imedi /  01 მარტი 2023, 20:43 / სანდო წყარო

ბერლინში ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში კონსულტაციების მეოთხე რაუნდი გაიმართა

ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო უწყებაში, ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში, კონსულტაციების მეოთხე რაუნდი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლიტიკური სამკუთხედი ევროპის ორი წამყვანი სახელმწიფოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყებებთან, სტრატეგიული საკითხების განხილვის რეგულარულ ფორმატს წარმოადგენს და არის განსაკუთრებული დატვირთვისა და მნიშვნელობის მატარებელი. მიმდინარე რაუნდი გაიმართა ევროპაში არსებული მძიმე გამოწვევების ფონზე, მთლიანი კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურის ძირეული ტრანსფორმაციის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ გერმანიისა და საფრანგეთის მხარდაჭერის კონსოლიდირების კონტექსტში.

სამმხრივი კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს და გაცვალეს მოსაზრებები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებზე - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, ასევე საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ამასთან, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური თემებზე - უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია, რეგიონში არსებული ვითარება, ენერგოუსაფრთხოება და საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი, კლიმატური ცვლილებები, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.

რაუნდის მიმდინარეობისას, ხაზი გაესვა, რომ საქართველო განაგრძობს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს. მონაწილეების მხრიდან დადასტურდა ევროპული ფასეულობების მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ურყევ ფუნდამენტს წარმოადგენს, ხოლო ამ თანამშრომლობის საბოლოო მიზანი საქართველოს ევროკავშირში სრული გაწევრიანებაა.

აღინიშნა 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული მნიშვნელობა და რომ ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს უპირობო კუთვნილება ევროპისადმი, როგორც კულტურულად და სოციალურად, ისე პოლიტიკურად. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში, რომლის საბოლოო შედეგი განსაზღვრავს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უახლოეს მომავალში.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური შესაბამისობის შესახებ ევროკომისიის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომლითაც დასტურდება აღნიშნული შესაბამისობის საკმაოდ მაღალი დონე. საქართველოს მხრიდან ევროინტეგრაციის ამ ეტაპზე განსაკუთრებულ პრიორიტეტებად დასახელდა: ევროკავშირის ბაზრის შესაძლებლობების გაფართოება ქართული პროდუქტებისთვის, საჯარო შესყიდვების ბაზრების გახსნის შესახებ ევროკავშირის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილების დროული განხორციელება, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის პროგრამის ორმხრივი აღიარება, ერთიანი ევრო გადახდებისა და ერთიანი როუმინგის სივრცეებში საქართველოს სრული ინტეგრაცია, ელექტრონული ხელმოწერების ორმხრივი აღიარება, ცალკეული პროფესიების შემთხვევაში პროფესიული კვალიფიკაციების ორმხრივი აღიარება და სხვა.

გამოიკვეთა ინტერესი და ერთგულება ევროკავშირის ყველა შესაბამისი თანამშრომლობის ფორმატის მიმართ, რომელიც აქტუალური საკითხების განხილვისა და ქმედით შედეგებზე არის და იქნება გათვლილი. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ისევე, როგორც ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის მნიშვნელობას.

სამმხრივი კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. აღინიშნა, რომ რეგიონში გაუარესებული უსაფრთხოების ვითარების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა, როგორც საფრანგეთის, ისე გერმანიის მიმართ ნატო-საქართველოს სხვადასხვა პროექტში მათ მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო, მიმდინარე წელს დაგეგმილი ნატო-ს ვილნიუსის სამიტისთვის მზადების პროცესს.

კონსულტაციებისას მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის შესახებ. ქართულმა მხარემ ამომწურავად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბოლოდროინდელ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ გააქტიურებულ ნაბიჯებზე, მზარდ მილიტარიზაციაზე, საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და ხელოვნური ბარიერებით გამაგრების პროცესზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა უფლებების სხვა უხეშ დარღვევებსა და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციაზე.

ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების კრიტიკულ აუცილებლობას, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე. აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების როლი, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების, ისე რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის საკითხებში.

საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასა და ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, როგორც დეოკუპაციის, ისე შერიგებისა და ჩართულობის განზომილებებში. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა პარტნიორების აქტიური ჩართულობისა და საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის კიდევ უფრო გააქტიურების კრიტიკულ მნიშვნელობას.

გერმანიის და საფრანგეთის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსჯელობას შავი ზღვის დაკავშირებადობის შესახებ, რომლითაც ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოს გავლით ევროპის აზიასთან ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული მიმართულებით კავშირების განსამტკიცებლად და თვისობრივად ახალ დონეზე ასაყვანად. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა შავი ზღვის ელექტრო გადაცემის კაბელის მასშტაბურ პროექტს, რომელიც ევროპისთვის ელექტროენერგიის წყაროს დივერსიფიკაციასთან ერთად, მოახდენს სუფთა და განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციას.

კონსულტაციების ფარგლებში განხილვის საგანს ასევე წარმოადგენდა საქართველოში, გერმანიასა და საფრანგეთში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები.

ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის მეოთხე რაუნდის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, გერმანიის დელეგაციას წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხებზე გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი მათიას ლუტენბერგი, ხოლო საფრანგეთის მხარეს - ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორის მოადგილე სილვენ გიოგე.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 მარტი 2023, 09:21

პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მტერი მეტად იზოლირდა და უიმედო გახდა

„კიდევ ერთმა კვირამ განვლო თავდაცვის რეჟიმში. კიდევ ერთი კვირა, რომლის განმავლობაშიც უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მტერი მეტად იზოლირდა და უიმედო გახდა... ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ზოგადად თავისუფლების წინააღმდეგ მის შურისძიების მოტივებთან ერთად ყოველმხრივ დამარცხდეს. რუსეთი უნდა დამარცხდეს ბრძოლის ველზე, ეკონომიკურად, საერთაშორისო ურთიერთობებში, თავის მცდელობებში, რომ ისტორიული ჭეშმარიტება იმპერიული მითებით ჩაანაცვლოს. კრემლს წაგებული აქვს ჩვენი ხალხის სულიერად დამორჩილების მცდელობაში. ახალი აგრესიისა და კრიზისისგან საიმედო გარანტია სწორედ რუსეთის სრულმასშტაბიანი მარცხი იქნება, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ

26 მარტი 2023, 08:33

მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: შუშას რეგიონში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები კონტაქტის ხაზს არღვევენ

„2023 წლის 25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების 1-ელი პუნქტის დარღვევით შუშას რეგიონში კონტაქტის ხაზი გადაკვეთა, 2 054,0 ნიშნულის სიმაღლე დაიკავა (სარიბაბას მთისგან 2.9 კმ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით) და პოსტის საინჟინრო მოწყობა დაიწყო”, - წერია განცხადებაში.

მეუფე შიო

26 მარტი 2023, 08:00

პოლიტიკა

მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით - ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია და ერი

ინებოს უფალმა, რომ დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის სახით, ავტოკეფალიის სახით და შევძლოთ, არათუ შევინარჩუნოთ ეს დიდი განძი, არამედ ვიშრომოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ქადაგებისას განაცხადა.

26 მარტი 2023, 00:49

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ზურაბ აზარაშვილი

26 მარტი 2023, 00:17

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე არსებული ფასები სწორი და სამართლიანია, წლიურ ლიმიტს აუცილებლად მოვხსნით

„ონკოლოგიური პაციენტებისთვის წლიური ლიმიტის მოხსნას იანვრიდანაც ვფიქრობდით, შემდეგ რეფერენტული ფასების ამოქმედებას ველოდებოდით და თავი შევიკავეთ, რადგან საბოტაჟის საფრთხეები არსებობდა. დავრწმუნდით, რომ ჯერ მზად არ არის ფარმაცევტული სექტორი ამისთვის, თორემ სამინისტრო და სახელმწიფო მზადაა, სრულად დააკმაყოფილოს ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა

25 მარტი 2023, 23:47

რეგიონი

წესი-ურავის გზის მე-7 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ზურაბ აზარაშვილი

25 მარტი 2023, 23:13

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: დაახლოებით 200 მილიონი ლარით ნაკლების გადახდა მოუწია ჩვენს მოსახლეობას იმ მედიკამენტებში, რომლებიც თურქეთიდან შემოდის

„დაახლოებით, 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ შეღავათით“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

25 მარტი 2023, 22:36

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზურაბ აზარაშვილი

25 მარტი 2023, 22:19

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლითაც იზრდება სამინისტროს, როგორც მაკონტროლებლის როლი

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ფასების შეთანხმებულად გაზრდის შემდეგ მიიღეს.

თამარ ჩიბურდანიძე

25 მარტი 2023, 22:18

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ვეთანხმები კელი დეგნანს, ოპოზიციური მედიაგარემო ნამდვილად დავიწროვდა, ოღონდ სინდისში

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიერ მედიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს:

ზურაბ აზარაშვილი

25 მარტი 2023, 22:15

სამართალი

ზურაბ აზარაშვილი: ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ჩვენი პაციენტებისთვის წლიური ლიმიტი გვაქვს - ჩემი სურვილია, რომ ეს ლიმიტი საერთოდ მოვხსნათ

თვეში ერთხელ ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში ხდება ფასის დაწესება. ფასის დაწესება ხდება ტენდერის ტიპის აქციონის სახით. იქ ყველა კომპანია აფიქსირებს ფასებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

25 მარტი 2023, 22:02

რეგიონი

წესი-ურავის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწა-კლდის მასის ჩამოშლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ქართველიშვილი

25 მარტი 2023, 21:47

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დღეს ლიბერალ-ფაშისტებს ახალი სახელი გამოუჩნდათ - ადამიანების გამტაცებელი და ჟურნალისტ გოგონებზე ფიზიკურად მოძალადე „დიმიტრი ჩიქოვანი“

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, თათია სამხარაძესა და დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

25 მარტი 2023, 21:36

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტი გლობალურ გარემოსდაცვით კამპანია „დედამიწის საათს" შეუერთდა

„25 მარტს, მსოფლიო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის საათს" აღნიშნავს. კამპანიას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის მიერ ელექტროენერგიის გამოყენებაზე ერთი საათით უარის თქმას გულისხმობს, საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად უერთდება“.

ამირან გულუაშვილი

25 მარტი 2023, 21:33

სამართალი

პროკურორი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე წარმართული განახლებული გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა უმაღლესი ევროპული სტანდარტის შესაბამისად

„როგორც სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, არც ერთი უფლება ირაკლი ფირცხალავასა თუ გიორგი ცააძის არ დარღვეულა. მათ მიმართ საქმის განხილვა წარიმართა სამართლიანი სასამართლოს უფლების ყველა ასპექტის დაცვით“, - განაცხადა პროკურორმა.

ილია დარჩიაშვილი

25 მარტი 2023, 21:28

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: ყველაზე მთავარი დამაბრკოლებელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც სტატუსის მიღების, თუ შემდეგი ევროინტეგრაციის, არის არეულობა, დაპირისპირება და ქაოსი

ჩვენი ქვეყნის გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა ერთადერთი მთავარი ხაზია, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც დგას შერიგებაზე, ნდობის აღდგენასა და მშვიდობიან დეოკუპაციაზე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

25 მარტი 2023, 21:15

საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი"

„დედამიწის საათი" გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

ილია დარჩიაშვილი

25 მარტი 2023, 21:12

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად არის დამაბრკოლებელი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად არის დამაბრკოლებელი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა

ავთანდილ თალაკვაძე

25 მარტი 2023, 21:04

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ნაცმოძრაობის დეპუტატმა გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ოზურგეთის მერი სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს იშენებს - ეს სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გაავრცელა დეზინფორმაცია თითქოს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სამუშაო კაბინეტის თავზე კაფე-რესტორანს იშენებს - ეს სიცრუეა, რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ამის შესახებ თავად მერი სოციალურ ქსელში წერს.

ილია დარჩიაშვილი

25 მარტი 2023, 20:43

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: გასული ორი კვირა საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით ძალიან დინამიკური იყო - საქართველოში ორი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გვქონდა

„ეს ვიზიტები ემსახურებოდა ერთი მხრივ ჩვენს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და მეორე მხრივ, ეს იყო ძალიან ძლიერი, მთავარი სიგნალი, რომ მათთვის საქართველოს უსაფრთხოება, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება წარმოადგენს პრიორიტეტულ საკითხს“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.