imedi /  19 იანვარი 2023, 13:40 / სანდო წყარო

კახა კალაძე „ნაცმოძრაობაზე“: ერთი, რაც აკლიათ, არის, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თორემ სხვას არაფერს აკლებენ

კახა კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები შეაფასა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, ნიკა მელიას თავმჯდომარის თანამდებობიდან გასაძევებლად ყველაფერი კეთდება.

„ყველაფერი სააშკარაოზეა. ვხედავთ, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორი დაპირისპირებაა. ერთი, რაც აკლიათ, არის, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თორემ სხვას არაფერს აკლებენ. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იცით, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, მელია გააძევონ თანამდებობიდან, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამის შემდეგ გაირკვევა, რა მოხდება ამ პარტიაში. თუმცა, ცხადია, ასეთი დაპირისპირების ფონზე შეუძლებელია, შენარჩუნებული იყოს ერთსულოვნება“, - განაცხადა კალაძემ.

ყველა სიახლე

დავით კირკიტაძე

31 იანვარი 2023, 14:25

პოლიტიკა

დავით კირკიტაძე: ჩერგოლეიშვილის პოსტს რომ გავყვეთ, ეს იყო ხმოვანი მესიჯი, ჩაგდებული რაღაც ჩეთში, რომლის წევრი არც არასდროს ვყოფილვარ და რომ ვყოფილიყავი, მაშინვე გავცემდი საკადრის პასუხს

„ლოგიკას და ჩერგოლეიშვილის პოსტს რომ გავყვეთ, ეს იყო ხმოვანი მესიჯი, ჩაგდებული რაღაც ჩათში, რომლის წევრი არც არასდროს ვყოფილვარ და რომ ვყოფილიყავი, მაშინვე გავცემდი საკადრის პასუხს იმ ადამიანს, რომელიც მსგავსი სიტყვებითა და ეპიტეთებით მოიხსენიებს ამ პარტიის ლიდერსა და დამფუძნებელს“, - განაცხადა კირკიტაძემ.

31 იანვარი 2023, 14:25

საზოგადოება

შს სამინისტროს მიერ დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვადები და შინაარსობრივი ფორმა იცვლება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვადებისა და შინაარსობრივი ფორმის ცვლილების შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ არ იცვლება დანაშაულის სტატისტიკის დამუშავების მეთოდოლოგია, თუმცა იცვლება ვადები და გამოსაქვეყნებელი მონაცემები უფრო დეტალური ხდება. აღნიშნული ცვლილების მთავარი მიზანია დანაშაულის სტატისტიკის ანალიზის გაუმჯობესების შესაძლებლობა.

გურამ მაჭარაშვილი

31 იანვარი 2023, 14:23

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩერგოლეიშვილის პოსტები ხშირ შემთხვევაში გამოდგება იმის დასანახად, თუ როგორ მოქმედებდა და მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა“

„,ის, რაც დღეს ჩერგოლეიშვილმა დაწერა, რომ ეს იყო 2016 წელს არსებულ ჩეთში და ავთენტურობა პრაქტიკულად დაადგინა და ის, რომ კეზერაშვილი იბრძვის არასწორი წესებით, საინტერესოა როდის აქეთ გაიგო ჩერგოლეიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა, რომ კეზერაშვილი არასწორი წესებით თამაშობდა და თავის დროზე რატომ არ ამბობდა ამას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი ხუცურაული

31 იანვარი 2023, 14:23

პოლიტიკა

ირაკლი ხუცურაული: შვედეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტი მზად არის კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ საქართველო ახორციელებს იმ რეფორმებს, რაც 12 რეკომენდაციის სახით ვიკისრეთ

„საგარეო კომიტეტმა დაგვიდასტურა, რომ მზად არიან კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ საქართველო ახორციელებს იმ რეფორმებს, რაც 12 რეკომენდაციის სახით ვიკისრეთ. კიდევ ერთხელ მოიწონეს ამ გზაზე მიმდინარე პროცესი, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და ჩვენი შეხვედრები გრძელდება“, - აღნიშნა ხუცურაულმა.

31 იანვარი 2023, 14:14

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცენდენტოდ მაღალია - 62%-ს აღემატება

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის - ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი გაიმართა. როგორც მან აღნიშნა, გასული წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცენდენტოდ მაღალია და ის 62%-ს აღემატება.

31 იანვარი 2023, 14:10

საზოგადოება

ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, მოეწყო სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონები, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ასევე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი; ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე; დამონტაჟდა სკამები, სხვა საპარკე ინვენტარი და სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები; დაიგო დეკორატიული ფილები.

მიხეილ დუნდუა

31 იანვარი 2023, 14:03

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსით“, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია

2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსით“, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს და პირველად ინდექსის ისტორიაში - ევროპის საუკეთესო ოცეულშია - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2022-ის“ შეფასებისას განაცხადა.

გივი ჩხარტიშვილი

31 იანვარი 2023, 14:02

პოლიტიკა

გივი ჩხარტიშვილი: „ნაცმოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მზადაა დააზიანოს ქვეყნის ინტერესები

მინდა გამოვეხმაურო თავმჯდომარის სკამისთვის დაუნდობელ ბრძოლას „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა მსჯავრდადებული სააკაშვილის პარტიის რეალური სახე. კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედი ეს ძალა, მზად არის, ბინძური მეთოდებით, ფარული ჩანაწერებითა და კომპრომატებით ებრძოლოს ერთმანეთსაც კი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი გივი ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე

31 იანვარი 2023, 13:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც დაამთავრა „ნაციონალური მოძრაობა“ და ის სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში არსებობდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მმართველობის დროს არსებული რეჟიმი დაასრულა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მისამართით ისმის, ცილისმწამებლური და სასაცილოა.

 მაიკლ ჟდანოვსკი

31 იანვარი 2023, 13:59

ეკონომიკა

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი: საქართველო საუკეთესო პირობებს სთავაზობს ბიზნესს

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტები, ე.წ. ლოკაციის მენეჯერები საქართველოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სტუმრობენ. ვიზიტის მიზანია საქართველო ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის გაცნობა და ამ მიმართულებთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს.

რომეო მიქაუტაძე

31 იანვარი 2023, 13:48

ეკონომიკა

რომეო მიქაუტაძე: ენერგეტიკული უსაფრთხოება ეკონომიკური ზრდისა და განვითარების აუცილებელი წინაპირობაა

„საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ჩამოყალიბების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - სექტორში მიმდინარე რეფორმები მიზნად ისახავს მისი ეფექტურობის, კონკურენტუნარიანობისა და მიწოდების უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის დანერგვის გზით“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

31 იანვარი 2023, 13:41

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ორი წლის განმავლობაში ფიქსირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც აისახება დასაქმების მაჩვენებელზეც

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გამოქვეყნდა დეკემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც დეკემბრის თვეში ეკონომიკა რეალურ გამოსახულებაში გაიზარდა 11%-ით ხოლო საშუალო, 12 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 10,1%.

31 იანვარი 2023, 13:38

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება იმ პერსპექტივებზე, რომელიც ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეიძლება ჰქონდეს. ასევე აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის აუცილებლობა.

31 იანვარი 2023, 13:34

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“,- ნათქვამია განცხადებაში.

კახა კალაძე

31 იანვარი 2023, 13:29

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერავინ მოიტანს ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს

ვერავინ მოიტანს ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს ან ფარულად რაიმეს აწარმოებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძე

31 იანვარი 2023, 13:29

პოლიტიკა

კახა კალაძე: რეალურად ხაბეიშვილი არავინ არის, ის ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითია

„ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. მე ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია. შეუძლებელი იყო, ლევანს არ მოეგო, ისე მოემზადა ამ არჩევნებისთვის და ფიზიკურადაც დაეტყო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდა მოსახლეობას. დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან ისინი, საზოგადოებას აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ეკა სეფაშვილი

31 იანვარი 2023, 13:25

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: მოლდოვის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირებული სამეულის კოორდინირებული მოქმედება, რათა ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია უფრო წარმატებული და შედეგიანი იყოს

,,ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფაშვილმა, მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ოლეგ სერებრიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან, შეხვედრის მთავარ აქცენტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირებული სამეულის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კოორდინირებული მოქმედება, იმისთვის, რომ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია უფრო წარმატებული და შედეგიანი იყოს.

31 იანვარი 2023, 13:25

რეგიონი

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ქარუმიძე

31 იანვარი 2023, 13:20

ეკონომიკა

ლევან ქარუმიძე: კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო უსწრებს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო უსწრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს და ადგილს იყოფს ჩეხეთთან, იტალიასთან და სლოვენიასთან - ამის შესახებ სოციალურ ქსელი Twitter-ში უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე წერს.

31 იანვარი 2023, 13:14

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას და გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.