imedi /  03 მარტი 2023, 19:37 / სანდო წყარო

პაატა ზაქარეიშვილი: საჭიროა გამოცხადდეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი

ახლა ისტერიკების დრო კი არ არის, ახლა მუშაობის დროა, საქმის დროა: საჭიროა გამოცხადდეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, როგორც მაგალითად განდიმ გააკეთა ინდოეთში, სადაც გაუნათლებელი ხალხი ცხოვრობდა და ეს ხალხი აჰყვა სამოქალაქო დაუმორჩილებლობას - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნავს, ის მზად არის, არ გაიაროს რეგისტრაცია, არ გადაიხადოს გადასახადები და წავიდეს ციხეში. მისივე თქმით, ახლა შესაფერისი დროა, სამოქალაქო საზოგადოებამ დაუმორჩილებლობით გამოავლინოს, რამდენად არის ის დემოკრატიული ინსტიტუტების პრინციპებზე დაფუძნებული.

„თუ ჩვენ მართლა ვართ ქართული ნაცია, თუ მართლა ჩამოვყალიბდით როგორც ნაცია და ჩვენ გვაქვს სერიოზული სამოქალაქო საზოგადოება - არა სეგმენტი, არა სამოქალაქო ზონა, არა სამოქალაქო ორგანიზაციები - არამედ ვართ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიული ინსტიტუტების პრინციპებზე, ახლა არის მშვენიერი დრო, გამოვავლინოთ ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში. მაგალითად, მე პირადად, მზად ვარ არ გავიარო რეგისტრაცია, არ გადავიხადო გადასახადები და პირდაპირ წავიდე ციხეში. თუ იქნება სია წინასწარ ცნობილი, ვინ ვართ მზად, წავიდეთ ციხეში, ეს სერიოზული სამოქალაქო აქტიურობა იქნება დაუმორჩილებლობისა.“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ყველა სიახლე

22 მარტი 2023, 17:49

მსოფლიო

უკრაინის კორუფციის პრევენციის სააგენტომ გერმანიაში დაფუძნებული მულტინაციონალური საბითუმო კომპანია Metro „ომის საერთაშორისო სპონსორების" სიაში შეიყვანა

უკრაინის კორუფციის პრევენციის სააგენტომ გერმანიაში დაფუძნებული მულტინაციონალური საბითუმო კომპანია Metro „ომის საერთაშორისო სპონსორების" სიაში შეიყვანა. Deutsche Welle-ს ცნობით, კომპანიას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნებაში ადანაშაულებენ.

ზურაბ ჩხაიძე

22 მარტი 2023, 17:43

პოლიტიკა

ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: საკვების მიღება კიდევ უფრო შეამცირა და რაც მთავარია, ჩვენს შეთავაზებულ სამკურნალო დანიშნულებაზე და პროცედურებზე უარს აცხადებს

სრულად არ შეუწყვეტია კვება, საკვებს მცირე რაოდენობით იღებს, თუმცა, არა იმ კალორაჟით რაც რეკომენდებულია, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

22 მარტი 2023, 17:40

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალამ“ ეს დეპუტატები გადასვა თავის ადგილზე პოლიტიკაში, ანუ გაანულა. ახლა თუ ფიზიკურად სადმე გადაადგილება უნდათ, მაგათ წინ პრაქტიკულად ცარიელია ადგილები

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართვას ეხმაურება. დეპუტატები შალვა პაპუაშვილს მიმართავენ, ადგილები შეუცვალონ სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალას“, რადგან მათი თქმით, ამის მიზეზი „ხალხის ძალის“ მხრიდან შეურაცხმყოფელი მიმართვებია.

ვახტანგ მახარობლიშვილი

22 მარტი 2023, 17:32

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ილია დარჩიაშვილისა და ჟოზეფ ბორელ შეხვედრაზე მთავარი ყურადღება გამახვილებული იქნება 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესზე

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქ ბრიუსელში რამდენიმე საათში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდება. შეხვედრაზე განხილული იქნება ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესი. მხარეები ასევე იმსჯელებენ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც.

22 მარტი 2023, 17:28

პოლიტიკა

5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილს სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებისთვის ადგილების შეცვლის თხოვნით მიმართა

ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი შალვა პაპუაშვილს მიმართავს და სთხოვს, სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს ადგილები შეუცვალოს.

გრიგოლ გიორგაძე

22 მარტი 2023, 17:28

პოლიტიკა

პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა დაასრულა

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაასრულა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ კანონპროექტთა პაკეტის ორდღიანი განხილვა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, კანონპროექტი თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით შემუშავდა.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 17:23

საზოგადოება

კახა ბექაურმა პარლამენტარებს მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა - Mediatsigniereba.ge გააცნო

ComCom-ის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, პარლამენტის პლენარულ სესიაზე პარლამენტარებს მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სიტყვით გამოსვლისას კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ პლატფორმა ერთგვარი ჰაბია, რომელიც საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით მომუშავე ყველა ორგანიზაციისა თუ უწყებისთვის აერთიანებს რესურსებს და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი, რომელიც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე წვდომას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უზრუნველყოფს.

22 მარტი 2023, 17:17

პოლიტიკა

პარლამენტმა საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების მიზანმიმართულად დაზიანების შემთხვევებთან დაკავშირებულ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად დაუჭრა მხარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების მიზანმიმართულად, განზრახ დაზიანების შემთხვევების ახლებურად დარეგულირებას ითვალისწინებს.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 17:17

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 2021 წელს განხორციელებულ მედიაწიგნიერების პროექტებზე ისაუბრა

პროექტის ფარგლებში პედაგოგებმა მიიღეს ცოდნა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. გადამზადებული მასწავლებლები მიღებულ ცოდნას მოსწავლეებს უზიარებენ.

22 მარტი 2023, 17:15

საზოგადოება

კახა ბექაური: 2021 წელს ქვეყანაში 115 ტელევიზია და 55 რადიო მაუწყებლობდა

პარლამენტის პლენარულ სესიაზე ComCom-ის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, კომისიის 2021 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას მაუწყებლების განვითარების ტენდენციებზე ისაუბრა

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 17:10

საზოგადოება

კახა ბექაური: 9-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, მაუწყებლები კომისიაში ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ინფორმაციას წარმოადგენენ

მისი განცხადებით, მაუწყებლებთან 9-წლიანი სასამართლო დავა დასრულდა და 2022 წლის იანვრიდან, მაუწყებლები ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონით განსაზღვრულ ფორმებს ავსებენ.

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 17:07

საზოგადოება

კახა ბექაური: ComCom-ის ამოცანა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დანერგვა და მედიის უხამსობის შემცველი გადაცემებისგან დაცლაა

კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, მედიის ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემებისა და გამონათქვამების პრობლემა განიხილა, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებს, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არ აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება. კახა ბექაურის განცხადებით - „კომუნიკაციების კომისიის ამოცანა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის დანერგვა და მედიის უხამსობის შემცველი გადაცემებისგან დაცლაა.“

კახა ბექაური

22 მარტი 2023, 17:03

საზოგადოება

კახა ბექაური: მედიის მთავარ გამოწვევად ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკური მიკერძოება კვლავ რჩება

პარლამენტის პლენარულ სესიაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, კომისიის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც მაუწყებლებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

22 მარტი 2023, 16:52

რეგიონი

რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები მიმდინარეობს

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები აქტიურად მიმდინარებს. ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები სრულდება გონაშვილის დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების დამაკავშირებელ გზებზე.

ანალენა ბერბოკი

22 მარტი 2023, 16:46

პოლიტიკა

ხვალ საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. პროგრამაშია ასევე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი. ამ მისიაში ყველაზე მეტი თანამშრომელი გერმანიას ჰყავს წარგზავნილი.

ვიქტორ ჯაფარიძე

22 მარტი 2023, 16:29

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: მატყუარაა, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულია და ადამიანებისთვის „მოღალატეების“ ძახილით აღრმავებს პოლარიზაციას

ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან პირველი მოთხოვნაა დეპოლარიზაცია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ქვეყანა პოლარიზებული იყოს, - ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ტარიელ ნაკაიძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

22 მარტი 2023, 16:23

რეგიონი

ბოლნისში დაკარგული ცხრა წლის ბავშვი იპოვეს

ბოლნისში დაკარგული ცხრა წლის ბავშვი იპოვეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვი ბოლნისიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ მუშევანში იპოვეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოზარდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

22 მარტი 2023, 16:22

პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დანიის ელჩს საქართველოში, ანა ტოფტ სორენსენს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დანიის ელჩს საქართველოში, ანა ტოფტ სორენსენს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა დანიის ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო.

კარინა საფინა და ლუკა ბერულავა/ანასტასია გუბანოვა

22 მარტი 2023, 15:56

სპორტი

ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მე-11, კარინა საფინა და ლუკა ბერულავა კი მე-14 ადგილზე არიან⛸️

საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში მე-11 ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონმა 65,40 ქულა მიიღო. თავისუფალ პროგრამას ქალები 24 მარტს წარადგენენ.

22 მარტი 2023, 15:46

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია მოეწყო. მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ჩაერთნენ.