25 იანვარი 2023, 17:16 / სანდო წყარო

ალეკო ელისაშვილი: კასიანოვის საქმიანობა არის მავნებლობა. ჩემი აზრით, ელჩი ასე არ უნდა იქცეოდეს

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

„მოქალაქეების“ ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქმიანობა არის მავნებლობა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ კასიანოვს აქვს მისია, რომ კიდევ უფრო გააფუჭოს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები და ყველაფერს აკეთებს ამისთვის. როგორც ჩანს, საგანგებოდ იგონებს საკითხებს... მისი საქმიანობა არის მავნებლობა. ჩემი აზრით, ელჩი ასე არ უნდა იქცეოდეს“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასობრივად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ.

ყველა სიახლე

ვახტანგ ცინცაძე

27 იანვარი 2023, 17:19

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე გაეროს კვლევაზე: საქართველო მოწინავეა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის, ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია

„ანგარიშის თანახმად საქართველო მოწინავეა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნებს შორის. ხოლო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია. ეს ყველაფერი განპირობებულია იმ ახალი შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებით, რასაც საქართველოს მთავრობა იყენებს და ასევე იმ ნაბიჯებითა და იმ გონივრული ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

27 იანვარი 2023, 17:06

ეკონომიკა

შალვა პაპუაშვილი: ტინი კოქსის არჩევას მხარი დაუჭირა დეპუტატთა 80%-მა, „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც არ ეთანხმება, ყველაფერს პრორუსულად ნათლავს

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ეს განცხადება აბსურდულია და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არანაირი რეაქცია არ აქვს.

27 იანვარი 2023, 17:05

მსოფლიო

კაცი, რომელიც თეირანში საელჩოს დაესხა თავს, აცხადებს, რომ მისი ცოლი 9 თვის განმავლობაში საელჩოშია დაკავებული

მამაკაცი, რომელიც თეირანში აზერბაიჯანის საელჩოში შეჭრის ფაქტზე დააკავეს, აცხადებს, რომ პირადი მოტივებით ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ფრანგული RFI იტყობინება.

27 იანვარი 2023, 16:46

რეგიონი

28 იანვარს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს გზის ღერძზე ბოძკინტების აღდგენის სამუშაოებს.

27 იანვარი 2023, 16:35

პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მოლდოვაში ვიზიტით იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მოლდოვაში იმყოფებოდა. თამარ გაბუნიამ კიშინიოვში, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

27 იანვარი 2023, 16:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საჭიროა ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერების ყველა თაობაში შენარჩუნება, რათა ისტორიის ეს უმძიმესი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს

კაცობრიობის წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს - ჰოლოკოსტს, მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათი მარადიული მოგონება თითოეული ჩვენგანის და მთელი მსოფლიოს პასუხისმგებლობაა, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას ანტისემიტიზმის საფრთხესა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

27 იანვარი 2023, 16:16

ეკონომიკა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ავიაციის, საზღვაო და უსაფრთხოების მინისტრმა, ბარონესა ვერემ ლონდონში ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

27 იანვარი 2023, 16:09

საზოგადოება

პატრიარქი: ბატონ ზაზა ალექსიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჰუმანიტარული მეცნიერებისათვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. მისი მრავალმხრივი სიღრმისეული ცოდნა საყრდენი იყო და არის მკვლევართათვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს უსამძიმრებს და აღნიშნავს, რომ ალექსიძეს ჰქონდა კურთხევა 1989 წელს სინას მთაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ აღმოჩენილ უძველეს ქართულ ხელნაწერებზე ემუშავა, რომლებიც საქართველოს ახლახან გადმოეცა.

მაკა ბოჭორიშვილი

27 იანვარი 2023, 16:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბიუროს არაოფიციალური სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების, მაკა ბოჭორიშვილისა და ანდრიუს კუბილიუსის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო

27 იანვარი 2023, 15:57

საზოგადოება

მეუფე შიო: გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მსახურების შედეგად ჩვენი ერი ხელახლა მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე

წმინდა ნინო იყო ნამდვილად ბრძენი ქალწული, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე დაუთმო... საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებასა და გავრცელებას. ნაყოფიც მისი ამ სამოციქულო ღვაწლისა იყო დიადი - ჩვენი ერი მოექცა ქრისტიანობაზე, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარიში ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა.

27 იანვარი 2023, 15:46

პოლიტიკა

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასჯელის გადავადების საქმის მორიგი განიხილა დასრულდა

1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იკითხებოდა ბრიტანელი ფსიქიატრი. კორნელიუს კატონა ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის ერთ- ერთი თანაავტორია.

რატი იონათამიშვილი

27 იანვარი 2023, 15:45

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გიორგი გახარიას პარტია ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ახლაც აღიარებითი ჩვენებების კასკადთან გვაქვს საქმე

გიორგი გახარიას პარტია ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ახლაც აღიარებითი ჩვენებების კასკადთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა.

წმინდა ნინოს ხატი

27 იანვარი 2023, 15:40

საზოგადოება

ბოდბის დედათა მონასტერში ნინოობა აღნიშნეს

მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წმინდა ნინოს საფლავის მოსალოცად ჩამოვიდნენ. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა.

დავით კაჭარავა

27 იანვარი 2023, 15:35

პოლიტიკა

დავით კაჭარავა „ემპათიაზე“: როდესაც სახელმწიფოს ბრალს სდებ ადამიანის წამებაში, ეს არის წითელი ხაზი და ეს ხაზი ვერავინ ვერ უნდა გადაკვეთოს

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით კაჭარავა, ცენტრ „ემპათიასთან“ დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება. „ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა, „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერთა მხრიდან გამოყენებულია ქვეყანაში დაპირისპირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა და ბატონი რატი ბრეგაძის განცხადება ადასტურებს, რომ „ემპათია“ სახელმწიფოს ბრალს უსაფუძვლოდ სდებდა. როდესაც სახელმწიფოს ბრალს სდებ ადამიანის წამებაში, ეს არის წითელი ხაზი და ეს ხაზი ვერავინ ვერ უნდა გადაკვეთოს!“, - აცხადებს კაჭარავა.

გიორგი მუმლაძე

27 იანვარი 2023, 15:25

პოლიტიკა

გიორგი მუმლაძე: ის ნიჰილიზმი, რომელიც დათესილია ჩვენს მხარდამჭერებში, გამოწვეულია მათ შორის იმით, რომ საკრებულოებში გავურიგდით გიორგი გახარიას, ნიკა მელიას გადაწყვეტილებით

ამ ადამიანმა დაგვთხარა თვალები, მოგვწამლა და ფაქტობრივად, როდიონოვი-2 მოგვევლინა იმით, რომ 9 აპრილის შემდეგ პირველად, ანტისაოკუპაციო აქცია დაარბიეს საქართველოში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 იანვარი 2023, 15:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ გახარიას უწოდებდა „თვალთხარიას“, გახარია კი „ნაცმოძრაობას“ სისხლიან რეჟიმად მოიხსენებდა, როცა ამ შეფასებების მიუხედავად იკვრება კოალიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ ღირებულებები

„როდესაც ასეთი შეფასებებია ერთმანეთის მიმართ და იკვრება კოალიცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ ღირებულებები. ევროპაშიც მოქმედებს ეს პრინციპი, რომ ყველაფრის ფასად კოალიციების შექმნა არ შეიძლება და ასეთი აქტი არის არა კომპრომისებისთვის მზაობის გამოხატულება, არამედ ღირებულებების მიმართ კომპრომისის გამოხატულება, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - აღნიშნა კობახიძემ.

დავით მათიკაშვილი

27 იანვარი 2023, 15:12

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რაზე ლაპარაკობს ნაყოფია, ხალხი კარადებსა და მაცივრებში მალავდა ტელეფონებს, რადგან ისმინებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში ტოტალური მოსმენები იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ კობა ნაყოფიას განცხადებას არ ეთანხმება.

ბაჩო დოლიძე

27 იანვარი 2023, 15:08

პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: ფარული ჩაწერები რომ ხდებოდა და ამ ყველაფრის მანკიერი პრაქტიკა არსებობდა, ეს არ დაგვიმალავს

ფარული ჩაწერები რომ ხდებოდა და ამ ყველაფრის მანკიერი პრაქტიკა რომ არსებობდა, ეს არ დაგვიმალავს. შესაბამისად, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

27 იანვარი 2023, 15:02

საზოგადოება

საგზაო სამუშაოების გამო, მარიჯანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

მარიჯანის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ნუცუბიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტომობილები იმოძრავებენ შეფერხებით, თუმცა, გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

27 იანვარი 2023, 15:00

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი „ნაცმოძრაობაზე: თავიანთი შეცდომების აღიარების ნაცვლად, ცდილობენ დაიცვან ის, რისი დაცვაც უბრალოდ შეუძლებელია

იმის ნაცვლად, რომ თავიანთი შეცდომები აღიარონ, პირიქით იქცევიან და ცდილობენ დაიცვან ის, რისი დაცვაც უბრალოდ შეუძლებელია, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის, კობა ნაყოფიას განცხადებას.