03 თებერვალი 2023, 10:02 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: გადატრიალება-გადმოტრიალების მსურველებს შეგახსენებთ მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სიტყვებს - გადატრიალდით საკუთარ ლოგინებში

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

ფორიაქში ერთი რამ დაავიწყდათ „გადმომტრიალებლებს“: დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიღაცა ან რაღაცა შეიძლება დაგეხმაროთ ხელისუფლების მოპოვებაში, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას ყოველთვის ამბობს მისი უდიდებულესობა ხალხი, რომელმაც ეს გაბედული სიტყვა უკვე გაგაგონათ 2012 ში და ადგილიც მიგიჩინათ პოლიტიკურ სანაგვეზე. სანამ ხალხი თქვენ და თქვენისთანებს შავ ჭირად აღგიქვამთ, მანამდე ვერავითარი გარედან დახმარება ვერ გიშველით, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

მისი თქმით, როდესაც ამ ყველაფრის მომზადებაში სააკაშვილის დედაა ჩართული, რომელიც არა ექიმების, არამედ ლობისტების მითითებებით კვებავს საკუთარ შვილს, როდესაც დასავლეთის ფავორიტი ზელენსკი ყოველგვარი ლოგიკის გარეშე იცავს უკრაინის საზღვრის დამრღვევ სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილს, გასაგებია, თუ რაოდენ ფართომასშტაბიანი შეთქმულება მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ამ შეთქმულების ორგანიზატორები მას განუბაჟებელი ტვირთის სახით ჩვენს სამშობლოში აგზავნიდნენ.

"რევოლუცია, ომი თუ მშვიდობა

ოპოზიციური „ტროიკა“ (ლიაკა+გირჩი ზურაბა +ჭიჭე ვაშაძე), 24 თებერვალს რევოლუციის დაწყებას გვიანონსებს. ახლად გამომცხვარი, ჯერ კიდევ ცხელ-ცხელი "პოლიტ-ვარსკვლავი" აკია ბარბაქაძე გვეუბნება: „არავინ დაიჯეროს, რომ საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია!“. მოკლედ, 24 თებერვალს უნდა გაისროლოს „ავრორამ“! მანამდე კი რევოლუციური იდეოლოგიის მომზადებაა საჭირო:

სააკაშვილის თვითდაზიანების გასაღება წამებად, მისი ევროპელი ლობისტების და „თავისუფალი სამყაროს ლიდერის“ გულამოსკვნილი გოდება „დემოკრატიის შუქურის“ გადასარჩენად, აბაშიძე-კარასინის ჩვეულებრივი საუბრის ჩანაწერის გამო ჭიქაში ქარიშხლის ატეხვა, ნაფტალინიდან გამოსული ხიდაშელების, გახარიების და სხვების მორალური პედესტალიდან ისტერიული კივილის მჭექარობისა და რიცხოვნობის გაზრდა.

ოპოზიცია, რევოლუციური სცენარის ასამოქმედებლად იმ საერთაშორისო კვლევებსაც კი იყენებს, რომლებშიც საქართველოს პროგრესი ან ხელისუფლები დადებითი ტენდენციებია ასახული. ამ ხელისუფლების ხელში მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო მსოფლიოს ოცეულში შევიდა და ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანასაც გაუსწრო. NDI-ის კვლევის მიხედვითაც კი „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 25% უჭერს მხარს, ნაცებს -6%, ხოლო დანარჩენ პარტიებს ერთად აღებულს სულ 13%.

ოპოზიციონერების ლიგიკა ამგვარია: ვინაიდან ციფრები მეტყველებს, რომ ოპიზიციას არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა ამოეწურა.ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ერთად ერთ გზად სახელმწიფო გადატრიალება რჩება! ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გვესმის ოპოზიციის მოწოდებები-დავამხოთ! გადავატრიალოთ!კინწისკვრით გავყაროთ!

გადამტრიალებლებს (თუ, როგორც ხაბე იტყოდა, გადმომტრიალებლებს) ყველაზე მეტად დასავლეთის მხარდაჭერის იმედი აქვთ, ვინაიდან ისინი დაარწმუნეს, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თქვენი საყვარელი სათამაშოები ვიყავით, ქოცებმა კი თქვენ ეს სათამაშო წაგართვეს და გატეხეს(ეს სიტყვები ეკუთვნის, ნაცების მედიაპროპაგანდისტის ეკა კვესიტაძის მეუღლეს, შოთა უტიაშვილს). ჰოდა, თუ კვლავ გინდათ ჩვენი სამშობლოთი ითამაშოთ, დაგვამხობინეთ ეს ხელისუფლება და ჩვენზე უკეთეს მონა-მორჩილებს ვერსად იპოვითო. იგრძნეს რა დასავლეთის მხარდაჭერა, ოპოზიციონერებმა, გადასატრიალებლად დიდი სამზადისი დაიწყეს. ფორიაქში ერთი რამ დაავიწყდათ „გადმომტრიალებლებს“: დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიღაცა ან რაღაცა შეიძლება დაგეხმაროთ ხელისუფლების მოპოვებაში, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას ყოველთვის ამბობს მისი უდიდებულესობა ხალხი, რომელმაც ეს გაბედული სიტყვა უკვე გაგაგონათ 2012 ში და ადგილიც მიგიჩინათ პოლიტიკურ სანაგვეზე. სანამ ხალხი თქვენ და თქვენისთანებს შავ ჭირად აღგიქვამთ, მანამდე ვერავითარი გარედან დახმარება ვერ გიშველით.

ეს რომ ასე არ ყოფილიყო, იმ დასავლეთისთვის ტირანი სააკაშვილი 2012 წელსაც დემოკრატიის შუქურად რჩებოდა, მაგრამ მისი ხელისყფლებაში შენარჩუნება ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ვერ შეძლო. სააკაშვილი იძულებული გახდა ეღიარებინა არჩევნებში დამარცხება და ხწლისუფლება დათმო. ასე რომ სანამ ფუჭ ოცნებებში ჩაიძირებით, მანამდე გაიხსენეთ რომ ქართველი ხალხი არსად არ გამქრალა! ჩვენ ისევ აქ ვართ! გადატრიალება თუ გადმოტრიალების მსურველებს შეგახსენებთ მეორე პრეზიდენტის (ედუარდ შევარდნაძის) სიტყვებს: გადატრიალდით საკუთარ ლოგინებში.

პ.ს. როდესაც ამ ყველაფრის მომზადებაში თვით სააკაშვილის მშობელი დედაა ჩართული, რომელიც არა ექიმების, არამედ ლობისტების მითითებებით კვებავს საკუთარ შვილს, როდესაც დასავლეთის ფავორიტი ზელენსკი ყოველგვარი ლოგიკის გარეშე იცავს უკრაინის საზღვრის დამრღვევ სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილს, გასაგებია, თუ რაოდენ ფართომასშტაბიანი შეთქმულება მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ამ შეთქმულების ორგანიზატორები მას განუბაჟებელი ტვირთის სახით ჩვენს სამშობლოში აგზავნიდნენ", - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ყველა სიახლე

28 მარტი 2023, 09:52

მსოფლიო

ტენესის შტატში, სკოლაში სროლას 6 ადამიანი, მათ შორის 3 მოსწავლე ემსხვერპლა

დაღუპულია თავდასხმაში ეჭვმიტანილიც. პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე მოკლა. გაირკვა, რომ ის 28 წლის ოდრი ჰეილია, რომელიც, იდენტიფიცირებულია, როგორც ტრანსგენდერი. გავრცელებული ცნობით, სასწავლებელში ის სამი იარაღით აღჭურვილი შევიდა. თავდასხმის მოტივი ჯერ დაუდგენელია.

28 მარტი 2023, 09:39

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი Convenience store გაიხსნა

უკვე ორ წელზე მეტია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის საერთო სივრცეში, „სმარტის“ ძირითადი, შედარებით მსხვილი ობიექტი წარმატებით ფუნქციონირებს. 24 საათიანი ,,სმარტის’’ მარკეტებისა და კაფეების სერვისით სარგებლობა, მისი ლოკაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ორივე ობიექტზე ჯამურად 20 ადამიანია დასაქმებული.

28 მარტი 2023, 09:34

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ზაპოროჟიეში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული რაკეტებით დაბომბილი საცხოვრებელი კვარტლები დაათვალიერა, სადაც კორპუსების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია.

ნანა კაკაბაძე

28 მარტი 2023, 09:27

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე ნორვეგიის კონსერვატიულ პარტიას: სააკაშვილის დაჯილდოება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის, ჩვენ აღვიქვით, როგორც გაუგონარი ცინიზმი და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა

მისივე თქმით, ეს არის სააკაშვილის ლობისტების დიდი წარმატება იმ უსამართლო ამოცანის მიღწევის გზაზე, რასაც მისი პატიმრობიდან დახსნის მცდელობა ჰქვია.

28 მარტი 2023, 09:16

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 მარტს ქუთაისში +22 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

28 მარტი 2023, 09:02

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ამ დროისთვის

ვრცელდება ცნობები, რომ დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური ქალაქის მეხუთე სკოლის შენობაშია გამაგრებული, რომელიც ქალაქის საბჭოს შენობიდან 5 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

28 მარტი 2023, 08:38

კულტურა

რუსთაველის თეატრში პერფორმანსი „ქართული თეატრის ამბავი ანუ“ გაიმართა

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე აღინიშნა სადაც პერფორმანსი - „ქართული თეატრის ამბავი ანუ“ გაიმართა.

თორნიკე მოლაშვილი

28 მარტი 2023, 08:16

პოლიტიკა

სულხან მოლაშვილის ოჯახი დღეს ნორვეგიის საელჩოსთან აქციას გამართავს

როგორც ყოფილი პოლიტპატიმრის ძმა, სულხან მოლაშვილი ამბობს, აქციაზე, მიხეილ სააკაშვილისთვის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში პრიზის გადაცემას გააპროტესტებენ.

28 მარტი 2023, 08:00

რეგიონი

დღეს „ქართული ოცნება“ ბათუმში პარტიულ კონფერენციას გამართავს

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრებს შეხვდებიან.

28 მარტი 2023, 01:21

მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადის რატიფიცირება მოახდინა

უნგრეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადის რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 მარტი 2023, 00:58

კულტურა

ABC-ზე „გრეის ანატომიის“ მე-20 სეზონი გავა

შოუს საიუბილეო მე-20 სეზონის პრემიერა 2023 წლის ოქტომბერში შედგება. ამასთან, სერიალს შოურანერი შეიცვლება - კისტა ვერნოფის ნაცვლად პროექტს მეგ მარინისი უხელმძღვანელებს.

ერინ დარკი და დენიელ რედკლიფი

28 მარტი 2023, 00:27

ტაბლოიდი

დენიელ რედკლიფი მამა გახდება

33 წლის რედკლიფი და 38 წლის დარკი უკვე 10 წელია ერთად არიან. მათ ერთმანეთი 2012 წელს, დრამის „დახოცე შენი ძვირფასები“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. წყაროს ცნობით, წყვილი ძალიან ბედნიერია.

27 მარტი 2023, 23:56

პოლიტიკა

დეპუტატებმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებზე იმსჯელეს

მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი მომზადდება. აღნიშნულიდან გამომდინარე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებები განხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ჰუმზა იუსაფი

27 მარტი 2023, 23:26

მსოფლიო

შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ახალ ლიდერად ჰუმზა იუსაფი აირჩიეს

შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ახალ ლიდერად ჰუმზა იუსაფი აირჩიეს. შიდაპარტიული არჩევნების მეორე ტურში მან თანაპარტიელთა ხმების 52%-ზე მეტი მიიღო.

დავით ნინიაშვილი

27 მარტი 2023, 23:25

სპორტი

რაგბის ოსკარის მფლობელი დავით ნინიაშვილი გახდა

ჟურნალმა „მიდი ოლიმპიკმა” ყოველწლიური ოსკარი დავით ნინიაშვილს მიაკუთვნა. პრესტიჟული ფრანგული ჯილდოს ახალ მფლობელს ჟურნალი კაშკაშა ვარსკვლავს უწოდებს, რომელიც განსახიერებაა როგორც უელსთან და იტალიასთან ბორჯღალოსნების ისტორიული გამარჯვებების და ქართული რაგბის აღმავლობის, ასევე ჩელენჯ ქაფზე ლიონის ისტორიული კორონაციის.

27 მარტი 2023, 23:11

რეგიონი

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის, ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ზუგდიდის, ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

27 მარტი 2023, 22:40

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ჟინვალში გასვლითი შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჟინვალის წყალსაცავთან გასვლითი შეხვედრა გამართეს, სადაც წყლის რესურსების მართვის საკითხებზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

27 მარტი 2023, 22:14

მსოფლიო

ქალაქ ნეშვილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი

ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

27 მარტი 2023, 21:57

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ნორვეგიელმა კონსერვატორებმა, ალბათ, მიიჩნიეს, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს არსებული 300 000 პრობაციონერი არც ისე ბევრია სააკაშვილის გამოწვევების ფონზე, ამიტომაც მიანიჭეს ჯილდო

ალბათ, სააკაშვილი იმ კრიტერიუმით შეაფასეს, რომ შეიძლებოდა, 300 000 პრობაციონერის ნაცვლად მილიონი ყოფილიყო. ეს მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს, რადგან იქიდან რუსეთი უტევდა და იქიდან - კრიმინალი, იქიდან - განსხვავებული აზრის წარმომადგენლები - ამდენი გამოწვევა ჰქონდა სააკაშვილს და ამ ყველაფერს ხომ მორევა სჭირდებოდა?! სავარაუდოდ, ამ კუთხით შეაფასეს, ეს ყველაფერი მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს და, ალბათ, ამ კუთხით ეკუთვნოდა ჯილდო. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

27 მარტი 2023, 21:56

მსოფლიო

ნეთანიაჰუ სადავო სასამართლო რეფორმის გადავადებაზე: როდესაც არსებობს შესაძლებლობა, თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო ომი დიალოგის გზით, მე პაუზას ვიღებ დიალოგისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის გადადებს სადავო სასამართლო რეფორმის გატარებას.