მტკიცება, რომ სააკაშვილს საავადმყოფოში აწამებენ, სასამართლოზეც არ უშვებენ, დისტანციურადაც არ რთავენ, რომ მისი ნაწამები სხეული ხალხმა არ ნახოსო. სიცრუის გასამყარებლად მის კონტროლს დაქვემდებარებულმა ტელეარხებმა სააკაშვილის „ნაწამები“ სხეულის ნაწილის (ხელების ფეხების) ფოტო გამოაქვეყნეს. როდესაც სააკაშვილის კომფორტული პალატისა და აგრესიული ქცევების ვიდეოჩანაწერებმა დღის სინათლე ნახეს და საზოგადოებამ იხილა რეალობა. არქიფოს მრევლმა ისევ იხუვლა-ეს მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევააო. საეჭვო ექსპერტებმა, საეჭვო საექსპერტო დასკვნა წარმოადგინეს და დაიწყეს იმის მტკიცება, არქიფოს დემენცია (ანუ ჭკუასუსტობა) სჭირსო. როდესაც მის მრევლს უხსნი, რომ ეს დაავადება არ იკურნება და გარეთ მყოფი სააკაშვილი ჭკუასუსტობის იარლიკით, პოლიტიკურ მოღვაწეობას ვერ გააგრძელებსო, გპასუხობენ, როგორ გეკადრება, გამოუშვან და ნახონ, თუ ვერ განიკურნება, ეს ჩვეულებრივი ადამიანი კი არ არის, მიშააო.

იგივე პასუხი აქვთ შეკითხვაზე, დემენციით დაავადებულს მხოლოდ ათწლეულების წინათ მომხდარი ამბები უნდა ახსოვდეს, ახალ ამბებზე მეხსიერებაში ჩავარდნები უნდა ჰქონდეს, მშობლიურ ენაზეც კი სიტყვები და მათი მნიშვნელობა უნდა ავიწყდებოდეს, მიშა კი ხუთ ენაზე მეტყველებს, წერს, მსოფლიოს მიმართავს და დღევანდელ ამბებსაც სავსებით გასაგებად აფასებსო, ზომბირებული მრევლი გპასუხობს, მიშაა და იმიტომ, ეგ ხომ განსაკუთრებულია და დაავადებაც განსაკუთრებული ფორმის ექნებაო.

აი, ასე მოვედით „მაგნიტსკის სიის“ ანალოგად „სააკაშვილის სიის“ შედგენის მოთხოვნამდე. ნებისმიერი ობიექტური ადამიანი ძალიან ადვილად შეადარებს ერთმანეთს რუსეთის ერთ-ერთი ციხის საკანში ავადმყოფობით, უყურადღებობით გარდაცვლილი თუ 2009 წელს შეგნებულად მოკლული ადვოკატის მაგნიტსკის და ქალაქის საავადმყოფოს ოროთახიან კომფორტულ პალატაში მყოფი „ნაწამები“ სააკაშვილის მდგომარეობას. სრულიად ზედმეტად მიმაჩნია ამ თემაზე სერიოზულად საუბარი. უბრალოდ, ეს ახალი კამპანია მისი მრევლისთვის გადაგდებული კიდევ ერთი მორიგი სატყუარაა, რომელსაც, მართალია, განხორციელება არ უწერია, მაგრამ მრევლის მორიგ საკვებად გამოყენებისთვის ნამდვილად გამოდგება.

არქიფოდ ქცეული სააკაშვილის მრევლი კი მორჩილად აგრძელებენ „მიწის თხრას“, რადგან დარწმუნებულები არიან, ოდესღაც ორმოში მჯდარი ზებუს მიერ ჩამოკრული ზარის სანატრელ ხმას მათი ყურები აუცილებლად გაიგონებენ“, - წერს ნანა კაკაბაძე.

ყველა სიახლე

27 იანვარი 2023, 17:06

ეკონომიკა

შალვა პაპუაშვილი: ტინი კოქსის არჩევას მხარი დაუჭირა დეპუტატთა 80%-მა, „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც არ ეთანხმება, ყველაფერს პრორუსულად ნათლავს

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ეს განცხადება აბსურდულია და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არანაირი რეაქცია არ აქვს.

27 იანვარი 2023, 17:05

მსოფლიო

კაცი, რომელიც თეირანში საელჩოს დაესხა თავს, აცხადებს, რომ მისი ცოლი 9 თვის განმავლობაში საელჩოშია დაკავებული

მამაკაცი, რომელიც თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში შეჭრის ფაქტზე დააკავეს, აცხადებს, რომ პირადი მოტივებით ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ფრანგული RFI იტყობინება.

27 იანვარი 2023, 16:46

რეგიონი

28 იანვარს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს გზის ღერძზე ბოძკინტების აღდგენის სამუშაოებს.

27 იანვარი 2023, 16:35

პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მოლდოვაში ვიზიტით იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მოლდოვაში იმყოფებოდა. თამარ გაბუნიამ კიშინიოვში, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

27 იანვარი 2023, 16:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საჭიროა ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერების ყველა თაობაში შენარჩუნება, რათა ისტორიის ეს უმძიმესი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს

კაცობრიობის წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს - ჰოლოკოსტს, მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათი მარადიული მოგონება თითოეული ჩვენგანის და მთელი მსოფლიოს პასუხისმგებლობაა, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას ანტისემიტიზმის საფრთხესა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

27 იანვარი 2023, 16:16

ეკონომიკა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო და უსაფრთხოების მინისტრმა, ბარონესა ვერემ ლონდონში ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

27 იანვარი 2023, 16:09

საზოგადოება

პატრიარქი: ბატონ ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მრავალმხრივი სიღრმისეული ცოდნა საყრდენი იყო და არის მკვლევართათვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ ალექსიძეს ჰქონდა კურთხევა 1989 წელს სინას მთაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ აღმოჩენილ უძველეს ქართულ ხელნაწერებზე ემუშავა, რომლებიც საქართველოს ახლახან გადმოეცა.

მაკა ბოჭორიშვილი

27 იანვარი 2023, 16:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბიუროს არაოფიციალური სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების, მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო

27 იანვარი 2023, 15:57

საზოგადოება

მეუფე შიო: გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მსახურების შედეგად ჩვენი ერი ხელახლა მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე

წმინდა ნინო იყო ნამდვილად ბრძენი ქალწული, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე დაუთმო... საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებასა და გავრცელებას. ნაყოფიც მისი ამ სამოციქულო ღვაწლისა იყო დიადი - ჩვენი ერი მოექცა ქრისტიანობაზე, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარიში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა.

27 იანვარი 2023, 15:46

პოლიტიკა

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასჯელის გადავადების საქმის მორიგი განიხილა დასრულდა

1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იკითხებოდა ბრიტანელი ფსიქიატრი. კორნელიუს კატონა ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის ერთ- ერთი თანაავტორია.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 15:45

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გიორგი გახარიას პარტია ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ახლაც აღიარებითი ჩვენებების კასკადთან გვაქვს საქმე

გიორგი გახარიას პარტია ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ახლაც აღიარებითი ჩვენებების კასკადთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა.

წმინდა ნინოს ხატი

27 იანვარი 2023, 15:40

საზოგადოება

ბოდბის დედათა მონასტერში ნინოობა აღნიშნეს

მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წმინდა ნინოს საფლავის მოსალოცად ჩამოვიდნენ. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა.

დავით კაჭარავა

27 იანვარი 2023, 15:35

პოლიტიკა

დავით კაჭარავა „ემპათიაზე“: როდესაც სახელმწიფოს ბრალს სდებ ადამიანის წამებაში, ეს არის წითელი ხაზი და ეს ხაზი ვერავინ ვერ უნდა გადაკვეთოს

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით კაჭარავა, ცენტრ „ემპათიასთან“ დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება. „ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა, „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერთა მხრიდან გამოყენებულია ქვეყანაში დაპირისპირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა და ბატონი რატი ბრეგაძის განცხადება ადასტურებს, რომ „ემპათია“ სახელმწიფოს ბრალს უსაფუძვლოდ სდებდა. როდესაც სახელმწიფოს ბრალს სდებ ადამიანის წამებაში, ეს არის წითელი ხაზი და ეს ხაზი ვერავინ ვერ უნდა გადაკვეთოს!“, - აცხადებს კაჭარავა.

გიორგი მუმლაძე

27 იანვარი 2023, 15:25

პოლიტიკა

გიორგი მუმლაძე: ის ნიჰილიზმი, რომელიც დათესილია ჩვენს მხარდამჭერებში, გამოწვეულია მათ შორის იმით, რომ საკრებულოებში გავურიგდით გიორგი გახარიას, ნიკა მელიას გადაწყვეტილებით

ამ ადამიანმა დაგვთხარა თვალები, მოგვწამლა და ფაქტობრივად, როდიონოვი-2 მოგვევლინა იმით, რომ 9 აპრილის შემდეგ პირველად, ანტისაოკუპაციო აქცია დაარბიეს საქართველოში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 იანვარი 2023, 15:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ გახარიას უწოდებდა „თვალთხარიას“, გახარია კი „ნაცმოძრაობას“ სისხლიან რეჟიმად მოიხსენებდა, როცა ამ შეფასებების მიუხედავად იკვრება კოალიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ ღირებულებები

„როდესაც ასეთი შეფასებებია ერთმანეთის მიმართ და იკვრება კოალიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ ღირებულებები. ევროპაშიც მოქმედებს ეს პრინციპი, რომ ყველაფრის ფასად კოალიციების შექმნა არ შეიძლება და ასეთი აქტი არის არა კომპრომისებისთვის მზაობის გამოხატულება, არამედ ღირებულებების მიმართ კომპრომისის გამოხატულება, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - აღნიშნა კობახიძემ.

დავით მათიკაშვილი

27 იანვარი 2023, 15:12

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რაზე ლაპარაკობს ნაყოფია, ხალხი კარადებსა და მაცივრებში მალავდა ტელეფონებს, რადგან ისმინებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში ტოტალური მოსმენები იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კობა ნაყოფიას განცხადებას არ ეთანხმება.

ბაჩო დოლიძე

27 იანვარი 2023, 15:08

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: ფარული ჩაწერები რომ ხდებოდა და ამ ყველაფრის მანკიერი პრაქტიკა არსებობდა, ეს არ დაგვიმალავს

ფარული ჩაწერები რომ ხდებოდა და ამ ყველაფრის მანკიერი პრაქტიკა რომ არსებობდა, ეს არ დაგვიმალავს. შესაბამისად, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

27 იანვარი 2023, 15:02

საზოგადოება

საგზაო სამუშაოების გამო, მარიჯანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

მარიჯანის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ნუცუბიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტომობილები იმოძრავებენ შეფერხებით, თუმცა, გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

27 იანვარი 2023, 15:00

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი „ნაცმოძრაობაზე: თავიანთი შეცდომების აღიარების ნაცვლად, ცდილობენ დაიცვან ის, რისი დაცვაც უბრალოდ შეუძლებელია

იმის ნაცვლად, რომ თავიანთი შეცდომები აღიარონ, პირიქით იქცევიან და ცდილობენ დაიცვან ის, რისი დაცვაც უბრალოდ შეუძლებელია, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის, კობა ნაყოფიას განცხადებას.

შალვა პაპუაშვილი

27 იანვარი 2023, 14:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კობა ნაყოფიას განცხადება ისტორიის გადაწერის მცდელობაა - ზოგადად, ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა

კობა ნაყოფიას განცხადება ისტორიის გადაწერის მცდელობაა. არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა საკითხებზეც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ისტორია გადაწეროს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.