დიმიტრი ხუნდაძე: ევროკომისიის შეფასება საამაყოცაა და გულდასწყვეტიც - საამაყოა იმით, რომ ამდენი ხელის შეშლის, ბრალდებებისა და თავდასხმების შემდეგ, არავის დავუტოვეთ შანსი, რომ საქართველოს ლიდერობა არ ეღიარებინა

დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: არქივი
ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მხრიდან ჩატარებული სამუშაო 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი საამაყოცაა და გულდასწყვეტიც. საამაყოა იმით, რომ ამდენი ხელისშეშლის, ბრალდებებისა და თავდასხმების შემდეგ არავის დავუტოვეთ შანსი, რომ საქართველოს ლიდერობა არ ეღიარებინა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებმა ცხადყო, რომ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების სურვილები თანხვედრაშია, თუმცა გარკვეული ძალები ცდილობდნენ, ისინი ერთმანეთისგან გამიჯნულად წარმოეჩინათ.
„ხომ დარწმუნდა ყველა, რომ არც ქუჩაში შეკრება ყოფილა საჭირო დამატებითი კითხვით: გინდა თუ არა ევროპა? და არც ხალხი და ხელისუფლება ყოფილა სხვადასხვა. თურმე, ხელისუფლებასაც ისევე სდომებია და უშრომია, როგორც ეს ხალხს სურდა. აი, ტექნიკური მთავრობა კი ვერ შედგა. ხალხმა ისინი ამოიცნო და იმიტომაც ვერ შედგა. საზოგადოების გულწრფელი ემოცია ოპოზიციისთვის სასურველ რევოლუციურ ძალად ვერ იქცა, რაც ხელისუფლების ცვლილებას ისახავდა მიზნად.
ჩვენ 12 ქულით გავუსწარით მოლდოვას და მხოლოდ 2 პრაქტიკულად „პოლიტიკური ქულით“ ჩამოვრჩით უკრაინას. არა მგონია ევროპელობის განმსაზღვრელი სოფლის მეურნეობა უფრო იყოს, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვა.
გულდასაწყვეტი კი იმითაა, რომ უსამართლოდ დაგვაყენეს ბოლოში და თანაც განსხვავებული „ბილეთით“ ხელში.
საქართველომ თავისი დავალება პირნათლად შეასრულა. ახლა ჯერი ევროპაზეა და ვიტოვებ იმედს, რომ მისი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილებაც შეცდომის გარეშე იქნება. დღეს საქართველოს ისევე სჭირდება ჭეშმარიტი ღირებულებების ევროპა, როგორც ევროპას აღმოსავლეთის პოლიტიკური კარიბჭე - საქართველო.
რა მოლოდინები გვაქვს და იქნება თუ არა სუბიექტური მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილება? ეს იქნება ის კითხვა, რითაც ევროკავშირი ან დაასაბუთებს სამართლიანობისადმი პატივისცემას ან დარჩება სხვისი დაკვეთების შემსრულებელი და კიდევ ერთხელ გაინადგურებს საკუთარ იმიჯს.
არ ვიცით, ხვალ რა შეიცვლება, მაგრამ ევროკომისიის დასკვნამ ცხადყო ერთი რამ - საქართველო ვიღაცის ხელში სათამაშო თოჯინაა და დიდხანს რომ არ გაუგრძელდეთ ეს სახიფათო თამაში, შევახსენებთ ყველას, ვისთვისაც სამართლიანობა დღეს შენიღბული ფარია: - საქართველო მიიღებს თუ არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სტატუსს, ჩვენ არ შევწყვეტთ სვლას იმ ღირებულებებისკენ, რაც არა მხოლოდ დასავლეთის მონაპოვარია ჩვენში, არამედ ჩვენი ისტორიის ნაწილია. ქართველი ხალხი გაუძლებს ამ რყევებსაც და აუცილებლად გაიყვანს ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების გზაზე.
საქართველოსთვის ისევე როგორც, ნებისმიერი სხვა ნორმალური სახელმწიფოსთვის საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები უპირატესია და ის არასდროს, არაფერში არ გაიცვლება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ყველა სიახლე

20 მარტი 2023, 23:22
მსოფლიო
ვაიომინგი გახდა პირველი ამერიკული შტატი, სადაც მედიკამენტური აბორტი აიკრძალა
ვაიომინგი გახდა პირველი ამერიკული შტატი, სადაც მედიკამენტური აბორტი აიკრძალა. ამის შესახებ BBC იტყობინება. შტატის გუბერნატორმა, მარკ გორდონმა ხელი მოაწერა შესაბამის კანონს, რომელიც მანამდე ვაიომინგის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა.

20 მარტი 2023, 23:21
მსოფლიო
თურქეთი ევროკავშირისგან მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად მილიარდ ევროს მიიღებს
ევროკომისიამ პირობა დადო, რომ მილიარდ ევროს გამოყოფს თურქეთის აღდგენისთვის და 108 მილიონ ევროს სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით, 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ, რომლის შედეგად, ორივე ქვეყანაში 56 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

20 მარტი 2023, 23:10
პოლიტიკა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

20 მარტი 2023, 22:57
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა ევროკავშირში უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის ინიციატივაზე: გაგშიფრათ „ხალხის ძალამ“, თან მაშინ, მიღებულიც რომ არ იყო ჯერ კანონი - რომ მიეღოთ, საბოლოოდ გაიშიფრებოდით და პოლიტიკურადაც დასრულდებოდით
აბა არ ხართ ფარისევლები და ქვეყნის მტრები, რუსული კანონიო არა? აგერ თქვენი სათაყვანებელი ლობისტი EPP პარტიის წევრები როგორ ჩქარობენ ამერიკული კანონის (FARA) უცხოური აგენტების შესახებ მიღებას, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

20 მარტი 2023, 22:53
მსოფლიო
ბლინკენი: სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი ცხადყოფს ჩინეთის განზრახვას „დიპლომატიური საფარი“ უზრუნველყოს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი ცხადყოფს ჩინეთის განზრახვას „დიპლომატიური საფარი“ უზრუნველყოს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის.

20 მარტი 2023, 22:47
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე: ის ხალხი დამენახეთ, რომ გაჰკიოდით „არა რუსულ კანონს“, ევროპას გვაშორებენ ხალხნოო! სამარცხვინო მასკარადში რომ ამოყავით თავები თუ ატყობთ?
ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმიანება - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

20 მარტი 2023, 22:40
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სადეპუტატო მანდატებზე უარის მთქმელი ხოშტარიას, ჯაფარიძისა და ვაშაძის ევროპული ტურნეს მიზანია, დაარწმუნონ ევროსტრუქტურების მესვეურები, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს!
კანონპროექტმა ის „მქნევარა“ მოიყვანა მოძრაობაში ვადაზე ადრე, იმ მოვლენების ძირითადი მოთამაშეების გამოაშკარავების მიზნით, რომლებსაც „მაიდანი“ და რევოლუცია აუცილებლად უნდა განეხორციელებინათ, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, რაც მათი გათვლებით, საქართველოსთვის "სტატუსის" არმინიჭებას და ამის მოქმედ ხელისუფლებაზე გადაბრალებას უნდა მოჰყოლოდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

20 მარტი 2023, 22:34
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, FARA-ს ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას
EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები, რომლებმაც „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტები რუსულად გამოაცხადეს, დღეს მოწოდებით გამოდიან, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი დროულად შეიქმნას, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

20 მარტი 2023, 22:29
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაცმოძრაობის“ პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი
„ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი პარტიისგან გასაკვირი დიდი ხანია არაფერია: ერთ დამნაშავეს პოლიტპატიმარს უწოდებენ, მეორე დამნაშავეს მედიამენეჯერს, ბიუჯეტის ქურდს მეცენატს, ქველმოქმედს ოლიგარქს, სააკაშვილი გათავისუფლებას და ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ, მაგრამ თუ სანქცია გაცემულ პუტინს ამხელა გავლენა ექნებოდა მათზე, რომ ევროპარლამენტს რუსულ კანონს მიაღებინებდა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, - წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

20 მარტი 2023, 22:23
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: დაირაზმეთ, ევროპა რუსულ კანონს იღებს! „ჯენ ზი“, ყველა ქვეყნისა შეერთდით, ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირს შიგ რუსეთში მიაქანებს!
ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა... ბრიუსელსა და სტრასბურგში დემოკრატიას შავი დღე გაუთენდა! სასწრაფოდ მოითხოვეთ ევროპარლამენტარების მოღალატეებად გამოცხადება!,- წერს მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, რითაც EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ითხოვენ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

20 მარტი 2023, 22:17
პოლიტიკა
„ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას“ - გია აბაშიძე EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებაზე, რომ შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი
ფარისევლობის პიკი ჰქვია ამას! ეს აღვირახსნილი თვალთმაქცობა კი აიხსნება იმით, რომ სუვერენული საქართველო და სხვა მცირე დემოკრატიული ქვეყნები ვერ უნდა ბედავდნენ კორუფციასა და ათასგვარ მანკიერებაში ჩაფლული ევროპარლამენტის გარეშე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, რაზეა საუბარი, როცა ცალკეული დასავლელი აქტორებისთვის ჯალათი სააკაშვილი "წამებული, უკანონო პოლიტიკური პატიმარია"?! - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, რითიც ეხმიანება EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარების მოწოდებას - შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი.

20 მარტი 2023, 21:57
პოლიტიკა
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ.

20 მარტი 2023, 21:38
მსოფლიო
ფლორიდის გუბერნატორი ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებაზე: მანჰეტენის ოლქის პროკურორი სოროსის მიერ დაფინანსებული პროკურორია - სოროსის პროკურორები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ
ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, დონალდ ტრამპისთვის ბრალის შესაძლო წაყენებას ეხმაურება.

20 მარტი 2023, 21:16
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი: ბიზნესს მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს
ბიზნესს მოგების მაქსიმიზაციის გარდა, უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც ეხება სოციალურ პასუხისმგებლობას. ის, რომ რამდენიმე ჰოლდინგური კომპანია დომინანტია, არ შეიძლება, მათი შეთანხმებით, ბაზარს და ჩვენს მოქალაქეებს ზიანი მიადგეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

20 მარტი 2023, 21:12
მსოფლიო
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმდნენ
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმდნენ.

20 მარტი 2023, 20:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია - ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს
ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ ისინი მყისიერად გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია - ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

20 მარტი 2023, 20:46
მსოფლიო
აშშ-მა უკრაინას 350 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გამოუყო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოყოფა გამოაცხადა, რომელიც საერთო ჯამში 350 მილიონ დოლარს შეადგენს.

20 მარტი 2023, 20:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორზე: არანაირი გამჭვირვალობის სისტემა არ არსებობს, ყველა ეს ხარჯი არის ფარული
არასამთავრობოები, რომლებიც ჩართული არიან ქართულ პოლიტიკაში, და ეს აღარ არის ის სექტორი, რომელიც განყენებულად აკვირდება საკითხებს, მათ პროპაგანდით დაარწმუნეს ხალხის ნაწილი, რომ არ აინტერესებთ, რა ფული შედის რადიკალიზმის წამახალისებელ ორგანიზაციებში, იქნება ეს „დროა“, „სირცხვილია“ და ა.შ. ადამიანებს უარი ათქმევინეს საკუთარ უფლებაზე, იცოდნენ, თუ რა ფინანსური ინტერესები დგას პოლიტიკის ფორმირებაში ჩართული აქტორების უკან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

20 მარტი 2023, 20:30
პოლიტიკა
„იმედმა“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მათ მიერ შესრულებული საქმის, ბიუჯეტისა და დონორების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება სთხოვა, თუმცა ინფორმაცია, ფაქტობრივად, არავინ გასცა
„იმედმა“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას გაუგზავნა წერილი, რომელიც მათ მიერ შესრულებული საქმის, ბიუჯეტისა და დონორების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ეხებოდა, თუმცა ინფორმაცია, ფაქტობრივად, არავინ გასცა. „იმედის“ მარტივ კითხვას ორგანიზაციების უმეტესობამ შეურაცხყოფით უპასუხა და მათ შორის, არ იყო გასაკვირი, რომ ელენე ხოშტარიაც მოხვდა.

20 მარტი 2023, 20:29
მსოფლიო
ოლექსი დანილოვმა უარყო გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდოდ 100 000 დაღუპული ან დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდოდ 100 000 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის შესახებ.