www.imedi.ge /  02 მარტი 2023, 10:00 / სანდო წყარო

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე თეა ახვლედიანი სიტყვით გამოვიდა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სიტყვით გამოვიდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

თავის გამოსვლაში, თეა ახვლედიანმა ისაუბრა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მნიშვნელობაზე და სამშვიდობო პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის გაძლიერების საჭიროებაზე, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ გაცხადებულ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მხარდასაჭერად განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო ხედვები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდების მძიმე ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობაზე.

„საყოველთაოდ აღიარებულია, რომ შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მათი შედეგების გავლენის გათვალისწინებით, ქალები გამორჩეულად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, მაგრამ ამავე დროს მათ აკისრიათ უმნიშვნელოვანესი როლი კონფლიქტის პრევენციისა და მათი მშვიდობიანი მოგვარების კონტექსტში. სწორედ ამიტომ შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში ქალების უფრო აქტიურ ჩართვას, მათი როლის გაძლიერებას, კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა წინაშე არსებული საჭიროებების გათვალისწინებას უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ჩვენ განვაგრძობთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას. ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩვენ წარმოვადგინეთ მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები და ინიციატივები, რაც ვფიქრობთ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაძლიერებას, მათი მნიშვნელობის გაზრდას სამშვიდობო პროცესში და განვაგრძობთ ქალთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის, მათი სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერების კუთხით ძალისხმევას,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

პრეზენტაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ორგანიზებითა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა და მიზნად ისახავდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის წარდგენას, ასევე მისი განხორციელების საუკეთესო გზების განხილვას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების პროცესით დაინტერესებულმა მხარეებმა.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

22 მარტი 2023, 18:22

მსოფლიო

მაკრონი საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე ძალადობაზე: ძალადობა დასაგმობია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის ელოდება, რომ საპენსიო რეფორმის კანონპროექტი წლის ბოლომდე ამოქმედდება. სადავო საპენსიო რეფორმამ ძალადობრივი პროტესტი გამოიწვია საფრანგეთის მასშტაბით მას შემდეგ, რაც მთავრობამ რეფორმა პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა.

22 მარტი 2023, 18:09

საზოგადოება

დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებისთვის ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის სახელმწიფო მართვისა და მენეჯმენტის საკითხებზე ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ეროვნული თავდაცვის მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანი ოფიცრების როლზე ქვეყნის უსაფრთხოებაში.

22 მარტი 2023, 18:07

პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ. მათ, საკუთარი მოსაზრებები საბერძნეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ნიდერლანდების და ფინეთის ელჩებს გააცნეს.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 18:07

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში მედიაკრიტიკის პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ComCom-ის თავმჯდომარე კახა ბექაურმა, კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიში პარლამენტის პლენარულ სესიაზე წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისიის საქმიანობასა და პროექტებთან ერთად, მედიააკადემიის ერთ-ერთ მიმართულებაზე - მედიაკრიტიკის პლატფორმაზეც ისაუბრა.

22 მარტი 2023, 18:07

საზოგადოება

კახა ბექაური: მობილურ ინტერნეტს 3,75 მილიონი აბონენტი მოიხმარს, ფიქსირებულს კი მილიონზე მეტი

კახა ბექაურის განცხადებით, მობილურ ინტერნეტს 3,75 მილიონი აბონენტი მოიხმარს, რაც 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით ნახევარი მილიონით მეტია. ბოლო ხუთ წელიწადში კი, მობილური ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობის საშუალო წლიურმა ზრდამ 9,5% შეადგინა

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 18:06

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარემ მედიასკოლისა და მედიალაბის მუშაობა შეაჯამა

პარლამენტში ComCom-ის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა, კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, მედიააკადემიის მიმართულებების, კერძოდ კი, მედიასკოლისა და მედიალაბის საქმიანობა შეაჯამა. „ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაარსებული მედიააკადემია, წარმატებით საქმიანობს და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მედიააკადემია სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს, ესენია: მედიასკოლა, მედიაკრიტიკა და მედიალაბი“ - განაცხადა ბექაურმა პარლამენტში.

22 მარტი 2023, 18:05

პოლიტიკა

დეპუტატებმა მტირალას ეროვნული პარკის გეოგრაფიული კოორდინატების ახლებურად განსაზღვრას მხარი დაუჭირეს

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მიიღო „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. ცვლილებების თანახმად, ახლებურად განისაზღვრება მტირალას ეროვნული პარკის გეოგრაფიული კოორდინატები.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 18:05

საზოგადოება

კახა ბექაურმა პარლამენტს მედიაწიგნიერების განვითარებისთვის 2021 წელს განხორციელებული პროექტები გააცნო

განხილული პროექტებიდან ერთ-ერთი, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ იყო, რომელიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდებს ასწავლის.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 მარტი 2023, 18:05

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე: რადიკალური ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში ყოველთვის აბსოლუტურად ნულოვანი იყო

„12 საკითხიდან 11 არის საკანონმდებლო საკითხი. ერთი საკითხია, ასე ვთქვათ კარგად მოექეცით ეთმანეთსო, დეპოლარიზაცია. 11 საკითხიდან 9 საკითხი უკვე მიღებულია და შესაბამისი გადაწვეტილება ამის შესახებ საკანონმდებლო დონეზე მიღებულია. ამ საკითხების არცერთ განხილვაში რადიკალური ოპოზიცია ჩართული აბსოლუტურად არ იყო“

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 18:04

საზოგადოება

კახა ბექაურმა ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ComCom-ის საქმიანობაზე ისაუბრა

კახა ბექაურმა, პარლამენტისთვის ComCom-ის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის მხარდამჭერ პროექტ „Log in Georgia“-ზე ისაუბრა, რომელსაც კომპანია „ოუფენ ნეტი“ კომუნიკაციების კომისიასთან ერთად, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი საქართველოს 1000 სოფლის 500 ათასი მაცხოვრებლისთვის ფართოზოლოვან და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობის შექმნას ემსახურება.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 მარტი 2023, 18:04

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და იქნებ ამან კიდევ ერთი რევოლუციური ტალღა გამოიწვიოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და იქნებ კიდევ ერთი რევოლუციური ტალღა გამოიწვიოს ამან. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 მარტი 2023, 17:59

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ერთგვარ შაბლონად იქცა, რომ თუ კანონპროექტი არ მოგწონს ან შენს ინტერესებში არ შედის, მას რუსული დაარქვა

ერთგვარ შაბლონად იქცა, რომ თუ კანონპროექტი არ მოგწონს ან შენს ინტერესებში არ შედის, დაარქვა მას რუსული და საიდანაც გინდა, იქიდან მოაბა ქოთანს ყური, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

22 მარტი 2023, 17:58

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: იმას, რომ ვიღაცას უნდა რევოლუციური სცენარი გაათამაშოს და ხელისუფლება ამ მავნე პოლიტიკური ტრენდის განვითარების საშუალებას არ აძლევს, ვერავინ ჩათვლის ხელისუფლების ანტიდასავლურ ქმედებად

„გადავხედოთ ევროპის ისტორიას, დღევანდელობას და არაფერს განსაკუთრებულს და განსხვავებულს საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს. სწორედ იმ დემოკრატიული პოლიტიკის ჩარჩოებშია, რაც ევროპულ სახელმწიფოებშიც მიმდინარეობს. მაგრამ ოპოზიცია ევროპაში არსად იქცევა ისე, როგორც აქ რადიკალური ოპოზიცია იქცევა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

22 მარტი 2023, 17:49

მსოფლიო

უკრაინის კორუფციის პრევენციის სააგენტომ გერმანიაში დაფუძნებული მულტინაციონალური საბითუმო კომპანია Metro „ომის საერთაშორისო სპონსორების" სიაში შეიყვანა

უკრაინის კორუფციის პრევენციის სააგენტომ გერმანიაში დაფუძნებული მულტინაციონალური საბითუმო კომპანია Metro „ომის საერთაშორისო სპონსორების" სიაში შეიყვანა. Deutsche Welle-ს ცნობით, კომპანიას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნებაში ადანაშაულებენ.

ზურაბ ჩხაიძე

22 მარტი 2023, 17:43

პოლიტიკა

ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: საკვების მიღება კიდევ უფრო შეამცირა და რაც მთავარია, ჩვენს შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებასა და პროცედურებზე უარს აცხადებს

სრულად არ შეუწყვეტია კვება, საკვებს მცირე რაოდენობით იღებს, თუმცა, არა იმ კალორაჟით რაც რეკომენდებულია, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

22 მარტი 2023, 17:40

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალამ“ ეს დეპუტატები გადასვა თავის ადგილზე პოლიტიკაში, ანუ გაანულა. ახლა თუ ფიზიკურად სადმე გადაადგილება უნდათ, მაგათ წინ პრაქტიკულად ცარიელია ადგილები

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართვას ეხმაურება. დეპუტატები შალვა პაპუაშვილს მიმართავენ, ადგილები შეუცვალონ სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალას“, რადგან მათი თქმით, ამის მიზეზი „ხალხის ძალის“ მხრიდან შეურაცხმყოფელი მიმართვებია.

ვახტანგ მახარობლიშვილი

22 მარტი 2023, 17:32

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ილია დარჩიაშვილისა და ჟოზეფ ბორელ შეხვედრაზე მთავარი ყურადღება გამახვილდება 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესზე

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქ ბრიუსელში რამდენიმე საათში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდება. შეხვედრაზე განხილული იქნება ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი. მხარეები ასევე იმსჯელებენ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც.

22 მარტი 2023, 17:28

პოლიტიკა

5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილს სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებისთვის ადგილების შეცვლის თხოვნით მიმართა

ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი შალვა პაპუაშვილს მიმართავს და სთხოვს, სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს ადგილები შეუცვალოს.

გრიგოლ გიორგაძე

22 მარტი 2023, 17:28

პოლიტიკა

პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა დაასრულა

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაასრულა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ კანონპროექტთა პაკეტის ორდღიანი განხილვა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, კანონპროექტი თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით შემუშავდა.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 17:23

საზოგადოება

კახა ბექაურმა პარლამენტარებს მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა - Mediatsigniereba.ge გააცნო

ComCom-ის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტის პლენარულ სესიაზე პარლამენტარებს მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სიტყვით გამოსვლისას კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ პლატფორმა ერთგვარი ჰაბია, რომელიც საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით მომუშავე ყველა ორგანიზაციისა თუ უწყებისთვის აერთიანებს რესურსებს და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი, რომელიც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე წვდომას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უზრუნველყოფს.