ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანოპროექტს მხარი დაუჭირა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, რეგულირდება ელექტრონული კომერციის/საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ამ მომსახურების გამწევი პირების პასუხისმგებლობა. განისაზღვრება საინფორმაციო მომსახურებების მიმწოდებლის და მიმღების საქმიანობის პრინციპები, მათი უფლებები და ვალდებულებები.
„დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ არსებობს საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, ამასთან, არ არსებობს რაიმე სახის რეგულაცია, რომელიც კრძალავს შუალედური მომსახურების მიმწოდებლებისთვის ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების დაწესებას და ითვალისწინებს მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრას, აგრეთვე ინტერნეტ სივრცეში არსებული უკანონო ინფორმაციის ამოღების მოთხოვნით მიმართვის სისტემა, ამოღების ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და ამ ვალდებულებისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები. აგრეთვე, არ არსებობს ელექტრონული კომერციის პროცესში მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვისა და მომსახურების მიმწოდებლის მიერ მინიმალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების მომწესრიგებელი კანონმდებლობა, რაც ამცირებს ნდობას მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ და ზრდის რისკებს მომსახურების მიმღებთათვის“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.
მომხსენებლის ინფორმაციით, ელექტრონული კომერციის სფეროში საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება უკავშირდება ქვეყანაში მეწარმეობის და ელექტრონული ვაჭრობის განვითარებას, ციფრული შიდა ბაზრის სათანადო ფუნქციონირების ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას, ასევე, ელექტრონული კომერციის სფეროში მომხმარებლის უფლებების დამატებითი დაცვის უზრუნველყოფას და ელექტრონული კომერციის პლატფორმების მიმართ ნდობის ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპის ერთიან ციფრულ ბაზარზე და გლობალურ სავაჭრო სივრცეში ინტეგრირებას.
„კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია ვინაიდან, იგი დაკავშირებულია ქვეყანაში სამეწარმეო და ელექტრონული ვაჭრობის შემდგომ განვითარებასთან, საქართველოს გლობალურ სავაჭრო სივრცეში ინტეგრირებასთან, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, შიდა ბაზრის სათანადოდ ფუნქციონირების ხელშეწყობასა და გაუმჯობესებასთან, რაც საბოლოო ჯამში, დადებით ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის სავაჭრო იმიჯსა და მისი მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“ - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
ყველა სიახლე

24 მარტი 2023, 10:33
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს გაფართოებულ ფორმატში ხვდება
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ საღამოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს; ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

24 მარტი 2023, 10:30
საზოგადოება
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

24 მარტი 2023, 10:24
რეგიონი
ამბროლაურში ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება
სააგენტოს რეკომენდაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

24 მარტი 2023, 10:04
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ყველა პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი უნდა ითვალისწინებდეს მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტს და გამოდიოდეს არა პირადი ან პარტიული, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე Facebook-ზე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და მის შემდგომ პროგნოზებს აფასებს და წერს, რომ “მსოფლიოში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი რუსეთ-უკრაინის ომია, სურვილები და პროგნოზები კარგია, მაგრამ რეალობა დამშვიდებისა და სურვილების ასრულების სულ უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს”.

24 მარტი 2023, 09:57
მსოფლიო
ისრაელში საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
ისრაელში საპროტესტო აქცია არეულობასა და სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამოსულებმა ქუჩები გადაკეტეს.

24 მარტი 2023, 09:51
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარებაზე: არ მგონია, რომ კითხვები დასმული იქნება პასუხების მისაღებად. რეალურად, ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, რომ გარკვეული სპეკულაციური ვერსიები გაათამაშოს
მე არ მგონია, რომ ეს კითხვები დასმული იქნება პასუხის მისაღებად. რეალურად ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, რომ გარკვეული სპეკულაციური ვერსიები გაათამაშონ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მხრიდან საგარეო უწყების ხელმძღვანელის პარლამენტში დაბარების საკითხზე საუბრისას.

24 მარტი 2023, 09:44
მსოფლიო
საფრანგეთში, საპენსიო რეფორმის გამო, მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება
საფრანგეთში, საპენსიო რეფორმის გამო, მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. გვიან ღამით საფრანგეთის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

24 მარტი 2023, 09:41
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს ორ ანგარიშს მოისმენს
„საუბარი შეეხება ევროპარლამენტში ჩვენს ურთიერთობებს. კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის საქმიანობას. ასევე ევრონესტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის საქმიანობას. შარშან მე გახლდით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე და თუ რა გაკეთდა გასული წლის განმავლობაში, ამ თემებზე გვექნება საუბარი“, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

24 მარტი 2023, 09:39
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე „ნაცმოძრაობის“ დატოვებაზე: ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო მერაბიშვილის გააქტიურება. გირგვლიანის ქეისი, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე „გირი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის
ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო მერაბიშვილის გააქტიურება. გირგვლიანის ქეისი, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გირი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

24 მარტი 2023, 09:29
მსოფლიო
რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის. ომის 394-ე დღე
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა დრონებით მიიტანეს იერიში კრივოი როგზე. ვრცელდება ცნობები ნგრევის შესახებ. რაც შეეხება ხერსონის ოლქში, ნოვოკახოვკაში არსებულ ვითარებას, ჯერ ითქვა, რომ ოკუპანტებმა ქალაქი დატოვეს, მოგვიანებით კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ეს განცხადება უარყო.

24 მარტი 2023, 09:21
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს უმრავლესობის 5 დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტაზე იმსჯელებს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს 5 დეპუტატისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

24 მარტი 2023, 09:13
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პოლიტიკოსი, რომლის ლიდერობითაც საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული და საქართველო არის ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც არასდროს
იმედი მაქვს, ამ ჯერზე მაინც ექნება ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან პარლამენტში საქმიანი კითხვები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციასთან დებატებისთვის არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა.

24 მარტი 2023, 09:07
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს
საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

24 მარტი 2023, 08:55
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან.

24 მარტი 2023, 08:48
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მთელი გარემოცვა ცდილობს ის როგორმე იმ სტრატეგიულ გეგმაში მოაქციოს, რომელსაც რევოლუცია ჰქვია
სააკაშვილი მარტო არ არის პატიმრებიდან, ვინც „ვივამედში“ მკურნალობს. მაგრამ თუ მკურნალობა არ უნდა და არ ექვემდებარება მკურნალობის შეთავაზებულ პროცესს, რასაკვირველია, ეს ყოველგვარ პასუხისმგებლობას ხსნის მედპერსონალისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

24 მარტი 2023, 08:33
პოლიტიკა
დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგება
პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წარდგება. ირაკლი ღარიბაშვილს, ინტერპელაციის წესით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოუსმენენ.

24 მარტი 2023, 08:22
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე: ის, რომ თვითდაზიანების რეჟიმში იყოს პატიმარი, ურტყამდეს ექიმებს, ლანძღავდეს და შეურაცხყოფას აყენებდეს, ბუნებრივია, ამისთვის კლინიკა არ არსებობს
„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც, მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი.

24 მარტი 2023, 08:11
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
24 მარტს ქუთაისში +16 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

24 მარტი 2023, 00:42
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: სიტყვა თურქეთი არ მიხსენებია, ტარიელ ნაკაიძე არის მატყუარა
„სიტყვა თურქეთი არ მიხსენებია, არცერთი თემა მუსლიმურ თემთან დაკავშირებული არ ყოფილა და ახლა ცდილობს ამას შეაფაროს თავი, რადგან თვითონ თავს ვერანაირად ვერ იმართლებს თავისი არაკაცური გამონათქვამების გამო და ახლა ცდილობს ისეთ სიბრტყეში გადაიტანოს, რომ მე კი არ დამესხნენ თავს, არამედ თავს დაესხნენ რელიგიას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილსო, რაც არის ტყუილი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

24 მარტი 2023, 00:32
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერის იმედი ვერ ექნება, თუმცა მგონი თვითონაც დაიჯერეს, რომ მათ ჰქონდათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მათ შორის ახალგაზრდობის მხარდაჭერა, რაც აბსოლუტური ტყუილია
„საზოგადოების ნებისმიერ ფენასა და ასაკში არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც რაღაც პოლიტიკურ მიმართულებას უჭერს მხარს, ეს ერთი და მეორე - რაღაც ნაწილმა დაიჯერა, რომ მართლა რუსულ კანონზეა საუბარი. დაიჯერეს არა იმიტომ, რომ ოპოზიციას დაუჯერეს. მთლიანობაში საზოგადოების მხარდაჭერა ოპოზიციას არა აქვს ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება, რომ ეს იყო ქარიშხალი ჭიქაში“, - განაცხადა სუბარმა.