06 თებერვალი 2023, 14:18 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, წელსვე გვინდა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაც და ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება- აქტიურად ვმუშაობ თაეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, წელსვე გვინდა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაც და ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსხვილი პროექტების განხორციელება მთავრობის თანამონაწილეობით იგეგმება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხუდონ ჰესის არსებული პროექტის მიხედვით სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა იყო გათვალისწინებული, მთავრობა კი ახალ პროექტზე მუშაობს იმისთვის, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება. მე ვგულისხმობ როგორც მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და პროექტებს, ასევე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში. მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის გაფართოება და სრული მოდერნიზება. ამას გარდა, ჩვენ გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამის თაობაზე აქტიურად ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე და მსხვილი ჰესების პროექტი, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი. ასევე, ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. კერძოდ, რას ვგულისხმობ: მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმაუნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ისე აშენდეს ეს პროექტი, თუ განხორციელდება, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს. შესაძლოა სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სასიხარულო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

გრეტა ტუნბერგი

21 მარტი 2023, 00:55

მსოფლიო

გრეტა ტუნბერგი ჰელსინკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა

შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ჰელსინკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ტუნბერგთან ერთად სხვადასხვა სამეცნიერო დარგში საპატიო დოქტორის წოდებები ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს და კიდევ 28 ადამიანს მიენიჭა.

ჯონ კირბი

21 მარტი 2023, 00:37

მსოფლიო

თეთრი სახლი სი ძინპინს მოუწოდებს, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პუტინზე ზეწოლა განახორციელოს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ კვლავ შეშფოთებულია იმით, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი გაიმეორებს მოწოდებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს იმით, რომ რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე დარჩებიან.

ნატალი ბასილაშვილი

21 მარტი 2023, 00:27

სპორტი

10 წლის ნატალი ბასილაშვილი რაფაელ ნადალის აკადემიაში გამართული ტურნირის, „ტენ-პრო გლობალ ჯუნიორ ტურის“ გამარჯვებულია

10 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნატალი ბასილაშვილი რაფაელ ნადალის აკადემიაში გამართული ტურნირის ჩემპიონია. სპორტის სამინისტროს ცნობით, ქართველმა სპორტსმენმა 10 წლამდელთა შორის 13-19 მარტს გამართულ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

ანდრეი იუსოვი

21 მარტი 2023, 00:23

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო: ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის.

დავით კაჭარავა

21 მარტი 2023, 00:09

პოლიტიკა

დავით კაჭარავა: მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წინა კარიერა საქართველოს დროშის ტარებას შევალიე როგორც ჩრდილოეთში, ისე აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ჩემკენ და ჩემი კოლეგებისკენ დიდი ტალახი ისროლეს

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წინა კარიერა საქართველოს დროშის ტარებას შევალიე როგორც ჩრდილოეთში, ასევე აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართულებით ძალიან დიდი ტალახი ისროლეს. აგრესია მიმართული იყო ასევე ჩვენი ოჯახის წევრებისკენ. თუმცა შეგვიძლია, ამ ყველაფერს დადებითი კუთხითაც შევხედოთ - ამან დაგვანახა, რომ მანქანა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, ძლიერია, ამიტომ კარგი ანალიზი და სერიოზული მუშაობაა საჭირო“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ, „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.

20 მარტი 2023, 23:54

კულტურა

კიბოს სკრინინგის პროგრამის მხარდასაჭერად, კონცერტი გაიმართა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ცნობილი ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.

20 მარტი 2023, 23:22

მსოფლიო

ვაიომინგი გახდა პირველი ამერიკული შტატი, სადაც მედიკამენტური აბორტი აიკრძალა

ვაიომინგი გახდა პირველი ამერიკული შტატი, სადაც მედიკამენტური აბორტი აიკრძალა. ამის შესახებ BBC იტყობინება. შტატის გუბერნატორმა, მარკ გორდონმა ხელი მოაწერა შესაბამის კანონს, რომელიც მანამდე ვაიომინგის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

20 მარტი 2023, 23:21

მსოფლიო

თურქეთი ევროკავშირისგან მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად მილიარდ ევროს მიიღებს

ევროკომისიამ პირობა დადო, რომ მილიარდ ევროს გამოყოფს თურქეთის აღდგენისთვის და 108 მილიონ ევროს სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით, 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ, რომლის შედეგად, ორივე ქვეყანაში 56 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

20 მარტი 2023, 23:10

პოლიტიკა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

ნინო ფოჩხუა

20 მარტი 2023, 22:57

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროკავშირში უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის ინიციატივაზე: გაგშიფრათ „ხალხის ძალამ“, თან მაშინ, მიღებულიც რომ არ იყო ჯერ კანონი - რომ მიეღოთ, საბოლოოდ გაიშიფრებოდით და პოლიტიკურადაც დასრულდებოდით

აბა არ ხართ ფარისევლები და ქვეყნის მტრები, რუსული კანონიო არა? აგერ თქვენი სათაყვანებელი ლობისტი EPP პარტიის წევრები როგორ ჩქარობენ ამერიკული კანონის (FARA) უცხოური აგენტების შესახებ მიღებას, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

ენტონი ბლინკენი

20 მარტი 2023, 22:53

მსოფლიო

ბლინკენი: სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი ცხადყოფს ჩინეთის განზრახვას „დიპლომატიური საფარი“ უზრუნველყოს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი ცხადყოფს ჩინეთის განზრახვას „დიპლომატიური საფარი“ უზრუნველყოს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის.

ზურაბ ქადაგიძე

20 მარტი 2023, 22:47

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე: ის ხალხი დამენახეთ, რომ გაჰკიოდით „არა რუსულ კანონს“, ევროპას გვაშორებენ ხალხნოო! სამარცხვინო მასკარადში რომ ამოყავით თავები თუ ატყობთ?

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმიანება - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

დავით ქართველიშვილი

20 მარტი 2023, 22:40

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სადეპუტატო მანდატებზე უარის მთქმელი ხოშტარიას, ჯაფარიძისა და ვაშაძის ევროპული ტურნეს მიზანია, დაარწმუნონ ევროსტრუქტურების მესვეურები, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს!

კანონპროექტმა ის „მქნევარა“ მოიყვანა მოძრაობაში ვადაზე ადრე, იმ მოვლენების ძირითადი მოთამაშეების გამოაშკარავების მიზნით, რომლებსაც „მაიდანი“ და რევოლუცია აუცილებლად უნდა განეხორციელებინათ, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, რაც მათი გათვლებით, საქართველოსთვის "სტატუსის" არმინიჭებას და ამის მოქმედ ხელისუფლებაზე გადაბრალებას უნდა მოჰყოლოდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

თამთა მეგრელიშვილი

20 მარტი 2023, 22:34

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, FARA-ს ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას

EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

ვლადიმერ ბოჟაძე

20 მარტი 2023, 22:29

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაცმოძრაობის“ პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი

„ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი დიდი ხანია არაფერია: ერთ დამნაშავეს პოლიტპატიმარს უწოდებენ, მეორე დამნაშავეს მედიამენეჯერს, ბიუჯეტის ქურდს მეცენატს, ქველმოქმედს ოლიგარქს, სააკაშვილი გათავისუფლებას და ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, - წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ვატო შაქარიშვილი

20 მარტი 2023, 22:23

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: დაირაზმეთ, ევროპა რუსულ კანონს იღებს! „ჯენ ზი“, ყველა ქვეყნისა შეერთდით, ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირს შიგ რუსეთში მიაქანებს!

ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა... ბრიუსელსა და სტრასბურგში დემოკრატიას შავი დღე გაუთენდა! სასწრაფოდ მოითხოვეთ ევროპარლამენტარების მოღალატეებად გამოცხადება!,- წერს მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, რითაც EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ითხოვენ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

გია აბაშიძე

20 მარტი 2023, 22:17

პოლიტიკა

„ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას“ - გია აბაშიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე, რომ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი

ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას! ეს აღვირახსნილი თვალთმაქცობა კი აიხსნება იმით, რომ სუვერენული საქართველო და სხვა მცირე დემოკრატიული ქვეყნები ვერ უნდა ბედავდნენ კორუფციასა და ათასგვარ მანკიერებაში ჩაფლული ევროპარლამენტის გარეშე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, რაზეა საუბარი, როცა ცალკეული დასავლელი აქტორებისთვის ჯალათი სააკაშვილი "წამებული, უკანონო პოლიტიკური პატიმარია"?! - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, რითიც ეხმიანება EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

20 მარტი 2023, 21:57

პოლიტიკა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ.

რონ დესანტისი

20 მარტი 2023, 21:38

მსოფლიო

ფლორიდის გუბერნატორი ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებაზე: მანჰეტენის ოლქის პროკურორი სოროსის მიერ დაფინანსებული პროკურორია - სოროსის პროკურორები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ

ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, დონალდ ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებას ეხმაურება.

ზურაბ აზარაშვილი

20 მარტი 2023, 21:16

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი: ბიზნესს მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს

ბიზნესს მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც ეხება სოციალურ პასუხისმგებლობას. ის, რომ რამდენიმე ჰოლდინგური კომპანია დომინანტია, არ შეიძლება, მათი შეთანხმებით, ბაზარს და ჩვენს მოქალაქეებს ზიანი მიადგეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.