19 იანვარი 2023, 10:11 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

CNN-ის ჟურნალისტი „The New York Times“-ის ფეიქ სტატიაზე დაყრდნობით, რომლის ერთ-ერთი ავტორი რუსი ჟურნალისტი იყო, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს უსვამს კითხვას, რასაც საფუძვლად უდევს თითქოს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი იმისა, რომ რუსეთში შეედინება სანქცირებული პროდუქტები. CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები. მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი, ესკალაცია და საბოლოო ჯამში მეორე ფრონტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მისი თქმით, არიან სერიოზული ძალები, არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველო ჩართოს უკრაინაში მიმდინარე ომში და ამას ისინი ცდილობენ სხვადასხვა ფორმით და მეთოდით.

„არიან ადამიანები, სერიოზული ძალები, რასაც ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას, არ ვხსნით კარტებს ბოლომდე, ზუსტად ვიცით რა იგულისხმება ამის უკან, მაგრამ ამას არ ვამბობთ, არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველო ჩართოს უკრაინაში მიმდინარე ომში და ამას ისინი ცდილობენ სხვადასხვა ფორმით და მეთოდით. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო გუშინ, თუ არ ვცდები CNN-ზე იყო, ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩართვა, სადაც CNN-ის ჟურნალისტი „ნიუ იორკ თაიმსის“ ფეიქ სტატიაზე დაყრდნობით, რომლის ერთ-ერთი ავტორი რუსი ჟურნალისტი იყო, უსვამს კითხვას ურსულა ფონ დერ ლაიენს, რასაც საფუძვლად უდევს თითქოს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი იმისა, რომ რუსეთში შეედინება სანქცირებული პროდუქტები. ეს ხომ CNN-ია და არა „ტვ პირველი“, ან „მთავარი არხი“, „ნაცმოძრაობის“ ჯიბის ტელევიზიები, როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები. მიზანი ხელოვნურად პრობლემების შექმნის შეიძლება იყოს ერთადერთი, ესკალაცია და საბოლოო ჯამში ესკალაციის საბოლოო შედეგი უნდა იყოს რა თქმა უნდა მეორე ფრონტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აქვე ირაკლი კობახიძემ მოიყვანა სტატისტიკა, რომელიც მისი თქმით, ადასტურებს, რომ ეს არის ტყუილი.

„მინდა გავშალო კონკრეტული ფეიკის თემა. მაქვს მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ ეს არის ტყუილი, თითქოს საქართველო გამოიყენება იმისთვის, რომ რუსეთმა მიიღოს სანქცირებული პროდუქტები. ეს რომ ასე იყოს, სტატისტიკაში აისახებოდა. ეს სტატისტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაშინ არსებითად უნდა იყოს გაზრდილი რუსეთში საქართველოდან ექსპორტი და უნდა იყოს არაპროპორციულად გაზრდილი. მთლიანობაში რომ ავიღოთ 2022 და 2021 წლების შედარება, წლის განმავლობაში არის სრული მონაცემები საერთო, 33%-ით არის გაზრდილი ზოგადად საქართველოდან ექსპორტი. რუსეთის და სხვა ქვეყნების წილი აქ რამდენია, აქ უკვე ქვეყნების ჩაშლაა 11-თვიანი მონაცემებით. ყველაზე დაბალი მატება არის რუსეთთან მიმართებით. საქართველოდან ხდება პროპორციულად ყველაზე ნაკლებად რუსეთში გაზრდილი ექსპორტის წარმოება. მაგალითად რომ ავიღოთ, 11 თვე დარდება წინა წელს. რუსეთის შემთხვევაში 12 %-ით ნაკლებია მაჩვენებელი. 11 თვე 12 თვეზეა შედარებული, მაგრამ ეს სურათს იძლევა. ჩინეთს რაც შეეხება, 45%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, აზერბაიჯანთან 63%-იანი მატება გვაქვს. შეგახსენებთ, მინუს 12 გვაქვს რუსეთთან, სომხეთთან 232%-ით, ანუ ორნახევარჯერ არის გაზრდილი ექსპორტი. ასევე თურქეთი - 87%-ით, გაორმაგებულია, თითქმის ექსპორტი, ბულგარეთთან - ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, 141%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, აშშ - 67%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, ყაზახეთი - 104% - გაორმაგებულია ექსპორტი.
ეს ცხრილი უკვე ადასტურებს იმას, რომ გუშინ CNN-ზე გაჟღერდა მარტივი ტყუილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის CNN და არა „მთავარი არხი“ ან „ტვ პირველი“.

ასევე გვაქვს მონაცემები, რისი ექსპორტირება ხდება, სანქცირებულ პროდუქტებზე როცაა საუბარი. 2/3-ზე მეტი ეს არის სასმელი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები - ღვინო, სპირტიანი პროდუქტები, რაც პირდაპირ აინტერესებს ჩვენს მოსახლეობას, ფერმერებს, გლეხებს და ა.შ, მინერალური წყლები და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქცია. დანარჩენი არის ფეროშენადნობები, რაც მანამდეც გადიოდა და ახლაც გადის. პრაქტიკულად ეს არის მთელი ექსპორტი. ანუ, არავითარი ისეთი პროდუქცია, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქციების გვერდის ავლასთან ან რამე ამდაგვართან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე გვახსოვს განცხადებები არა ერთი ევროპელი ძალოვნის მხრიდან, რომ საქართველოდან არ შედის რუსეთში არაკონტროლირებად ტვირთი, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამას ამბობდნენ და ახლა ცდილობენ, რაღაცნაირად სხვა მესიჯი დაალაგონ, ტყუილი დაალაგონ CNN-ის დონეზე.

„სიენენის ჟურნალისტი ეკითხება ურსულა ფონ დერ ლაიენს. ეს არ არის ის, რომ მთავარი არხი ეკითხება ხაბეიშვილს ან ნიკანორ მელიას. საიდან ჩანს, რომ ეს არის ხელოვნური შეტევა საქართველოს სახელმწიფოზე, სიენენის დონეზე გაჟღერებული, თვითონ ევროკავშირის ქვეყნები რომ ავიღოთ, მხოლოდ 7 ქვეყანაში არის შემცირებული რუსეთთან საგარეო ვაჭრობა. რუსეთიდან იმპორტირება 7 ქვეყნის გარდა ყველგან გაზრდილია. გერმანია - 33%-ით არის გაზრდილი შარშან იმპორტი 2021 წელთან შედარებით, პოლონეთი - 24%, იტალია გაორმაგებულია - 100%-იანი მატება, საფრანგეთი - 84%, ჰოლანდია - 51%, ბელგია - 78%, უნგრეთი - 132% , საბერძნეთი-142%, ესპანეთი -51, აღარ გავაგრძელებ.

რაც შეეხება იმპორტს, არის აქაც მცირე ზრდა, ბევრად ნაკლები ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ გაცხოველებული ვაჭრობა რუსეთთან, არის მასშტაბური მატება, რუსეთს ყოველდღიურ რეჟიმში უხდიან ასეულობით მილიონს და მთლიანობაში მილიარდობით შედის რუსეთში ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამ ფონზე, როდესაც საქართველოში არავითარი მატება არ გაქვს და პირიქით, უფრო ნაკლები მაჩვენებელია ვიდრე სხვა ქვეყნებთან მიმართებით, საგარეო ვაჭრობის კუთხით, აქედან ჩანს, რამდენად დიდია ინტერესი, რომ რაღაცნაირად შემოგვიტიონ და ამ შეტევის უკან რა დგას, ეს საზოგადოებისთვის მე მგონი უკვე დღესავით ნათელია - ეს არის მეორე ფრონტის მიზანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

27 იანვარი 2023, 18:39

საზოგადოება

19 დევნილ ოჯახს თბილისში ოთხოთახიანი ბინები გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში, იძულებით გადაადგილებულ 19 ოჯახს ოთხოთახიანი ბინები გადაეცემა. აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

27 იანვარი 2023, 18:34

მსოფლიო

უკრაინული მედია: იულია ტიმოშენკომ ახალი წლის დასაწყისი დუბაიში გაატარა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ ახალი წლის დასაწყისი დუბაიში გაატარა.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:23

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როგორც წესი, ეს ადამიანები გამოირჩევიან ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მიმართ სიძულვილის ენით

ტინი კოქსი სტაჟიანი და გამოცდილი პოლიტიკოსია ნიდერლანდებიდან და მნიშვნელოვანია, რომ მას მხარი დაუჭირა აბსოლუტურმა უმრავლესობამ. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ეს პირველი არ არის მათი მხრიდან. თუ მათ არ აქვთ ვინმეზე კონტროლი და მათი თანამოაზრე არაა, როგორც წესი, ყველა ან რუსეთის აგენტია, ან კაცობრიობის მტერი. ეს არის მათი სიძულვილის ენა და ნარატივი, რომელიც არაერთხელ გვინახავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:16

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ცოტა გული მწყდება, რომ თავმჯდომარის პოსტზე 4-ვე კანდიდატის ერთად არჩევა არ შეიძლება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს კიდევ უფრო კეთესი იქნებოდა

ცოტა გული მწყდება, რომ თავმჯდომარის პოსტზე 4-ვე კანდიდატის ერთად არჩევა არ შეიძლება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს კიდევ უფრო კეთესი იქნებოდა, - თავმჯდომარე უფრო მეტი იქნებოდა ამ პარტიაში, ვიდრე წევრი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:07

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: პოლარიზაცია ავტომატურად დასრულდება მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა გაქრება პოლიტიკური ველიდან

ეს რეზოლუცია უმნიშვნელოვანესი და წინგადადგმული ნაბიჯია საქართვველოს ევროპული ინტერგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ზორან მილანოვიჩი

27 იანვარი 2023, 18:06

მსოფლიო

ხორვატიის პრეზიდენტი: რაც შეეხება ტანკებს, რუსული და ამერიკული ტანკები ერთნაირად იწვის

ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა გააკრიტიკა დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინისათვის საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 18:04

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი კინზინგერის განცხადებაზე: არ წყდება მცდელობები, რომ საქართველო როგორმე ჩართული იყოს საომარ მოქმედებებში

ძალიან მძიმე სანახავია ადამ კინზინგერის განცხადება, იმიტომ რომ ოდესღაც ის კონგრესმენი იყო და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2023, 18:01

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია სამი პარტიის მიერ დაანონსებულ აქციაზე: ადგილს იბევებენ პარლამენტთან, რომ სხვამ არ დაასწროთ

„მე რომ რაღაცის იმედი მქონდეს და ვთქვა, რომ ეს [გაერთიანება] შეიძლება პერსპექტიული იყოს, უნდა ვიცოდე, რომ ამხელა გაერთიანებაში ორი კაცი მაინც გულწრფელად მეგობრობს, ან გულწრფელი თანამოაზრეა. ამ სამეულში, ვისზეც ვსაუბრობთ, ყველამ ვიცით, რომ ორი ასეთი კაცი არ არის. იქ თუ მოძებნით ორ ადამიანს, რომელიც თანამოაზრეა, შეიძლება დავიჯერო რაიმე წარმატების, მაგრამ რადგან ვიცი, რომ იქ საერთოდ არავის ერთმანეთი არ მოსწონს, არ დგას ეს გაერთიანება არც იდეებზე, არც გულწრფელობაზე, უბრალოდ მგონია ადგილს იკავებენ, რომ 24-სთვის დაბევებული იყოს პარლამენტთან ტერიტორია და ვინმე სხვამ არ დაასწროთ დაანონსება“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ლევან ნიკოლეიშვილი

27 იანვარი 2023, 17:58

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი გახარიას და „ნაცმოძრაობის“ კოალიციაზე: როდესაც გუშინ ადამიანს მოღალატეს და ჯალათს ეძახდი და დღეს მასთან ერთად თანამდებობებს ინაწილებ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ხალხმა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოგისროლოს

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ღირებულებებისგან დაცლილმა ორმა პარტიად წოდებულმა გააფორმეს კოალიცია და თან ხალხს უმტკიცებენ, ეს ხალხის გამო გავაკეთეთო.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2023, 17:51

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია 12 პუნქტზე მუშაობაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ შენიშვნები მქონდა ოპოზიციის დესტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მათ ფაქტობრივად ყველა პუნქტთან დაკავშირებით ქნეს

მთავარი შეშფოთებისა და შექების მიღების ობიექტიც ერთი და იგივეა - ეს არის საქართველოს ხელისუფლება. ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვები ამაში ანგელოზები არიან, მაგრამ მთავარი ობიექტი შენიშვნებისა და მთავარი გამომსწორებელიც არის ხელისუფლება, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ კიდევ ერთი რეზოლუციას.

მეუფე იაკობი

27 იანვარი 2023, 17:38

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ჩვენ სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს ვიცხოვრებთ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავისი დღის წესრიგი, ქრისტეს, ღვთისმშობლის ერი ვართ. წმინდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს დღეს, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა?!

ვიღაცები ცდილობენ, უცხოელებმა რაღაც გვითხრან და მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს იცხოვრებს.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2023, 17:37

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობამ“ ვერ შეიმეცნა საკუთარი შეცდომები, არ აქვს წარმოდგენა საკუთარ ცოდვებზე, არ აპირებს მონანიებას, ამიტომ შიდა არჩევნები ვერაფერს შეცვლის

„ნაცმოძრაობამ“ ვერ მოახერხა 2012 წლის შემდეგ ვერცერთი გამოწვევის დაძლევა, ვერ შეიმეცნა საკუთარი შეცდომები, არ აქვს წარმოდგენა საკუთარ ცოდვებზე, არ აპირებს მონანიებას და ადამიანების დამშვიდებას იმ თვალსაზრისით, რომ ამას მომავალში ნამდვილად არ გაიმეორებენ, ამიტომ შიდა არჩევნები ვერაფერს შეცვლის, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

27 იანვარი 2023, 17:35

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი კინზინგერზე: როდესაც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ხარ, სულ მცირე, ის მაინც უნდა გქონდეს წაკითხული, რომ 15 წელია, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს

მისივე თქმით, კინზინგერმა, რომელიც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის ელჩს ვერ დაიბარებს, რადგან 15 წელია, რუსეთს საქართველოში ელჩი არ ჰყავს.

გიორგი ვოლსკი

27 იანვარი 2023, 17:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ემპათიაზე“: პირდაპირ შეიძლება დაარქვა ამ ორგანიზაციას მხარე

„თუ დასკვნა [სამხარაულის ბიუროს დასკვნა], მაღალი დონის ავტორიტეტული ექსპერტიზისა, არის ის, რომ „ემპათია“ აკეთებს თავის შეფასებებს სამედიცინო დარგში, რომელიც არ ეფუძნება იმ მონაცემებს, რომლითაც შეიძლება ეს დასკვნები გაკეთდეს, რასაკვირველია პირდაპირ შეიძლება დაარქვა ამ ორგანიზაციას მხარე. ამ შემთხვევაში, კონკრეტულ პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფი მხარე“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ვახტანგ ცინცაძე

27 იანვარი 2023, 17:19

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე გაეროს კვლევაზე: საქართველო მოწინავეა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის, ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია

„ანგარიშის თანახმად საქართველო მოწინავეა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის. ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. ეს ყველაფერი განპირობებულია იმ ახალი შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებით, რასაც საქართველოს მთავრობა იყენებს და ასევე იმ ნაბიჯებითა და იმ გონივრული ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

27 იანვარი 2023, 17:06

ეკონომიკა

შალვა პაპუაშვილი: ტინი კოქსის არჩევას მხარი დაუჭირა დეპუტატთა 80%-მა, „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც არ ეთანხმება, ყველაფერს პრორუსულად ნათლავს

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ეს განცხადება აბსურდულია და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არანაირი რეაქცია არ აქვს.

27 იანვარი 2023, 17:05

მსოფლიო

კაცი, რომელიც თეირანში საელჩოს დაესხა თავს, აცხადებს, რომ მისი ცოლი 9 თვის განმავლობაში საელჩოშია დაკავებული

მამაკაცი, რომელიც თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში შეჭრის ფაქტზე დააკავეს, აცხადებს, რომ პირადი მოტივებით ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ფრანგული RFI იტყობინება.

27 იანვარი 2023, 16:46

რეგიონი

28 იანვარს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს გზის ღერძზე ბოძკინტების აღდგენის სამუშაოებს.

27 იანვარი 2023, 16:35

პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მოლდოვაში ვიზიტით იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მოლდოვაში იმყოფებოდა. თამარ გაბუნიამ კიშინიოვში, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

27 იანვარი 2023, 16:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საჭიროა ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერების ყველა თაობაში შენარჩუნება, რათა ისტორიის ეს უმძიმესი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს

კაცობრიობის წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს - ჰოლოკოსტს, მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათი მარადიული მოგონება თითოეული ჩვენგანის და მთელი მსოფლიოს პასუხისმგებლობაა, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას ანტისემიტიზმის საფრთხესა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.