30 იანვარი 2023, 15:14 / სანდო წყარო

ირაკლი ზარქუა: საზოგადოება აქამდეც ინფორმირებული იყო იმაზე, თუ როგორ ექცეოდა პატიმარი სააკაშვილი ექიმებსა და ექთნებს

ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის მედდის ინტერვიუს ეხმიანება.

როგორც ზარქუა ამბობს, საზოგადოება, გასაჯაროებული ვიდეოების საშუალებით, აქამდეც ინფორმირებული იყო იმაზე, თუ როგორ ექცეოდა პატიმარი სააკაშვილი ექიმებსა და ექთნებს.

„ჩვენ ხომ ვნახეთ იმ გასაჯაროებული ვიდეოებით, თუ როგორ ატერორებს, პირდაპირი მნიშვნელობით და როგორ ძალადობს ექთნებსა და ექიმებზე, სწორედ იმ ხალხზე, ვინც ემსახურება პატიმარ სააკაშვილს. აქედან გამომდინარე, ქალბატონის აღიარება, თუ ჩვენება მის გარეშეც საზოგადოებამ უკვე ნახა“, - აცხადებს ზარქუა.

„იმედის კვირამ“ მიხეილ სააკაშვილის მედდასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მედდა განმარტავს, თუ როგორ ძალადობს ექსპრეზიდენტი „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალზე.

ყველა სიახლე

გიორგი კიკნაძე
ჯაბა სამუშია

10 ივნისი 2023, 10:25

საზოგადოება

თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს დასაქმების ახალი შესაძლებლობები ექნებათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელსაც თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კიკნაძემ მოაწერეს ხელი. ღონისძიებას თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

10 ივნისი 2023, 10:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის IFRI-ის დირექტორს, თომა გომარს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა შეეხებოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს და პარლამენტის როლს რეკომენდაციების შესრულებაში.

10 ივნისი 2023, 10:00

რეგიონი

ევროკავშირის ელჩის ვიზიტი ხაზს უსვამს აჭარასთან თანამშრომლობას

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტი დაასრულა, რომლის მიზანი მხარეებს შორის არსებული კავშირების გაძლიერება იყო. ვიზიტის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა შეხვედრებს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდებთან.

10 ივნისი 2023, 09:36

მსოფლიო

უკრაინული მხარის ცნობით, ოდესაზე ირანული დრონების გამოყენებით რუსეთის დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, ყველა დრონი განადგურებულია, თუმცა მათი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელსაც 3 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.

10 ივნისი 2023, 09:06

მსოფლიო

სტამბოლში დააკავეს პირები, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ფული დაბეჭდეს

სტამბოლის ჟანდარმერიამ დააკავა პირები, რომლებმაც 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ყალბი ფული დაბეჭდეს და აფრიკულ ქვეყნებში გაგზავნას გეგმავდნენ. ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია თურქეთის ერთი, შვედეთის 3, დიდი ბრიტანეთის ერთი და განას ერთი მოქალაქე.

ფრანსუა ოლანდი

10 ივნისი 2023, 08:45

მსოფლიო

ფრანსუა ოლანდი: როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში

როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, - ამის შესახებ The Financial Times-თან ინტერვიუში საფრანგეთის ექსპრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

10 ივნისი 2023, 08:19

მსოფლიო

აშშ-ის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს რუსეთის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე

აშშ-ის კონგრესი განიხილავს კანონპროექტს რუსეთის ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში შეყვანის თაობაზე. ინფორმაცია ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დემოკრატ ტედ ლიუს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

10 ივნისი 2023, 00:56

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ლატვიაში შეხვედრებს მართავს

ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და მეგობრობის ჯგუფის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი ლატვიის სეიმის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს აივა ვიკსნას და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

10 ივნისი 2023, 00:48

საზოგადოება

ჯაბა სამუშია ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მურზალინ მალიკს გააცნო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესები და მადლობა გადაუხადა სტუმრობისა და თანამშრომლობისთვის.

ბორის ჯონსონი

10 ივნისი 2023, 00:35

მსოფლიო

მედია: ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თემთა პალატას ტოვებს

კოვიდშეზღუდვების დროს პრემიერის რეზიდენციაში წვეულებებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თემთა პალატას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

10 ივნისი 2023, 00:26

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ის, რომ ქართველმა ხალხმა ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა, არ ნიშნავს, რომ კალიურანდმა და კუბილიუსმა ჭკუა გვასწავლონ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ

„ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ადრეც იყო, მაგრამ ევროკავშირმა არ მიგვიღო, მათ შორის, არც 2008 წლის ომის შემდეგაც კი. მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ერთია, შეურაცხმყოფელი განცხადებების არმიღება - მეორე. ეს უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დავით ქართველიშვილი

10 ივნისი 2023, 00:17

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მეორე ფრონტი რომ გაგვეხსნა, მოგვანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, ხოლო, თუკი, საქართველო რუსეთს დაამარცხებდა, აუცილებლად გავხდებოდით NATO-ს წევრებიც

„ხალხის ძალასთან“ ერთად საზოგადოებამ სიმართლეს ფარდა ახადა და იმ საერთაშორისო ძალებს, შიდა მტრებს, მავნებლებს, იმ უკრაინის „ნაცების“ ფილიალს დაანახა, რომ ვიცით თითოეული პუნქტი მათი მზაკვრული გეგმისა, რომელშიც ხელისუფლების აყირავება, მავნებლური, გენმოდიფიცირებული მთავრობის დაბრუნება და საქართველოს დამოუკიდებლობის საბოლოოდ დასამარება შედის.“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემა „ უცნობის კიდობანში“ განაცხადა

დმიტრო კულება

09 ივნისი 2023, 23:31

მსოფლიო

კულება: იმ დღეს, როდესაც ჩვენთან მოხდა ტერორისტული თავდასხმა და გენოციდის დანაშაული, გაერო რუსული ენის დღეს აღნიშნავდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გააკრიტიკა გაეროს პასუხი რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებაზე.

დონალდ ტრამპი

09 ივნისი 2023, 23:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპს ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს. ამის შესახებ The Hill-ი წერს.

09 ივნისი 2023, 22:40

საზოგადოება

ვარკეთილის პარკი საზეიმოდ გაიხსნა 📷

სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ განახლებული, სამ ჰექტრამდე პარკი გაიხსნა. პარკი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა და შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.

კახა კალაძე

09 ივნისი 2023, 22:10

პოლიტიკა

კახა კალაძე კანდიდატის სტატუსზე: ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ხელისუფლებას კი არა, ქვეყანას სჭირდება, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის თემა

„მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა. მზად ვართ, შევასრულოთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე და აქაც დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან მისაღები. დაველოდოთ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ. დანარჩენი მათზეა დამოკიდებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ჯეიმს კლევერლი

09 ივნისი 2023, 22:08

მსოფლიო

ბრიტანეთმა ირანი რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ ირანი რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა.

კახა კალაძე

09 ივნისი 2023, 21:46

პოლიტიკა

კახა კალაძე: საერთოდ არ მაინტერესებს „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებები, იმიტომ რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ხელისუფლებას

დედაქალაქის მერის შეფასებით, აშკარაა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებაა, თუმცა, მისივე თქმით, ვინ იქნება აღნიშნული პარტიის სათავეში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

კახა კალაძე

09 ივნისი 2023, 21:44

პოლიტიკა

კახა კალაძე: მაღალი დონის შეხვედრები იმისთვისაა, რომ მეგობრებს ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი მაღალი დონის შეხვედრებისას ხაზი ესმება, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესი.

კახა კალაძე

09 ივნისი 2023, 21:43

პოლიტიკა

კახა კალაძე: კარგი იქნება, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კარგი იქნება, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გამჭვირვალე იყოს და საზოგადოება ამ ინფორმაციას ფლობდეს. ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.