www.imedi.ge /  07 თებერვალი 2023, 14:17 / სანდო წყარო

ეკა სეფაშვილი: ეკონომიკა სწორად დაგეგმილი პრიორიტეტებისა და მიმართულების შესაბამისად ვითარდება - ეს პროცესი არა მხოლოდ ზოგადად, ეკონომიკური ზრდისკენ, არამედ ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული

ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, ეკონომიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. მან გამოსვლა თურქეთში მომხდარი დამანგრეველ მიწისძვრაზე საუბრით დაიწყო და თურქ ხალხს მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადო ჩვენს მეზობელ თურქ ხალხს და თანავუგრძნო დაღუპულთა ოჯახის წევრებს ამ საშინელი ტრაგედიის გამო. ვისურვებდი, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს. ჩემს დღევანდელ გამოსვლაში, მინდა, განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარჩუნდება და ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებებზე, რომლითაც ეს ორნიშნა ზრდაა განპირობებული. არის სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემო, რომლის შენარჩუნება მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველოს ეკონომიკა სწორედ ამ პირობებში ვითარდება. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკა სწორად დაგეგმილი პრიორიტეტებისა და მიმართულების შესაბამისად ვითარდება. ეს პროცესი მიმართულია არა მხოლოდ ზოგადად ეკონომიკური ზრდისკენ, არამედ ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ. ამის არაერთი დამადასტურებელი ფაქტი შეგვიძლია მოვიყვანოთ. პირველ რიგში, ესაა სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედის ორიენტირება სოციალურ საჭიროებებზე. მაგალითად, საქართველოს მოსახლეობის 95% სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, მიმდინარეობს სკოლებისა და ბაღების, ასევე გზების, ინფრასტრუქტურის, ტურისტული ლოკაციების, წყალმომარაგების სისტემის, გაზმომარაგების სისტემისა და ა.შ. მშენებლობა-რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი არის ის მდგენელი, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებას ემსახურება. სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, ეს ასეა და სწორედ ამიტომ, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ეკონომიკურ განვითარებას მშვიდობიან, უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში. გავაგრძელებთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რომელშიც პირველი და ცენტრალური აქცენტი სწორედ ადამიანის განვითარებას, მისთვის ღირსეული პირობების შექმნას ემსახურება. სამწუხაროდ, ეკონომიკა და ბიზნესი ის სფერო არ არის, რომელშიც უმოკლეს დროში შეგვიძლია შედეგის დანახვა. ამას სჭირდება მრავალწლიანი და დაუღალავი შრომა. ამისთვის მუხლჩაუხრელად მუშაობს სახელმწიფო უწყებებისა და სამინისტროების მთელი შემადგენლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობა, ამ პროცესში ხელს შეუწყობთ და მაქსიმალურად გავუწევთ დახმარებას, რომელიც საჭიროა ამ პროცესების სწორად და სამართლიანად წარმართვისთვის.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა, რაც მდგომარეობს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასნამატის პრინციპების დადგენაში. აღმოჩნდა, რომ ფასნამატები კატასტროფულად მაღალია, ამიტომ სახელმწიფო სტრუქტურაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებს. ჩვენ, „ხალხის ძალა“, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, მხარში ვდგავართ სახელმწიფოსა და პრემიერ-მინისტრს გეგმის განხორციელებისას და, თუ საჭირო იქნება, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივით დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ ამ პროცესს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ყველა სიახლე

20 მარტი 2023, 23:54

კულტურა

კიბოს სკრინინგის პროგრამის მხარდასაჭერად, კონცერტი გაიმართა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ცნობილი ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.

20 მარტი 2023, 23:22

მსოფლიო

ვაიომინგი გახდა პირველი ამერიკული შტატი, სადაც მედიკამენტური აბორტი აიკრძალა

ვაიომინგი გახდა პირველი ამერიკული შტატი, სადაც მედიკამენტური აბორტი აიკრძალა. ამის შესახებ BBC იტყობინება. შტატის გუბერნატორმა, მარკ გორდონმა ხელი მოაწერა შესაბამის კანონს, რომელიც მანამდე ვაიომინგის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

20 მარტი 2023, 23:21

მსოფლიო

თურქეთი ევროკავშირისგან მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად მილიარდ ევროს მიიღებს

ევროკომისიამ პირობა დადო, რომ მილიარდ ევროს გამოყოფს თურქეთის აღდგენისთვის და 108 მილიონ ევროს სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით, 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ, რომლის შედეგად, ორივე ქვეყანაში 56 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

20 მარტი 2023, 23:10

პოლიტიკა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

ნინო ფოჩხუა

20 მარტი 2023, 22:57

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროკავშირში უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის ინიციატივაზე: გაგშიფრათ „ხალხის ძალამ“, თან მაშინ, მიღებულიც რომ არ იყო ჯერ კანონი - რომ მიეღოთ, საბოლოოდ გაიშიფრებოდით და პოლიტიკურადაც დასრულდებოდით

აბა არ ხართ ფარისევლები და ქვეყნის მტრები, რუსული კანონიო არა? აგერ თქვენი სათაყვანებელი ლობისტი EPP პარტიის წევრები როგორ ჩქარობენ ამერიკული კანონის (FARA) უცხოური აგენტების შესახებ მიღებას, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

ენტონი ბლინკენი

20 მარტი 2023, 22:53

მსოფლიო

ბლინკენი: სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი ცხადყოფს ჩინეთის განზრახვას „დიპლომატიური საფარი“ უზრუნველყოს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი ცხადყოფს ჩინეთის განზრახვას „დიპლომატიური საფარი“ უზრუნველყოს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის.

ზურაბ ქადაგიძე

20 მარტი 2023, 22:47

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე: ის ხალხი დამენახეთ, რომ გაჰკიოდით „არა რუსულ კანონს“, ევროპას გვაშორებენ ხალხნოო! სამარცხვინო მასკარადში რომ ამოყავით თავები თუ ატყობთ?

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმიანება - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

დავით ქართველიშვილი

20 მარტი 2023, 22:40

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სადეპუტატო მანდატებზე უარის მთქმელი ხოშტარიას, ჯაფარიძისა და ვაშაძის ევროპული ტურნეს მიზანია, დაარწმუნონ ევროსტრუქტურების მესვეურები, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს!

კანონპროექტმა ის „მქნევარა“ მოიყვანა მოძრაობაში ვადაზე ადრე, იმ მოვლენების ძირითადი მოთამაშეების გამოაშკარავების მიზნით, რომლებსაც „მაიდანი“ და რევოლუცია აუცილებლად უნდა განეხორციელებინათ, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, რაც მათი გათვლებით, საქართველოსთვის "სტატუსის" არმინიჭებას და ამის მოქმედ ხელისუფლებაზე გადაბრალებას უნდა მოჰყოლოდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

თამთა მეგრელიშვილი

20 მარტი 2023, 22:34

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, FARA-ს ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას

EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

ვლადიმერ ბოჟაძე

20 მარტი 2023, 22:29

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაცმოძრაობის“ პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი

„ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი დიდი ხანია არაფერია: ერთ დამნაშავეს პოლიტპატიმარს უწოდებენ, მეორე დამნაშავეს მედიამენეჯერს, ბიუჯეტის ქურდს მეცენატს, ქველმოქმედს ოლიგარქს, სააკაშვილი გათავისუფლებას და ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, - წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

ვატო შაქარიშვილი

20 მარტი 2023, 22:23

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: დაირაზმეთ, ევროპა რუსულ კანონს იღებს! „ჯენ ზი“, ყველა ქვეყნისა შეერთდით, ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირს შიგ რუსეთში მიაქანებს!

ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა... ბრიუსელსა და სტრასბურგში დემოკრატიას შავი დღე გაუთენდა! სასწრაფოდ მოითხოვეთ ევროპარლამენტარების მოღალატეებად გამოცხადება!,- წერს მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, რითაც EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ითხოვენ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

გია აბაშიძე

20 მარტი 2023, 22:17

პოლიტიკა

„ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას“ - გია აბაშიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე, რომ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი

ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას! ეს აღვირახსნილი თვალთმაქცობა კი აიხსნება იმით, რომ სუვერენული საქართველო და სხვა მცირე დემოკრატიული ქვეყნები ვერ უნდა ბედავდნენ კორუფციასა და ათასგვარ მანკიერებაში ჩაფლული ევროპარლამენტის გარეშე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, რაზეა საუბარი, როცა ცალკეული დასავლელი აქტორებისთვის ჯალათი სააკაშვილი "წამებული, უკანონო პოლიტიკური პატიმარია"?! - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, რითიც ეხმიანება EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

20 მარტი 2023, 21:57

პოლიტიკა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ.

რონ დესანტისი

20 მარტი 2023, 21:38

მსოფლიო

ფლორიდის გუბერნატორი ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებაზე: მანჰეტენის ოლქის პროკურორი სოროსის მიერ დაფინანსებული პროკურორია - სოროსის პროკურორები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ

ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, დონალდ ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებას ეხმაურება.

ზურაბ აზარაშვილი

20 მარტი 2023, 21:16

პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი: ბიზნესს მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს

ბიზნესს მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც ეხება სოციალურ პასუხისმგებლობას. ის, რომ რამდენიმე ჰოლდინგური კომპანია დომინანტია, არ შეიძლება, მათი შეთანხმებით, ბაზარს და ჩვენს მოქალაქეებს ზიანი მიადგეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჰანო პევკური

20 მარტი 2023, 21:12

მსოფლიო

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმდნენ

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმდნენ.

შალვა პაპუაშვილი

20 მარტი 2023, 20:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია - ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს

ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ ისინი მყისიერად გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია - ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

20 მარტი 2023, 20:46

მსოფლიო

აშშ-მა უკრაინას 350 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოუყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოყოფა გამოაცხადა, რომელიც საერთო ჯამში 350 მილიონ დოლარს შეადგენს.

შალვა პაპუაშვილი

20 მარტი 2023, 20:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორზე: არანაირი გამჭვირვალობის სისტემა არ არსებობს, ყველა ეს ხარჯი არის ფარული

არასამთავრობოები, რომლებიც ჩართული არიან ქართულ პოლიტიკაში, და ეს აღარ არის ის სექტორი, რომელიც განყენებულად აკვირდება საკითხებს, მათ პროპაგანდით დაარწმუნეს ხალხის ნაწილი, რომ არ აინტერესებთ, რა ფული შედის რადიკალიზმის წამახალისებელ ორგანიზაციებში, იქნება ეს „დროა“, „სირცხვილია“ და ა.შ. ადამიანებს უარი ათქმევინეს საკუთარ უფლებაზე, იცოდნენ, თუ რა ფინანსური ინტერესები დგას პოლიტიკის ფორმირებაში ჩართული აქტორების უკან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

20 მარტი 2023, 20:30

პოლიტიკა

„იმედმა“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მათ მიერ შესრულებული საქმის, ბიუჯეტისა და დონორების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება სთხოვა, თუმცა ინფორმაცია, ფაქტობრივად, არავინ გასცა

„იმედმა“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას გაუგზავნა წერილი, რომელიც მათ მიერ შესრულებული საქმის, ბიუჯეტისა და დონორების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ეხებოდა, თუმცა ინფორმაცია, ფაქტობრივად, არავინ გასცა. „იმედის“ მარტივ კითხვას ორგანიზაციების უმეტესობამ შეურაცხყოფით უპასუხა და მათ შორის, არ იყო გასაკვირი, რომ ელენე ხოშტარიაც მოხვდა.