თეა ახვლედიანი მოლდოვის ვიცე-პრემიერს, რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანს შეხვდა

ოლეგ სერებრიანი
თეა ახვლედიანი
ფოტო: საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა მოლდოვის ვიცე-პრემიერთან რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანთან, რომელიც საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, სახელმწიფო მინისტრის მოწვევით იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობას და მნიშვნელობას, მათ შორის 2018 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების და თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
მხარეებმა ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარეს საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, მიმდინარე პროცესებზე და საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.
სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის სხვადასხვა განზომილება, პრიორიტეტები და ამოცანები და აქცენტი გააკეთა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე, რაც მიზნად ისახავს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
თეა ახვლედიანმა მოლდოვის ვიცე-პრემიერს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი შედეგები და არსებული გამოწვევები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე უფლებრივ და ჰუმანიტარულ ვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევების, ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის ჩათვლით.
შეხვედრაზე აღინიშნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი ურთულესი გამოწვევები და მათი გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საქართველოსა და მოლდოვას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის როლს და შემდგომი მხარდაჭერის კონსოლიდაციის აუცილებლობას.
მხარეები შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
„საქართველოსა და მოლდოვას ჩვენ საერთო ინტერესებში შემავალი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, საერთო მიზნები და გამოწვევებიც გვაკავშირებს, რომელთა შორის ცალსახად აღსანიშნავია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანება, და ზოგადად, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. შესაბამისად, გასული წლის განმავლობაში, სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის მჭიდრო ურთიერთობების განახლებას და ახალი იმპულსის მიცემას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რის შედეგადაც, ჩვენი მოწვევით, საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი სტუმრობს. შემდგომი ორი დღის განმავლობაში მხარეებს საშუალება გვექნება განვიხილოთ აქტუალურ საკითხთა ფართო სპექტრი. დღევანდელ შეხვედრაზე კი ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ჩართულობის და შერიგების, ისევე როგორც მოლდოვის კონტროლს მიღმა არსებულ რეგიონთან მიმართებით ჩვენი მთავრობების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე, გავუზიარეთ ერთმანეთს დაგროვილი გამოცდილება და ჩვენი სამომავლო ხედვები, ისევე როგორც შევჯერდით ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის კონკრეტულ გზებზე“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.
თავის მხრივ, შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა ოლეგ სერებრიანმაც.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ჩემს ქართველ კოლეგასთან, ქალბატონ მინისტრთან თეა ახვლედიანთან. რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის რანგში პირველად ვიმყოფები საქართველოში. სამწუხაროდ, ორივე ქვეყანას, მოლდოვასა და საქართველოს, აქვთ სეპარატიზმის პრობლემა, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან, ხოლო მოლდოვის რესპუბლიკას დნესტრისპირეთის რეგიონთან მიმართებაში. ორივე შემთხვევაში სეპარატიზმს აქვს მსგავსი წარმომავლობა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებიდან. სეპარატისტული მოძრაობები ორივე ქვეყანაში მხარდაჭერილია ერთი და იგივე ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის მიერ. ახლა საჭიროა ჩვენი ქმედებების კოორდინაცია ჩვენი ქვეყნების რეინტეგრაციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ძალიან ტურბულენტური პერიოდია შავი ზღვის რეგიონისთვის, რაც განპირობებულია რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული აგრესიით უკრაინაში. გეოპოლიტიკური გარემო შავი ზღვის რეგიონის გარშემო მნიშვნელოვნად შეიცვალა, რამაც თავის მხრივ შეცვალა კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკა როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში. დარწმუნებული ვარ, რომ მექნება ორი საკმაოდ დატვირთული და წარმატებული სამუშაო დღე საქართველოში. დაგეგმილია ძალიან საინტერესო განხილვები საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე, მექნება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებთან, ეკონომიკური მიმართულება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ქვეყნის რეინტეგრაციის პროცესზე მუშაობენ. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების რეინტეგრაციის პროცესში ახალი ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება“, - განაცხადა ოლეგ სერებრიანოვმა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის ვიცე-პრემიერი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ვიცე-პრემიერთან, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიც-სპიკერთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარესთან და სხვა პარლამენტარებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. ვიზიტი აგრეთვე ითვალისწინებს სახელმწიფო მინისტრთან ერთად ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის მონახულებას.
ყველა სიახლე

24 მარტი 2023, 09:21
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს უმრავლესობის 5 დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტაზე იმსჯელებს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს 5 დეპუტატისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

24 მარტი 2023, 09:13
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის ლიდერობითაც საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული და საქართველო არის ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც არასდროს
იმედი მაქვს, ამ ჯერზე მაინც ექნება ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან პარლამენტში საქმიანი კითხვები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციასთან დებატებისთვის არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა.

24 მარტი 2023, 09:07
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს
საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

24 მარტი 2023, 08:55
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან.

24 მარტი 2023, 08:48
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მთელი გარემოცვა ცდილობს, რომ ის როგორმე იმ სტრატეგიულ გეგმაში მოაქციოს, რომელსაც რევოლუცია ჰქვია
სააკაშვილი მარტო არ არის პატიმრებიდან, ვინც „ვივამედში“ მკურნალობას. ნაგრამ, თუ მკურნალობა არ უნდა და არ ექვემდებარება მკურნალობის შეთავაზებულ პროცესს, რასაკვირველია, ეს ყოველგვარ პასუხისმგებლობას ხსნის მედპერსონალისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

24 მარტი 2023, 08:33
პოლიტიკა
დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგება
პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წარდგება. ირაკლი ღარიბაშვილს, ინტერპელაციის წესით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოუსმენენ.

24 მარტი 2023, 08:22
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე: ის რომ თვითდაზიანების რეჟიმში იყოს პატიმარი, ურტყამდეს ექიმებს, ლანძღავდეს და შეურაცხყოფას აყენებდეს, ბუნებრივია, ამისთვის კლინიკა არ არსებობს
„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც, მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი.

24 მარტი 2023, 08:11
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
24 მარტს ქუთაისში +16 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

24 მარტი 2023, 00:42
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: სიტყვა თურქეთი არ მიხსენებია, ტარიელ ნაკაიძე არის მატყუარა
„სიტყვა თურქეთი არ მიხსენებია, არცერთი თემა მუსლიმურ თემთან დაკავშირებული არ ყოფილა და ახლა ცდილობს ამას შეაფაროს თავი, რადგან თვითონ თავს ვერანაირად ვერ იმართლებს თავისი არაკაცური გამონათქვამების გამო და ახლა ცდილობს ისეთ სიბრტყეში გადაიტანოს, რომ მე კი არ დამესხნენ თავს, არამედ თავს დაესხნენ რელიგიას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილსო, რაც არის ტყუილი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

24 მარტი 2023, 00:32
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერის იმედი ვერ ექნება, თუმცა მგონი თვითონაც დაიჯერეს, რომ მათ ჰქონდათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მათ შორის ახალგაზრდობის მხარდაჭერა, რაც აბსოლუტური ტყუილია
„საზოგადოების ნებისმიერ ფენასა და ასაკში არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც რაღაც პოლიტიკურ მიმართულებას უჭერს მხარს, ეს ერთი და მეორე - რაღაც ნაწილმა დაიჯერა, რომ მართლა რუსულ კანონზეა საუბარი. დაიჯერეს არა იმიტომ, რომ ოპოზიციას დაუჯერეს. მთლიანობაში საზოგადოების მხარდაჭერა ოპოზიციას არა აქვს ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება, რომ ეს იყო ქარიშხალი ჭიქაში“, - განაცხადა სუბარმა.

24 მარტი 2023, 00:26
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისშია
საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია. გერმანიის საგარეო უწყების ხელძმღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა.

24 მარტი 2023, 00:20
პოლიტიკა
სოზარ სუბარი პარლამენტიდან გაწვეულ კანონპროექტებზე: ძალიან ბევრი ქვეყანა წავა ამ გზით, რადგნ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამჭვირვალობისთვის
ძალიან ბევრი ქვეყანა წავა ამ გზით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამჭვირვალობისთვის, რაც გაძლევს საშუალებას, თავიდან აიცილო საფრთხეები: ეს შეიძლება იყოს კორუფცია, ეროვნული უსაფრთხოება და უამრავი სხვა რამ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტიდან გაწვეულ კანონპროექტების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

24 მარტი 2023, 00:08
პოლიტიკა
გია გაჩეჩილაძე: რა რუსული კანონი, რის რუსული კანონი, მეორე და მესამე დღეს ვნახეთ, რომ თვითონ ევროპარლამენტი იღებს ამ კანონს
რა რუსული კანონი, რის რუსული კანონი, მეორე და მესამე დღეს ვნახეთ, რომ თვითონ ევროპარლამენტი იღებს ამ კანონს და ვნახეთ ევროპარლამენტარები, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ პირიქით, თქვენ თავს გაუფრთხილდითო, - ამის შესახებ მუსიკოსმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

24 მარტი 2023, 00:06
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: დღეს „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულ არხებზე გამოჩნდა ასეთი სათაურები - „ქართული გაზაფხული“, „თბილისური გაზაფხული“ - ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია
დღეს „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულ არხებზე გამოჩნდა ასეთი სათაურებიც - „ქართული გაზაფხული“, „თბილისური გაზაფხული“, ამის სუნი იგრძნეს ევროპელებმა... გივი თარგამაძემ გამოაქვეყნა პარიზის ფოტოები, პოლიციის დამწვარი მანქანები, განადგურებული ქუჩები და დაწერა, რომ ეს არის ნამდვილი ევროპა, ასეთი უნდა იყოს ევროპელი და ქართველი ახალგაზრდობა. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

24 მარტი 2023, 00:05
პოლიტიკა
გია გაჩეჩილაძე დაანონსებულ შეკრებაზე: უნდა დავანახოთ, სად დგას ქართველების უმრავლესობა და რა მოთხოვნები აქვს
„ეს შეკრება ამიტომ არის აუცილებელი, რომ ყველამ დაინახოს, რომ სიმართლე არ არის იქ, სადაც ეს სამი დღე იყო. ეს არ არის პოლიტიკისა და პოლიტიკოსების შეხვედრა, ეს არის ხალხის შეხვედრა ვისაც ყელში ამოუვიდა ეს ამდენი ხარახურა, რაც ქვეყანაში ხდება. “, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.

23 მარტი 2023, 23:50
სამართალი
რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ „კორტების სპეცოპერაცია“, რომლის დამგეგმავები და განმახორციელებლები თითქმის გმირებად შერაცხეს, იყო მიზანმიმართული მკვლელობა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა ქართველი ხალხი, რომ „სპეცოპერაცია“, რომლის დამგეგმავები და განმახორციელებლები თითქმის გმირებად შერაცხეს, იყო მიზანმიმართული მკვლელობა, და არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

23 მარტი 2023, 23:48
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: მტკნარი სიცრუეა, თითქოს პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ
რამდენიმე დღის წინ კვლავ იყო ამ თემის აქტუალიზების მცდელობა და ითქვა, რომ თითქოსდა დაქოქოლია თვითმფრინავი, რომელშიც სხედან პოლონელი ექიმები და მათ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან - ეს მტკნარი სიცრუეა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

23 მარტი 2023, 23:40
სამართალი
რატი ბრეგაძე „ვივამედის“ განცხადებაზე: ეს არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ
რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილის გარემოცვა მიზანმიმართულად ცდილობს გააუარესოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც იუსტიციის მინისტრმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არა თუ „ვივამედში“, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დღიდან მიმართავს მიზანდასახულად თვითდაზიანებას, რომ ამ ფორმით მოეპოვებინათ თავისუფლება.

23 მარტი 2023, 23:30
სამართალი
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს მკურნალობის კურსს და მისმა მომხრეებმაც ხელი უნდა შეუწყონ მკურნალობაში, თუ მისი მიზანი ჯანმრთელად ყოფნაა
მიხეილ სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს მკურნალობის კურსს და მისმა მომხრეებმაც ხელი უნდა შეუწყონ ამ ადამიანს მკურნალობაში, თუ მისი მიზანი ჯანმრთელად ყოფნაა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანი იყოს კარგად, ხოლო მას არ უნდა, რომ იყოს კარგად, იმიტომ რომ ცუდად ყოფნით ეძებს ციხიდან გამოსასვლელ გზას - ეს არ მოხდება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

23 მარტი 2023, 23:16
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე: რაც ხდება სააკაშვილის გარშემო, არახალია - მის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის შემდეგ დაიწყო ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება და მაშინ აქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად აწყობთ
რაც ხდება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გარშემო, არახალია - მის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთის შემდეგ დაიწყო ეს სერიალი, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელიც მაშინ აქტიურდება, როდესაც მათ სიტუაციურად აწყობთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.