2024 წლის პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის, 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს

ფოტო: ცესკო
2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის, 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს, - ამის შესახებ აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, იმ საარჩევნო უბნებზე კი, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, გაციფრულდება ბიულეტენები. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო და განკარგულებით განსაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც 2024 წელს არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება.
„დღეს ცესკომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, 2024 წელს გასამართი პარლამენტის არჩევნებისას, ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს. დარჩენილ საარჩევნო უბნებზე კი განხორციელდება ბიულეტენების გაციფრულება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას საარჩევნო უბნებზე. აღსანიშნავია, რომ ეს მოცემულობა ხელს შეუწყობს ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ წელიწადნახევრით ადრე მოემზადონ, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები 2024 წლის არჩევნებისთვის“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ.
„ეს იყო ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამისთვის ვიბრძოდი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ ვიყავი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი სხდომა იმითაც, რომ პოლიტიკურ პარტიებს წელიწადნახევრით ადრე უკვე ეცოდინებათ ახალი საარჩევნო გეოგრაფია, რაც მისცემს მათ საშუალებას ადეკვატურად დაგეგმონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ცესკოს წევრის, ივანე ნორაკიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებას ხელს შეუწყობს.
„განსხვავებით საკანონმდებლო ჩანაწერისგან, გვაქვს პროგრესი. საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდებოდა ამომრჩევლის მინიმუმ 70 პროცენტისთვის, ცესკოს დღევანდელი განკარგულებით კი დადგინდა, რომ ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდება ამომრჩევლის თითქმის 90 პროცენტისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ელექტრონული არჩევნები ზოგადად ამარტივებს არჩევნების ადმინისტრირებას, უფრო მეტ სიზუსტეს სძენს მას და აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში იზრდება ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა მხრიდან“, - აღნიშნა ნორაკიძემ.
2024 წლის არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე, ასევე ზემოხსენებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებისა) არსებულ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს და ამავდროულად შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი არ აღემატება 20 კმ-ს. იმ საარჩევნო უბნებში კი, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი, საუბნო საარჩევნო კომისია ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში განახორციელებს საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსია განთავსდება ინტერნეტ სივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით და მათი გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ცესკოს ინფორმაციით, აღნიშნული სამართლებრივი აქტის მიღებას წინ უძღოდა მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საოლქო საარჩევნო კომისიების აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით გასწია, ასევე, ჩართულ მხარეებთან სხვადასხვა სამუშაო ფორმატში გამართული სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც განხორციელდა დოკუმენტის ძირითადი პრინციპების განხილვა და მოსაზრებების მოსმენა.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნებიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და იმავე კრიტერიუმების მიხედვით ჩატარდება, რომელიც 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე იმოქმედებს.
ყველა სიახლე

21 მარტი 2023, 00:55
მსოფლიო
გრეტა ტუნბერგი ჰელსინკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა
შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი ჰელსინკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ტუნბერგთან ერთად სხვადასხვა სამეცნიერო დარგში საპატიო დოქტორის წოდებები ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს და კიდევ 28 ადამიანს მიენიჭა.

21 მარტი 2023, 00:37
მსოფლიო
თეთრი სახლი სი ძინპინს მოუწოდებს, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პუტინზე ზეწოლა განახორციელოს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ კვლავ შეშფოთებულია იმით, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი გაიმეორებს მოწოდებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს იმით, რომ რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე დარჩებიან.

21 მარტი 2023, 00:27
სპორტი
10 წლის ნატალი ბასილაშვილი რაფაელ ნადალის აკადემიაში გამართული ტურნირის, „ტენ-პრო გლობალ ჯუნიორ ტურის“ გამარჯვებულია
10 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნატალი ბასილაშვილი რაფაელ ნადალის აკადემიაში გამართული ტურნირის ჩემპიონია. სპორტის სამინისტროს ცნობით, ქართველმა სპორტსმენმა 10 წლამდელთა შორის 13-19 მარტს გამართულ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

21 მარტი 2023, 00:23
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო: ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის.

21 მარტი 2023, 00:09
პოლიტიკა
დავით კაჭარავა: მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წინა კარიერა საქართველოს დროშის ტარებას შევალიე როგორც ჩრდილოეთში, ისე აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ჩემკენ და ჩემი კოლეგებისკენ დიდი ტალახი ისროლეს
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წინა კარიერა საქართველოს დროშის ტარებას შევალიე როგორც ჩრდილოეთში, ასევე აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართულებით ძალიან დიდი ტალახი ისროლეს. აგრესია მიმართული იყო ასევე ჩვენი ოჯახის წევრებისკენ. თუმცა შეგვიძლია, ამ ყველაფერს დადებითი კუთხითაც შევხედოთ - ამან დაგვანახა, რომ მანქანა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, ძლიერია, ამიტომ კარგი ანალიზი და სერიოზული მუშაობაა საჭირო“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ, „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში განაცხადა.

20 მარტი 2023, 23:54
კულტურა
კიბოს სკრინინგის პროგრამის მხარდასაჭერად, კონცერტი გაიმართა
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ცნობილი ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.

20 მარტი 2023, 23:22
მსოფლიო
ვაიომინგი გახდა პირველი ამერიკული შტატი, სადაც მედიკამენტური აბორტი აიკრძალა
ვაიომინგი გახდა პირველი ამერიკული შტატი, სადაც მედიკამენტური აბორტი აიკრძალა. ამის შესახებ BBC იტყობინება. შტატის გუბერნატორმა, მარკ გორდონმა ხელი მოაწერა შესაბამის კანონს, რომელიც მანამდე ვაიომინგის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა.

20 მარტი 2023, 23:21
მსოფლიო
თურქეთი ევროკავშირისგან მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად მილიარდ ევროს მიიღებს
ევროკომისიამ პირობა დადო, რომ მილიარდ ევროს გამოყოფს თურქეთის აღდგენისთვის და 108 მილიონ ევროს სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით, 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ, რომლის შედეგად, ორივე ქვეყანაში 56 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

20 მარტი 2023, 23:10
პოლიტიკა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

20 მარტი 2023, 22:57
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა ევროკავშირში უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის ინიციატივაზე: გაგშიფრათ „ხალხის ძალამ“, თან მაშინ, მიღებულიც რომ არ იყო ჯერ კანონი - რომ მიეღოთ, საბოლოოდ გაიშიფრებოდით და პოლიტიკურადაც დასრულდებოდით
აბა არ ხართ ფარისევლები და ქვეყნის მტრები, რუსული კანონიო არა? აგერ თქვენი სათაყვანებელი ლობისტი EPP პარტიის წევრები როგორ ჩქარობენ ამერიკული კანონის (FARA) უცხოური აგენტების შესახებ მიღებას, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

20 მარტი 2023, 22:53
მსოფლიო
ბლინკენი: სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი ცხადყოფს ჩინეთის განზრახვას „დიპლომატიური საფარი“ უზრუნველყოს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი ცხადყოფს ჩინეთის განზრახვას „დიპლომატიური საფარი“ უზრუნველყოს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის.

20 მარტი 2023, 22:47
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე: ის ხალხი დამენახეთ, რომ გაჰკიოდით „არა რუსულ კანონს“, ევროპას გვაშორებენ ხალხნოო! სამარცხვინო მასკარადში რომ ამოყავით თავები თუ ატყობთ?
ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმიანება - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

20 მარტი 2023, 22:40
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სადეპუტატო მანდატებზე უარის მთქმელი ხოშტარიას, ჯაფარიძისა და ვაშაძის ევროპული ტურნეს მიზანია, დაარწმუნონ ევროსტრუქტურების მესვეურები, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს!
კანონპროექტმა ის „მქნევარა“ მოიყვანა მოძრაობაში ვადაზე ადრე, იმ მოვლენების ძირითადი მოთამაშეების გამოაშკარავების მიზნით, რომლებსაც „მაიდანი“ და რევოლუცია აუცილებლად უნდა განეხორციელებინათ, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, რაც მათი გათვლებით, საქართველოსთვის "სტატუსის" არმინიჭებას და ამის მოქმედ ხელისუფლებაზე გადაბრალებას უნდა მოჰყოლოდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

20 მარტი 2023, 22:34
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, FARA-ს ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას
EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

20 მარტი 2023, 22:29
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაცმოძრაობის“ პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი
„ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი დიდი ხანია არაფერია: ერთ დამნაშავეს პოლიტპატიმარს უწოდებენ, მეორე დამნაშავეს მედიამენეჯერს, ბიუჯეტის ქურდს მეცენატს, ქველმოქმედს ოლიგარქს, სააკაშვილი გათავისუფლებას და ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, - წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

20 მარტი 2023, 22:23
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: დაირაზმეთ, ევროპა რუსულ კანონს იღებს! „ჯენ ზი“, ყველა ქვეყნისა შეერთდით, ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირს შიგ რუსეთში მიაქანებს!
ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა... ბრიუსელსა და სტრასბურგში დემოკრატიას შავი დღე გაუთენდა! სასწრაფოდ მოითხოვეთ ევროპარლამენტარების მოღალატეებად გამოცხადება!,- წერს მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, რითაც EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ითხოვენ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

20 მარტი 2023, 22:17
პოლიტიკა
„ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას“ - გია აბაშიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე, რომ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი
ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას! ეს აღვირახსნილი თვალთმაქცობა კი აიხსნება იმით, რომ სუვერენული საქართველო და სხვა მცირე დემოკრატიული ქვეყნები ვერ უნდა ბედავდნენ კორუფციასა და ათასგვარ მანკიერებაში ჩაფლული ევროპარლამენტის გარეშე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, რაზეა საუბარი, როცა ცალკეული დასავლელი აქტორებისთვის ჯალათი სააკაშვილი "წამებული, უკანონო პოლიტიკური პატიმარია"?! - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, რითიც ეხმიანება EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

20 მარტი 2023, 21:57
პოლიტიკა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ.

20 მარტი 2023, 21:38
მსოფლიო
ფლორიდის გუბერნატორი ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებაზე: მანჰეტენის ოლქის პროკურორი სოროსის მიერ დაფინანსებული პროკურორია - სოროსის პროკურორები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ
ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, დონალდ ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებას ეხმაურება.

20 მარტი 2023, 21:16
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი: ბიზნესს მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს
ბიზნესს მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც ეხება სოციალურ პასუხისმგებლობას. ის, რომ რამდენიმე ჰოლდინგური კომპანია დომინანტია, არ შეიძლება, მათი შეთანხმებით, ბაზარს და ჩვენს მოქალაქეებს ზიანი მიადგეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.