imedi /  27 იანვარი 2023, 17:58 / სანდო წყარო

ლევან ნიკოლეიშვილი გახარიას და „ნაცმოძრაობის“ კოალიციაზე: როდესაც გუშინ ადამიანს მოღალატეს და ჯალათს ეძახდი და დღეს მასთან ერთად თანამდებობებს ინაწილებ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ხალხმა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოგისროლოს

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

როგორც ჩანს, ნამეტანი აეწვათ ერთი ადგილი გახარიებს იმ სიმართლის მოსმენის შემდეგ, რაც მათ კიდევ ერთხელ შეახსენა ირაკლი კობახიძემ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას კოალიციის შესახებ.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ღირებულებებისგან დაცლილმა ორმა პარტიად წოდებულმა გააფორმეს კოალიცია და თან ხალხს უმტკიცებენ, ეს ხალხის გამო გავაკეთეთო.

„როგორც ჩანს, ნამეტანი აეწვათ ერთი ადგილი გახარიებს იმ სიმართლის მოსმენის შემდეგ, რაც მათ კიდევ ერთხელ შეახსენა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. არადა ყველაფერი მარტივადაა, ღირებულებებისგან დაცლილმა ორმა პარტიად წოდებულმა გააფორმეს კოალიცია და თან ხალხს უმტკიცებენ, ეს ხალხის გამო გავაკეთეთო. როდესაც გუშინ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს მოღალატეს და ჯალათს ეძახდი და დღეს მასთან ერთად თანამდებობებს ინაწილებ, არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ხალხმა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე მოგისროლოს. ახლა მაგ ამბავს კლავიატურაზე კაკუნი და ნაპერწკლების ყრა აღარ უშველის“- წერს ნიკოლეიშვილი.

ყველა სიახლე

თეონა აქუბარდია

24 მარტი 2023, 11:09

პოლიტიკა

თეონა აქუბარდია: უმნიშვნელოვანესია, რომ პრემიერმა მოქალაქეებს უპასუხოს, როგორ იცავს ის თითოეული მოქალაქის და ქვეყნის უსაფრთხოებას ამხელა კატასტროფის ფონზე, რომელიც მსოფლიოში რუსეთის მხრიდან არის დაწყებული

უმნიშვნელოვანესია, რომ პრემიერმა მოქალაქეებს და არა ჩვენ უპასუხოს, როგორ იცავს ის თითოეული მოქალაქის და ქვეყნის უსაფრთხოებას ამხელა კატასტროფის ფონზე, რომელიც რუსეთის მხრიდან არის დაწყებული მსოფლიოში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პრემიერის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

24 მარტი 2023, 11:01

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გაღარიბება ძალიან აქტიურად და სწრაფად მიმდინარეობს

„ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გაღარიბება ძალიან აქტიურად და სწრაფად მიმდინარეობს. ეს აისახება, როგორც მათ პოლიტიკურ, ინტელექტუალურ, რეზერვზე, ასევე მათ ელექტორალურ შესაძლებლობებზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

24 მარტი 2023, 10:53

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უმრავლესობის 5 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების" ხუთი დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.

24 მარტი 2023, 10:33

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გაფართოებულ ფორმატში ხვდება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ საღამოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

24 მარტი 2023, 10:30

საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

24 მარტი 2023, 10:24

რეგიონი

ამბროლაურში ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება

სააგენტოს რეკომენდაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ნანა კაკაბაძე

24 მარტი 2023, 10:04

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ყველა პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი უნდა ითვალისწინებდეს მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტს და გამოდიოდეს არა პირადი ან პარტიული, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე Facebook-ზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მის შემდგომ პროგნოზებს აფასებს და წერს, რომ “მსოფლიოში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი რუსეთ-უკრაინის ომია, სურვილები და პროგნოზები კარგია, მაგრამ რეალობა დამშვიდებისა და სურვილების ასრულების სულ უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს”.

24 მარტი 2023, 09:57

მსოფლიო

ისრაელში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

ისრაელში საპროტესტო აქცია არეულობასა და სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამოსულებმა ქუჩები გადაკეტეს.

მიხეილ სარჯველაძე

24 მარტი 2023, 09:51

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარებაზე: არ მგონია, რომ კითხვები დასმული იქნება პასუხების მისაღებად. რეალურად, ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, რომ გარკვეული სპეკულაციური ვერსიები გაათამაშოს

მე არ მგონია, რომ ეს კითხვები დასმული იქნება პასუხის მისაღებად. რეალურად ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, რომ გარკვეული სპეკულაციური ვერსიები გაათამაშონ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მხრიდან საგარეო უწყების ხელმძღვანელის პარლამენტში დაბარების საკითხზე საუბრისას.

24 მარტი 2023, 09:44

მსოფლიო

საფრანგეთში, საპენსიო რეფორმის გამო, მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება

საფრანგეთში, საპენსიო რეფორმის გამო, მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. გვიან ღამით საფრანგეთის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

24 მარტი 2023, 09:41

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს ორ ანგარიშს მოისმენს

„საუბარი შეეხება ევროპარლამენტში ჩვენს ურთიერთობებს. კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის საქმიანობას. ასევე ევრონესტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის საქმიანობას. შარშან მე გახლდით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე და თუ რა გაკეთდა გასული წლის განმავლობაში, ამ თემებზე გვექნება საუბარი“, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

ხატია დეკანოიძე

24 მარტი 2023, 09:39

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე „ნაცმოძრაობის“ დატოვებაზე: ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო მერაბიშვილის გააქტიურება. გირგვლიანის ქეისი, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე „გირი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის

ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო მერაბიშვილის გააქტიურება. გირგვლიანის ქეისი, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გირი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

24 მარტი 2023, 09:29

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 394-ე დღე

უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა დრონებით მიიტანეს იერიში კრივოი როგზე. ვრცელდება ცნობები ნგრევის შესახებ. რაც შეეხება ხერსონის ოლქში, ნოვოკახოვკაში არსებულ ვითარებას, ჯერ ითქვა, რომ ოკუპანტებმა ქალაქი დატოვეს, მოგვიანებით კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ეს განცხადება უარყო.

24 მარტი 2023, 09:21

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს უმრავლესობის 5 დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტაზე იმსჯელებს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს 5 დეპუტატისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

არჩილ თალაკვაძე

24 მარტი 2023, 09:13

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის ლიდერობითაც საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული და საქართველო არის ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც არასდროს

იმედი მაქვს, ამ ჯერზე მაინც ექნება ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან პარლამენტში საქმიანი კითხვები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციასთან დებატებისთვის არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა.

24 მარტი 2023, 09:07

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

24 მარტი 2023, 08:55

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან.

გიორგი ვოლსკი

24 მარტი 2023, 08:48

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მთელი გარემოცვა ცდილობს ის როგორმე იმ სტრატეგიულ გეგმაში მოაქციოს, რომელსაც რევოლუცია ჰქვია

სააკაშვილი მარტო არ არის პატიმრებიდან, ვინც „ვივამედში“ მკურნალობს. მაგრამ თუ მკურნალობა არ უნდა და არ ექვემდებარება მკურნალობის შეთავაზებულ პროცესს, რასაკვირველია, ეს ყოველგვარ პასუხისმგებლობას ხსნის მედპერსონალისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 მარტი 2023, 08:33

პოლიტიკა

დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგება

პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წარდგება. ირაკლი ღარიბაშვილს, ინტერპელაციის წესით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოუსმენენ.

გურამ მაჭარაშვილი

24 მარტი 2023, 08:22

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე: ის, რომ თვითდაზიანების რეჟიმში იყოს პატიმარი, ურტყამდეს ექიმებს, ლანძღავდეს და შეურაცხყოფას აყენებდეს, ბუნებრივია, ამისთვის კლინიკა არ არსებობს

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც, მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი.