imedi /  24 იანვარი 2023, 15:17 / სანდო წყარო

ზურაბ ქადაგიძე: მიმდინარეობს სასამართლო სისტემის გამუდმებული დისკრედიტაციის და „გაშავების“ კამპანია, რომელსაც აფინანსებს და სხვადასხვა პროექტების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით აქტიურად ახორციელებს აშშ-ის საელჩო

ზურაბ ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში, რომელშიც საქართველოში სასამართლოზე ორგანიზებული შეტევების და ხელოვნური დისკრედიტაციის ანატომიას, გეგმას, მიზნებს და მონაწილეებს აღწერს, ყოფილ მოსამართლე ინგა თორდიას შესახებ საუბრობს.

როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, ინგა თორდია წლების განმავლობაში იკავებდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლის თანამდებობას, ხოლო 2010 წლიდან გახდა აშშ-ის საელჩოს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიკის განსაზღვრის და რეფორმების მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

„მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად. ბებერმა ევროპამ „შეგვაღვიძა“ და დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდაო. ახლა გაღვიძება და ფეხზე დადგომა უკვე ჩვენზეა .... ახლა გამოჩნდება რისი ტრ... გვაქვს“ (ავტორის სტილი სრულად დაცულია, 2022 წლის 18 ივნისის ფეისბუქის პოსტი), რომელიც გამოქვეყნებულია 2022 წლის 20 ივნისის აქციის წინა დღეებში.

ეს არ გეგონოთ ვინმე რიგითი პოლიტ-ანგაჟირებული მოქალაქის ფეისბუქ-პოსტი. მისი ავტორი (ფეისბუქის პროფილის კუთვნილება და პოსტის ავთენტურობა დადგენილია შესაბამისი წესით), რომელიც საჯაროდ გამოხატავს მის განსაკუთრებულად დადებით განწყობას 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების მიმართ და მკვეთრ პოლიტიკურ ოპოზიციურ პოზიციას აფიქსირებს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, გახლავთ არც ერთი მეტი არც ნაკლები, USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Intitute) კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის PROLOG (Promoting Rule of Law in Georgia) -ის ხელმძღვანელის მოადგილის და მართლმსაჯულების პოლიტიკისა და კანონმდებლობის რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელის აშშ-ს საელჩოს ხაზით- ინგა თოდრია“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

მისი თქმით, „საინტერესოა ის გარემოება, რომ აღნიშნული პოლიტიკური პოსტებისა და პოლიტიკური მოტივაციის პარალელურად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინგა თოდრიას ძირითად საქმიანობას (www.ewmi-prolog.org) დეტალურად არის მითითებული) - ამერიკელი ხალხის სახელით (USAID – From the American People) საქართველოში სასამართლო რეფორმების პოლიტიკის შემუშავება და რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენს“.

„სწორედ ამ რეკომენდაციების დიდი ნუსხა აშშ-ის საელჩომ საქართველოს პარლამენტს 2022 წლის აგვისტოში წარუდგინა, თუმცა მათ შორის დაჟინებით ითხოვდა სამი უპრეცედენტო და ძირითადი რეკომენდაცია/ინსტრუქციის შესრულებას, რომელიც ჯერ სასამართლო ხელისუფლების პარალიზებას და შემდგომში კი მისი ფაქტობრივად პირდაპირ ოპოზიციისთვის დაქვემდებარებას გამოიწვევდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ა.შ.შ.-ს საელჩოს მხრიდან (სადაც სწორედ ამ მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელია ინგა თოდრია, რომლის ფეისბუქ პოსტიდანაც აშკარად ჩანს მისი განზრახვები) იმ კაბალურ, უპრეცედენტო სარეფორმო მოთხოვნებთან დაკავშირებით სასამართლოს ნაწილში გავრცელდა „ხალხის ძალის“ განცხადება 2022 წლის 16 აგვისტოს, სადაც ხაზი გაესვა, რომ ასეთი ულტიმატუმები საკანონმდებლო ცვლილებებზე მიუღებელი იყო და თუ რა მიზნები იკვეთებოდა მათ უკან“ - ნათქვამია წერილში.

ქადაგიძის თქმით, დღეს არსებული რეალობის უკეთ აღსაქმელად, უმჯობესი იქნება დეტალურად გავიხსენოთ და სიღრმისეულად აღვწეროთ, ქ-ნ ინგა თოდრიას დამსაქმებლის - აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Institute) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ს მიზნები და საქმიანობა, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

„ძალიან შორს წარსულშიც რომ არ დავბრუნდეთ 1998-2001 წლებში სააკაშვილის პოლიტიკური აღზევების პროცესში, სწორედ ამ უკანასკნელს USAID-ის ჩართულობით სასამართლო სისტემის რეფორმირება ჩააბარეს. ცხადია აშშ-ს უშუალო ჩართულობით და სწორედ სასამართლოში შეტანილი არეულობით, ვითომ გატარებული „პროგრესული რეფორმებით“ და მასზე მოპოვებული გავლენით, შესაბამისად იქ განხორციელებული საკუთარი კადრების დანიშვნებით, იგივე იუსტიციის იმჟამინდელ საბჭოში მიმდინარე პროცესებით დაიწყო მაშინდელი პოლიტიკური ხელისუფლების შევიწროებისა და წნეხის ქვეშ მოქცევის, შემდეგ კი დასუსტების ინტენსიური პროცესი, რაც საბოლოოდ ხელისუფლების სააკაშვილის მიერ ხელში ჩაგდებით დასრულდა. ანალოგიურად ახლაც იგივე პარალელი იკვეთება: ცდილობენ სასამართლოში არეულობის, შიდა დაპირისპირების და გახლეჩის ელემენტების შემოტანას, სისტემის პარალიზებას, ხოლო გარედან თავს ახვევენ უპრეცედენტო, დესტრუქციული რეფორმების კასკადს, რათა შემდგომ ოპოზიციამ იგივე სქემით გავლენა მოიპოვოს სასამართლო სისტემაზე, რაც საბოლოოდ აშკარაა რომ ამჟამინდელი პოლიტიკური ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იქნება აქტიურად გამოყენებული.

საინტერესოა ის გარემოება, რომ სწორედ აშშ-ის საელჩოს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და შესაბამისი პროექტების ჩართულობით, უკვე სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, 2004-2005 წლებში საქართველოს საერთო-სასამართლოების სისტემის ე.წ. ხელახალი წმენდა განხორციელდა, რა დროსაც ყოველგვარი კრიტერიუმისა თუ საფუძვლის გარეშე ასეულობით მოსამართლე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და აღნიშნულს კვლავ ე.წ. სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა უწოდეს, რის შემდგომაც დაიწყო ე.წ. რეფორმირებული სასამართლოს მუშაობა. საინტერესოა ის, რომ 2012 წლამდე საელჩოს, მის დაქვემდებარებულ სააგენტოებსა თუ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდათ სრული ჰარმონია სასამართლო სისტემის გარშემო. არანაირი კრიტიკა თუ მწვავე შეფასება მათი მხრიდან სასამართლოს მიმართ არ ხდებოდა. არანაირ ცვლილებათა მოთხოვნა არ გაჟღერებულა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათი მხრიდან და ხელისუფლება თავისი ნების და საჭიროებების შესაბამისად ცვლიდა ისე კანონებს, რომ არავინ ამას არ იმჩნევდა (თუნდაც გირგვლიანის საქმეზე 3 კვირაში ისე შეამსუბუქეს დამნაშავეებისათვის კანონი, რომ ხმაც არავის ამოუღია და ა.შ.). ცხადია არც ვენეციის კომისიაში არ იგზავნებოდა კანონპროექტები და ფორმალურად აზრსაც მათ არავინ ეკითხებოდა, ვინაიდან ადგილზე სრული მხარდაჭერა გააჩნდათ აშშ-ის საელჩოსი და სასამართლოს ხელოვნური დისკრედიტაციისთვის არც კლიპები თუ ფილმები არ ფინანსდებოდა მათი მხრიდან, დღევანდელობისგან განსხვავებით. ცხადია, არ გვახსენდება არც ერთი სტატუსი თუ მოწოდება ხელისუფლების შეცვლისაკენ, როგორსაც მაგალითად დღეს ვხედავთ თუნდაც-აშშ-ის სასამართლო რეფორმების პროექტის ხელმძღვანელის - ინგა თოდრიას მხრიდან. ამჟამად კი, როცა სწორედ აშშ-ის და ევროკავშირის ჩართულობით სასამართლო რეფორმის 4 ტალღა განხორციელდა, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესი მათივე მოთხოვნით დაახლოებით 1 წლის განმავლობაში!! 2 ჯერ შეიცვალა და ორივეჯერ გაეგზავნა ვენეციის კომისიას და შეჯერდა მასთან, ისევე როგორც სხვა კანონები ე.წ. ექსპერტიზას გადის ჯერ ადგილობრივ დონეზე არაოფიციალურად, შემდეგ კი იგზავნება ვენეციის კომისიაში, მაინც სრული შეტევის ქვეშაა სასამართლო სისტემა და კვლავ ითხოვენ უკვე უპრეცედენტო და უანალოგო ცვლილებების განხორციელებას, რათა როგორმე ჩამოშალონ სასამართლო, რითაც დასტურდება, რომ რეალური მიზანი მართლა სასამართლოს ჯანსაღი რეფორმირება კი არ არის, არამედ სისტემის ჩიხში შეყვანა და მასზე ოპოზიციის პოლიტიკური გავლენების მოპოვების ხელშეწყობაა.

მაგრამ, გასაკვირი არც ეს არის, რატომ? იმიტომ ..... თუ სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, USAID-ის და აღმოსავლეთ-დასავლეთ მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Institute) პროექტების შედეგად განხორციელებულ რეფორმებს ვნახავთ, მივხვდებით, რომ ქვეყნებში სადაც, პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს ამ ძალისათვის მისაღები პოლიტიკური ჯგუფი, მაშინ მიუხედავად, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევისა, სასამართლო სისტემის არასწორი ფუნქციონირებისა და ა.შ. ამერიკელი ხალხის ხმა ამ ქვეყნის მოსახლეობას არ ესმის, რადგან ეს ხმა დუმს (მაგალითად - საქართველო 2004-2012 წლები) ...... ხოლო ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება ფავორიტ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია, მაშინ მიმდინარეობს გაძლიერებული კოლექტიური თავდასხმები, პირველ რიგში სასამართლოს დისკრედიტაციისა თუ სასამართლო სისტემის ჩამოშლის მიზნით, რასაც როგორც უკვე აღვნიშნეთ შედეგად მოჰყვება, ხელისუფლების სხვა შტოების ჩამოშლაც. ამ დემოკრატიის სახელით სასამართლოსადმი ბრძოლას, სხვადასხვა სახელს, მათ შორის, ვეტინგსაც-მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების პროცედურას (ასე ვთქვათ, მოგონილი კვაზი ორგანოების მიერ ვითომ მოსამართლეთა კვალიფიკაციისა და პატიოსნების გადამოწმების საფარქვეშ ხელოვნურად შექმნილი საკვალიფიკაციო კომისიების მიერ მოსამართლეთა შემოწმების და შესაბამისად მიმდინარე პროცესი, რეალურად კი სისტემიდან გაყრის რეპრესიული მექანიზმი) უწოდებენ.
თუმცა, საქართველოში ამ „თვალთმაქცური შესაბამისობის შემოწმების“ გარეშეც კი, პირდაპირ მოახდინეს მოსამართლეთა გაყრა 2004-2006 წლებში, რაც განახორციელეს ბარბაროსული მეთოდებით და მოსამართლეთა პირდაპირი დისციპლინური რეპრესიებით (ერთ-ერთი დისციპლინური მდევნელი იუსტიციის საბჭოს მხრიდან სხვათაშორის ნიკა გვარამია იყო), ისე რომ ფორმალურადაც კი არ შეუქმნიათ რაიმე კომისია.

ანალოგიური მიზნები და იდენტური ქმედებების ოღონდ უფრო დახვეწილი ფორმებით განხორციელების სურვილი ახლაც აქვთ და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს სასამართლო სისტემის გამუდმებული დისკრედიტაციის და „გაშავების“კამპანია, რომელსაც აფინანსებს და სხვადასხვა პროექტების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით აქტიურად ახორციელებს აშშ-ის საელჩო. სწორედ, მათი დონორობით ხდება სხვადასხვა ფილმების თუ კლიპების დაფინანსება, სასამართლოს საქმიანობის მუდამ უარყოფითი შეფასება, მათი შიდა არჩევნების თუ დანიშვნების მუდამ მკაცრი დაგმობა, შეჩერების მოთხოვნა და და ა.შ. თვით საელჩოს მიერ და და რაც მიზნად ისახავს სასამართლოს მაქსიმალურად უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას, რათა მომავალში ზემოაღნიშნული ე.წ. ვეტინგის (მათთვის მიუღებელი მოსამართლეთა გადარჩევის თუ გამოხშირვის პროცესებს) ნოყიერი ნიადაგი აქედანვე მოამზადონ“ - ნათქვამია ზურაბ ქადაგიძის წერილში.

ამის მაგალითად ქადაგიძეს მოყავს 2022 წლის 21 თებერვალს სოროსის ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში გამართული, ამავე ორგანიზაციის დაკვეთით და დაფინანსებით გამოცემული ნაშრომის პრეზენტაცია, მოსამართლეთა თანამდებობებზე შესაბამისობის შემოწმების პროცედურებთან (ვეტინგთან) და მის მეთოდებთან დაკავშირებით, სადაც მიმოხილულია თუ როგორი უნდა იყოს კონკრეტულად საქართველოსთვის ეს რეკომენდაციები.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

29 იანვარი 2023, 19:06

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს. განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის - საბინო არანას სახელს ატარებს

მე წარმოვადგენ პატარა, მაგრამ ძალიან ამაყ ქვეყანას - საქართველოს. ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში მოუწია ბრძოლა თავისი იდენტობის, მიწის, რელიგიისა და ენის დასაცავად. ამიტომ ჩვენ, ქართველები განსაკუთრებულად ვაფასებთ პატრიოტიზმს და სამშობლოს ერთგულ ადამიანებს. შესაბამისად, მე განსაკუთრებით ვამაყობ ჯილდოს მიღებით, რომელიც დიდი პატრიოტის - საბინო არანას სახელს ატარებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბილბაოში, სადაც ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდოს მიანიჭეს.

თორნიკე რიჟვაძე

29 იანვარი 2023, 18:42

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე სამუშაო ვიზიტით ფილიპინების რესპუბლიკაში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები. აჭარის მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს ფილიპინების რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრთან, ტურიზმის მინისტრთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

29 იანვარი 2023, 18:25

საზოგადოება

გუდაურში პარაპლანისტების აქცია დასრულდა

გუდაურში პარაპლანისტების აქცია დასრულდა. შეკრებილები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც რამდენიმე თვეა ქვეყანაში პარაპლანით ფრენა აკრძალულია. აცხადებდნენ, რომ სურთ შეზღუდვები მოიხსნას, ასევე ფრენის ნებართვები ოფიციალურად გაიცეს. აქციის მონაწილეები მხარის გუბერნატორსაც შეხდნენ და მათი მოთხოვნები გააცნეს.

გიორგი პატარაია

29 იანვარი 2023, 18:08

პოლიტიკა

გიორგი პატარაია: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, არჩევნები დასრულდება 30 იანვარს, 10:00 საათზე

ის ადამიანები, რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში ვერ მიიღეს ვერიფიკაციის კოდი, დღის ბოლომდე ყველა მიიღებს ამ კოდს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი პატარაიამ განაცხადა.

ოლეგ სერებრიანი

29 იანვარი 2023, 17:58

საზოგადოება

თეა ახვლედიანის მოწვევით, საქართველოს სამუშაო ვიზით მოლდოვის ვიცე-პრემიერი ოლეგ სერებრიანი ეწვევა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოწვევით, 30-31 იანვარს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ესტუმრება მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი.

გელა ნიკოლაიშვილი

29 იანვარი 2023, 17:42

პოლიტიკა

გელა ნიკოლაშვილი გიული ალასანიას განცხადებაზე: მიმაჩნია რომ ეს არის ტაქტიკა, მათი მიზანი სააკაშვილის მკურნალობა ხომ არ არის, მიზანია გათავისუფლება, რის შემდეგაც საზღვარგარეთ წავლენ

მიმაჩნია რომ ეს არის ტაქტიკა და არა ის, რომ მაინცდამაინც მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველოში გააგრძელოს მკურნალობა, - ასე გამოეხმაურა გელა ნიკოლეიშვილი გიული ალასანიას განცხადებას, რომ ისინი არ მოითხოვენ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას- არამედ სასჯელის გადავადებას.

ირაკლი ზარქუა

29 იანვარი 2023, 17:34

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ უკვე მერამდენე თვეა ლუქს პალატაშია და კეთილ ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს - ქალბატონმა გიულიმ ამისკენ უნდა მოუწოდოს თავის შვილს

პატიმარი სააკაშვილი კი არის პატიმარი, მაგრამ უკვე მერამდენე თვეა ლუქს პალატაშია და კეთილ ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას და მიიღოს ის საკვები არის დადგენილი. ქალბატონმა გიულიმ ამისკენ მოუწოდოს თავის შვილს და ძალიან დავალებულები ვიქნებით ყველა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გიული ალასანიას განცხადებას, რომ ისინი არ მოითხოვენ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვასნას - არამედ სასჯელის გადავადებას.

გიორგი ვოლსკი

29 იანვარი 2023, 17:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი გიული ალასანიას განცხადებაზე: საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულ თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან

გიული ალასანიას და არა მარტო მისი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ალექსანდრე მილორავა

29 იანვარი 2023, 17:12

პოლიტიკა

გიორგი მუმლაძის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუ ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცემა, არჩევნების დროში გახანგრძლივების საკითხს დააყენებენ

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის წარმომადგენელი ალექსანდრე მილორავა აცხადებს, რომ თუ ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცემა, ისინი არჩევნების დროში გახანგრძლივების საკითხს დააყენებენ.

29 იანვარი 2023, 17:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის ჯილდო გადაეცა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს რამდენიმე წუთის წინ, ბილბაოში საბინო არანას ფონდის ჯილდო გადაეცა. ჯილდო მას ქართულ- ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადასცეს.

29 იანვარი 2023, 16:42

მსოფლიო

ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ირანის ჩრდილო დასავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. სააგენტო „ფარსის“ ინფორმაციით, სტიქიამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, 400-ზე მეტი კი დაშავდა. დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და შენობა ნაგებობა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.

ლევან ქარუმიძე

29 იანვარი 2023, 16:14

პოლიტიკა

ლევან ქარუმიძე ალასანიას განცხადებაზე: ანუ ახლა საქართველო საკმარისად კარგია იმ „დაავადების“ სამკურნალოდ, რაც სააკაშვილს აქვს?

„ანუ ახლა საქართველო საკმარისად კარგია იმ „დაავადების“ სამკურნალოდ, რაც მას აქვს? ნეტავ შემდეგ რომელ „ფეიკნიუსს“ ამხელს?“, - წერს ქარუმიძე.

29 იანვარი 2023, 15:55

საზოგადოება

გუდაურში პარაპლანისტების აქცია გაიმართა

გუდაურში პარაპლანისტების აქცია გაიმართა. შეკრებილები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც რამდენიმე თვეა ქვეყანაში პარაპლანით ფრენა აკრძალულია. ამბობენ, რომ სურთ შეზღუდვები მოიხსნას, ასევე ფრენის ნებართვები ოფიციალურად გაიცეს.

29 იანვარი 2023, 15:29

საზოგადოება

მარიამ ჭელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. დიაგნოზის გათვალისწინებით, მუდმივად საჭიროებს კვლევებს, რეაბილიტაციასა და კონტროლს. მარიამს გადაუდებელი გამოკვლევებისა და მკურნალობის გასაგრძელებლად სასწრაფოდ თურქეთში გამგზავრება ესაჭიროება.

29 იანვარი 2023, 15:05

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქვეყანაში ტვირთების კონტროლთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან

შემოსავლების სამსახური ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, ქვეყანაში სანქცირებული ტვირთების გადაადგილების კონტროლთან დაკავშირებულ სიუჟეტს ეხმაურება და განმარტავს, რომ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მტკიცებით ფორმაში არის გაცხადებული, თითქოს სანქცირებული საქონელი საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოდის.

29 იანვარი 2023, 14:48

რეგიონი

ფოთის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული 70 მრავალ ბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციისთვის მილიონ 700 ათასი ლარი გამოიყო.

გიული ალასანია

29 იანვარი 2023, 14:27

პოლიტიკა

გიული ალასანია: ჩემი შვილი არაფრის სანაცვლოდ არ ჩამოსულა, მოენატრა თავისი ქვეყანა, ნოსტალგია ჰქონდა და ამიტომ ჩამოვიდა

ყოფილი პრეზიდენტის დედა „ქრონიკის“ კითხვამ გააღიზიანა - ვის გულისხმობდა პატიმარი სააკაშვილი, როდესაც გერმანულ გამოცემა „შპიგელს“ განუცხადა, რომ საქართველოში ფაქტობრივად მოტყუებით ჩამოიყვანეს და ამაში რუსეთში ჩანერგილი აგენტების ხელი ურევია, - გიული ალასანია ამბობს, რომ დეტალები არ იცის.

გიული ალასანია

29 იანვარი 2023, 14:26

პოლიტიკა

გიული ალასანია სააკაშვილზე: ჩვენი თხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არამედ, არის ის, რომ სასჯელი გადაუვადონ

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მათი თხოვნა მსჯავრდებულის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა კი არ არის, არამედ - სასჯელის გადავადება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

29 იანვარი 2023, 14:15

პოლიტიკა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალი თავმჯდომარის, ამომრჩეველი კი ვერიფიკაციის კოდის მოლოდინშია. ხმის მიცემის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება. ოთხიათასამდე ამომრჩეველი, რომელმაც პარტიის ბედი, მომავალ ხელმძღვანელს უნდა ანდოს, არჩევანს ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ აკეთებს, თუმცა პარტია ელექტორატს აიმედებს, რომ კენჭისყრის დახურვამდე უნიკალური კოდი, ყველა მათგანს მიუვა.

29 იანვარი 2023, 13:36

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება

ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება,- ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ყველამ, ვინც 2021 წელსაც „ნაცმოძრაობას“ მისცა ხმა, წაახალისა ის შეურაცხმყოფელი საგიჟეთი, რაც დღეს ხდება. დღეს ძალიან ნათელია, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ მიცემულმა თითოეულმა ხმამ გააძლიერა ბიძინა ივანიშვილი.